среда, 13 июня 2018 г.

ამორძალები

                                ამორძალები

                                                     
                                                      „დაჭრილი ამორძალი“, ფიდიასი
(ბერძნ. Αμαζόνες) — მითიური მებრძოლი ქალები, რომლებიც, მითების თანახმად, ცხოვრობდნენ მეოტიდის (აზოვის) ზღვისა და პონტოს ზღვის სანაპიროზე ან მცირე აზიაში. შთამომავლობის შენარჩუნების მიზნით, ამორძალები უკავშირდებოდნენ უცხოტომელ მამაკაცებს და შემდეგ კვლავ სამშობლოში უშვებდნენ. ამის შემდეგ, თუ ვაჟი შეეძინებოდათ, მამასთან გზავნიდნენ, ხოლო ქალებს მეომრებად ზრდიდნენ. ზოგიერთი ძველი მითის მიხედვით, იმ მიზნით, რომ მარცხენა ძუძუს იარაღის ხმარების დროს ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე ამოწვავდნენ ხოლმე. ამ მითს ეყრდნობა ზოგიერთი მეცნიერი ამორძალის (ამაძონის) ეტიმოლოგიის დადგენისას („ამაზონ“ ბერძნულად შეიძლება უძუძოს მნიშვნელობით გავიგოთ), მაგრამ ხელოვნების ნიმუშებში ამაძონები გამოსახული არიან ლამაზ, კუნთმაგარ ქალებად, ყოველგვარი დამახინჯებისა და ამომწვარი ძუძუს გარეშე. ამორძალებთან მრავალი მითია დაკავშირებული. მაგალითად, ჰერაკლე იტაცებს ამორძალების დედოფლის — ჰიპოლიტას ქამარს; თეზევსი იტაცებს ამორძალების დედოფალს — ანტიოპეს და ცოლად ირთავს; ამორძალები, დედოფალ პენთესილეას მეთაურობით, ეხმარებიან ტროელებს ტროას ომის დროს, აქილევსი პენთესილეას კლავს ომში და სხვა.
                                          ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Амазонки
ამორძალთა იარაღი იყო ორპირი ცულიმშვილდ-ისარიშუბი, ნახევარმთვარისებრი ფარი. თქმულებები ამორძალების შესახებ შეიქმნა წინაბერძნულ საზოგადოებაში და უნდა ასახავდეს მატრიარქატის ეპოქას. ლეგენდამ პოპულარობა მოიპოვა შუა საუკუნეებში, კერძოდ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში, როდესაც მათი ადგილსამყოფელის ძებნაც კი დაიწყეს. ამაძონების სახელთანაა დაკავშირებული ამერიკის უდიდესი მდინარის სახელწოდება „ამაზონი“. ამორძალთა სახეები წარმოდგენილია არაერთ მხატვრულ ნაწარმოებში. მაგალითად ცნობილია ფიდიასის ქანდაკება „დაჭრილი ამორძალი“. გადატანითი მნიშვნელობით, ამორძალებს უწოდებენ მებრძოლ, ვაჟკაცური თვისებების მქონე ქალებს.
                                         ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Амазонки
არის ვერსიები, რომ ამორძალები რეალურად არსებობდნენ. ევჰემერისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამორძალები მამაკაცები არიან. მათი აზრით, ისინი სინამდვილეში არსებობდნენ, მაგრამ მართლა ქალები კი არ იყვნენ, როგორც ამას ძველი მითოგრაფები გადმოგვცემენ, არამედ წვერ-ულვაშგაპარსული და თმამოშვებული მამაკაცები.
 ძველი ბერძენი მოქანდაკე და არქიტექტორი. ის იყო მხედართმავრის და „ათენური დემოკრატიის“ ფუძემდებლის პერიკლეს (ათენის მართველი ძვ.წ 449 წლიდან) მეგობარი, ამიტომ იგი ძვ. წ. 447 წლიდან პერიკლეს ინიციატივით აკროპოლისის ანსამბლიის ხელმძღვანელი გახდა. დღემდე უცნობია თუ ვინ იყო მისი მასწავლებელი, თუმცა მეცნიერთა აზრით სავარაუდოდ მისი მასწავლებელი უნდა ყოფილიყო პოლიგლონტე ან ჰეგია.

