среда, 13 июня 2018 г.

ამორძალები

                                ამორძალები

                                                     
                                                      „დაჭრილი ამორძალი“, ფიდიასი
(ბერძნ. Αμαζόνες) — მითიური მებრძოლი ქალები, რომლებიც, მითების თანახმად, ცხოვრობდნენ მეოტიდის (აზოვის) ზღვისა და პონტოს ზღვის სანაპიროზე ან მცირე აზიაში. შთამომავლობის შენარჩუნების მიზნით, ამორძალები უკავშირდებოდნენ უცხოტომელ მამაკაცებს და შემდეგ კვლავ სამშობლოში უშვებდნენ. ამის შემდეგ, თუ ვაჟი შეეძინებოდათ, მამასთან გზავნიდნენ, ხოლო ქალებს მეომრებად ზრდიდნენ. ზოგიერთი ძველი მითის მიხედვით, იმ მიზნით, რომ მარცხენა ძუძუს იარაღის ხმარების დროს ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე ამოწვავდნენ ხოლმე. ამ მითს ეყრდნობა ზოგიერთი მეცნიერი ამორძალის (ამაძონის) ეტიმოლოგიის დადგენისას („ამაზონ“ ბერძნულად შეიძლება უძუძოს მნიშვნელობით გავიგოთ), მაგრამ ხელოვნების ნიმუშებში ამაძონები გამოსახული არიან ლამაზ, კუნთმაგარ ქალებად, ყოველგვარი დამახინჯებისა და ამომწვარი ძუძუს გარეშე. ამორძალებთან მრავალი მითია დაკავშირებული. მაგალითად, ჰერაკლე იტაცებს ამორძალების დედოფლის — ჰიპოლიტას ქამარს; თეზევსი იტაცებს ამორძალების დედოფალს — ანტიოპეს და ცოლად ირთავს; ამორძალები, დედოფალ პენთესილეას მეთაურობით, ეხმარებიან ტროელებს ტროას ომის დროს, აქილევსი პენთესილეას კლავს ომში და სხვა.
                                          ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Амазонки
ამორძალთა იარაღი იყო ორპირი ცულიმშვილდ-ისარიშუბი, ნახევარმთვარისებრი ფარი. თქმულებები ამორძალების შესახებ შეიქმნა წინაბერძნულ საზოგადოებაში და უნდა ასახავდეს მატრიარქატის ეპოქას. ლეგენდამ პოპულარობა მოიპოვა შუა საუკუნეებში, კერძოდ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში, როდესაც მათი ადგილსამყოფელის ძებნაც კი დაიწყეს. ამაძონების სახელთანაა დაკავშირებული ამერიკის უდიდესი მდინარის სახელწოდება „ამაზონი“. ამორძალთა სახეები წარმოდგენილია არაერთ მხატვრულ ნაწარმოებში. მაგალითად ცნობილია ფიდიასის ქანდაკება „დაჭრილი ამორძალი“. გადატანითი მნიშვნელობით, ამორძალებს უწოდებენ მებრძოლ, ვაჟკაცური თვისებების მქონე ქალებს.
                                         ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Амазонки
არის ვერსიები, რომ ამორძალები რეალურად არსებობდნენ. ევჰემერისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამორძალები მამაკაცები არიან. მათი აზრით, ისინი სინამდვილეში არსებობდნენ, მაგრამ მართლა ქალები კი არ იყვნენ, როგორც ამას ძველი მითოგრაფები გადმოგვცემენ, არამედ წვერ-ულვაშგაპარსული და თმამოშვებული მამაკაცები.
 ძველი ბერძენი მოქანდაკე და არქიტექტორი. ის იყო მხედართმავრის და „ათენური დემოკრატიის“ ფუძემდებლის პერიკლეს (ათენის მართველი ძვ.წ 449 წლიდან) მეგობარი, ამიტომ იგი ძვ. წ. 447 წლიდან პერიკლეს ინიციატივით აკროპოლისის ანსამბლიის ხელმძღვანელი გახდა. დღემდე უცნობია თუ ვინ იყო მისი მასწავლებელი, თუმცა მეცნიერთა აზრით სავარაუდოდ მისი მასწავლებელი უნდა ყოფილიყო პოლიგლონტე ან ჰეგია.

