среда, 4 июля 2018 г.

                   ტუნგუსკის მეტეორიტი

                                        
                                         
         წაქცეული ხეები ტუნგუსკის მოვლენების რაიონში. ლეონიდ კულიკის ექსპედიციის მიხედვით (1927 წ.).
უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში (კრასნოიარსკის მხარერუსეთი). იგი მოგვაგონებდა მოვლენებს, რომლებიც თან სდევს მეტეორიტების ჩამოვარდნას, ოღონდ გამოირჩეოდა უზარმაზარი მასშტაბებით. ამ დღეს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე 800 კმ-მდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალისმომჭრელი სიკაშკაშის ბოლიდი.1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე მდინარე ენისეის აუზში სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ-დასავლეთური მიმართულებით გაიფრინა ცეცხლოვანმა ბირთვმა.გაფრენა დამთავრდა უძლიერესი აფეთქებით დაუსახლებელი ტაიგის რაიონში ზედაპირიდან 7-10 კმ-ზე. აფეთქების ტალღა დააფიქსირა იმ დროს არსებულმა მრავალმა ობსერვატორიამ. ირკუტსკის ობსერვატორიის სეისმოგრაფებმა დაადგინეს უცნაური ხასიათის ზედაპირული მიწისძვრები.ობსერვატორიის დირექტორის ა. ვოზნესენსკის გამოთვლებით, მიწისძვრა მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილ ირკუტსკიდან ჩრდილოეთით 900 კმ მოშორებით, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე. მიწისძვრის ხასიათი იმდენად უცნაური იყო, რომ ა. ვოზნესენსკიმ არც კი გამოაქვეყნა ობსერვატორიაში მიღებული მასალები.
2000 კმ² ფართობის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად წაქცეულ იქნა დიდი რაოდენობით ხეები, რომლებმაც საბოლოოდ რადიალური განლაგება მიიღეს. ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ჩაიმსხვრა მინები, უზარმაზარ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა ცის ნათება, ღრუბლების გაელვება.ექსპედიციის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაკვლიეს, თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა მიკროსკოპული სილიკატური და მაგნეტიტური ბურთები.
ტუნგუსკის მეტეორიტის გზაზე დარჩა ძლიერი მტვრისებრი კვალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა. მოვლენის ადგილიდან 1000 კმ-მდე მანძილზე ისმოდა აფეთქების ხმა. აღნიშნული იყო მიწისძვრის მსგავსი მოვლენები, წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ ბევრ ადგილას წააქცია ადამიანები და შინაური ცხოველები, განვითარდა ხანძარი, ზანზარებდნენ სახლის კარები, ჭურჭელი, სახლის კედლებზე არსებული სურათები და ხატები ძირს ცვიოდა. ყოველივე ეს თვალისმომჭრელი სიკაშკაშის და დამაყრუებელი ხმაურით დაგვირგვინდა.
როგორც შემდგომ გაირკვა, ცეცხლოვანი სხეული ჩამოვარდა მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადის ჩამბის აუზში.ექსპედიციის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაკვლიეს, თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა მიკროსკოპული სილიკატური და მაგნეტიტური ბურთები.
ტუნგუსკის მეტეორიტის გზაზე დარჩა ძლიერი მტვრისებრი კვალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა. მოვლენის ადგილიდან 1000 კმ-მდე მანძილზე ისმოდა აფეთქების ხმა. აღნიშნული იყო მიწისძვრის მსგავსი მოვლენები, წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ ბევრ ადგილას წააქცია ადამიანები და შინაური ცხოველები, განვითარდა ხანძარი, ზანზარებდნენ სახლის კარები, ჭურჭელი, სახლის კედლებზე არსებული სურათები და ხატები ძირს ცვიოდა. ყოველივე ეს თვალისმომჭრელი სიკაშკაშის და დამაყრუებელი ხმაურით დაგვირგვინდა.
