воскресенье, 22 апреля 2018 г.

სატანის ბიბლიური კონცეფცია


                    სატანის ბიბლიური კონცეფცია
                   

                                           წმინდა ავგუსტინე და ეშმაკი“, მიხაელ პახერი.
  • წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო „სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული“ და ცხოვრობდა ედემის „ცეცხლოვან ქვებში“, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე (იეზ. 28:12-19), მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია მოციქულ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდო ანგელოზმა მიქაელმა (ახსნა. 12:7-9).
  • ისაია წინასწარმეტყველი გვაძლევს სატანის პირველ სახელს — ლუციფერი (Денница). ლუციფერის დაცემის შემდეგ, იგი ხდება უკუნის განმგებელი, ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის მეთაური.
  • ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამ მოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში (ეფ. 2:2). მისი მსახურნი არიან — „ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი“, „ცისქვეშეთის ბოროტების სულები“ (ეფ. 6:12).
  • იოანეს წიგნში იგი სახელდება ღმერთის შვილად (ძველბერძნული ვერსიით — ანგელოზების) (1:6). იგი წინამძღვრობს ხალხებს და ცეცხლს აფქვრევს მიწაზე. (1:15-17), აგრეთვე მართავს ატმოსფერულ მოვლენებს (1:18), იძლევა სიმდიდრეს და ავრცელებს სნეულებებს (2:7).
იხ. ვიდეო

  • სახარებაში სატანა გვესახება სამყაროს ჩამოყალიბებულ გამგებლად (მათე 4:1-11), და იუდეველების ღმერთად (იოანე 8:44). ამ საფუძველზე ბევრი პირველყოფილი ღვთისმეტყველი გნოისტიკი თვლიდა, რომ ძველი აღქმით, ღმერთი, ეს არის ეშმაკი, რომელიც სრულიადაც არ ქმნის სამყაროს არაფრიდან, არამედ ქმნის პირად ჯოჯოხეთს — „ბნელეთს უფრსკულზე“ (1:2), ბაძავს რა ჭეშმარიტ ღმერთთს, სამყაროს უსახო და მიუწვდომელ პირველადს.
  • განსჯის დღეს შეებრძოლება ანგელოზს, რომელსაც აქვს უფრსკულის გასაღები, და ჩაგდებული იქნება უფრსკულში ათასი წლით (ახსნა. 20:2-3). მეორე ბრძოლის შემდეგ, სატანა ჩაგდებული იქნება „გოგირდოვან და ცეცხლოვან ტბაში“ (ახსნა. 20:7-10)
  • ზოგიერთი სატანისტი მემკვიდრეობას იღებს ანტიკური გნოსტიკებისგან, რომელნიც სამყაროს ყოფდნენ ორ ნაწილად — ხილვადი, მატერიალური და უხილავი — სულიერი. უხილავი, მუდმივი, სულიერი სამყაროს შემოქმედად, აღიარებდნენ ღმერთს, ხილვად, მატერიალურ, დროებით (დროით) ნაწილში კი სატანას.
    • სატანისტური სიმბოლიკა და ესთეთიკა, შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როგორც მტრის ხელოვნური ხატი, რომელიც გამოიყენებოდა კათოლიკების მიერ, მათი მტრების — იუდეისტი-კაბალისტების, ერეტიკოსების მიმართ. რიცხვი 666 მოყვანილი იოანე ღვთისმეტყველის ტექსტში, პენტაგრამა იმთავითვე გამოიყენებოდა იმქვეყნიური ძალებისგან დაცვის ნიშნად (იხ. «ფაუსტი» გოეთე). '''შაბაშ'''ი — ეს არის „შაბათი“-ს, ებრაული სადღესასწაულო დღის სახეშეცვლილი დასახელება. შავი წიგნები (გრიმუარები) — ოდითგანვე წარმოადგენდნენ წყევლების და ჯადოების კრებულებს, რომლებიც მიეწერებოდა მეფე სოლომონსრქა, რომელიც იხატება ეშმაკის თავზე, იმთავითვე არის ღვთიური ნიშანი (იხ. ცხვრის რქა, ალექსანდრე მაკედონელის ეპითეტი — „რქიანი“)
    • კათოლიკური ეკლესისს კრიზისის პერიოდში, არაერთი საკითხი, რაც მანამდე უთუო წყევლას იმსახურებდა, განსხვავებული კუთხით წარმოჩნდა, გაიზარდა ინტერესი აკრძალულისადმი. ანტიკლერიკალიზმის გავლენით წინ წამოიწია მეამბოხე ანგელოზის ფიგურამ. რომანტიზმმა მოიტანა ბოროტებით ხიბლის ელემენტები, მაგრამ სატანისტები ყოველთვის აღიქვამდნენ სატანას, როგორც ტიტანს, ჯანყის მოთავეს და ქრისტიანული პირმოთნეობის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოს

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...