четверг, 19 апреля 2018 г.

ემულგატორი

                       ემულგადორი
ორი შეურევადი სითხე, ჯერ არ არის ემულგირებული
II ფაზის ემულსია დისპერსიული I ფაზაში
არასტაბილური ემულსია თანდათანობით გამოყოფს
სურფაქტანტი (ნაწილაკების გარშემო მონახაზი) თავსდება II და I ფაზის ინტერფეისებზე, ასტაბილურებს ემულსიას.


      საშიში ნივთიერებები რომლებსაც მივირთვმევთ
მეტი რაოდენობით არის საღეჭი რეზინი, ჩიფსები და კარტოფილი ფრის წარწერას უნდა დავაკვირდეთ რ-იც ხშირად ძალიან წვრილად აწერია ხოლმე და არ ვუკვირდებით განსაკუთრებით კი მავნეა ბავშვებში.
(ფართო მოხმარების საგნებზე აღნიშნავენ E სიმბოლოთი) — ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ემულსიის წარმოქმნას და აგრეთვე ადიდებს მის მდგომარეობას. ემულგატორებია:საპონი, ჟელატინი და მრავალი სხვა სინთეზური ნაერთები
ემულგატორი არის საკვები დანამატი.მათგან შექმნილი ემულსიის საშუალებით საკვები ხდება გემრიელი, დიდხანს შენახვადი, პლასტიკური. იმ უამრავი ემულგატორიდან, რომლებიც ამ მიზნებით გამოიყენება საკვები პროდუქტების დამზადებისას, საქართველოში აკრძალულია მხოლოდ ხუთი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოტანილ თუ ადგილზე წარმოებულ პროდუქციაში არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ხუთი ემულგატორი: E-121, E-123, E-240, E-924 a და b. ემულგატორები მეტად სახიფათოა ბავშვებისა და ასთმიანებისათვის.იმის გასაგებად თუ რომელი საკვები რომელ ემულგატორს შეიცავს უნდა გადმოვაბრუნოთ საკვები მეორე მხარეს სადაც აწერია შემადგენლობა. განსაკუთრებით საშიშია საღეჭი რეზინები, რადგან ის იწვევს სიმსივნეს. მისი დაღეჭვა შეიძლება ჭამის შემდეგ 3-4 წუთი.სიმსივნის გამომწვევ ემულგატორებად ყველა განვითარებულ ქვეყანაში ითვლება და შესაბამისად მკაცრად იკრძალება შემდეგი ემულგატორებით დამზადებული საკვები: E-131, 142, 153; 211; 212; 213; 215; 216; 219; 230, 240; 249; 280; 281; 954.
  • ერთდროულად კუჭ–ნაწლავის დაავადებისა და ალერგიის გამომწვევი ემულგატორებია: E-154; 338; 340; 341; 343; 450; 451; 452; 461; 462; 463; 465; 466; 629; 630; 631; 632; 633; 634; 635.
  • ერთდროულად კუჭ–ნაწლავის გამომწვევ და წნევის ამწევ ემულგატორებად ითვლება: E-120; 250; 300; 450; 621.
  • განსაკუთრებით საშიში ემულგატორების სიაში შედის: E-510; 513; 527.
  • საეჭვო დასახელების დანამატების კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული შემდეგ ემულგატორებს: E-104; 122; 141; 150; 171; 173; 477.
კვების ტექნოლოგებმა, ქომიკოსებმა და ბიოლოგებმა ყველა ქვეყანაში მიაღწიეს იმას, რომ მათ ხელისუფლებებს მკაცრად აეკრძალათ ამ ემულგატორების გამოყენებით საკვების დამზადება ან მისი შემოტანა. ქართველმა კვების ტექნოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ვალერიან ფარცხალაძემ აგვიხსნა, რომ ემულგატორების ამ კლაციფიკაციის შესახებ საქართველოში სპეციალისტებმა დიდი ხანია იციან, მაგრამ ვერ აღწევენ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანას. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. ბევრ განვითარებად სახელმწიფოს აიძულებენ, სწორედ, განვითარებული ქვეყნები ან იქ მოქმედი ბიზნესკლანები, რომ შემოიტანონ საკუთარ ქვეყნებში საშიში ემულგატორებით დამზადებული პროდუქცია, რომელიც ძალზე იაფი ჯდება, რადგან ამ ქიმიური დანამატების საშუალებით იღებენ ძეხვის ფერს, გაყინული პროდუქციის ვარგისიანობის ვადის გაზრდას, ფუმფულა პურსა და ნამცხვარს, გემრიელ, მაგრამ მომაკვდინებელ ყავასა და შოკოლადს –. ამით ხეირობენ როგორც იმპორტიორი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნები. უფრო სწორად, ადამიანთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ასეთი გზით მდიდრდებიან.
იხ. ვიდეო

