воскресенье, 30 июня 2019 г.

                               უჯარმა

                                          
                                                   უჯარმის, ანუ „ჯვარპატიოსნის“ ციხე
სოფლის ჩრდილოეთით 5 კილომეტრის დაშორებით, გზიდან მარჯვნივ მდებარე კლდოვან ქედზე დგას ციხე-ქალაქ „ჯვარპატიოსნის“ ნანგრევები. თავად პირველი ციხე და საფორტიფიკაციო ნაგებობა აშენებულია ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში, მეფე საურმაგის დროს   ვახტანგმა ციხეს დაუმატა წმ. რაჟდენის სახელობის მცირე ეკლესია (მთავარ სიმაგრეში); ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით გააშენა ექვსკოშკიანი ოთკუთხედი ფორმის 5-7 მეტრის სიმაღლის კედლების მქონე სიმაგრე, რომლის უდიდესი ნაწილი 40 გრადუსიან დახრილ ფერდობზე მოდის. ეს ნაგებობა მთის თხემიდან ივრის პირამდე ეშვება და დღესაც კარგადაა შემონახული, ბოლო ორი კოშკის გარდა, რომელიც წყალთაქცევამ ნაწილობრივ მოშალა და დააზიანა. ციხემ ქალაქის ფუნქციების შეთავსება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. ციხე არ მდებარეობს არამედ იგი ძევს საგურამოს ქედის (ეს ქედი მთავრდება ბაკურციხეში) ძირში, რომელიც ბუნებრივად გაწყვეტილია ივრის ხეობით. სწორედ ამ ბუნებრივი გასასვლეის ჩასაკეტად იქნა აგებული ამ ადგილას ეს სიმაგრე, გორგასლამდე ექვსი-შვიდი საუკუნით ადრე . ციხეს დასავლეთიდან ესაზღვრება იალნოს მთა, ხოლო ივრის მეორე ნაპირიდან გომბორის ქედის ბუნებრივი გაგრძელებაა. ციხის მარჯვნივ „რკინის მთა“ მდებარეობს. სწორედ ამ მთის ძირში, ზამთარში, ტახებზე ნადირობისას „მოაპარინა“ ჩუხჩებს ურჩი კახთა მეფე აღსართანი დავით აღმაშენებელმა. ციხე აქტიური თავდაცვითი ჯაჭვის რგოლი იყო IX საუკუნემდე, არაბების მიერ მის დანგრევამდე.
იხ ვიდეო

საინტერესოა ორი ისტორია თუ თქმულება, რომელთაგან ერთი უკავშირდება გორგასლის სიკვდილის ვერსიას, ხოლო მეორე — ჯვარპატიოსნის საგანძურის გატანას.
უჯარმელების ზეპირსიტყვაობაში შემონახულია ვახტანგის სიკვდილის შემდეგი ვერსია: ვახტანგის მეუღლე შეფარვით ერთ-ერთ წარჩინებულ ირანელ სამხედრო მთავარს ჰყვარობდა, რომელიც ავდაკს თან ახლდა. ომის წინა დღეს მან საიდუმლო შიკრიკი გაგზავნა ირანელთა ბანაკში და შემდეგი ამბავი დაუბარა:

„ამაღამ ვახტანგის საყვარელ საბრძოლო ფაშატს ბლომად მარილიან წყალს დავალევინებ თავლაში. ვახტანგს ყოველი გათენების წინ თვითონ ჩაჰყავს თავისი საყვარელი ცხენი იორზე წყლის დასალევინებლად. „სატალახო“ აბჯარსაც იმას დავუდებ სასთუმალთან, მარჯვენა იღლიაში გარღვეული რომელიცაა. ცხენი დიდხანს ვერ დაიოკებს წყურვილს და ვახტანგი აღვირს უსათუოდ ამოჰკრავს. კაი მოისარი ნახეთ და მეორე ნაპირიდან ქეიბური, ან ბოძალი ესროლეთო.“
უჯარმაში ამბობენ, რომ ასეც მოხდა. დღესაც ამ ვერსიის სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ვახტანგი ბრძოლაში უკვე დაჭრილი გავიდა. ჯვარპატიოსნობა, როგორც სახალხო დღესასწაული და დღეობა აღინიშნება ახალი სტილით 20 მაისს.
მეორე თქმულება უკავშირდება ჯვრპატიოსნის საგანძურს. ხალხი ჰყვება, რომ XIX საუკუნის შუა წლებში ნადირობისას ერთი მონადირის (რუსი ოფიცრის) ძაღლს მელამ სოროში შეასწრო. ეს ადგილი საავტომობილო გზაზე, ჯვარპატიოსანთან არ მისული 50-60 მეტრის მანძილზეა, დღევანდელ გზის მარცხენა ბექობზე. ძაღლი არ შეეშვა და სოროს შესასვლელს ყეფით თხრა დაუწყო. მონადირეც მივიდა იმ ადგილას და ძაღლს გაქეზება დაუწყო. ცოტა ხანში ძაღლმა ჯერ ერთი ოქრო ამოაგდო მიწიდან, შემდეგ კიდევ ერთი. მონადირემ ძაღლი დააბა და თავად დაიწყო თხრა. მალე განძით სავსე სათავსოები აღმოაჩინა. რუსი დაბრუნდა მუხროვანში (სადაც დღესაც სამხედრო ნაწილია) და ეს ამბავი პრისტავს შეატყობინა. ხალხი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გზა ორი დღით გადაკეტეს და არვის არ ატარებდნენ, ხოლო შემდეგ მუხროვანისა თუ თბილისის მიმართულებით უჯარმაზე გაძლიერებული სამხედრო ბადრაგის თანხლებით ცხრა დახურული „პოვოზკა“ გაატარეს, რომლებიც აშკარად რაღაცით იყო დატვირთული
იხ. ვიდეო