ბრძოლა ამაზონებთან ბერძნების
აკროპოლისის პართეონს (ტაძარს) მისი და მისი სკოლის წარმომადგენელი სკოლის ოსტატთა რელიეფები და ქანდაკებები ამშვენებდა. ფიდიასის ნამუშევრთა დიდი ნაწილი ჩვენამდე არ მოაღწეულა, მათზე ზოგად წარმოდგენას გვაძლევს რომაული ასლები. აკროპოლისში მან შექმნა ათენას (სიბრძნის ქალღმერთი) ქანდაკება, რომელიც პართენონის ტაძრის ნაოსში იდგა. რომაული ასლები გვამცნობს, რომ ის იყო ვეებერთელა 11მ ხის გამოსახულება (სხვა წყაროს მიხედვით კი ის 7მ სიგრძის ქანდაკება იყო), ძვირფასი მასალებით დაფარული: საჭურველი და სამოსი ოქროთი, ხოლო სხეული სპილოს ძვლით. თვალები ძვირფასი თვლებისგან ჰქონდა გაკეთებული. ქალღმერთის ოქროს მუზარადზე გრიფონიები იყო, ფარის უკან კი ცისფერთვალა დახვეული გველი (როგორც სიბრძნის სიმბოლო). ათენას ფარის გარეთა და შიდა მხარეს ღმერთების და ტიტანების ბრძოლა იყო გამოსახული. ამ სცენებში ფიდიასმა პერიკლე და თავისი თავი გამოსახა, რისთვისაც ფიდიასი ღმერთების შეურაცხყოფისთვის დასაჯეს (მცირე ხნით საპყრობილეში ჰყავდათ გამოკეტილი). ქალაქის მფარველი ქალღმერთი ათენა ათენის ყველა კუთხიდან ჩანდა და აღფრთოვანებას იწვევდა.
                                                 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу Амазонки
ასევე ფიდეას ეკუთვნის „ათენა პრიმაქოსისის“ ქანდაკება,რომელიც შექმნილია დაახლ.ძვ.წ 460 წ, სპარსელებთან გამარჯვების აღსანიშნავად. ფიდიასვე ეკუთნის მსოფლიოს 7 საოცრებაში შესული ზევსის 13მ (ის იმ დროისთვის ყველა აგებულ ტაძარზე დიდი იყო) ხის ქანდაკება ოლიმპიიდან, რომელზეც ფიდიასი თავის მოსწავლე (კოლოტოსთან) და მის ძმასთან (პენეტთან) ერთად მუშაობდა. ქანდაკების ზედაპირი მოპირკეთებული იყო ოქროთი და სპილოს ძვლით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით ფიდიასი დასაჯეს იმისთვის, რომ ვითომდა მან ზევსის ქანდაკებისთვის საჭირო ოქრო მოიპარა, ხოლო ისტორია მოწმობს, რომ მან თავისი ფულით იყიდა ოქრო. ფიდიასის ნამუშევრებიდან შემორჩენილია პართენონის შემამკობელი ქანდაკებები, რომელთაგანაც აღსანიშნავია ირიდას (ცისარტყელას ქალღმერთის) ქანდაკება. ფიდიასის გარდაცვალებისთვის ათენის აკროპოლისის რესტავრაცია (აღდგენა) დასრულებული არ უნდა ყოფილიყო.
მოთების წარმოშობა ამორძალებზე არის ძალიან ძველია, ფესვები მოდის მინოსის კულტურიდან  კიტონის აზრით მითი ამრძალების უკავშირდება დიდი ქალღმერთს სადაც არის შემონახული მეხსიერება მაღალი მდგომარება ქალების. ერთერთი თეორიით დიონისეს კულტი უკავშირდება  კერძოდ ქალის კულტი მამაკაცის საწყისი: მისი უმთავრესი იდეა ქალის შურისძიება კაცის (ქმრის მკვლელობა)
მავრ ორბინი 1601წ-ს ამტკიცებდა რომ ამორძალები იყვვნენ სლავიანები და ცხოვრობდნენ ვლგიგასა ფა ციმბირს შორის.
                                                       

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...