შენიშვნა: გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ემულგატორებისა საშიაშია ჯანმრთელობისათვის ან არ არის საშიში შემდეგი ემულგატორები:
  • უსაფრთხო: E100, E101, E132, E140, E160, E161, E163, E170, E174, E175, E236, E237, E238, E260, E262, E263, E270, E280,E281, E282, E300, E301, E302, E303, E304, E305, E306, E307, E308, E309, E322, E325, E326, E327, E331, E332, E333, E334, E335, E336, E337, E400, E401, E402, E403, E404, E406, E408, E410, E411, E413, E414, E420, E421, E422, E471, E472, E473, E474, E475, E480
  • ჯანმრთელობისთვის საშიში_E102, E110, E120, E124, E127, E129,E155,E180, E201,E228, E233,E242,E270,E400,E401,E402,E403,E404,E501, E502, E503,E527,E620,E636,E637,
  • საეჭვო: E104, E122, E141, E150, E151, E153, E171, E173, E240, E241, E477
  • სიმსივნის გამომწვევი_E131, E142,E153, E210, E211, E212, E213, E214, E215,E216, E217,E219, E230,E239, E240,E249,E252,E280, E281, E282, E283, E330,E954,
  • ძალიან საშიში_E123,E510,E513,
  • აღიზიანებს ნაწლავს_E221, E222, E223, E224, E226,E343,E626, E627,E628,E629,E630,E631,E632,E633,E634,E635,
  • ალერგიის გამომწვევი _E105,E151,E160,E230,E231, E232, E233, E239,E310,E311,E312,E907,E 951,
  • წნევის ამწევი დანამატები-E250, E251, E252,E254,E340,
  • აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას_E338, E339, E340, E341, E407, E450,E451,E452, E461, E462, E463, E465, E466
  • ანადგურებს ვიტამინ B12-ს_E220
  • სისხლში ქოლესტერინის ამწევი - E320, E321,
იხ. ვიდეო


среда, 18 апреля 2018 г.

ზეგამტარობა

                                      ზეგამტარობა

                                      
                                   მაგნიტი ლევიტირებს ზეგამტარის თავზე
მოვლენა, როდესაც გამტარის ელექტრული წინაღობა ნული ხდება და გამტარიდან სრულიად გამოიდევნება მაგნიტური ველი, როდესაც ზეგამტარის ნიმუშს გააცივებთ კრიტულ ტემპერატურამდე. ეს მოვლენა 1911 წელს ჰოლანდილმა ფიზიკოსმა ჰეიკე კამერლინგ-ონესმა აღმოაჩინა. ზეგამტარობა არის კვანტური მოვლენა და კლასიკური ფიზიკით ვერ აიხსნება. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი მოვლენაა მეისნერის ეფექტი რაც ზეგამტარს განასხვავბს "იდეალური გამტარისგან".
მეტალის ელექტრული წინაღობა მცირდება ტემპერატურის შემცირებასთან ერთად. მაგრამ ეს შემცირება შემოსაზღვრულია კრისტალის დეფექტებისა და მინარევების გამო, რაც ქმნის დამატებით, არატემპერატურაზე-დამოკიდებულ წინაღობას. ზეგამტარ ნივთიერებებში კი გარკვეული ტემპერატურის ქვემოთ წინაღობა ეცემა ნულზე. მაგალითად, თუ ზეგამტარ რგოლში გავატარებთ დენს, ეს დენი იარსებებს უსასრულოდ, დიდი ხნის განმავლობაში, დამატებითი წყაროს გარეშე.
1986 წელს ზეგამტარობა აღმოაჩინეს კუპრატებშიც - კერამიკულ მასალებში, რომელთაც მაღალი კრიტიკული ტემპერატურა ახასიათებთ. ასეთი კრიტკული ტემპერატურები ვერ იხსნება ე.წ. კლასიკური ზეგამტარების თეორიით, ამიტომ მათ მაღალტემპერატურული ზეგამტარები ეწოდებათ
                                        .

