четверг, 6 июня 2019 г.

კონიუნქტივიტი

                          კონიუნქტივიტი

                                              An eye with viral conjunctivitis.jpg
 თვალის ლორწოვანი გარსის ანთება. დაავადება ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში
                                              Swollen eye with conjunctivitis.jpg
კონიუნქტივიტი ალერგიულ-ინფექციური ან ვირუსით გამოწვეული დაავადებაა. მისი გამომწვევი უმეტესად ოქროსფერი სტაფილოკოკია. არსებობს ქლამიდიებითა და გონოკოკებით განპირობებული კონიუკონიუნქტივიტი, რომელიც შესაძლოა მუცლადყოფნის პერიოდის შემდგომი ინფექციების შედეგი იყოს. ხშირია ულტრაიისფერი გამოსხივებით განპირობებული თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაც.
იხ. ვიდეო

ინფექციის წყარო შესაძლოა გახდეს: ჭუჭყიანი ხელები, პირსახოცი, ცხვირსახოცი და სხვ. ვირუსული კონიუნქტივიტის განვითარება შესაძლებელია სასუნთქი გზების დაავადებების დროსაც, ცხვირ-ხახიდან აღმავალი გზით გავრცელებული ინფექციის თვალზეგადასვლის შედეგად. საკუთრივ თვალიდან ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, თუმცა დაღმავალი გზით ცხვირ-ხახასა და სასუნთქ გზებზე არ გადადის.
იხ. ვიდეო

მოწმდება საცრემლე გზების გამავლობა; ტარდება ბაქტერიოლოგიური ანალიზი; ქლამიდიური კონიუნქტივიტის დასადგენად აუცილებებლია სხვადასხვა კვლევის ჩატარება: ნაცხის აღება, ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის განსაზღვრა. ჩვილი ბავშვების შემთხვევაში დიაგნოსტიკისას აუცილებელია განისაზღვროს, ჩივილები კონიუნქტივიტით არის გამოწვეული თუ საცრემლე წერტილის დახშობით. საცრემლე წერტილის დახშობის დროს ანტიბიოტიკების გამოყენების ფონზე ხდება საცრემლე გზების ზონდირება.
იხ. ვიდეო

მკურნალობა გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით სპეციფიკურია. კონიუნქტივიტის სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია. პროფილაქტიკა ჰიგიენური წესების დაცვაში მდგომარეობს. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. საცურაო აუზებში, სადაც ხშირია ლამიდიით დასნებოვნება, წყალი უნდა იყოს ქლორიანი, გამდინარე, მუდმივად იწმინდებოდეს.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...