ბრძოლა ამაზონებთან ბერძნების
აკროპოლისის პართეონს (ტაძარს) მისი და მისი სკოლის წარმომადგენელი სკოლის ოსტატთა რელიეფები და ქანდაკებები ამშვენებდა. ფიდიასის ნამუშევრთა დიდი ნაწილი ჩვენამდე არ მოაღწეულა, მათზე ზოგად წარმოდგენას გვაძლევს რომაული ასლები. აკროპოლისში მან შექმნა ათენას (სიბრძნის ქალღმერთი) ქანდაკება, რომელიც პართენონის ტაძრის ნაოსში იდგა. რომაული ასლები გვამცნობს, რომ ის იყო ვეებერთელა 11მ ხის გამოსახულება (სხვა წყაროს მიხედვით კი ის 7მ სიგრძის ქანდაკება იყო), ძვირფასი მასალებით დაფარული: საჭურველი და სამოსი ოქროთი, ხოლო სხეული სპილოს ძვლით. თვალები ძვირფასი თვლებისგან ჰქონდა გაკეთებული. ქალღმერთის ოქროს მუზარადზე გრიფონიები იყო, ფარის უკან კი ცისფერთვალა დახვეული გველი (როგორც სიბრძნის სიმბოლო). ათენას ფარის გარეთა და შიდა მხარეს ღმერთების და ტიტანების ბრძოლა იყო გამოსახული. ამ სცენებში ფიდიასმა პერიკლე და თავისი თავი გამოსახა, რისთვისაც ფიდიასი ღმერთების შეურაცხყოფისთვის დასაჯეს (მცირე ხნით საპყრობილეში ჰყავდათ გამოკეტილი). ქალაქის მფარველი ქალღმერთი ათენა ათენის ყველა კუთხიდან ჩანდა და აღფრთოვანებას იწვევდა.
                                                 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Амазонки
ასევე ფიდეას ეკუთვნის „ათენა პრიმაქოსისის“ ქანდაკება,რომელიც შექმნილია დაახლ.ძვ.წ 460 წ, სპარსელებთან გამარჯვების აღსანიშნავად. ფიდიასვე ეკუთნის მსოფლიოს 7 საოცრებაში შესული ზევსის 13მ (ის იმ დროისთვის ყველა აგებულ ტაძარზე დიდი იყო) ხის ქანდაკება ოლიმპიიდან, რომელზეც ფიდიასი თავის მოსწავლე (კოლოტოსთან) და მის ძმასთან (პენეტთან) ერთად მუშაობდა. ქანდაკების ზედაპირი მოპირკეთებული იყო ოქროთი და სპილოს ძვლით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით ფიდიასი დასაჯეს იმისთვის, რომ ვითომდა მან ზევსის ქანდაკებისთვის საჭირო ოქრო მოიპარა, ხოლო ისტორია მოწმობს, რომ მან თავისი ფულით იყიდა ოქრო. ფიდიასის ნამუშევრებიდან შემორჩენილია პართენონის შემამკობელი ქანდაკებები, რომელთაგანაც აღსანიშნავია ირიდას (ცისარტყელას ქალღმერთის) ქანდაკება. ფიდიასის გარდაცვალებისთვის ათენის აკროპოლისის რესტავრაცია (აღდგენა) დასრულებული არ უნდა ყოფილიყო.
მოთების წარმოშობა ამორძალებზე არის ძალიან ძველია, ფესვები მოდის მინოსის კულტურიდან  კიტონის აზრით მითი ამრძალების უკავშირდება დიდი ქალღმერთს სადაც არის შემონახული მეხსიერება მაღალი მდგომარება ქალების. ერთერთი თეორიით დიონისეს კულტი უკავშირდება  კერძოდ ქალის კულტი მამაკაცის საწყისი: მისი უმთავრესი იდეა ქალის შურისძიება კაცის (ქმრის მკვლელობა)
მავრ ორბინი 1601წ-ს ამტკიცებდა რომ ამორძალები იყვვნენ სლავიანები და ცხოვრობდნენ ვლგიგასა ფა ციმბირს შორის.
                                                       

воскресенье, 10 июня 2018 г.

