რომის დაარსების ლეგენდა
კაპიტოლიუმის ძუ მგელი კვებავს ჩვილ რომულუსსა და რემუსს.
კაპიტოლიუმის ძუ მგელი (ლათ. Lupa Capitolina) — ეტრუსკული ბრინჯაოს სკულპტურა, სტილისტური მახასიათებლებით თარიღდება ძვ. წ. V საუკუნით და ანტიკური პერიოდიდან რომში ინახება. სკულპტურაზე გამოსახულია (თითქმის ნატურალური ზომით) ძუ მგელი, რომელიც საკუთარი რძით კვებავს ორ ჩვილ ბავშვს — რომულუსსა და რემუსს, ქალაქის ლეგენდარულ დამაარსებლებს. ითვლება, რომ მგელი საბინებისა და ეტრუსკების ტოტემი იყო, ხოლო ქანდაკება რომში გადაიტანეს რომაელების ამ ხალხთან შერწყმის ნიშნად
ბრინჯაოს ქანდაკება ზომა 72 სმ რეპლიკა
საკურთხევლი მარსზე (რომულუსისა და რემუსის ღვთაებრივი მამა) და ვენერა (მათი ღვთიური წინაპარი), რომელზეც გამოსახულია მათი ლეგენდის ელემენტები. ქვემოთ მოცემულია ტიბერინუსი, ტიბერის მამა და ჩვილი ტყუპები, რომლებიც ლუპერკალში შეირქვა ქალმა მგელმა. ოგურისა და პალატინის გორაკის კონკურენციიდან მოყოლებული მტაცებელი მარცხნივ. (ოსტიიდან, ახლა კი Palazzo Massimo alle Terme).
http://shotashota75.blogspot.com/2020/06/blog-post_3.html
კაპიტოლიუმის ძუ მგელი კვებავს ჩვილ რომულუსსა და რემუსს.
კაპიტოლიუმის ძუ მგელი (ლათ. Lupa Capitolina) — ეტრუსკული ბრინჯაოს სკულპტურა, სტილისტური მახასიათებლებით თარიღდება ძვ. წ. V საუკუნით და ანტიკური პერიოდიდან რომში ინახება. სკულპტურაზე გამოსახულია (თითქმის ნატურალური ზომით) ძუ მგელი, რომელიც საკუთარი რძით კვებავს ორ ჩვილ ბავშვს — რომულუსსა და რემუსს, ქალაქის ლეგენდარულ დამაარსებლებს. ითვლება, რომ მგელი საბინებისა და ეტრუსკების ტოტემი იყო, ხოლო ქანდაკება რომში გადაიტანეს რომაელების ამ ხალხთან შერწყმის ნიშნად
ბრინჯაოს ქანდაკება ზომა 72 სმ რეპლიკა
საკურთხევლი მარსზე (რომულუსისა და რემუსის ღვთაებრივი მამა) და ვენერა (მათი ღვთიური წინაპარი), რომელზეც გამოსახულია მათი ლეგენდის ელემენტები. ქვემოთ მოცემულია ტიბერინუსი, ტიბერის მამა და ჩვილი ტყუპები, რომლებიც ლუპერკალში შეირქვა ქალმა მგელმა. ოგურისა და პალატინის გორაკის კონკურენციიდან მოყოლებული მტაცებელი მარცხნივ. (ოსტიიდან, ახლა კი Palazzo Massimo alle Terme).
რომის დაარსების ტრადიციული ისტორია წარმოადგენს ალბათ ყველაზე ცნობილ ძველრომაულ მითს ტყუპ ძმებზე, რომულუსსა და რემუსზე, რომლებიც ძუ მგელმა გაზარდა.ძმებმა ქალაქის აშენება გადაწყვიტეს, თუმცა უთანხმოების შემდეგ რომულუსმა მოკლა რემუსი. რომაელი ისტორიკოსების მიხედვით, ეს მოხდა ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილს.
ეს ლეგენდა შეჯერებული უნდა იყოს ორმაგი ტრადიციით, რომლის მიხედვითაც, ტროელი ლტოლვილი ენეასი გაიქცა იტალიაში და გახდა რომაელთა ხაზის დამაარსებელი მისი ვაჟის, იულიუს-კლავდიუსების სეხნიის, იულიუსისმეშვეობით. აღნიშნულ ტრადიციას გადმოგვცემს პირველი საუკუნის რომაელი პოეტი ვერგილიუსი.
