ოზონის ხვრელი
დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, სტრატოსფეროში, ოზონის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი. ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავსოზონის ხვერელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკაზე ჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებითოზონის საფარის შეთხელების შედეგად იზრდება დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა, რაც თავის მხრივ იწვევს კანის დაავადებათა ალბათობის ზრდასაც.ითვლება, რომ სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები. ითვლება, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მოლეკულები ათწლეულების განმავლობაში არ იშლება და სტრატოსფერომდე აღწევს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით იშლება და ქლორის ატომებს გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი შემდგომ მუშაობს, როგორც ოზონის მოლეკულების დაშლის კატალიზატორი. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ას ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.რიგი მეცნიერები არ ეთანხმებიან სტრატოსფერული ოზონის ქფნ–ების გამო დაშლის თეორიას. მათ მიაჩნიათ, რომ ქფნ–ები ზედმეტად მძიმე მოლეკულებია იმისათვის, რომ სტრატოსფეროს მიაღწიოს. არსებობს მოსაზრება, რომ ოზონის შრის შეთხელება ბუნებრივი ფლუქტუაციაა და თავისთავად გამოსწორდება.1985 წელს ოცმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას. 1987 წელს კი 43–მა ქვეყანამ _ ამ კონვენციის ოქმს (მონრეალის ოქმი), რომლითაც დადგინდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ეტაპობრივი გრაფიკი. შემდგომში ამ ხელშეკრულებებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შეუერთდა. დღეს ყველაზე აგრესიული ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადები უკვე ამოღებულია ხმარებიდან. თუმცა სტრატოსფეროდან მათ გაქრობას კიდევ რამდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება.1987 წლის 16 სექტემბერს მონრეალის პროტოკოლის ხელმოწერის აღსანიშნავად, 1994 წელს გაეროს გენერალური ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
ეწოდება პერიოდული სისტემის მეშვიდე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებს – ფტორს, ქლორს, ბრომს, იოდს და არამდგრად ელემენტს ასტატს. სახელწოდება "ჰალოგენები" ამ ელემენტებმა მიიღეს იმის გამო, რომ მათ აქვთ უნარი უშუალოდ შეუერთდნენ მეტალებს და წარმოქმნან მარილები LiF, NaCl, KBr, KI და ა. შ.
ჰალოგენი | მოლეკულა | სტრუქტურა | მოდელი | d(X−X) / pm (gas phase) | d(X−X) / pm (solid phase) |
---|---|---|---|---|---|
Комментариев нет:
Отправить комментарий