არვალელი ძმები
რომაელ ქურუმთა კოლეგია, რომელიც დაკავშირებული იყო ძველიტალიურ ღმერთქალ დიას კულტთან. ზოგი გადმოცემის თანახმად არვალელი ძმების პირველი კოლეგია შექმნა აკა ლარენციას 12 ვაჟმა. დიას დღესასწაულზე მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებს, ძროხებს, გოჭებს. მონაწილეები მღეროდნენ განსაკუთრებულ, ე. წ. არვალურ სიმღერებს, ლოცულობდნენ მოსავლისათვის, რომელიც თითქოს ციდან გამოგზავნილი იყო. ზეიმის ბოლოს იმართებოდა ლხინი და თამაშობა-გართობანი. იმპერატორმა ავგუსტემ განაახლა დავიწყებამდე მისული დღესასწაულის რიტუალი და არვალელი ძმების კოლეგიაში შეიყვანა 12 კაცი, მათ შორის თავისი თავი და ოჯახის წევრები. დღესასწაულის დროს გამოქონდათ ხორბლის თავთავი, ხილი, ყურძენი და სხვა.
სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „arvum“, რაც ქართულად სახნავ მიწას, ყანას ნიშნავს
(ლათ. Acca Larentia) — ძველიტალიური ღვთაება. გვიანდელი მითების მიხედვით, იგი მწყემს ფაუსტულუსის ცოლია. ფაუსტულუსმა იპოვა გადაგდებული რემუსი და რომულუსი და აღსაზრდელად მიუყვანა თავის ცოლს აკა ლარენციას. გადმოგცემენ, რომ აკა ლარენციას თორმეტმა ვაჟმა არვალელი ძმების პირველი კოლეგია შექმნეს. აკა ლარენციას ზოგჯერ დეა დიასთანაც აიგივებენ.
მარკუს ავრელიუსი
იმპერატორი კეისარი მარკუს ავრელიუს ანტონინუს
| ||
---|---|---|
7მარტი 161 — 17 მარტი 180 | ||
ერთად | ლუციუს ვერუსი (7 მარტი161 — იანვარი169), კომოდუსი (177 — 17 მარტი180) | |
წინამორბედი | ანტონიუს პიუსი | |
მემკვიდრე | კომოდუსი |
ავგუსტუსი (ლათ.MARCVS ANNIVS VERVS AVRELIVS CAESAR AVGVSTI PII FILIVS) (26 აპრილი, 121—17 მარტი, 180) — რომის იმპერატორი 161 წლიდან თავის გარდაცვალებამდე.
მარკუს ავრელიუსი ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქი და მოაზროვნე. იგი დაიბადა 121 წლის 26 აპრილს რომში, წარჩინებულთა მდიდარ ოჯახში , რომლის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო შვილობილი იმპერატორ ანტონინუს პიუსისა (ანტონინუსთა დინასტიის ეპოქაში ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული: რომის იმპერატორები ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით კი არ ცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ყოველ მათგანს, როგორც შვილობილს, წინამორბედი ასახელებდა ტახტის მემკვიდრედ და სიცოცხლეშივე თანამმართველად ნიშნავდა). მისი პაპა, ანიუს ვერუსი, სენატორთა წრეს განეკუთვნებოდა და მუდამ ეკავა პრეტორისა თუ კონსულის (სამგზის) საპატიო თანამდებობები. სამი წლის იქნებოდა მარკუსი როდესაც მამა გარდაეცვალა და შემდგომ მისი აღზრდა პაპამ ითავა. მარკუსის დედა-დომიტია ლუკილა, ასევე წარჩინებულთა ოჯახიდან იყო მის პაპას, კატილიუს სევერუსს, რომის პრეფექტის, ხოლო მამას, კალვისიუს ტულიუსს, კონსულის(ორგზის) თანამდებობები ეკავათ.
მარკუს ავრელიუსს ეკუთვნის ფილოსოფიური დღიური „ფიქრები“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ, საიმპერატორო კარავში იპოვეს.
მარკ ავრელიუსმა ბევრი ისწავლა თავის მამობილისგან ანტონიუს ოიუსისგან. მსგავსად ამისა,მარკ ავრელიანე ყოველმხრივ პატივს ცემდა სენატს.
დიდ დროს უთმობდა მარკ ავრელიანე სასამართლოს. მისი მიმართულება იყო მოღვაწეობა კანონის უზენასობა. ,,არა იმდენად გააცნო ინოვაციები, რამდენი აღადგინა უძველესი უფლება'' აფრიკაში მან დაარსა ოთხი კათედრა ფილოსოფიის.
Комментариев нет:
Отправить комментарий