понедельник, 15 апреля 2019 г.

                            კასინი-ჰიუიგენსი
                              Cassini-huygens anim.gif
(ინგლ. Cassini–Huygens) — პლანეტა სატურნთან გაგზავნილი უპილოტო კოსმოსური ხომალდი. წარმოადგენს NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა (ESA) და იტალიის კოსმოსური სააგენტოს (ASI) ფლაგმანური კლასის კოსმოსურ ხომალდს.
                                                     
                                                                 ,,კასინის - ჰიუგენსის'' სტარტი
კასინი მეოთხე კოსმოსური ზონდია, რომელიც სატურნს ესტუმრა, თუმცა პირველია, რომელიც მის ორბიტაზე გავიდა. 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც იქ მივიდა, კასინი აქტიურად სწავლობს პლანეტასა და მის მრავალ ბუნებრივ თანამგზავრს.
                                                    
                                                                   ,,კასინი'' აწყობის სტადიაზე
კასინიზე მუშაობა 1980-იანი წლებიდან დაიწყო. პროექტი მოიცავს სატურნის ორბიტერს (კასინი) და მავალს (ჰიუიგენსი) სატურნის მთვარე ტიტანისთვის. ხომალდებს სახელი ეწოდა იტალიელი ასტრონომის — ჯოვანი კასინისადა ჰოლანდიელი მათემატიკოსის — კრისტიან ჰიუიგენსის პატივსაცემად. კოსმოსური ხომალდი 1997 წლის 15 ოქტომბერს, ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან გაეშვა რაკეტა Titan IVB/Centaur-ით და სატურნის ორბიტაზე მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 2004 წლის 1 ივლისს გავიდა. მანამდე კასინიმ ხანგრძლივი პლანეტათშორისი გზა განვლო — რამდენიმეჯერ შემოუფრინა დედამიწასვენერასა და იუპიტერს. 2004 წლის 25 დეკემბერს, ორბიტერს გამოეყო ზონდი ჰიუიგენსი და სატურნის მთვარე ტიტანისკენ დაეშვა, სადაც 2005 წლის 14 იანვარს დაჯდა და დედამიწაზე მონაცემებიც გამოაგზავნა, რისთვისაც გადამცემად ორბიტერი გამოიყენა. ეს ხმელეთზე პირველი დაშვება იყო, რაც კი ოდესმე განუცორციელებია კაცობრიობას მზის სისტემის გარე ნაწილში.
                                                                   
                                   სიჩქარე აპარატის მზესთან მიმართებაში
მომდევნო წლებში, კასინიმ სატურნის სისტემის კვლევა გააგრძელა, მაგრამ ყველაფერი 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
იმის გამო, რომ საწვავი იწურება, 2017 წლის 22 აპრილს, კოსმოსური ხომალდი მისიის დიდი ფინალის (Grand Finale) ფაზაში შევიდა, რომელშიც მან მრავალი სარისკო მანევრი შეასრულა — გაიარა სატურნსა და მის რგოლებს შორის. ამ ფაზის მიზანია კასინის სამეცნიერო შედეგების მაქსიმალიზაცია მანამ, სანამ ხომალდი განზრახ განადგურდება სატურნის ატმოსფეროში შესვლის გზით. ორბიტიდან გადასვლა NASA-მ განზრახ დაგეგმა და ეს აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ გამოირიცხოს კასინის შეჯახების რისკი სატურნის რომელიმე მთვარესთან, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს მათი დაბინძურება დედამიწისეული მიკრობებით. 2017 წლის 15 სექტემბერს, დაგეგმილია ხომალდის შესვლა სატურნის ატმოსფეროში, სადაც ის კომეტასავით დაიწვება
                                                  
                                      უკანასკნელი ფოტოსურათი გადაღებული ''კასინის''
კასნინი რამდენიმე მიზანი ჰქონდა, მათ შორის:
  • სატურნის რგოლების სამგანზომილებიანი სტრუქტურისა და დინამიკური ქცევის განსაზღვრა.
  • სატურნის ტანამგზავრების ზედაპირის შემადგენლობისა და გეოლოგიური ისტორიის განსაზღვრა.
  • მთვარე იაფეტის მუქი ნივთიერებების ბუნებისა და წარმომავლობის განსაზღვრა.
  • მაგნიტოსფეროს სამგანზომილებიანი სტრუქტურისა და დინამიკური ქცევის განსაზღვრა.
  • სატურნის ატმოსფეროს დინამიკური ქცევის შესწავლა ღრუბლების დონეზე.
  • ტიტანის ღრუბლებისა და ნისლის დროის ცვალებადობა.
  • ტიტანის ზედაპირის დახასიათება რეგიონული მასშტაბით. 
იხ. ვიდეო