აი ამას გადასცემენ უჯარმელები თაობიდან თაობას, თუმცა პირველი თქმულება ნაკლებად სავარაუდოდ უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც IX საუკუნეში არაბმა აბულ ყასიმმა აიღო და დაანგრია ჭერემის, უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები, ხოლო ხალხი ივრის ხეობაში ერთიანად გაჟლიტა, ან ტყვედ წაასხა. ამდენად ამ ამბის მომყოლიც კი ცოცხალი არ უნდა დარჩენილიყო. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ დღევანდელი უჯარმა „მეორედ“ დაახლოებით ერეკლე I-ის დროს დასახლდა. ამიტომ ამ სოფელში ცხოვრობს თითქმის ყველა კუთხის ხალხი — კახელები, სვანები, იმერლები, ქართლელები (ხმალაძეები, სონიძეები, საღლიანები, მანაგაძეები, დათუნაშვილები, ცისკარიშვილები, ფეიქრიშვილები, ყარყარაშვილები, შავერდაშვილები, მაღალდაძეები) და ბუნებრივია, რომ ეს არ არის უჯარმის ისტორიული, ძირძველი მოსახლეობა
                                             Ujarma from road site.JPG
ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, თბილისი-თელავის პირას, ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე
ციხე-ქალაქი აგებულია მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა ივრის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ციხის დასავლეთით იყო. ციხე-ქალაქის მთავარ ციტადელში ჩატანებულია სადარაჯო კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევები.
ციხეში ჩაშენებულია ჯვარპატიოსანის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. პირველი სართული შედარებით ძველია, მეორე სართული X-XI საუკუნეებში დააშენეს[1]. დაშენებული ეკლესია მაღალი ცალნავიანია, სარკმლები დატანებული აქვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს. ეკლესიის კედლები აგებულია ქვის მსხვილი ფილებით და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრებით.
იხ. ვიდეო

ციხის გალავანი გრძელდებოდა ჩრდილოეთით მხრიდან, დამრეც კლდოვან ფერდობზე, მდინარის ნაპირამდე. ამ კედლებში თანაბარ მანძილზე 9 კოშკი იყო ჩატანებული. კოშკების მეორე და მესამე სართულები განკუთვნილი იყო მეციხოვნე ჯარისათვის საცხოვრებლად. კოშკებს ჰქონდა დახურული, ბანური სახურავი. ბანის პერიმეტრზე ყოფილა ქონგურები, ხოლო მათ უკან დერეფანი-გასასვლელი.
მდინარე ივრის პირას შემორჩენილია კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია. მისი კედლები ქვიშაქვით და აგურითაა ნაგები, ლავგარდანი რომბული წყობისაა. სამხრეთის მხრიდან მიშენებულია ახალი ეკლესია, რომლის ქვეშ მოწყობილია საძვალე. შეიმჩნევა ძველი კედლის კვალი. სავარაუდოდ, აქ უნდა ყოფილიყო მეფე ასფაგურის მიერ აშენებული ციხის ნაშთები.
გათხრების შედეგად ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები; ბრინჯაოს ბეჭდები და ღილები, საზედაშე ქვევრებითონე, საფლავები (XII-XIII სს)

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...