понедельник, 30 июля 2018 г.

                        ბაშარ ალ-ასადი

         მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშარ ალ-ასადი
არაბ. بشار حافظ الأسد‎‎‎
ბაშარ ალ-ასადიარაბ. بشار حافظ الأسد‎‎‎
ბაშარ ალ-ასადი რუსეთში ვიზიტის დროს. 2015 წლის ოქტომბერი.
ბაშარ ალ-ასადი დაიბადა 11 სექტემბერს 1965 წელს დამასკოში. მამა, გენერალი ჰაფეზ ალ-ასადი იყო მეთაური სირიის საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, მისი მეუღლე ანისა მაჰლუფი (1929-2016), რომელიც რელიგიური უმცირესობის, ალავიტების წარმომადგენელია. მამა წარმოშობით არაბულ ალავიტურ ტომიდან არის, ტომის სახელია — კალბია, ხოლო დედა სხვა ასეთი ტომიდან არის — ჰადინი. როდესაც ბაშარი ჯერ კიდევ არ იყო ხუთი წლის, მისი მამა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაიკავა სირიის პრეზიდენტის პოსტი.
დაწყებითი და საშუალო განათლება ბაშარ ალ-ასადმა მიიღო ელიტურ არაბული-ფრანგულ ლიცეუმში "ჰურია" დამასკოში1982 წელს მან დაასრულა სწავლა ლიცეუმში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა დამასკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი სპეციალობით "ოფთალმოლოგი", რის შემდეგ იგი მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში

ალავიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
ზულფიქარიალის ხმლის სტილიზებული გამოსახულება წარმოადგენს ალავიტების სიმბოლოს.
ალავიტები ასევე ალავები (არაბ. علوية‎‎) — სლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა. ძირითადად გავრცელებულია სირიაში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 11%-ს შეადგენენ. ისინი აღიარებენ შიიტური მიმდევრობის თორმეტეულების სკოლას, თუმცა რელიგიური სინკრეტიზმის ელემენტებით. ალავიტები თანყვანს სცემენ ალის (ალი იბნ აბუ ტალიბი) და სახელი ალავი აღნიშნავს ალის-მიმდევარს.
მიიჩნევა, რომ მიმდევრობა IX საუკუნეში იბნ ნუსაირმა დააარსა, ამის გამო ალავიტებს ხანდახან ნუსაირებსაც ეძახიან (არაბ. نصيرية‎‎). აღნიშნული ტერმინი შეურაცმყოფელი კონოტაციის მატარებელია. სხვა სახელი ნასარინუსაირის არასწორი თარგმანის შედეგია.
ალავიტებს ხანდახან თურქეთში გავრცელებულ ალევიზმთან ურევენ.
ფართოდ იყო გავრცელებული ოსმალეთის იმპერიაში. იმპერიის გაუქმებისა და თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მუსტაფა ქემალმა დაიწყო ალავიტების დევნა. ალავიტები გადავიდნენ ფრანგული მანდატით დაცულ სირიაში, სადაც უმცირესობებისთვის შეიქმნა განსაკუთრებული ტერიტორიები, მათ შორის ალავიტების სახელმწიფო. შემდგომში ალავიტების სახელმწიფო გაუქმდა, თუმცა ალავიტები დარჩნენ სირიის არმიის მნიშვნელოვან ძალად. მას შემდეგ რაც 1970 წელს სირიის ხელისუფლებაშისამხედრო გადატრიალების შედეგად საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ალავიტი ჰაფეზ ასადი მოვიდა, მთავრობის ელიტას ძირითადად ალავიტები წარმოადგენდნენ. ალ ასადის მიერ ინიცირებული იყო შიიტებთან ალავიტების დაახლოების პროცესი. 1970 და 1980 წლების ისლამურმა აჯანყებამ არსებული წყობა წნეხის ქვეშ მოაყოლა, ხოლო სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა და ძლიერდება ირანის შიიტურ რეჟიმთან სირიელი ალავიტების დაახლოების პროცესი.
 მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთგულ ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის. არეულობა დაიწყო 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ეს აქციები იყო ნაწილი უფრო ფართო ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის, რომელიც ცნობილია არაბული გაზაფხულის სახელით. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას, რომლის ოჯახიც მართავს სირიას 1971 წლიდან, ასევე ბაასის პარტიის მმართველობის დასრულებას, რომელიც დაიწყო 1963 წელს.
2011 წლის აპრილში, სირიის არმია გამოვიდა აჯანყების ჩასახშობად და ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე თვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, პროტესტი გადაიზარდა შეიარაღებულ აჯანყებაში. კონფლიქტი არის ასიმეტრიული და შეტაკებები მიმდინარეობს ბევრ ქალაქში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2013 წელს ჰეზბოლა შეუერთდა ომს სირიის არმიის მხარდასაჭერად. სირიის ხელისუფლება ძალაში რჩება რუსეთის და ირანის სამხედრო მხარდაჭერის წყალობით, ხოლო კატარი და საუდის არაბეთი იარაღით ამარაგებენ ამბოხებულებს.2013 წლის ივლისისთვის, სირიის ხელისუფლება აკონტროლებდა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 30-40 პროცენტს და სირიის მოსახლეობას 60 პროცენტს.2012 წლის გაეროს მოხსენებამ კონფლიქტი დაახასიათა, როგორც „ღიად სექტანტური ხასიათის მატარებელი“ დაპირისპირება ძირითადად სუნიტ მეამბოხეთა და ალავიტურ შაბიჰა მილიციასა და სხვა შიიტურ ჯგუფებს შორის,მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაც და სამთავრობო ძალებიც უარყოფენ ამას.
გაეროს მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 100 000-ს 2013 წლის ივნისში, და მიაღწია 120 000-ს 2013 წლის სექტემბერს.  გარდა ამისა, ათობით ათასი მომიტინგე იმყოფება ციხეში და არსებობს ანგარიშები, რომ სახელმწიფო ციხეებში ფართოდაა გავრცელებული წამება და ტერორი. საერთაშორისო ორგანიზაციები ადანაშაულებენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ძალებს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში. გაეროსა და საერთაშორისო ამნისტიის კვლევის მიხედვით, 2012 და 2013 წელს ამ დარღვევატა უმრავლესობას სირიის ხელისუფლება ახორციელებდა. ჰუმანიტარული კატასტროფის სიმძიმე სირიაში უკვე გაახმოვანა გაერომ და მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ოთხ მილიონზე მეტი სირიელი გახდა იძულებით გადაადგილებული, სამ მილიონზე მეტი სირიელი გაიქცა ქვეყნიდან და გახდა ლტოლვილი და მილიონობით მეტი დარჩა ცუდ საცხოვრებელ პირობებში საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტით. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა ქალაქ მოადამია ალ-შამში, სადაც 12,000 მოსახლეობა სავარაუდოდ დაიღუპება შიმშილით 2013 წლის ზამთრში სირიის არმიის ბლოკადის გამო.
ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა სირიაში ერთზე მეტჯერ, რამაც ძლიერი საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...