მეისნერის ეფექტი. მაგნიტური ველის ძალწირები გამოდევნილნი არიან ზეგამტარიდან, როდესაც ის იმყოფება კრიტიკულ ტემპერატურაზე ქვემოთ
მეისნერის ეფექტი — მოვლენა, როდესაც მაგნიტური ველი გამოიდევნება ზეგამტარიდან და გადადის ზეგამტარულ მდგომარეობაში. ეს მოვლენა აღმოაჩინეს გერმანელმა ფიზიკოსებმა მეისნერმა და ოსჩენფილდმაროდესაც ზომავდნენ მაგნიტური ველის განაწილებას ზეგამტარის გარეთ. თუ მაგნიტურ ველში მოთავსებულ ნიმუშსს გავაციებთ კრიტკულ ტემპერატურამდე, მასში არსებული ველის განულდება, გამოიდევნება. ეს მოვლენა არ აღიწერება კლასიკური მექანიკით და ზეგამტარებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს.
იხ. ვიოდეო


ულოფ პალმე

                         ულოფ პალმე

                                      Ð£Ð»Ð¾Ñ„ Пальме
პიროვნება რ-ისმკვლელობა მსოფლიო აზროვნებაში დიდი გავლენა მოხადინა
(შვედ Sven Olof Joachim Palme, დ. 30 იანვარი1927სტოკჰოლმი — გ. 28 თებერვალი1986, იქვე) — შვედი პოლიტიკოსი, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი 1969-დან 1986 წლამდე და ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრი (1969 წლის 14 ოქტომბრიდან 1976 წლის ოქტომბრამდე და 1982 წლის 8 ოქტომბრიდან 1986 წლის 28 თებერვლამდე) 

ულოფ პალმე 1968წ

 28 თებერვალს 1986წ-ს ულოფ პალმე იყო მოკლული ცენტრალური ქუჩაზე სთოქოლმში იმ დღეს ის მის მეუღლესთან ლისბეთან ერთად ბრუნდებოდა კინოთეატრიდან მათ არ ახლდა მცველი, რადგან პლამეს ქალაქში სიარული უყვარდა მათ გარეშე. როცა წყვილი მიუხალოვდნენ გზაჯვარედინზე ტუნელგანის ქუჩასთან მასთან მივიდა ერთი მამაკაცი, რომელმაც ორჯერ ესროლა მას. ეს მკვლელობა დღემდე არაა გახსნილი. ის ყველაზე დიდი გამოცანაა თანამედროვე შევედეთის ისტორიაში. მთავარი ეჭვმიტანილი იყო კრისტერ პეტერსონი რ-ის საბოლოოდ 1989წ-ს სამუდამო პატიმრობა მისცემ ხოლო მოგვიანებით გაანთავისუფლეს. მას ვერ დაუმტკიცეს და გაამართლეს კიდეც იყო უამრავი ვერსიები მაგრამ დღემდე სერიზული არცერთი არ აღმოჩნდა. საინტერესოა სახელმწიფოს პირველი პირი დაცვის გარეშე დადიოდა.
იხ. ვიდეო



                                                     ისლამი
                                           ØªØ®Ø·ÙŠØ· كلمة الإسلام.png 
 (არაბ. الإسلام‎‎; ალ–ისლამ) — მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია.ყველაზე ახალგაზრდა რელიგიაა დამეორეა ქრისტინული რელიგიის მერე რაოდენობით მიმდევრები. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის პირდაპირ სიტყვაზე და სუნნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნისმუჰამმადის ქცევით მაგალითზე.
ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზეჰიჯაზის მხარეში. ისლამის სწავლების მიხედვით, ღმერთი მანამდეც აგზავნიდა სხვადასხვა ერთა შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, მათ შორის იყვნენ ბიბლიური პერსონებიც – ნუჰიმუსა'ისა და სხვები, რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობის ადეპტად მიიჩნევა იბრაჰიმი.
ისლამის მიმდევარს ეწოდება მუსლიმი (ასევე მაჰმადიანი, მუსლიმანი ან მუსულმანი). 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ. ისინი ძირითადად განსახლებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაშიახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – სუნიტურსა და შიიტურს. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.