კასინი-ჰიუიგენსი 1997 წლის 15 ოქტომბერს, კანავერალის კონცხის სამხედრო-საჰაერო ბაზის კოსმოსური გაშვების კომპლექს 40-დან გაუშვეს, აშშ-ის საჰაერო ძალების რაკეტა Titan IVB/Centaur-ით.
სამეცნიერო კვლევითი მისიის მთლიანი ღირებულება 3,26$ მილიარდია; მათ შორისაა გაშვებამდე, შექმნისთვის დახარჯული 1,4$ მილიარდი, 704$ მილიონი მისიის ოპერაციებისთვის, 54$ მილიონი მონიტორინგისთვის და 422$ მილიონი გამშვები რაკეტისთვის. აშშ-ის წილი 2,6$ მილიარდია (80%), ევროპის კოსმოსური სააგენტოსი 500$ მილიონი (15%), იტალიის კოსმოსური სააგენტოსი კი 160$ მილიონი (5%).   თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრები აღებულია 2000 წელს მომზადებული პრესრელიზიდან და არ მოიცავს მისიის განმავლობაში დაფიქსირებულ ინფლაციას, არც მისიის გახანგრძლივების ხარჯებს.
იხ. ვიდეო

კასინის პირველადი მისია 2008 წლის 30 ივლისს დასრულდა. 2010 წლის ივნისში მისია გახანგრძლივდა. ამ პერიოდში, მოხდა სატურნის სისტემის დეტალურად შესწავლა.
2010 წლის 3 თებერვალს, NASA-მ საზოგადოებას კასინის მისიის კიდევ ერთი გახანგრძლივების შესახებ ამცნო, 6½ წლით, 2017 წლამდე, როდესაც სატურნის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის ბუნიაობა დასრულდებოდა. ამ პერიოდში ხომალდი მოასწრებდა კიდევ 155 ორბიტას პლანეტის გარშემო, 54 გადაფრენას ტიტანზე და 11 გადაფრენას ენცელადზე.  2017 წელს, ტიტანთან შეხვედრამ კასინის ორბიტა ისე შეცვალა, რომ ხომალდი სატურნთან ყველაზე ახლოს მივიდა,   პლანეტის ღრუბლებიდან 3000 კმ სიმაღლეზე და დაიწყო შიდა D რგოლსა და სატურნს შორის მოძრაობა; აღნიშნულ ორბიტაზე კასინი 22-ჯერ ჩაეშვა.  2017 წლის 12 ოქტომბერს, კასინიმ უკანასკნელად გადაუფრინა სატურნს და მთვარის გრავიტაციამ ზონდი პლანეტის ატმოსფეროში გაგზავნა, სადაც 15 სექტემბერს კომეტის სახით დაიწვა
სიცოცხლე ტიტანზე კასინი - ჰუგენსმა აღმოაჩინა ქიმიური ანომალია ტიტანის ზედაპირზე. 
ტბა ტიტანზე
მზის სხივების ზემოწმედების შედეაგად ატმოსფეროში მუდმივად ყალიბდება წყალბადი და აცეტილენი, რ-იც უნდა ყოფილიყო ზედაპირზეც. თუმცა ნიშნები არ არმოჩნდა ზედაპირზე, ხოლო წყალბადის რაოდონება ზედაპირთან მკვეთრად კლებულობს, რაც ზიგიერთი სპეციალისტი  ანანონსებს როგორც არაპირდაპირი ნიშნებს ხელმისაწვდომობას სიცოცხლის. მათი წარმოდგენით ტიტანზე შეიძლება იყოს განსხვავებული ფორმის სიცოცხლე ვიდრე დედამიწაზე არის, ძირითადად მეთანის (წყლის მაგივრად), სადაც ცყალბადს სუნთქავენ და იკვებებიან აცეტილით. ვარაუდი ჯერი კიდევ გამოითქვა 2005წ-ს.
თუმცა ნაკლებად ოპტიმისტი სპეციალისტებინ იხრებიან ბიოლოგიური მიზიზებიდან დაკარგვა წყალბადის და აცეტილენის შედეგი, პირველ რიგში არა ბიოლოგიური პროცესების ახსნით. თვითონ კრის მაკეინმა შედეგების რეზულტატების წარდგენისას განაცხადა: ,,ძალიან არაჩვეულებრივი და ნადვილად დღეისთვის აუხსნელი ქიმია ... შესაძლოა, არ იყოს ნიშნები სიცოცხლის, მაგრამ ძალინ საინტერესოა.
იხ. ვიდეო - Фильм. Триумф у Сатурна. Часть 2


Комментариев нет:

გურია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                      გურია მდინარე ბჟუჟისა და სოფელ შემოქმედის ხედი შემ...