პოლიტიკა — ეს არის
აშშ. თეთრი სახლი
აშშ. თეთრი სახლი
- საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება,
- საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან.
პოლიტიკას წარსულში განსაზღვრავდნენ სხვადასხვაგვარად, კერძოდ: (ა) როგორც ”სამეფო ხელოვნებას” ყველა სხვა ხელოვნების (ორატორული, სამხედრო, სასამართლო) სამართავად, (ბ) როგორც უნარს ”ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა” (პლატონი), (გ) როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე (მაკიაველი), (დ) როგორც კლასთა ინტერესების ბრძოლას (მარქსი)
პოლიტიკა, როგორც მეცნიერება შეისწავლის სახელმწიფო მიზნების მიღწევის ხერხებს. განასხვავებენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პირველი მათგანი განისაზღვრება იმ მიზნების შინაარსით, რომელსაც ისახავს მთავრობა და საზოგადოების მმართველი კლასები, და იმ საშუალებებით, რომლითაც ეს მიზნები მიიღწევა. საშინაო პოლიტიკის მიზანს შეიძლება ჰქონდეს ხასიათი:
- დინასტიური (მმართველი ოჯახის ინტერესების დაცვა),
- არისტოკრატიული (დიდგვაროვან ოჯახთა უფლებების და პრივილეგიების დაცვა),
- სამხედრო (შეირაღებული ჯგუფების წინა პლანზე წამოწევა),
- სახალხო (მთელი მოსახლეობის სამეურნეო და სულიერი ინტერესების დაცვა).
საგარეო პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების საკითხებს, როგორებიცაა: ომი და მშვიდობა, სახელმწიფოთა კავშირები და შეთანხმებები, საერთაშორისო ვაჭრობა, გავლენის სფეროების განაწილება, ზღვების, კოლონიების ფლობა და სხვა.
თავისი შინაგანი ფორმით სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება იყოს:
- კონსერვატიული - ტრადიციების და არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტების შენარჩუნება,
- პროგრესული - მისწრაფება სახელმწიფო და საზოგადოებრივი სისტემის გარდაქმნისაკენ,
- ლიბერალური - მთავრობის ნდობა საზოგადოებრივი ელემენტებისადმი და სხვა.
თუ სახელმწიფო მმართველობას დავყოფთ დარგებად, შესაძლებელია საუბარი სახელმწიფოს ფინანსურ, საბაჟო, სატარიფო, სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალურ, სარკინიგზო პოლიტიკაზე.
- ანარქიზმი
- დემოკრატია
- კაპიტალიზმი
- კომუნიზმი
- ლენინიზმი
- ლიბერალიზმი
- მაოიზმი
- მარქსიზმი
- ნაციონალიზმი
- ნეოკონსერვატიზმი
- ნეოლიბერალიზმი
- პარლამენტარიზმი
- სოციალიზმი
- სოციალ-დემოკრატია
- სტალინიზმი
- ტოტალიტარიზმი
- ტროცკიზმი
- ფაშიზმი
- პოლიტიკური სისტემები და იდოეოლოგები
- ავტორიტაზმიზი კონსერვატიზმი მილიტარიზმი პლუტოკრატია
- ანარქიზმი კოსმოპოლიტიზმი ნაციზმი ტიმოკრატია
- დემოკრატია ლიბერიალიზმი ნაციონალიზმი ფაშიზმი
- დიქტატურა მარქსიზმი პაზიფიზმი
Комментариев нет:
Отправить комментарий