როგორც შემდგომ გაირკვა, ცეცხლოვანი სხეული ჩამოვარდა მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადის ჩამბის აუზში.აფეთქების ძალა უტოლდებოდა დაახლოებით 1000 „ჰიროსიმას“, თუმცა რაც ყველაზე გასაკვირია, ობიექტის კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს. ტუნგუსკის ფენომენის საკითხი იმდენად ჩახლართული აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მკვლევარებმა დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა ჰიპოთეზა წამოწიეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტი ერთია, იყო კოლოსალური ძალის აფეთქება, რომელმაც დაახლოებით 80 მლნ. ხე დააქცია. საინტერესოა, რომ აფეთქება მოსკოვის თავზე რომ მომხდარიყო, სიკაშკაშეს დაინახავდნენ ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, ხოლო ქუხილს ყირიმში გაიგონებდნენ.
აფეთქების შედეგად მიწა ისე ზანზარებდა, რომ ასეულ კილომეტრზე იმსხვრეოდა ფანჯრის შუშები, იქცეოდნენ ძროხები, ცხენები, ფრინველთა დაჯგუფებები პანიკურად ფრენდნენ, ხოლო ადამიანთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სამყაროს დასასრული დადგა. აფეთქება იმდენად გრანდიოზული იყო, რომ ტაიგაში არსებულაფეთქების შედეგად წარმოქმნილი სეისმური ტალღა რეგისტრირებულ იქნა ირკუტსკისტაშკენტისთბილისისა და იენის ობსერვატორიებში.აფეთქების შემდეგ დაიწყო გეომაგნიტური შტორმი, რომელიც დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა.წარმოუდგენელი ატმოსფერული ეფექტები, რომლებიც აფეთქებას უსწრებდნენ წინ, მაქსიმუმს 1 ივლისს მიაღწიეს, რის შემდეგაც კლება დაიწყეს (თუმცა მათი ცალკეული კვალი შენარჩუნებულ იქნა ივლისის ბოლომდე).ი ძლიერი ხეების ნაწილი, როგორც ამას კულიკი აღწერდა „ლერწამივით იყო გადატეხილი“.ტუნგუსკის მეტეორიტთან დაკავშირებული საყოველთაოდ მიღებული ჰიპოთეზები, რომლებიც ხსნიან მოვლენის განსაკუთრებულობას, დღემდე არ მოიპოვება. ამასთანავე არსებული ვერსიები და შეხედულებები მეტად სხვადასხვაგვარია.
1970 წელს საბჭოთა ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი მიდიოდა 1969 წლამდე არსებულ ყველა თეორიაზე, საბოლოოდ ჟურნალში თითქმის 80 ასეთი თეორია აღიწერა.
1930-იან წლებში ბრიტანელი მეტეოროლოგი ფრენსის უიპლი წერს, რომ ტუნგუსკის მოვლენა დაკავშირებულია კომეტის ბირთვის დაცემასთან დედამიწაზე. მსგავსი თეორია შემოგვთავაზა ცნობილმა ბუნებისმეტყველმა ვლადიმერ ვერნადსკიმ, რომელმაც მიიჩნია, რომ ტუნგუსკის სხეული იყო ფხვიერი სქელი კოსმოსური მტვერი. ასეთი ახსნა ბევრმა ასტრონომმა გაიზიარა.
გაანგარიშებით გამოითვალა, რომ კატასტროფის წარმომქმნელი ძალის ასახსნელად ციურ სხეულს უნდა ჰქონოდა მასა დაახლოებით 5 მლნ. ტ.
მკვლევარები ცდილობდნენ ასევე მეტეორიტული ჰიპოთეზის საბოლოოდ დამუშავებას. რიგი ასტრონომები ამტკიცებენ, რომ კომეტა მაღლა ატმოსფეროში უნდა დამსხვრეულიყო, ამიტომ მის ნაცვლად უნდა ჩამოვარდნილიყო ქვის ასტეროიდი.
ასტრონომ იგორ ასტაპოვიჩის მიხედვით, ტუნგუსკის ფენომენი შეიძლება აიხსნას ატმოსფეროს სქელი ფენებიდან მსხვილი მეტეორიტის რიკოშეტით.
ნასას სეციალისტების მიხედვით (რომელიც გამოითქვა 2009 წლის ივნისში) ტუნგუსკის მეტეორიტი შედგებოდა ყინულისაგან, ხოლო მისმა გავლამ ატმოსფეროს სქელ ფენებში გამოიწვია იშვიათი ატმოსფერული მოვლენების წარმოქმნა. იგივე აზრს იზიარებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტი.
                                         

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...