ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ფიტოგეოგრაფია
ფიტოგეოგრაფიის ძირითად მონაცემებს წარმოადგენს მცენარეული ნიმუშების შეგროვება.
( ბერძ. phyton — მცენარე და გეოგრაფია, იგივე მცენარეთა გეოგრაფია) — ბოტანიკის და ფიზიკური გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის მცენარეთა გეოგრაფიულ გავცელებას დედამიწაზე და ადგენს ამ გავრცელების კანონზომიერებებს.
პირველი ცნობები მცენარეთა გავცელების შესახებ გვხვდება ანტიკური ხანის მეცნიერთა (თეოფრასტე) შრომებში. XVIII საუკუნეში გაჩნდა უფრო მნიშვნელოვანი მონაცემები ფრანგი ბოტანიკოსი ჟოზეფ ტურნეფორის, შვედი ბუნებისმეტყველის კარლ ლინეს და სხვა ნაშრომებში. XVIII-XIX სს. მიჯნაზე ფიტოგეოგრაფიას ცოდნის საგანგებო ხასიათი მიეცა, რაც დაკავშირებულია გერმანელი ნატურალისტების კ. ვილდენოვის და ალექსანდერ ჰუმბოლდტის სახელებთან.
ფიტოგეოგრაფიის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დანიელი მეცნიერის ი. სკოუს (1822), შვეიცარიელი ბოტანიკოსის ა. დეკანდოლის (1855) და გერმანელი მეცნიერის ა. გრიზებახის (1866) შრომებს, რომლებიც ფლორისა და ნაწილობრივ მცენარეულობის სისტემატიკური შემადგენლობის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ხასიათის პირველ მიმოხილვას წარმოადგენდა.
იხ. ვიდეო - Растения под микроскопом часть1( Colonising Plants)Колонизация Растений
ჩარლზ დარვინის თეორიამ ორგანული სამყაროს ევოლუციის შესახებ მეცნიერული საფუძველი მისცა ფიტოგეოგრაფიის გენეზისურ მიმართულებას. მასზე დაყრდნობით გერმანელმა ბოტანიკოსმა ა. ენგლერმა ფიტოგეოგრაფიაში დაამკვიდრა ფლორის შესწავლის ისტორიულ-გენეტიკური მეთოდი და პირველმა მოახდინა დედამიწის ფლორების დაყოფა მათი ისტორიული განვითარების თვალსაზრისით (1879-1882).
დიდად მნიშვნელოვანია ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები, საქართველოს ცნობები ცალკეული ველური თუ კულტურული მცენარის გავცელებისა და მცენარეული ზონების განლაგების შესახებ.
კვლევის საგანი და დიფერენციაცია
ფიტოგეოგრაფიის კვლევის ობიექტია მთლიანად დედამიწის ან მისი ცალკეული ნაწილის ფლორა და მისი სისტემატიკური ერთეულების (ფიტოტაქსონების ) არეალები.
ფიტოგეოგრაფიის ძირითადი დანაყოფებია:
ფლორისტული ფიტოგეოგრაფია (რომელიც შეისწავლის ფლორას და ინვენტარიზაციის გზით ადგენს მის შემადგენელ სისტემატიკურ ერთეულებს);
ფიტოქოროლოგია (ადგენს ფიტოტაქსონებს, კერძოდ სახეობების არეალს);
ეკოლოგიური ფიტოგეოგრაფია (სწავლობს ფლორების განვითარების ისტორიას);
ისტორიული ფიტოგეოგრაფია (შეისწავლის დედამიწაზე მცენარეული სამყაროს ევოლუციასთან კავშირს).
იხ. ვიდეო -Plant Cells and Tissues Part 1
Комментариев нет:
Отправить комментарий