უძველესი ერები

    უძველესი ერები - ancient nations

Tarḫunna, the storm god and the god of thunder in the Hittite religion (8th century BC)


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი  ამტკიცებდა, რომ ერები თანამედროვე ფენომენია და საფრანგეთის რევოლუციის შემდგომი ეპოქიდან მომდინარეობს, სხვა მეცნიერები თვლიდნენ, რომ ერების ფენომენი ძველია, ან უძველესიც კი და წარმოადგენს პოლიტიკური ფორმაციის ერთ-ერთ ტიპს. პოლიტოლოგი აზარ გატი ამტკიცებს, რომ „ძველი ეგვიპტე იყო მსოფლიოს პირველი ერ-სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა საკმაოდ ადრეულ ეტაპებზე, როგორც უნიფიცირებული სახელმწიფო და რომელიც შეესაბამებოდა საერთო ეთნიკური წარმოშობის გარკვეულ ხალხს“.
გატი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ეროვნული სახელმწიფოების შემდგომი ჯგუფი მდებარეობდა უძველეს ლევანტში, რის საბუთადაც მოჰყავს ციტატები სტივენ გროსბის წიგნიდან ბიბლიური იდეები და ეროვნება: უძველესი და თანამედროვე, როგორც ეფექტური მტკიცება ერების ჩამოყალიბებისა ისრაელშიამონშიმოაბსა და ედომში. ერების ჩამოყალიბების ეს პროცესი პროვოცირებული იყო ასურეთის იმპერიის მხრიდან დაპყრობის შიშით. გატს აგრეთვე მოჰყავს ციტატა ჰანს კონის წიგნიდან ნაციონალიზმის იდეა: მისი საწყისებისა და წინაპირობების შესწავლა, 1944, გვერდები 27–30, როგორც ადრეული მეცნიერული დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უძველესი ისრაელი იყო მაგალითი წინარე-თანამედროვე ერისა“.
ზუსტად იგივე პერიოდში ჩაისახა ქართული ტომების სახელმწიფოებრიობაცქაშქებისა და მუშქების მეომარმა ტომებმა კოლხას და დიაოხის სახელმწიფოებად დაიწყეს გაერთიანება. ასურულ წყაროებში ნახსენებია სხვა დიდი გაერთიანებებიც, მაგალითად, ნაირი, რომელშიც სავარაუდოდ გაერთიანებული იყო კოლხებთან და მესხებთან ერთად აგრეთვე სხვა კავკასიური ტომებიც: ურარტუელები, ჩრდილო-კავკასიელები (ვაინახებიუდიები-ალბანელები და სხვანი).
თავის წიგნში ათენის ერ-სახელმწიფო ედვარდ ე. კოენი ამტკიცებს, რომ ძველი ათენის ქალაქი-სახელმწიფო აკმაყოფილებდა ერის თანამედროვე განმარტებების ყველა მოთხოვნას და ავიელ როშვალდიც მსგავს მსჯელობას ავითარებს წიგნში ნაციონალიზმის გამძლეობა: უძველესი ფესვები და თანამედროვე დილემები
იხ. ვიდეო

