YouTube
ვიდეო საიტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს მუსიკალური ვიდეოები. 2005 წლის თებერვალში, PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა YouTube, ხოლო 2006 წლის ნოემბერში გუგლმა შეიძინა იგი $1.65 მილიარდად და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლზე დაქვემდებარებული კომპანია. კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში, კალიფორნიაში და იყენებს Adobe Flash Player და HTML5 ტექნოლოგიას მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპები, მუსიკალური კლიპები, ასევე სამოყვარულო მასალები, როგორებიცაა ვიდეო ბლოგირება და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. YouTube-ზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები, თუმცა მედია კორპორაციები, მათ შორის CBS, BBC, UMG და სხვა ორგანიზაციები თავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ ნაწარმს საიტის მეშვეობით, YouTube-თან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში
დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როდესაც დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით და მათზე კომენტარების დაწერა. ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვს ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას, პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია YouTube-ის სერვისის წესდებით. დარეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშებს შეგვიძლია ვუწოდოთ „არხები“
YouTube-ის დევიზია: Broadcast Yourself (ქართ. იმაუწყებლე შენით)YouTube დააარსა PayPal-ის ყოფილმა სამმა თანამშრომელმა: ჩად ჰარლიმ, სტივ ჩენიმ და ჯოუდ კარიმიმ. ჰარლი სწავლობდა დიზაინს პენსილვანიის ინდიანას უნივერსიტეტში, ხოლო ჩენი და კარიმი ერთად - საინფორმაციო მეცნიერებას ილინოისის უნივერსიტეტი ურბანას დაბლობში
რუქა მსოფლიოში , რომელიც აჩვენებს სერვიზის მდგომარეობა YouTube სხვადასხვა წვეყნებში 2019 წ: არის ლოკალური ვერსია YouTube; არის ლოკალური ვერსია, იყო დაბლოკილი მოგვიანებით; იყო დაბლოკილი მოგვიანებით; ნაწილობრივ დაბლოკილია; დაბლოკილია.
რუქა მსოფლიოში , რომელიც აჩვენებს სერვიზის მდგომარეობა YouTube სხვადასხვა წვეყნებში 2019 წ: არის ლოკალური ვერსია YouTube; არის ლოკალური ვერსია, იყო დაბლოკილი მოგვიანებით; იყო დაბლოკილი მოგვიანებით; ნაწილობრივ დაბლოკილია; დაბლოკილია.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ჩად ჰარლიმ და სტივ ჩენმა YouTube-ის შექმნის იდეა 2005 წლის დასაწყისში დაამუშავეს, შთამაგონებელი აღმოჩნდა სან ფრანცისკოში ჩენის დაბადების დღის წვეულების სადილზე გადაღებული ვიდეოს გავრცელების პრობლემა. ჯოუდ კარიმი არ ესწრებოდა წვეულებას და უარყოფს ყოველივეს. ჩად ჰარლის კომენტარით: YouTube-ის შექმნის იდეა სადილის შემდეგ, „შეიძლება იყოს ძალიან გაზვიადებული მარკეტინგული თვალსაზრისით, ადვილად გადასაყლაპი ისტორიის შექმნისას“
YouTube-მა მოღვაწეობა თავდაპირველად $11.5 მილიონიანი კაპიტალდაბანდებით დაიწყო, რომელიც გამოყო სექვოია კაპიტალმა 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის აპრილამდე პერიოდში. YouTube-ის ადრინდელი სათავო ოფისი განთავსებული იყო პიცერიისა და იაპონური რესტორნის თავზე სან მატეოში, კალიფორნია. დომენური სახელი „
www.youtube.com
“ 2005 წლის 15 თებერვალს გააქტიურდა და მომდევნო რამდენიმე თვეში ჩამოყალიბდა საიტიც. პირველი ვიდეო YouTube-ზე იყო სახელად „Me at the zoo“ („მე ზოოპარკში“), რომელიც გვიჩვენებს თანადამაარსებელს ჯიუდ კარიმს სან დიეგოს ზოოპარკში[9]. ვიდეო აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს და დღესაც შესაძლებელია მისი ნახვა საიტზე