სუნიტები

სუნნისა და მუსლიმთა ერთობის მიმდევარნი (არაბ. أهل السنة والجماعة‎‎; აჰლ ას–სუნნა ვა ლ–ჯამა'ა) დღევანდელი მუსლიმების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ. სუნიტთა მრწამსის მიხედვით, ისლამი ეფუძნება ყურანსა და ჰადისს, ანუ გადმოცემებს მუჰამმადის ﷺ ამა თუ იმ ქმედების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ამგვარი გადმოცემები ჩაწერილია კრებულებში, რომელთაგან გამოარჩევენ ექვსს – საჰიჰ ალ–ბუხარი, საჰიჰ მუსლიმი, სუნან იბნ მაჯა, სუნან ან–ნასა'ი, ჯამი' ათ–თირმიზი, სუნან აბუ დავუდ.
სუნიტები იყოფიან მაზჰაბებად, ანუ რელიგიურ–სამართლებრივ სკოლებად, რომელთა შორის განსხვავებებია . ისინი ცნობენ ერთმანეთის ლეგიტიმურობას და განსხვავებულ საკითხებს იხთილაფი ეწოდება. მაზჰაბების რიცხვი ცხრაა, რომელთაგან დღეს გამოიყენება ხუთი – ჰანაფიმალიქიშაფი'იჰანბალი და ზაჰირი. ხოლო ოთხი მაზჰაბი – ავზა'ილაისიჯარირი და სავრი დღეს აღარ გამოიყენება.

სალაფიტები

სალაფიტები (არაბ. السلفية‎‎; ას–სალაფიია), იგივე ვაჰაბიტები (არაბ. الوهابية‎‎; ალ–ვაჰჰაბიია), ან აჰლუ ლ–ჰადისი (არაბ. أهل الحديث‎‎; ჰადისების მიმდევრები) წარმოადგენენ სუნიტური ისლამის ულტრაკონსერვატიულ განხრას, რომელთა იდეაფიქსი არის ისლამის საწყისებთან დაბრუნება. ისინი ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რელიგიურ სიახლეებს, ასევე ადგილობრივ 'ადათებსა და ტრადიციებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ისლამთან. ისინი გამოირჩევიან ისლამური ტექსტების ფილოსოფიური გააზრების უარყოფითა და მათი მნიშვნელობის პირდაპირი მიღებით.

ში'იტები

შიიტები (არაბ. شيعة علي‎‎; ში'ათ 'ალი, ალის პარტია) სიდიდით მეორე განშტოებაა. ისინი მრავალ სექტას წარმოადგენენ, რომელთა ძირითადი შეხედულებებიც განსხვავდება. მაგალითად იემენელი ში'იტები, იგივე ზაიდიტები, ჰანაფი სუნიტებისგან მხოლოდ იმით განირჩევიან, რომ ცნობენ იმამთა მემკვიდრეობით ხელისუფლებას, ხოლო ში'იტი–იმამიტები იმამებს მიაწერენ ყოვლისმცოდნეობისა და ყოვლისშემძლეობის თვისებებს. ში'იტთა შორის სამი ძირითადი შტო გამოიყოფა – იმამიტები, ზაიდიტები და ისმა'ილიტები.

სუფი

სუფიზმი (არაბ. التصوف‎‎; ათ–თასავვუფ) მისტიკური მიმდინარეობაა ისლამში. მისი მიმდევრები გაწევრიანებული არიან ორდენებში, ანუ ტარიყათებში, რომლებსაც საკუთარი წესდება აქვთ. სუფიები სუნიტური ისლამის რომელიმე მაზჰაბს აკუთვნებენ თავს, მაგრამ ისლამის საფუძვლად მიიჩნევენ საიდუმლო ცოდნას, რომელიც გააჩნია უსტაზს (შეიხს, მურშიდს), რომელიც უმრავლესობისთვის უცნობია. ამიტომ მთავარია სწორედ უსტაზის მითითებებისადმი უსიტყვო მორჩილება და არა ისლამური ტექსტებით ხელმძღვანელობა.