ქასქებიქაშქები — ძველი ხალხები; ცხოვრებდნენ პონტოს მთებში შავი ზღვის სამხრეთ სანაპირომდე, ხეთების სამეფოს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით. იხსენიებიან ძვ. წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთურ და ძვ. წ. XII-VII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წყაროებში. ქასქების ენა ისევე როგორც მათი ეთნიკური კუთვნილების საკითხი, გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ ქასქები ადგილობრივი მცირეაზიული (პროტოხეთების მონათესავე) ტომები იყვნენ ან ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მოსახლე აფხაზურ-ადიღეური წარმომავლობის ტომებს ენათესავებოდნენ. ეწეოდნენ ბინადარ და ნახევრად ბინადარ ცხოვრებას. ძვ. წ. XV საუკუნეში ქასქებმა დაარბიეს ხეთების დედაქალაქი ხათუსა. ქასქების მთავარი „ქალაქები“ იყო ხალილა და დუდუსქა. ქასქების საზოგადოება ე. წ. „სამხედრო დემოკრატიას“ წარმოადგენდა. ხეთების სამეფოს განადგურების შემდეგ (ძვ. წ. XII საუკუნე), ასურული წყაროების მიხედვით, ქასქები მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, თაბალებისა და მუშქების მეზობლად ბინადრობდნენ. მკვლევარები ტერმინ „ქასქებს“ ჩერქეზების ტომთა სახელს უკავშირებენ, რამდენადაც ძველ ქართულ წყაროებში, მათ იხსენიებენ როგორც „ქაშაგებს“, არაბულ წყაროებში - „ქეშაქს“, ძვ. რუსულ ტექსტებში - „კასოგს“.
ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ხეთების მეფეთა წარწერები სავსეა მეომარ ხალხთან - ქასქებთან ბრძოლის აღწერით. ამ ტექსტებიდან ჩანს, რომ ხეთები ხშირად თავდაცვის მიზნით ებრძოდნენ ქასქებს. ცნობილია, რომ უკვე მეფე ხანთილის დროს ხეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ქალაქი ნერიქი ქასქებს სასტიკად დაურბევიათ. ხეთების მეფე მურსილი II იხსენიებს ქასქების მეფე ფიხუნიას. ქასქებს მოიხსენიებენ ხეთების დაცემის შემდეგაც. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (ძვ. წ. 745-727 წწ.) ასახელებს ქასქების მეფე დადიილუს  მუშქები — ძვ. წ. XII-VII საუკუნეებში ასურულხეთურ-იეროგლიფურ და ურარტულ წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის“ (Muškaia, Mušku, Mus(a)kai, Muški) მკვიდრნი. ამავე წყაროთა მიხედვით (ძვ. წ. IX-VII სს.), მუშქები ბინადრობდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, ხათისხალიტუსთაბალისა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებათა მეზობლად (შესაძლოა, მათი ტერიტორიული ცენტრი აღმოსავლეთ კაპადოკია-მაზაკი რაიონი იყო).
ისტორიულ ასპარეზზე მუშქები გამოჩნდნენ ძვ. წ. XII საუკუნის დასასრულს, როდესაც მათი პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე მდინარე მურადის სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ აქ ალზისა და ფურულუზმის ქვეყნები დაუპყრიათ, ხოლო ტიგლათფილესერ I-ის მეფობის დასაწყისში (ძვ. წ. 1115) 20 ათას მუშქ მეომარსა და მათ 5 „მეფეს“ ხელთ უგდიათ უფრო სამხრეთით მდებარე ასურეთის ვასალური ქვეყანა ქათმუხიც. მუშქების სამეფო ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარშიც; განსაკუთრებით ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე, მეფე მითას დროს, როდესაც იგი ანტიაურულ კოალიციაში შედიოდა. მუშქებს ბრძოლა ჰქონიათ კიმერიელთა და ურარტუელთა გაერთიანებულ ლაშქართან. ძველი აღმოსავლური წყაროების მუშქები იგულისხმებიან ბიბლიურ „მეშეხში“ (ქართულად „მოსოხ“). ძველი ბერძნული ტრადიცია მუშქების სამეფოს იცნობს ფრიგიის, ხოლო მითას — მიდასის სახელით.
როგორც ვარაუდობენ (გ. მელიქიშვილი, თ. მიქელაძე, ნ. ხაზარაძე), ასურეთისა და ურარტუს დაცემის შემდეგ მუშქების ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთით უნდა გადასახლებულიყო და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაბინავებულიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მუშქები იგულისხმებოდნენ ძველი ბერძნული წყაროების „მოსხებში“ (Moshoi) (მოგვიანო ხანაში ასე უწოდებდნენ ერთ-ერთ ქართველურ ტომს მესხებს). გ. მელიქიშვილის ვარაუდით, მუშქების ვრცელ პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე ძველ აღმოსავლურ ხანაში შედიოდნენ ქართველური წარმოშობის, ხოლო ი. დიაკონოვის აზრით — პროტოსომხური ენის მატარებელი ტომები.
მუშქური ენა დღეისათვის უცნობია, შემორჩენილი ორიოდე საკუთარი სახელის (მუშქი და მითა) მიხედვით ძნელია მუშქების ენაზე მსჯელობა. მუშქების სავარაუდო ტერიტორიაზე ნაპოვნი ხეთურ-იეროგლიფური ტექსტები შედგენილია ლუვიურის მონათესავე ინდოევროპულ ენაზე. ასევე ინდოევროპულია მუშქების ტერიტორიის დასავლეთ რაიონებში ნაპოვნი ფრიგიული წარწერების ენა. მუშქების ტერიტორიაზე გამოვლენილი მატერიალური კულტურა მჭიდრო კავშირშია როგორც ძვ. წ. II ათასწლეულის ხეთურ-ლუვიურ, ასევე ძვ. წ. I ათასწლეულის დასავლეთ მცირეაზიულ მატერიალურ კულტურასთან
                       
