მარიანას ღარი
ჩელენჯერის უფსკრული (წითლად), მარიანას ღარი, წყნარი ოკეანე
ვიწრო დეპრესია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ფილიპინის ზღვაში. გადაჭიმულია დაახლოებით 2500 კმ-ზე მარიანას კუნძულების გასწვრივ. აქვს V-სებრი პროფილი, ციცაბო (ქანობი 7-9°) კალთები, ბრტყელი ძირი (სიგანე 1-5 კმ). სიღრმე 11023 მ (სიღრმე გაზომა 1957 წელს სსრკ-ს საკვლევ გემ „ვიტიაზის“ ექსპედიციამ, პირველი გაზომვა — 11034 მ), რითაც ის მსოფლიო ოკეანის უღრმესი ადგილია. დაზუსტებით, რომელიც იაპონურმა ზონდმა აწარმოა 1995 წელს – 10920 მ–ს არ აღემატება. ბოლო გაზომვით კი, რომელიც 2011 წელს ამერიკულმა ოკეანოგრაფიულმა ექსპედიციამ ჩაატარა, დაფიქსირდა 10,994 მ (± 40 მ) სიღრმე.
Комментариев нет:
Отправить комментарий