(ლათ. Romulus) (დ. ძვ. წ. 771 — გ. ძვ. წ. 717) — რომისლეგენდარული დამაარსებელი მის ტყუპისცალ ძმასთან — რემუსთან(დაახ. ძვ. წ. 771— ძვ. წ. 753) ერთად, რომლებიც ომის ღმერთის, მარსის, შვილები იყვნენ. გადმოცემით, რომელიც პლუტარქესა და ტიტუს ლივიუსის ცნობებს ეყრდნობა, რომულუსი რომის პირველი მეფე იყო.
იხ. ვიდეო
იხ. ვიდეო
რომულუსმა რემუსი მოკლა უთანხმოების გამო იმაზე, თუ ვის უჭერდა მხარს ღმერთი, როგორც ახალი ქალაქის მმართველს, და ვისი სახელი უნდა რქმეოდა ამ ქალაქს. ქალაქს მათ რომი დაარქვეს. თქმულების მიხედვით რომულუსი ერთ ბორცვზე იდგა, რემუსი კი მეორეზე, როდესაც ჩიტების ჯგუფმა რომულუსს კამარა შემოარტყა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის მეფე უნდა გამხდარიყო. ქალაქის დაფუძნების შემდეგ, რომულუსმა ლეგიონებისა და სენატისდაარსებასთან ერთად, მას ახალი მოქალაქეებიც შემატა მეზობელი საბინების ტომებისგან ქალების მოტაცებით, რამაც საბინებისა და რომაელების ერთ ხალხში აღრევა გამოიწვია. წარმატებული დაპყრობითი ომების წყალობით რომულუსმა დროთა განმავლობაში სამეფოს ვრცელი ტერიტორია და დიდი რაოდენობით ხალხი შემოუერთა.
რომულუსი და რემუსი მოზაიკა სირიიდან, დაახლ. 510წ
რომულუსი და რემუსი მოზაიკა სირიიდან, დაახლ. 510წ
გარდაცვალების შემდეგ რომულუსს ღმერთი ქირინუსის სტატუსი მიანიჭეს და ის რომაელი ხალხის ღვთიური განსახიერება გახდა. დღეს მას მითოლოგიურ ფიგურად მიიჩნევენ, ხოლო მისი სახელი ქალაქი რომისგან წარმოებული უნდა იყოს, რომელიც თავის მხრივ სიტყვისგან "მდინარე" უნდა მომდინარეობდეს
რომულუსის გაჩენა პრიკუსი იულიუსი პეტერ პაულ სუბენსის ნახატი XVII ს
რომულუსის გაჩენა პრიკუსი იულიუსი პეტერ პაულ სუბენსის ნახატი XVII ს
რომის სახელის ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია. ერთ-ერთი მოსაზრებით, ქალაქი პელასგებმა დააარსეს და თავისი იარაღის სიძლიერის აღსანიშნავად დაარქვეს ქალაქს ეს სახელი (Rhōmē ბერძნულად ნიშნავს ძალას). სხვა მოსაზრებით ტროას დაცემის შემდეგ ვინც გადარჩა და მოახერხა გემებზე დაჯდომა, გასცურეს ერუტრიისკენ. ქალები ძალიან ცუდად იტანდნენ ცხოვრებას გემებში და ერთ-ერთმა მათგანმა, ვინმე რომამ, სხვა ქალები დაარწმუნა დაეწვათ გემები. ქმრები იძულებულნი გახდნენ ერთ ადგილას დასახლებულიყვნენ, ეს ადგილი პალატინუსი იყო. ახალ ადგილს ტროელი ლტოლვილები კარგად მოერგნენ, რომა მათ პატივით შეამკეს და მისი სახელი დაარქვეს ახლად დაარსებულ ქალაქს.
სახლი რომულუსის პალატინის ბორცვზე
სახლი რომულუსის პალატინის ბორცვზე
არსებობს კიდევ მრავალი მოსაზრება, მაგრამ ანტიკური ავტორები და, მათ შორის, პლუტარქეც მიიჩნევდნენ რომ რომის დამაარსებელი რომულუსი იყო. რომულუსის წარმომავლობაზეც მრავალი მოსაზრება არსებობს. ზოგი მიიჩნევს რომ იგი ენეოსის ვაჟი იყო და ძმასთან ერთად იტალიაში მოხვდა როდესაც პატარა ბავშვი იყო. სხვა მოსაზრებით იგი ენეოსის ქალიშვილის ვაჟი იყო, ხოლო მამამისი ომის ღმერთი მარსი იყო. ამის გარდა რომულუსის და რემუსის დაბადების შესახებ კიდევ არაერთი ლეგენდა მოგვითხრობს.
