აშშ-ის საზღვაო ძალები (ინგლ.United States Navy, USN) — აშშ-ისსაზღვაო ოპერაციების უწყება და შეიარაღებული ძალების სახეობა, ასევე, აშშ-ის ფორმიან სამსახურთაგან ერთ-ერთი. აშშ-ის საზღვაო ძალები, ამდროისთვის, ითვლება ყველაზე მსხვილ და მძლავრ საზღვაო ძალად მსოფლიოში, კომბინირებული საბრძოლო ფლოტის ყველაზე მაღალი ტონაჟით. მის დაქვემდებარებაშია მსოფლიოს უმსხვილესი ავიამზიდური ფლოტი, რომელთა შორის ათი საბრძოლო მწყობრშია, ოთხი სარეზერვო ფლოტშია, აგების პროცესშია ახალი კლასის სამი ავიამზიდი. აშშ-ის საზღვაო ძალებში 328,186 მოქმედი მოსამსახურეა, 110,882 ადამიანი საზღვაო ძალების რეზერვში იმყოფება. 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, მის დაქვემდებარებაშია 272 საბრძოლო გემი და 3 700-ზე მეტი მოქმედი საფრენი აპარატი.
აშშ-ის საზღვაო ძალები სათავეს კონტინენტური ფლოტიდან იღებს, რომელიც ამერიკის რევოლუციური ომის დროს ჩამოყალიბდა, და მალევე დაიშალა ცალკეული უწყების სახით. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკის სამოქალაქო ომში,რომლის დროსაც ახორციელებდა კონფედერატების ბლოკადას და კონტროლის მოპოვებას მდინარეებზე. მან მთავარი როლი შეასრულა II მსოფლიო ომის დროს იაპონიის დამარცხებაში. 21-ე საუკუნეში აშშ-ის საზღვაო ძალები აქვს მნიშვნელოვანი გლობალური სამხედრო დასწრება, რომლის უზრუნველყოფა ხდება ისეთ რეგიონებში გაშლით, როგორებიცაა წყნარი ოკეანეს დასავლეთი, ხმელთაშუა ზღვა, ინდოეთის ოკეანე და ახლო აღმოსავლეთი. იგი წარმოადგენს ოკეანურ ფლოტს, რომელსაც შეუძლია საკუთარი ძალის წარმოდგენა მსოფლიოს ზღვისპირა რეგიონებში, შეუძლია მონაწილეობა ოპერაციებში მოწინავე ზონებში მშვიდობიანობის დროს და სწრაფი რეაგირება მოახდინოს რეგიონალურ კრიზისებზე, რაც მას აშშ-ის საგარეო და თავდაცვით პოლიტიკაში მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.
აქ ნახავთ პასუხიმგებელ ზონები დაჯგუფების
აშშ-ის საზღვაო ძალების ადმინისტრაციულ მართვას აწარმოებს საზღვაო ძალების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს საზღვაო ძალების მდივანი, სამოქალაქო პირი. საზღვაო ძალების დეპარტამენტი, თავის მხრივ, თავდაცვის დეპარტამენტის განყოფილებაა, რომელსაც თავდაცვის მდივანი ხელმძღვანელობს. საზღვაო ოპერაციების უფროსი არის ოთხვარსკვლავიანი ადმირალი და საზღვაო ძალების დეპარტამენტის უფროსი საზღვაო ოფიცერი. მაგრამ, საზღვაო ოპერაციების უფროსი ვერ იქნება შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების საზღვაო ოფიცერი, თუ შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, ან მისი მოადგილე არიან საზღვაო ოფიცრები, რადგან კანონით მათი წოდება საზღვაო ოპერაციების უფროსზე აღმატებულია. ეს მოკლედ თუ ექნება ამ სტატიას მოწონება ან დიდი ნახვა დამატებული იქნება ინფორმაციები აშშ-ს ფლოტის შესახებ ეხლა კი ჩვენი ხედვიდან და საქრთველო- რუსეთის დაპირისპირების გამო მეორე და მეექსვს ფლოტზე ვთქვათ რადენიმე სიტვყვა რას წარმოადგენს და რატომ აღადგინა აშშ-მ
იხ. ვიდეო
რეალუარად ორი დაჯგუფება არის რუსეთის წინაამღდეგ უშუალოდ მე-2-ფლოტი და მე-6 ფლოტი განვიხილოთ ოეირვე დაჯგუფება:
მე-6 ფლოტის ემბლემა აშშ-ს
ინგლ. - United States Sixth Fleet - ოპერატიული ფლოტი (ჩვენ შეგვიძლია ცალკე გავიხილოთ თუ რა არის ოპერატიული ფლოტი) აშს-ს სამხედრო-საზღვაო ძალები დისლოცირებული ხმელთა შუა ზღვა შტაბი განთავსებულია ნეაპოლში და შედის ნატოს დაჯგუფებაში. ფლოტისფლანგანია - ადესანტო კომბინირებული გემი (LCC/JCC 20 USS Mount Whitney (LCC/JCC 20) ამფიბიური კლასის.