ძველ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთბული რუკა, სადაც მუშქები კოლხეთიდან მარცხნივ არიან განთავსებული, ლონდონი, 1770 - A map based on ancient Greek sources, placing the Musketeers to the left of Colchis, London, 1770
         ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა                                        მსოფლიოში
                          

                             Bugatti Veyron

                                          Bugatti Veyron 16.4
ჰიპერქარ კომპანია Bugatti, აწარმოაბენ 2005წ- დან 2015წ-მდე სახელწოდება დაარქვეს ფრანგი ლეგენდარული  რბოლელის საპავტიცემულოდ პიერა ვეირონის განარჯვებული 1939წ-ს ავტორრბილაში 24 სთ ლმანის. 2010წ-ს ჟურნალი Top Gear და Robb Report მიანიჭეს ჯილდო ,,ავტომობილი ათწლეული'' Bugatti Veyron და მოდიფიკაცია Grand Sport 2010წ-ს მოხსნა მსოფლიო რეკორდი სიჩქარეში და გახდა ყველაზე სცრაფი სერიული ავტომობილი მსოფლიოში. წარმოაბა დღეისთვის შეჩერებულია, სულ იყო გაყიდული 450 ავტომობილი: 300 კუპე და 150 როდსთერი. მისი მემკვიდრეს წარმოადგენს  Bugatti Chiron, ჟენევის ავტოსალონში 2016წ-ს წინამორბედი Bugatti Veyron სერიის იყო კონცეპტ-ქარი Bugatti 18/3 Chiron, სექმნილია კომპანია ItalDesign და 
კონცეპტ-ქარი Bugatti 18/3 Chiron
წარმოდგენილი სექტემბერში 1999წ-ს ფრანგული ავტოსალონზე. 
Bugatti Veyron Super Sport იყო წარმოდგენილი 2010წ-ს დაამყარა მსოფლიო ახალი რეკორდი სიჩქარეში სერიული ავტომობილის. დებიუტის წინ ავტომობილს, რ-საც გაუთიშეს შეზღვუდვა გასაგებად მაქსიმალური შესაძლებლობაში. ავტომობილმა აჩვენა 427კმ|სთ ხოლო მერეზე - 434კმ|სთ ასეთ შემთხვევაში დაფიქსირდა საშუალო სიჩქარი ორიდან და შეადგინა 431კმ|სთ

                                            

суббота, 9 июня 2018 г.

ვოიაჯერი (პროგრამა)

                        ვოიაჯერი (პროგრამა)

                                                         
                                            
                                                    ვოიაჯერ
 (ინგლ. Voyager program წარმოსდგება ფრ.voyageur ,,მოგზაურობა''  ) — ამერიკული სამეცნიერო პროგრამა, რომლის საფუძველზეც 1977 წელს ნასამ კოსმოსში გაუშვა ორი იდენტური ავტომატური კოსმოსური ზონდივოიაჯერ 1 და ვოიაჯერ 2 მზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესწავლის მიზნით.
2012 წლის 25 აგვისტოს „ვოიაჯერ 1“ ადამიანის მიერ შექმნილი პირველი მოწყობილობა გახდა, რომელიც მზის სისტემას გასცდა. რობოტები აღჭურვილნი არიან მრავალი სამეცნიერო ინსრუმენტით, ფოტო და რადიო დანადგარებით, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სპექტომეტრებით და სხვა მრავალი მოწყობილობით. „ვოიაჯერების“ მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი ინფორმაციით ბევრი ახალი აღმოჩენა მოხდა და ნათელი მოეფინა ბევრ კითხვას.
                                                