იხ. ვიდეო
ჯერ კიდევ რომაელები ცდილობდნენ დაედგინად რომის დაარსების თარიღი. მიიჩნეოდა რომ ეს მოხდა ძვ. წ. 758-ძვ. წ. 728 წლების ინტერვალში. რომაელმა ისტორიკოსმა მარკუს ტერენციუს ვარონმა ივარაუდა რომ ეს იყო ძვ. წ. 753 წელი. ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით კი რომაული წელთაღრიცხვა (AVC)[3] სწორედ ამ წლიდან დაიწყო. ხოლო კაპიტოლიუმის ფასტებში ეწერა ძვ. წ. 752 წელი. მიუხედავად წლებში ასეთ უთანხმოებაზე, ყველა ვერსია თანხმდება რომ ეს მოხდა 21 აპრილს, ქალღმერთ პალესის დღესასწაულზე.
ლეგენდის თანახმად რომის დაარსება მოხდა ტროას დაცემიდან (ძვ. წ. 1182) 437 წლის შემდეგ, ამრიგად არა 753 წელს, არამედ ძვ. წ. 745 წელს. მარკუს ველეიუს პატერცულუსის თანახმად ეს მოხდა მზის დაბნელებამდე ცოტა ხნით ადრე. მოცემულ პერიოდში კი რომიდან ჩანდა მზის დაბნელება ძვ. წ. 745 წლის ივნისს. ვარონის დროს კი ალბათ კონსულთა სიაში ბევრი შეცდომები იყო, რადგან მის მიხედვით პირველი კონსულები 245 avc წელს იყვნენ არჩეულნი.
საკურთხევლის მარსზე (რომულუსისა და რემუსის ღვთაებრივი მამა) და ვენერა (ბავშვის ღვთიური წინაპარი), შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოსახულება ლეგენდის ელემენტები. ისტორიული ტიბერინუსი, ტიბერის მამა და ჩვილი ტყუპები, შეხვედრა ლუპერკალში შეირქვა ქალმა მგელმა. ოგურისა და პალატინის გორაკის კონკურენციიდან მოყოლებული მტაცებელი მარცხნივ. (ოსტიდან, ახლა კი Palazzo Massimo alle Terme).
ანტიკური ავტორების თანახმად რომულუსი ჩაისახა ეგვიპტური თვის ქოიაქის 23 დღეს, მზის სრული დაბნელებისას. ეს მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 763 წლის 15 ივნისს და რომში იყო სულ 62% და დაიბადა ტროთის თვის 21 დღეს. იმ წელს ეს თვე 2 მარტს დაიწყო, ამრიგად რეა სილვიას ფეხმძიმობა 281 დღე გაგრძელდა და რომულუსი 23 მარტს დაიბადა. რომი კი დაარსდა ფარმუთის თვის 9 დღეს, ანუ 21 აპრილს.
როდესაც რომულუსმა რომის მშენებლობა დაიწყო, საბერძნეთში მზის დაბნელება მოხდა. ხოლო როდესაც იგი გაქრა, ლეგენდის თანახმად იგი 54 წლის იყო. მაშინ კი რომში სრული მზის დაბნელება იყო. ცნობილია რომ 93% მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 709 წლის 17 ივლისს (კვინტილიუსის ნონებში). პლუტარქეს თანახმად რომულუსი მეფობდა 37 წელი, ამრიგად ამ მზის დაბნელებით შეიძლება განისაზღვროს რომულუსის მეფობის წლები 745-709. ეს ეთანხმება კვინტუს ფაბიუს პიქტორის მოსაზრებას, რომელიც წერს რომ რომი დაარსდა მერვე ოლიმპიადის მეხუთე წელს, ანუ ძვ. წ. 747 წელს.
არქეოლოგიური მასალები
დებატები რომის დაარსების საკითხზე დღემდე არ წყდება. ზოგი მიიჩნევს ლეგენდარულ ამბებს სიმართლის გადმოცემად, ზოგი კი სკეპტიკურად უყურებს მას. არქეოლოგია საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ თუ რა და როგორ მოხდა. პალატინის ბორცვის გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა უძველესი გალავანი, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნის შუა პერიოდით თარიღდება. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების თანახმად პალატინზე ჯერ კიდეც ძვ. წ. IX საუკუნეში არსებობდა დასახლება.
იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რეგია - ნუმა პომპილიუსის მიერ აშენებული სასახლე, დიდი საბანკეტო დარბაზით, რომელიც თარიღდება VIII საუკუნის მეორე ნახევრით.
რეკლამაhttp://shotashota75.blogspot.com/2020/06/blog-post_3.html
Комментариев нет:
Отправить комментарий