вторник, 31 июля 2018 г.

                                       სირია 


სირია (არაბ.: سورية‎; სირიული: ܣܘܪܝܐ), ოფიციალურად სირიის არაბული რესპუბლიკა (არაბ.: الجمهورية العربية السورية‎) — ქვეყანა დასავლეთ აზიაშიდასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვაჩრდილოეთიდან თურქეთიაღმოსავლეთიდან ერაყისამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.
თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში, გარდა ამისა, დამასკი დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა.
2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.
1963 წლიდან დღემდე რესპუბლიკას მართავს პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას, ქურთების დაჯგუფებებსა და 2014 წლიდან ისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.1946 წელს მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან1958-61 წლებში ეგვიპტესთან ერთად შედიოდა არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში. ექვსდღიანი ომის შედეგად (1967) დაკარგა გოლანის მაღლობები, რომელსაც ახლაც ისრაელი აკონტროლებს. 1981-82 წლებში ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი ლიბანთან1991 წელს სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა ერაყის წინააღმდეგ. ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სირიაში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.
სირია რომელიც რეალურად დაშლიალია სულ მცირე სამ ნაწილად და რეალურად აღარ არსებობს.მაინც რა ხდება სირიაში მეტ ნაკლებად შესაძლოა წარმოდგენა ვიქონიოთ და დავინახოთ იხ. ქვემოთ ვიდეოებში


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...