                          ვოიჯერ-2 გაშვება  რაკეტამატარებელი რაკეტა-მატარებელ Titan IIIE.
ორივე ზონდზე მიმაგრებულია ოქროს ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილია დედამიწის სურათები, ბუნების ხმები, მისალმება 55 ენაზე, აგრეთვე მრავალი ჟანრის მუსიკალური კოლექცია და დედამიწის სხვადასხვა კულტურათა ხალხური სიმღერები — მათ შორის ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“. ფირფიტის მეორე მხარეს ამოტვიფრულია კოსმოსური რუკა დედამიწისმდებარეობის ზუსტი კოორდინატებით
აპარატები შეიქმნა ლაბორატორია რეაქტული მოზრაობაში (англ. Jet Propulsion Laboratory — JPL) ნასა. პროქტი მიიჩნევა ყველაზე წარმატებულად და შედეგიანი საპლანეტაშორისო კვლევების ისტორიის განმავლობაში. ორივე ვოიჯერი პირველად გადნოცეს ხარისხიანი სურათები იუპიტერის და სატურნის ხოლო ვოიჯერ-2 პირველად მიაღწია ურანზე და ნეპტუნზე. ვოიჯერები იყვნენ მესამე და მეოთხე კოსმოსური თანამგზავრები რ-თაც გეგმაში შედიოდა გაფრენა მზის სისტემის გარეთ (პირველი ორი იყო ,პიონერ-10 და პიონერ-11) 
აპარატები სერიის ვოჯერები წარმოადგენენ მაღალხარისხიან რობოტებს, აღჭურვილი სამეცნიერო მოწყობილობებით რ-ის მიზანი იყო კვლევები გარე პლანეტების, ასევე საკუთარი ენერგო მოწყოლიბობები,სარაკეტო ძრავით, კომპიუტერით, რადიოკავშირის სისტემით და მართვით. საერთო მოცულობა თითოეული აპარატის შეადგენს 721კგ
                                            
                                      ილუტრაცია  გასვლა  კოსმოსური  აპარატების   მზის სისტემის გარეთ
ნეპტუნთან შეხვედრის შემდეგ ,,ვოიჯერ-2'' გადაიხარა სამხრეთით. ამჟამად მისი ფრენა მიმდინარეობს კუთხით 48° ეკლიპტიკაში, სახრეთ ნახევარსფერო. ვოიჯერ-1 ადის ეკლიპტიკაზე (საწყისი კუთხეზე 38°). აპარატები სამუდამოდ ტოვებენ მზის სისტემას.
ტეხნიკური შესაძლებლობლები ასეთი აქვს ენრგია რადიოიზოტოპების თერმოელექტრული ბაპარეების ყოფნის მუშაობისთვის მინიმალური მუშაობისთვის პროგრამის ყოფნის 2025წ-ს. პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს დაკარგვა მზის ვინაიდან დიდი დაშორებისას მზე ხდება ვიწრო ასეთ შემთხვევაში მიმართულება რადიოსხივი გამოაირთვება დედამიწიდან და მიღება სიგნალების აპარატთან შეუძლებელი იქნება.ეს შესაძლოა მოხდეს 2030წ-ს
                                                                იხ. ვიდეო

ამჟამად სამეცნიერო კვლევებისას ვოიჯერების პირველ რიგში იკვლევენ გარდამავალი ტერიტორიას მზის სისტემისა და ვარკვლავთშორისო პლაზმის. ვოიჯერ-1 გადაკვეთა ჰელიოსფეროს დარტყმითი ტალღა (ინგლ. termination shock) 2004წ-ს დეკემბერში დაშორებული 94 ა.ე. მზიდან. ინფორმაცია, შემომავალი ვოიჯერ-2-დან ახალი აღმოჩენა მოგვცა, მიუხედავ იმისა რომ აპარატს იმ მომენტისთვისთვის არ მიუღწევია საზღვრისთვის, მაგრამ მიღებული მონაცემები მისგან აჩვენა, რომ ის ასიმეტრიულია- მისი სამხრეთ მხარე დაახლოებით 10 ა. ე. ახლოსაა მზესთან ვიდრე ჩრდილოეთი. (სავარაუდოდ გავლენა ვარსკვლავთშორისო მაგნიტური ველის)  ვოიჯერ-2 გადაკვეთა ჰელისფეროს დარყმითი ტალღა 2007წ-ის 20 აგვისტოს დაშორებული 84 ა. ე. მოსალოდნელია, რომ აპარატი გადაკვეთს ჰელიოპაუზას დაახლოებით 10 წელს ჰელიოსფეროს გადაკვეთის შემდეგ.
კოსმოსური აპარატი ვოიჯერ-2 გაშვებული იქნა 1977წ-ს 20 აგვისტოს გადაკვეთა აგვისტოში 2007წ საზღვარი მზის სისტემის (უფრო ზუსტად ჰელიოსფერო) 2007წ-ს 10 დეკემბერს ნასამ გაზაცხადა, რომ შედეგი ანალიზის მონაცემების, გამოგზავნილი ვოიჯერების
იხ. ვიდეო

