საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
(სკკპ) (რუს. Коммунистическая партия Советского Союза; КПСС) — პოლიტიკური პარტია საბჭოთა კავშირში (სსრკ). პარტიის დამაარსებლი და ბელადი იყო ვლადიმერ ლენინი. 1917 წელს როგორც ცალკე პარტია ფორმალურად გამოეყო, ხოლო ფაქტობრივად 1912 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) ბოლშევიკურ ფრაქციას, რომელიც შეიქმნა 1903 წელს რსდმპ-ის II ყრილობაზე. მმართველი პარტია საბჭოთა კავშირშირუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, რსდმპ (რუს.Российская социал-демократическая рабочая партия; РСДРП), ასევე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, იყო რევოლუციურ-სოციალისტური რუსეთის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა 1898მინსკში, რამდენიმე რევოლუციური ძალის ერთ პარტიაში გაერთიანების მიზნით. რსდმპ მოგვიანებით გაიყო ბოლშევიკურ და მენშევიკურფრაქციებად, საბოლოოდ ბოლშევიკებმა შეადგინეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია.
ბოლშევიკები (რუს. большевики, წარმოებული სიტყვიდან „большинство, „უმრავლესობა“) იყვნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) ფრაქცია, რომლებსაც 1903 წლის პარტიის მეორე ყრილობაზე მოუვიდათ განხეთქილება მენშევიკურ ფრაქციასთან.
შიდა პარტიულ არჩევნებში ბოლშევიკებმა მოიპოვეს გადამწყვეტი უმრავლესობა საიდანაც მომდინარეობს მათი სახელწოდება. საბოლოოდ ისინი გარდაიქმენენ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიად. ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში აიღეს ოქტომბრის რევოლუციის შედეგად 1917 წელს და დააფუძნეს საბჭოთა კავშირი.
ბოლშევიკური ფრაქცია ჩამოაყალიბა ვლადიმერ ლენინმა, 1905 წლისთვის კი პარტია მასობრვი ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც ძირითადად მუშებისგან შედგებოდა და იმართებოდა დემოკრატიული შიდა იერარქიით, დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპებით. ბოლშევიკურმა პარტიამ მოიპოვა მუშათა კლასის ავანგარდის პოზიცია ცარიზმის წინააღმდეგ რევოლუციურ ბრძოლაში.
კომუნისტური იდეოლოგია და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ოფიციალურად ეფუძნება კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის და ვლადიმერ ლენინის თეორიებს. იგი პროპაგანდას უწევს საერთაშორისო კომუნისტური საზოგადოების შექმნასა და განვითარებას, რომელშიც ერთი პარტია სოციალისტურ რეჟიმს მართავს. იგი თავის მხრივ, პროლეტარიატის დიქტატურას წარმოადგენს. საბჭოთა კავშირი ფორმალურად იყო მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალური კავშირი, ხოლო ფაქტობრივად – ცენტრალიზებულად (მოსკოვიდან) მართული და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დომინირებული სახელმწიფო. ასევე ფორმალურად ხელისუფლება შედგებოდა „დემოკრატიულად“არჩეული საბჭოებისა და პარლამენტისგან, რეალური ძალაუფლება კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით სტალინის მმართველობისას - ტოტალიტალურად, ხოლო მის შემდეგ - დიქტატორულად მართავდა ქვეყანას.
სსრკ-ის დაშლამდე გორბაჩოვის მიერ დაწყებულ ე.წ. „გარდაქმნის“პერიოდში სახელმწიფოში რეალური დემოკრატიის შემოღების მცდელობა განხორციელდა, რამაც მხოლოდ მის დაშლას შეუწყო ხელი.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას სახელმწიფოში არა მხოლოდ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოებრივი ფუნქცია ჰქონდა, არამედ მის ეკონომიკასაც განაგებდა. ქვეყნის ყველა ფუნდამენტალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ინსტიტუციები.
80-იანი წლების ბოლოს საბჭოეთის სახელმწიფო სტრუქტურა თეორიულად უკვე დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემას დაემსგავსა. ასე მაგალითად, კონსტიტუცია სახელმწიფო ორგანოებს განსაზღვრავდა და მოქალაქეებს მათ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს გარანტირებდა.
1) სახელისუფლებო ძალაუფლება, 2) სახალხო დეპუტატთა საბჭო და 3) მმართველი უზენაესი საბჭო – ეს სამი ორგანო სახალხო წარმომადგენლობის სახით საბჭოთა ხალხის სუვერენიტეტს განასახიერებდა.
