среда, 18 апреля 2018 г.

ზეგამტარობა

                                      ზეგამტარობა

                                      
                                   მაგნიტი ლევიტირებს ზეგამტარის თავზე
მოვლენა, როდესაც გამტარის ელექტრული წინაღობა ნული ხდება და გამტარიდან სრულიად გამოიდევნება მაგნიტური ველი, როდესაც ზეგამტარის ნიმუშს გააცივებთ კრიტულ ტემპერატურამდე. ეს მოვლენა 1911 წელს ჰოლანდილმა ფიზიკოსმა ჰეიკე კამერლინგ-ონესმა აღმოაჩინა. ზეგამტარობა არის კვანტური მოვლენა და კლასიკური ფიზიკით ვერ აიხსნება. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი მოვლენაა მეისნერის ეფექტი რაც ზეგამტარს განასხვავბს "იდეალური გამტარისგან".
მეტალის ელექტრული წინაღობა მცირდება ტემპერატურის შემცირებასთან ერთად. მაგრამ ეს შემცირება შემოსაზღვრულია კრისტალის დეფექტებისა და მინარევების გამო, რაც ქმნის დამატებით, არატემპერატურაზე-დამოკიდებულ წინაღობას. ზეგამტარ ნივთიერებებში კი გარკვეული ტემპერატურის ქვემოთ წინაღობა ეცემა ნულზე. მაგალითად, თუ ზეგამტარ რგოლში გავატარებთ დენს, ეს დენი იარსებებს უსასრულოდ, დიდი ხნის განმავლობაში, დამატებითი წყაროს გარეშე.
1986 წელს ზეგამტარობა აღმოაჩინეს კუპრატებშიც - კერამიკულ მასალებში, რომელთაც მაღალი კრიტიკული ტემპერატურა ახასიათებთ. ასეთი კრიტკული ტემპერატურები ვერ იხსნება ე.წ. კლასიკური ზეგამტარების თეორიით, ამიტომ მათ მაღალტემპერატურული ზეგამტარები ეწოდებათ
                                        .

მეისნერის ეფექტი. მაგნიტური ველის ძალწირები გამოდევნილნი არიან ზეგამტარიდან, როდესაც ის იმყოფება კრიტიკულ ტემპერატურაზე ქვემოთ
მეისნერის ეფექტი — მოვლენა, როდესაც მაგნიტური ველი გამოიდევნება ზეგამტარიდან და გადადის ზეგამტარულ მდგომარეობაში. ეს მოვლენა აღმოაჩინეს გერმანელმა ფიზიკოსებმა მეისნერმა და ოსჩენფილდმაროდესაც ზომავდნენ მაგნიტური ველის განაწილებას ზეგამტარის გარეთ. თუ მაგნიტურ ველში მოთავსებულ ნიმუშსს გავაციებთ კრიტკულ ტემპერატურამდე, მასში არსებული ველის განულდება, გამოიდევნება. ეს მოვლენა არ აღიწერება კლასიკური მექანიკით და ზეგამტარებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს.
იხ. ვიოდეო


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...