გარკვეული მანძილზე სიჩქარე მზის ქარის მკვეთრად ეცემა ზებგერითის ქვემოთ. ტერიტორიას რ-იც ეს ხდება (პრაქტიკული ზედაპირი) ქვია საზღვარი დარტყმითი ტალღის (англ. termination shock или termination shockwave). ეს არს საზღვარი რ-იც გადაკვეთეს ,,ვოიჯერებმა'' შეიძლება ცაიოთვალოს შიდა საზღვარი ჰელიოსფეროს მისი საზღვარი აქ სრულდება.
,,ვოიჯერ-2 დაადსტურა, რომ ჰელისფერო არ არის იდელურ წრეს ის გაბრტყელებულია მისი სამხრეთ საზღვარი არის ახლოს მზესთან ვიდრე ჩრდილოეთი. გარდა ამისა აპარატმა კიდევ ერთი მოულოდნელი აღმოჩენა; დამუხრუჭეება მზის ქარის ვარსკვლავთშირისო გარემოს ზემოქმედების შედეგად უნდა მოეტანა მკვეთრი მატებატემპერატურის და სიმჭიდროვე პლაზმის ქარის. მართლაც საზღვართან დარტყმითი ტალღის იყო, ვიდრე შიდა ჰელიოსფეროში, მაგრამ ყველა შემთხვევაში 10-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე მოსალოდნელი იყო.რამ გამოიწვია სხვაობა და სად მიდის ენერგია უცნობია. მეცნიერბი იმედოვნებენ, რომ აპარატები მოახარხებენ შეინარჩუნონ იმის მერეც როცა ისინი გადაკვეთავენ ჰელიოპაუზას დაახლ. 2025წ-ს  იხ. ვიდეო

              ვოიაჯერის ოქროს ფირფიტა

                                         
                           ოქროს ფირფიტა კომპოზიციებითა და დედმიწის ხმებით
მოოქროვილი ინფორმაციული ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილია ხმოვანი და ვიდეო სიგნალები. ის შეფუთულია ალუმინის ფუტლიარში. 12 დუიმის დიამეტრიანი (დაახ. 30სმ) ფირფიტა დაფარულია ოქროთი, რათა დაცული იყოს კოსმოსური მტვრის ეროზიისაგან. მასთან ერთად ფუტლიარში დევს ფონოგრაფიული კაფსულა და ნემსი - ჩანაწერის ჩასართავად. ფუტლიარზე გამოსახულია სქემა, თუ როგორ უნდა იქნას ფირფიტა ჩართული. მას "პიონერის" მსგავსად, მოჰყვება რუკა, სადაც მითითებულია მზის ადგილი გალაქტიკაში და წყალბადის ატომის გამოსხივების სქემა, რათა მიიღონ მეტრული და დროის ერთეულები. კომისიას, რომელმაც ითავა ფირფიტის დამზადება, ხელმძღვანელობდა კარლ სეიგანი.
                                                   