პრეზიდიუმს უზენაესი საბჭო ირჩევდა, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურიც იყო და სახალხო კომისართა საბჭოსაც განაგებდა (მოგვიანებით სსრკ-ის მინისტრთა საბჭო, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებდა).
სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის არჩევა სახელისუფლებო ძალაუფალთა მიერ დადასტურებული უნდა ყოფილიყო, საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელი ხდებოდა.
საკონსტიტუციო იურიდიული ორგანო წარმოადგენდა სასამართლოთა სისტემას, რომელსაც უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობდა.
უზენაესი სასამართლო სახელისუფლებო ორგანოების კანონიერების მეთვალყურეობას ახორციელებდა.
1977 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას გააჩნდა ფედერალური სტრუქტურა, რომელიც თითოეული მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს გარანტირებდა (მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკურ საკითხებში).
პრაქტიკაში კი - თითოეული სახელმწიფო ორგანოს უმეტეს ამოცანებს წყვეტდა ერთადერთი ლეგალური პარტია – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (სსრკ-ის კომპარტია).
კომპარტია იღებდა უმთავრეს ფუნდამენტალურ და პოლიტიკურ ორიენტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო ხელისუფლება, თავად რამის დაკანონების გარეშე, ამ გადაწყვეტილებებს ასრულებდა.
მთელი რიგი მექანიზმებისა მუშაობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლების ყველა ორგანოს კომპარტიის გადაწყვეტილებები მიეღო და განეხორციელებინა ისინი.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეებს არჩევნებში გარკვეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის თავისუფლება ჰქონდათ, ეს კანდიდატი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო, და ამასთანავე არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავად პარტიის მიერვე იყვნენ წამოყენებულნი, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის მიმართ ლოიალურად განწობილნი უნდა ყოფილიყვნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტებში მომუშავე პირები კომუნისტური პარტიის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც გამორიცხავდა მათი მხრიდან საერთო ოფიციალური პოლიტიკური ხაზიდან გადახვევის შესაძლებლობას.
აღმასრულებელი ორგანოს – მინისტრთა საბჭოს – უმთავრესი ამოცანა იყო ეკონომიკის მართვა.
მინისტრთა საბჭო შედგებოდა კომუნისტური პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებისგან. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ინსტანციის – პოლიტბიუროს – წევრიც იყო.
ხშირად ამ თავმჯდომარედ თავად კომპარტიის გენერალური მდივანივე ხდებოდა. თავმჯდომარეს დანარჩენ მინისტრთა მიმართებაში დომინანტური პოზიცია ეკავა.
1988 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის უზენაეს ხელისუფლებას სახალხო დეპუტატთა საბჭო წარმოადგენდა. ამ საბჭოს უმთავრესი ამოცანა იყო სახელისუფლებო კრების ანუ უზენაესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის არჩევა, რომელიც ამასთანავე სახელმწიფოს მეთაური ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დეპუტატთა საბჭოს თეორიულად კანონების შემოღების უფლება ჰქონდა, იგი იშვიათად იკრიბებოდა, და ისიც იმისთვის, რომ კომპარტიის, მინისტრთა საბჭოსა და უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისთვის მხარი დაეჭირა.
უზენაეს საბჭოს სსრკ-ის ძალაში მყოფ კანონთა ინტერპრეტაციისა და მინისტრთა საბჭოსთან ერთად დეკრეტების მიღების უფლება ჰქონდა, თუ კანონებში რამე გაურკვევლობები წარმოიქმნებოდა.
სამართლებრივი სისტემა დასავლეთის ქვეყნებისგან ძლიერ განსხვავდებოდა: თუ დასავლეთის სისტემაში ბრალდებულს მოსამართლის წინაშე ადვოკატი იცავს, ხოლო პროკურორი ბრალდებას უყენებს, - საბჭოთა სასამართლოში მოსამართლე როგორც ადვოკატთან, ასევე ბრალმდებელთან ერთად მუშაობდა. საბჭოთა გაგებით ასეთი სისტემა ჭეშმარიტების ძიებას ემსახურებოდა, სინამდვილეში კი - კორუპციას უხსნიდა ხელს.
საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდანვე და მის დაშლამდე იყო ე.წ. პოლიციური სახელმწიფო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.