ხარიჯიტები

ხარიჯიტები (არაბ. خوارج‎‎; ხავაარიჯ, განდგომილნი) არიან მუსლიმები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ხალიფების მმართველობითა და განუდგნენ მათ. მათი პირველი ჯგუფი 'უსმანის მკვლელობის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო მოგვიანებით 4000 მათგანი გამოეყო 'ალის არმიას, როდესაც იგი მუ'ავიასთან მოლაპარაკებაზე წავიდა. ხარიჯიტები გამოირჩეოდნენ თავისი ექსტრემისტული შეხედულებებით, ცოდვილ მუსლიმებსა და ასევე მათ, ვინც მათ აზრებს არ იზიარებდა, ურწმუნოებად მიიჩნევდნენ და ხოცავდნენ. მათგან მხოლოდ ერთმა ზომიერმა შტომ, იბადიტებმა (არაბ. الاباضية‎‎; ალ–იბადია) მოაღწიეს ჩვენს დრომდე, რომლებიც ძირითადად ომანში სახლობენ. არის მათი მცირე თემები ალჟირში, ტანზანიასა და ლიბიაში.

აჰმადია

აჰმადია (არაბ. الأحمدية‎‎; ალ–აჰმადიია. ან ინგლ. القاديانيةალ–ყადიანიია) არის მირზა ღულამ აჰმადის მიმდევართა ჯგუფი. ამ ჯგუფის სწავლებით, მირზა ღულამ აჰმადი არის მესია და მაჰდი. ეს ჯგუფი მუსლიმთა უმრავლესობის მიერ მკრეხელებად განიხილება და ხშირად სასტიკადაც უსწორდებიან მის მიმდევრებს.

ყურანისტები

ყურანისტები (არაბ. قرآنيون‎‎; ყურ'ანიუნ) არიან მუსლიმები, რომლებიც უარყოფენ ჰადისებსა და სუნნას. ისინი ისლამის ლიბერალური, მოდერნისტული ინტერპრეტაციის მომხრეები არიან. ყურანისტებიც მუსლიმთა უმრავლესობას მკრეხელებად მიაჩნია.

ისლამის ერი

ისლამის ერი (ინგლ. Nation of Islam) აფროამერიკული სინკრეტული სწავლებაა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს უოლეს ფარდ მუჰამმადმა და ელაიჯა მუჰამმადმა. ამ სექტის სწავლებით, სამყარო შექმნეს შავკანიანმა მეცნიერებმა, რომლებმაც ასევე ჩამოავლინეს ბიბლია და ყურანი. თეთრი ადამიანი წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგი იყო. ისლამის ერის სექტას ეკუთვნოდა მალკოლმ იქსიც, რომელმაც 1964 წელს უარყო იგი და ამის მიზეზად იგი ყოფილმა თანამორწმუნეებმა მოკლეს. 1975 წელს ელაიჯა მუჰამმადის სიკვდილის შემდეგ, ორგანიზაციის ლიდერობა ერთ–ერთმა ვაჟმა, ვარის დინ მუჰამმადმა გადაიბარა. მან შეცვალა ორგანიზაციის სწავლება სუნიტური ისლამის თანახმად. 1981 წელს ლუის ფარახანმა აღადგინა ორგანიზაცია ამ სახელწოდებითა და ძველი სწავლებით, რომელსაც მიემხრნენ ისლამის ერის აღმსარებელთა ნაწილი.

воскресенье, 15 апреля 2018 г.