                                    ფუტლიარ განმარტებითი არამიწიერი ცივილიზაციებისთვის
ფირფიტები დამაგრებულია კოსმოსურ აპარატებზე "ვოიაჯერ-1" და "ვოიაჯერ-2"-ზე, რომლებიც გაგზავნეს 1977 წელს. 2014 წლის ივნისის მონაცემებით, "ვოიაჯერ-1" მზისგან 19,1 მილიარდი კმ დისტანციაზეა, "ვოიაჯერ-2" კი 15,6 მილიარდ კმ-ზე. აპარატები განაგრძობენ მზისგან დაშორებას ყოველწლიურად, შესაბამისად - 3,6 და 3,3 ასტრონომიული ერთეულით.
„ვოიაჯერის“ ჩანაწერების 78% მულტიკულტურულ მუსიკალურ ფორმებს მიეძღვნა. არჩეულ იქნა 27 ნაწარმოები. დასავლური კლასიკური მუსიკიდან წარმოდგენილია ბახიბეთჰოვენი,მოცარტი და სტრავინსკი. დასავლური მსუბუქი მუსიკის წარმომადგენლები იყვნენ - ჩაკ ბერი, ლუი არმსტრონგი. დანარჩენი შეიცავს ინდურჩინურიავურ და იაპონურ კლასიკურ მუსიკას. ასევე პერუსბულგარეთისავსტრალიისაფრიკისაზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხური მუსიკა. სოლომონის კუნძულებისა და ახალი გვინეის რიტუალური სიმღერებიც შესულია ჩანაწერში, რომლებიც ქვის ხანის ადამიანის სიმღერას ჰგავს.
                                    როგორ დატოვა ვოიჯერმა მზის სისტემა
1977 წ-ის სტარტის შემდეგ, Voyager 1 დაფარა დაახლოებით 17,4 მილიარდ- ზე მეტი კილომეტრი, კვლევის მთავარი მისია იყო გიგანტური პლანეტების შესწავლა, რომლებიც მზის სისტემის შორეულ მონაკვეთებზე მდებარეობს - იუპიტერი და სატურნი. ამავდროულად, მოწყობილობის მოქმედება საერთოდ არ დასრულებულა. იგი განაგრძობს მოძრაობას მუდმივი სიჩქარით 61.155 ათასი კმ / სთ.
2004 წელს ვოიაჯერ 1-მა მიაღწია ე.წ. "დარტყმის ტალღის" - საზღვარს, რომლის შემდეგაც მზის ქარის სიძლიერე მკვეთრად მცირდება. ჰელიოპაუზა ამ ტერიტორიის შემდეგ დაუყოვნებლივ იწყება. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი ვარსკვლავური სისტემის უკიდურესი ზღვარი და მიფრინავს  Voyager 1– ამ  მიმართულება. მალე ის უნდა მიაღწიოს ჰელიოპაუზის ზონას - ადგილს, სადაც მზის გავლენა ნულამდე შემცირდება, ამიერიდან იგი „ოფიციალურად“ იქნება ვარსკვლავთშორისი სივრცეში. NASA- ს ექსპერტების აზრით, ეს 2014 წელს მოხდა.
ვოიაჯერ 1 იყო ორი ორი კოსმოსური ხომალდი, რომელიც გამოიცა 1977 წელს მზის სისტემის შორეულ რეგიონებზე. გამოსვლამდე ორი კვირით ადრე მისი "ტყუპი" ვოიაჯერ 2. კოსმოსში წავიდა. ორივე  იყენებს ბირთვულ წყაროებს ენერგიის გამომუშავებისთვის. Voyager 2 მოძრაობს სხვა მიმართულებით (სამხრეთი), მისი სიჩქარე თითქმის 5 ათასი კმ / სთ-ით დაბალია, ვიდრე Voyager 1-ის მაჩვენებელი, რ-იც მზის სისტემის ჩრდილოეთ წვერიზე იყო მიმართული. ამჟამინდელმა პირველმა ვოიაჯერ 2-მ მოახერხა მზიდან 14.1 მილიარდი კილომეტრის უკან დახევა.

ვოიაჯერ 1-ის ზონდი მუშაობს იმავე რეჟიმში, როგორც ახლა, 2025 წლამდე შეძლებს სტაბილურად ფუნქციონირებას. დაბოლოს, გამოძიების მისია, NASA- ს გათვლებით, შეიძლება დასრულდეს 2030 წელს
იხ. ვიდეო

                                    რეკლამა

იხ. ბმულზე   ➣➣➣



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...