ტარტაროსი
(ბერძნ. Τάρταρος) — მიწის უღრმესი ნაწილი ჰესიოდეს მიხედვით. იგი ჰადესის უღრმესი ნაწილია და დედამიწისპირიდან ისევე დაშორებული, როგორც ცა. მას გარს აკრავს სამმაგი სიბნელე და რკინის კედელი (ზოგი ვარიანტით სამმაგი სპილენძის კედელი). ტარტაროსს აქვს პოსეიდონისაგან გაკეთებული სპილენძის კარები. ტარტაროსის ირგვლივ გამუდმებით ბობოქრობს ქარი. ტარტაროსში პირველა ჩაყარეს კრონოსი და დამარცხებული ტიტანები. მათ ასხელოვანი გოლიათები — ჰეკატონხეირები დარაჯობენ. ტარტაროსი ზოგჯერ ჰადესთანაცაა გაიგივებული. ქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენაში ტარტაროსს ცვლის ჯოჯოხეთი, ჰადესს კი საიქიო. საიქიოში ყველა მიდის, ჯოჯოხეთში კი დიდი დამნაშავეები ხვდებიან. ტარტაროზი ხშირად ბოროტ არსებადაა მიჩნეული, იგი ეშმაკების მეთაური და წინამძღოლია
Комментариев нет:
Отправить комментарий