ყოველი მნიშვნელოვანი ქმედება „ზემოდან“ უნდა დაშვებულიყო. მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას საკმაოდ ინტენსიურად თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი („სუკი“). დისიდენტებს სახელმწიფო რეპრესიები და მძიმე სასჯელები ელოდა, რომელთაგან უსაშინლესი იყო დახვრეტა ან „გულაგის“ ტყვეობაში მოხვედრა.
თითოეულ მოქალაქეზე ასეთი ტოტალიტარული კონტროლი და სახელმწიფოებრივი ძალადობა განსაკუთრებით სტალინისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდებში სუფევდა, ხრუშჩოვის დროს ოდნავ შესუსტდა, ხოლო გორბაჩოვმაქვეყანაში გარკვეულ წილად შეზღუდული, მაგრამ მაინც საგრძნობი კულტურული და პირადული თავისუფლებები დაუშვა.
სტალინის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირში ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი ჩამოყალიბდა, რომელიც აკრძალული ლიტერატურისა („სამიზდატი“) და პოლიტიკური იუმორის - „ერევნის რადიოს“ სახით წლების განმავლობაში არსებობდა
1924–1939: სტალინის ტერორი
1922 წლიდან რუსეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა იოსებ სტალინი, რომელმაც 1924 წლის 21 იანვარს ლენინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მასა და ლენინის თანამოღვაწის ლევ ტროცკისა შორის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და მისი შენარჩუნებისთვის შეუბრალებელი ბრძოლა.
ძალაუფლების ხელში დასაკავებლად სტალინმა თავის მეტოქეებს – „მემარჯვენე“ ნიკოლაი ბუხარინს და „მემარცხენეებს“ - ლევ ტროცკის, გრიგორ ზინოვიევსა და ლევ კამენევს, ასევე კომუნისტური პარტიის ყველა მისთვის არასასურველ პირს - გამიზნული ტერორი გაუმართა. ამ ბრძოლაში თითქმის ყველა დახვრეტილი იქნა, ლევ ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს და შემდეგ იგი უცხოეთში გაურკვეველ პირობებში მოკლული იქნა.
1928 წლიდან სახელმწიფო ეკონომიკა ხუთწლედიან გეგმიურ სისტემაზე გადავიდა. მეტწილად ქვეყნის აზიურნაწილებში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, ყველგან შეიქმნა კოლექტიური და საბჭოთა მეურნეობები.
შეძლებული გლეხობა „კულაკებად“ გამოცხადდა და მათთან ბრძოლა გაიმართა. გლეხს მხოლოდ ერთი ცხენისა ან ერთი ძროხის ყოლის ნება დაერთო, დანარჩენი საქონელი მას კოლმეურნეობისთვის უნდა გადაეცა. ურჩი გლეხი-„კულაკები“ მასობრივად ან დახვრიტეს, ან ციმბირში გადაასახლეს. ამ ეკონომიკურმა გარდაქმნას მილიონობით ადამიანი შეიწირა – ვოლგისპირეთისა და უკრაინის სოფლებში ხალხი შიმშილისგან ამოიხოცა. მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია (უკრაინელი ისტორიკოსების მონაცემებით - 2 მილიონამდე ადამიანი).
1935 წლიდან სტალინმა პარტიისა და საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობის მიმართ თავისი საყოველთაოდ ცნობილი ტოტალიტარული ტერორი წამოიწყო, ე.წ. „ჩისტკი“ („წმენდა“). მან ჩამოიცილა აბსოლუტურად ყველა (თეორიულად თუ რეალურად) იდეოლოგიურად მოწინააღმდეგე სუბიექტი.
სტალინის ტერორი ხშირად სასამართლო პროცესებით იყო შენიღბული, ხოლო დანაშაულის აღიარებები წამების შედეგად გამოძალვული იყო.
საბჭოთა კავშირის მთელი რიგი ეთნიკური უმცირესობები „გულაგში“ გადაასახლეს, ურიცხვი „კულაკები“, მღვდელ-ბერები, უმაღლესი რანგის სამხედრო პირები, კომუნისტური პარტიის ფუნქციონრები და მათი ოჯახის წევრები დახვრიტეს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით სტალინის ეპოქაში საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობაზე გატარებულმა ტოტალიტარულმა ტერორმა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიასთანბრძოლაში დაიღუპა (20 მილიონ ადამიანამდე
Комментариев нет:
Отправить комментарий