YouTube-მა საზოგადოებას საიტის საცდელი ვერსია 2005 წლის მაისში შესთავაზა, ექვსი თვით ადრე, სანამ ოფიციალურად ამუშავდებოდა ამავე წლის ნოემბერში. საიტი სწრაფად განვითარდა და 2006 წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად საიტზე 65,000-ზე მეტი ვიდეო იტვირთებოდა და 100 მილიონზე მეტ ვიდეოების ყურებას ფიქსირდებოდა საბაზრო კვლევის კომპანიის, „comScore“-ის გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, YouTube არის ონლაინ ვიდეოების გაბატონებული მომწოდებელი აშშ-ში, საბაზრო წილის 43 პროცენტით და 6 მილიარდზე მეტი ვიდეოების ყურებით, რაც დაფიქსირდა 2009 წლის იანვარში დათვლილია, რომ ყოველ წუთში საიტზე იტვირთება 20 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები, რომლის დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის აშშ-ის გარედან. „Alexa“-მ შეაფასა YouTube რიგით მესემე ყველაზე ნახვად საიტად ინტერნეტში, გუგლისა და Facebook-ის შემდეგ
სახელის „
www.youtube.com
“-ის შერჩევამ პროექტს პრობლემები შეუქმნა მსგავსი სახელწოდების საიტთან „www.utube.com
“-თან. საიტის მფლობელმა „Universal Tube & Rollform Equipment“-მა უჩივლა YouTube-ს სასამართლოში, მას შემდეგ რაც მისი საიტი YouTube-ზე შემსვლელთა მსურველებით გადაიტვირთა. „Universal Tube“-მა შემდგომ შეიცვალა სახელი და დაირქვა „www.utubeonline.com
“
2006 წლის ოქტომბერში, „Google Inc.“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია YouTube-ის შესყიდვის შესახებ $1.65 მილიარდად. შეთანხმება საბოლოოდ შედგა 13 ნოემბერს გუგლს არ მოუწოდებია დეტალური ციფრები YouTube-ის მიმდინარე ღირებულებაზე და YouTube-ის წლიური შემოსავალი 2007 წელს იყო აღნიშნული, როგორც „არა მატერიალური“ მარეგულირებელ დოკუმენტებში2008 წლის ივნისში, გაზეთ Forbes-მა YouTube-ის 2008 წლის ბრუნვა შეაფასა $200 მილიონად.
2008 წლის ნოემბერში, YouTube-მა ხელშეკრულება გააფორმა შემდეგ კომპანიებთან: „MGM“, „Lions Gate Entertainment“ და „CBS“, რის შემდეგაც მათ ეძლეოდად უფლება აეტვირთათ საიტზე სრულმეტრაჟიანი ფილმები და სატელევიზიო შოუები რეკლამებთან ერთად. ეს ნაბიჯი განზრახული იყო იმისთვის, რომ შეექმნათ „Hulu“-ს მაგვარი საიტი, რომელიც წარმოადგენს მასალებს ცნობილი კომპანიებიდან: „NBC“, „Fox“ და „Disney“
2009 წლის 9 ოქტომბერს, YouTube-ის შეძენის მესამე წლისთავზე, ჩად ჰარლიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია თავის ბლოგზე, რომ YouTube-ზე კვლავ ფიქსირდება დღეში მილიარდზე მეტი ვიდეოების ნახვა მსოფლიოს მასშტაბით
YouTube-ის ვიდეოების დამკვრელი ტექნოლოგია საიტის მომხმარებლებისთვის დაფუძნებულია Adobe Flash Player-ზე. ეს ტექნოლოგია საიტზე ისეთი ხარისხის ვიდეოებს გვიჩვენებს, რომლის შედარება შეიძლება ისეთ ტექნოლოგიებთან, როგორებიცაა Windows Media Player, QuickTime და RealPlayer. ეს ჩვეულებრივ მოითხოვს, რომ მომხმარებელმა გადმოწერეს და დააყენოს ვებ ბრაუზერიზ პლაგინს, იმისთვის რომ ნახოს ვიდეო ფლეშ ვიდეოების ნახვა ასევე მოითხოვს პლაგინს, მაგრამ ვაჭორიბს გამოკვლევამ Adobe Systems-დან აღმოაჩინა, რომ Flash პლაგინი აყენია 95%-ზე მეტ პერსონალურ კომპიუტერზე
იხ. ვიდეო
იხ. ვიდეო
სტანდარტული ანგარიშებიდან ატვირთული ვიდეოების ლიმიტი სიგრძეში არის ათი წუთი, ხოლო ზომაში 2 გბ. როდესაც YouTube-მა დაიწყო მუშაობა 2005 წელს, შესაძლებელი იყო უფრო გრძელი ვიდეოების ატვირთვა, მაგრამ 10 წუთიანი ლიმიტი შემოიღეს 2006 წლის მარტში, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ გრძელი ვიდეოების უმეტესობა იყო აკრძალული სატელევიზიო შოუები და ფილმები. პარტნიორი ანგარიშები არიან ნებადართულნი, რომ ატვირთონ 10 წუთზე გრძელი ვიდეოები