                                  სირიაზე განხორციელებული                                        იერიში

ღამით  14 აპრილს  აშშ, დიდი ბრიტანეთმა და საფრაგენთმა  მიიტანე იერიში  სირიის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებისას ასადის ქალაქ დუმაში. მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ ჩამოაგდებდა ყველა რაკეტას მე ჩამოვთლი სიას სამიზნეები ობიქტების რ-ზეც იქნა მიყენებული იერიში ესენია
1.ბაზა რესპუბლიკური გვარდია დამასკოსთან
2. ბაზა ჰსს სირიის კასიუუნი - დამასკო
3. ავიაბაზა მეზზე - დამასკო
4. ავიაბაზა დუმეირი -დამასკო
5. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - ჯამრაია - დამასკოს
6. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - დამასკო
7.41-ა ბაზა სპეცნაზი დამასკო
8.სამხედრო ობიექტი ალ-რუჰაიბე - დამასკო
9.სამხედრო ობიექტი ალ - კისვა - დამასკო
10. სამხედრო ობიექწტი კოტაინის ტბა- ხომლსი
11.ავიაბაზა ხალხალია- სუვეიდა
12.ირანული ბაზა აზრეში - დარია
13. სამხედრო საწყობი დხანხა- ხომლსი
14.ბაზა იარმუჩქი (ვაგნერი)- აღმოსაველთ ღუტა
15. ირანული ბაზა -ტელ მარი 
16. შემოგარენი ნაციანალური აეროპორტი დამასკო
იხ. ვიდეო
ეს ჩამონათვალი დღემდე გრძელდება

                    ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა                               ორგანიზაცია

                                       
                                                        ოპეკის ქვეყნებ
  მიმდინარე წევრი ქვეყნები
  ყოფილი წევრი ქვეყ

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, შემოკლებით ოპეკი(ინგლ. Organization of the Petroleum Exporting Countries, OPECორგანიზაციას 13 წევრი ჰყავს. ქვემოთ ჩამოთვლილია გაწევრიანების თარიღის მიხედვით.
აფრიკა
ახლო აღმოსავლეთი
სამხრეთი ამერიკა
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
  • ინდონეზიის დროშა ინდონეზია (დეკემბერი 1962. წევრობა ამჟამად განხილვის სტადიაშია, ვინაიდან ინდონეზია აღარ მოიაზრება როგორც ნავთობის ნეტ ექსპორტიორი.
ყოფილი წევრები
ოპეკის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ოპეკის წევრი ქვეყნების უმრავლესობის ოფიციალური ენა არაბულია (შვიდი წევრი ქვეყანა არაბულია). მხოლოდ ერთი წევრი ქვეყნის - ნიგერიის - ოფიციალური ენა არის ინგლისური
                                                სირიის ეთნიკური                                               შემადგენლობა
                                                   
                                            
  რუქა ეთნო-რელიგიური შემადგენლობა მოსახლეობა სირიის 1976წ-ს

სირიელი არბები (მათ შორის 400 ათასი პალესტინელი ლტოლვილი) შეადგენს 90% მოსახლეობას. ყველზე დიდი ეთნიკური ეროვნული უმცირესობასწარმოადგენს ქურთებს 9 %  რ-იც ხცოვრობენ ძირითადად ჩრდილოეთით დაავლეთ (სირიული) ქურთისტანში ბევრი საუბრობს ქურთულ ენაზე. ქურთები ასევე ცხოვრობენ ყველა დიდ ქალაქებში. მესამე ეთნიკური ჯგუი ცხოვრობს სირიელი თურქმენები (თურქმენები)
ჩერქეზები წარმოადგენენ შთამომავლელბი მიჯახირების გადასახლებული კავკაზიაში. იომ-ქუმის ომამდე და დანგრევამდე ელ-კენეტრასი ნახევარ ჩერქეზების ცხოვრობდა ამ ქალაქში შემდეგ კი გადასახლდა დამასკოში. ყველაზე მცირერიცხოვანნი არიან ტომები უფროსი ჟუზი ყაზახები ასავე ვხოვრობენ სომხები და ასირიელები.
რელიგიური შემადგენლობა უმრავლესობა მუსულმანი სუნიტია (74%) ხანიფატური მაზჰაბი, დიდი გავლენა აქვს შიიტურ მიმართულებას ისლამის (13%) ალავიტების წარმოადგენლები, ისმაილიტები და დაახლოებით (3%) ქრისტიანები.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...