ოპერატიულ ჯგუფი 60
ძირითადი დამტყმელი ძალა ფლოტის შედის 1-2 ავიამზიდი ყოველმათგანს თნმხლები აქვს 6 კრეისერი და ესმინცემი. ბორტზე ყოველივეს ყავს 65-85 თვითმფრინავი (განადგურებული გდამჭერი წყალქვეშა და სადაზვერვოზ)
ოპერატიული ჯგუფი 61
განკუთვნილია დესანტირებისთვის შედგება სამი ადესანტო ხომალდი
ოპარატიული ჯგუფი 62
შეადგენს საზღვაო ქვეითი. პირადი სეადგენლობა 1600 შეარაღებაშია ტანკები, არტირელია და ვერტფრენი
ოპერატიული ჯგუფი 63
განსაზრვრულია დივერსიული ჯგუფი სვხ გემები. სატრანსპორტოსა, სარემონტო და საწვავის მომარაგებელი
ოპერატიული ჯგუფი 64
შედის სტრატეგიული ატმური წყალქვეშა გემები, ბალისტიკური ბირთვული რაკეტებით
ოპერატიული ჯგუფი 66 69
შედის წყალქვეშა გემებუ და გემსაწინაანმღდეგო გემები. ამოცანა ამ ჯგუფის განადგურება წყალქვეშა გემების მოწინაამღდეგის და დაცვა საკუთარი გემების
2003წ-ს ფლოტში შედიოდა 40 გემები მათ შორის 2 ავიამზიდი, 2-4 ატომური წყალქვეშა გემები, 175 თვითმფრინავი და 21 000 სამდერო მოსამსახურე.
ემბლემა მეორე ფლოტიის
აქ მივადექით ყველაზე საინტერესო მომენტს მე-2-ე ეს დაჯგუფება შეიქმნა 1950წ-ის 12 თებერვალს დაარსებობა შეწყვიტა 2011წ-ის სექტემბერში და იმდენი ქნა ბ-ნმა ვოვამ რომ 200189წ-ის 24 აგვისტოს აღადგინეს უნდა რუსეთს სამხედრო პოტენციალის ნახვა ანუ ხაზი უნდა გავუსვათ რომ რუსები ამაყობდნე კიდევ რომ ჩვენ არქტიკაში მაგრები ვართ ხან წყალქვეშა ნავებით თუმცა ისიცარის საინტერესო ბარენცის კატასტროფები ვგულისხმობ ,, კურსკისა და ლოშარიკის'' რუსეთი უფრო კარიკატულ ჩრდ. კორეას უფრო დაამგვანა ვიდრე ეწ. ,,სხვერდერჟავას'' მე უფრო სსრკს ისტორიას მაგეონებს თითქოს ერთადა იგივე ისტორია ერთიერთზე გადდის. ანუ რუსეთუ რაალურად დაკარგავს არქტიკას საბოლოოს ესაა ამ დაჯგუფების მთავარი ამოცანა ეხლა კი მაშ რასწერს ბიბისი იხ. ლინკზე პირველი ის რომ საბარია რომ ცივი ომი მიდის თუ დაიწყოო ჩემის აზრით ის დიდი ხანია დაიწყო. მაინც საინტერესოა რიცარდსონის შეაფასება სადაც მან ხაზი გაუსვა რომ ჩვე შევედით კონკურეციის ერაშიო ანუ სამხედრო შეჯიბრი კარგია რომ ეს საბოლოოდ გაიგეს ჩვენმა მოკავშირეებამ იმედია ევროპის ზოგიერთი ქვეყენების გაიგებენ. ვნახოთ რუსეთი როგორ გაუძლებს.
აშშ-ის საზღვაო ფლოტს დადგენილი აქვს ავიამზიდების მინიმალური აუცილებელი რაოდენობა – 11 ერთეული, თუმცა ეს რიცხვი 10-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის დეკემბერში USS Enterprise (CVN-65) მოიხსნილ იქნა მწყობრიდან. იგეგმება, რომ 2017 წელს მე-11 ავიამზიდის ნიშას შეავსებს „ფორდის“ კლასის უახლესი ავიამზიდი USS Gerald R. Ford (CVN-78).
როგორც წესი, ავიამზიდი გამოიყენება რამდენიმე დამატებით ხომალდთან ერთად, რომლებიც ერთად „ავიამზიდის დამრტყმელ ჯგუფს“ ქმნიან. ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფში, ავიამზიდის გარდა, შედიან: „იჯისით“ აღჭურვილი სამი ან ოთხი კრეისერი და საესკადრო ნაღმოსანი, ფრეგატი, და ორი წყალქვეშა ნავი. მხარდამჭერი გემების ამოცანაა ავიამზიდის დაცვა როგორც ჰაერიდან, ზედაპირიდან და წყალქვეშა მომდინარე საფრთხეებისგან, ასევე საცეცხლე ძალის გაზრდა. დამრტყმელი ჯგუფის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ მომარაგების გემები. აშშ-ის თანამერდროვე ავიამზიდები ატარებენ ამერიკელი ადმირალების და პოლიტიკოსების, ხშირად პრეზიდენტების სახელებს. მუდმივ გამონაკლისს წარმოადგენს სახელი USS Enterprise, რომელიც, გეგმის მიხედვით, იქნება ფორდის კლასის მესამე ავიამზიდი USS Enterprise (CVN-80).
Комментариев нет:
Отправить комментарий