YouTube-ის მხარს უჭერს ვიდეოების ბევრ ფორმატს, მათ შორის .WMV, .AVI, .MKV, .MOV, MPEG, .MP4, DivX, .FLV და .OGG. იგი ასევე მხარს უჭერს 3GP ფორმატს და საშუალებას გვაძლევს ავტვირთოთ ვიდეოები პირდაპირ მობილური ტელეფონიდან
YouTube თავდაპირველად გვთავაზობდა ვიდეოებს მხოლოდ ერთ ფორმატში, მაგრამ ახლა მას აქვს სამი მთავარი ფორმატი, ისევე როგორც "მობილურის" ფორმატი, ვიდეოების მობილურ ტელეფონში სანახავად. ორიგინალი ფორმატი, ახლა დარქმეული "სტანდარტული ხარისხი" წარმოადგენს ვიდეოს 320x240 პიქსელის გაფართოებით და იყენებს Sorenson Spark-ის კოდეკს მონო MP3 აუდიოთი ეს იყო სტანდარტი ონლაინ ვიდეოებისათვის
"მაღალი ხარისხის" ვიდეოები გამოჩნდა 2008 წლის მარტში და აჩვენებდა ვიდეოს 864x480 პიქსელით სტერეო AAC ხმით. ეს ფორმატი სტანდარტული ხარისხისგან მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. 2008 წლის ნოემბერში, 720p HD-ს მხარდაჭერა დაემატა[63]. ერთდროულად, YouTube-ის დამკვრელი შეიცავალა 4:3 თვალთახედვის პროპორციიდან ფართო ეკრანიან 16:9-ზე. 720p ვიდეოები არის ნაჩვენები 1280x720 პიხელის გაფართოებით და შეიცავს H.264 ვიდეო კოდეკს. ის ასევე შეიცავს სტერეო აუდიო AAC ფორმატს. 2009 წლის ნოემბერში YouTube-ს მაღალხარისხიანი 1080p-ის მხარდაჭერა დაემატა. 2010 წლის ივლისში YouTube-მა განაცხადა, რომ მან გაუშვა ვიდეოების გაფართოება 4k ფორმატით, რომელიც საშუალებას აძლევს ვიდეოს გაფართოებას 4096x3072 პიქსელამდე.
YouTube-ის ვიდეოები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხარისხის ეტაპებით. ძველი სახელები, როგორიცაა სტადარტული ხარისხი (SQ), მაღალი ხარისხი (HQ) და მაღალი გარჩევადობა (HD) შეიცვალა რიცხვითი მაჩვენებლით, რომელზეც გამოსახულია ვიდეოების ვერტიკალური გაფართოება.ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 21 ივლისს[71], YouTube-ის პროგრამების ინჟინერი, პიტერ ბრედშოუ აცხადებს, რომ YouTube-ის მომხმარებლებს უკვე შეუძიათ ატვირთონ 3D ვიდეოები. ვიდეოებს შეგვიძლია ვუყურათ ნორმალური გზით, ხოლო რომ მივიღოთ 3D ეფექტი, უნდა გვეკეთოს სპეციალური სათვალეები
YouTube ამჟამად ტესტირებას უკეთებს HTML5 ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც ვიდეოების ყურება შესაძლებელია Adobe Flash Player-ის გარეშე YouTube-ის საიტზე არის გვერდი, სადაც შესაძლებელია HTML5-ს ფუნქციების გამოცდა მხარდაჭერილი ბრაუზერით
YouTube-ის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებლებმა ნახონ ვიდეოები საიტის გამოყენების გარეშე. თითოელი YouTube-ის ვიდეო არის წარმოდგენილი HTML-ის ნაწილითან ერთად, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ აჩვენოს ვიდეოების YouTube-ის საიტის გარეთ. ეს ფუნქცია ძირითადად გამოყენებულია სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში
YouTube ხშირად არ გვთავაზობს ვიდეოების გადმოსაწერ ლინკს. ეს განზრახულია იმისთვის, რომ ვიდოებს ვუყუროთ საიტის მეშვეობით ვიდეოების პატარა რაოდენობა, როგორიცაა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოველკვირეული მიმართვა, შესაძლებელია გადმოწეროთ MP4 ფორმატში. პროგრამებითა და ბრაუზერის პლაგინების მეშვეობით შესაძლებელია ვიდეოების გადმოწერა 2009 წლის თებერვალში, YouTube-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალ ტესტირებად სერვისზე, რომლის მეშვეობით YouTube ნებას დართავს პარტნიორ კომპანიებს, რომ გადმოწერონ ვიდეოები უფასოდ ან ფასიანად Google Checkout-ის მეშვეობით