понедельник, 23 апреля 2018 г.

                            ქიმერა

                                           Chimera Apulia Louvre K362.jpg
(Chimaira, "ნორჩი თხა", ლათ. Chimaera.) — ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც ჰქონდა ლომის თავ-მკერდი, თხის ტანი და გველის ბოლო.ჰესიოდეს მიხედვით ეს თავისებური საზარელი უწმინდური ტიფონისა და ექიდნეს ასულია, გუდავს და სპობს ყოველ ცოცხალ არსებას, აპარტახებს ქვეყანას. ცხოვრობდა ფრიგიაშილიბიაშიეგვიპტეშიინდოეთშითუ კარიაში, სადაც თითქოს მეფე ამისუდაროსმაგაზარდა და ბელეროფონტმა მოკლა ფრთოსანი რაშის პეგასის დახმარებით.
ხელოვნებაში ამ სახეს თვალსაჩინო ადგილი უკავია. უხვადაა კორინთულ და ატიკურ ვაზებზე, მონეტებზე. გამოსახულია ბრინჯაოს თასებზე. ეტრუსკებს ბრინჯაოს ქანდაკი ჩამოუსხამთ. განსაკუთრებით ფართოდ აისახება ბელეროფონტის და ქიმერას ბრძოლა, როგორც კეთილისა და ბოროტის, - ქრისტეს და ანტიქრისტეს შეტაკება. იყენებენ შენობის სამკაულად (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი). წიგნის მხატვრობაში - ლომდრაკონია, ზურგზე თხის თავით, ან გველისკუდიანი ფრთოსანი ლომი (XII ს., ლუვრი), ან კიდევ ჰარპიების მსგავსი ფრთოსანი ქალია. ფლორენციის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება პირღია ლომი, ბრინჯაოს ქანდაკი, რომლის კუდიც გველია. ლომს კუდი აუდრეკია და ზურგზე ამოზრდილ გველისკისრიან თხის რქას ხრავს.დრთა განმავლობაში ქიმერა გარდაიქმნება გაგებით ,ქიმერული" სიტყვა გამოიყენება განსაზღვრისთვის შეუძლებელი, ,,მცდარი იდეა , ცარიელი აზრი.ბიოლოგიაში ქიმერა არის ცხოველი ან მცენარე რ-იც შედგება გენეტიკური სხვდასხვა ჰეტეროგენული მასალას განსხვავებით ჩვეულებრივი ორგანიზმებისგან, რ-ბიც ყოველი უჯრედი შეადგენს ერთი დაიგივე ერთი გენის კოპლექტს. ქიმერა წარმოადგენს კერძო შემთხვევას მოზაიციზმს. წარმოაქმნება მუტაციისას რეკომბინაციით, დარღვევისას უჯრედების გაყოფისას.ასევე ბიოლოგები ეძახიან ქიმერას ზღვის მთელ თევზებს.გავრცელებული ოკეანის სიღრმებში და წარმოადგენს  ბევრ ქვეყნების სარეცაო მნიშვნელობას.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...