понедельник, 16 июля 2018 г.

                                   Microsoft

                                                Ð ÐµÐ·ÑƒÐ»ÑŒÑ‚аты поиска изображений по запросу "Microsoft"
 (Microsoft-ის კორპორაცია) — მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ვაშინგტონშირედმონდში მდებარეობს. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. ბოლო დროს კი, მან აპარატულ უზრუნველყოფის წარმოებაც დაიწყო. კომპანია 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ იქნა დაარსებული. დღესდღეობით Microsoft-ი მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიან Apple Inc.ExxonMobil და IBM. 2005 წლის მონაცემებით Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა 39,79 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2011 წლის მაისში, Microsoft-ის კომპანიამ შეიძინა Skype-ის აქციები 8,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად, რაც დღემდე Microsoft-ის უდიდეს შენაძენად ითვლება.
2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ში დასაქმებულთა რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97,000 ადამიანს აღემატება, 105 ქვეყანაში.მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია Microsoft Windowsსაოპერაციო სისტემა და Microsoft Office პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. კომპანია ასევე აწარმოებს ფართო სპექტრის კომპიუტერულ უზრუნველყოფებს, მათ შორის არის საძიებო სისტემა BingXbox და Kinect, რომლებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვეს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, ლიდერია ციფრულ მომსახურებაშიც MSN-ს მეშვეობით, ასევე Microsoft Corporation-მა ახლახანს დაიწყო მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემის, Windows Phone OS-ის წარმოებაც. 2012 წლის ივნისს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ იგი მალე გაყიდვაში ჩაუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს Microsoft Surface-ს. 2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ის შემოსავალი 77.85 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის დამაარესებელი, ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა (რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე).
სახელი Microsoft შედგება სიტყვებისგან "microcomputer-software". პირველად 1975 წელს, ბილ გეიტსის მიერ პოლ ალენისთვის ერთ-ერთ მიწერილ წერილში იქნა სიტყვა "micro-soft" გამოყენებული. ამჟამინდელი სახელწოდება "Microsoft"-ი იქნა დადგენილი 1976 წლის 26 ნოემბერს ნიუ-მექსიკოს შტატში. 2010 წლის 27 მაისიდან, მაიკროსოფტი არის NASDAQ-ის მეორე კაპიტალიზაცია Apple-ის შემდეგ. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 97 ათასი ადამიანი მთელს მსოფლიოში. 2014 წლის 4 თებერვლიდან მას ხელმძღვანელობს სატია ნადელა.
2005 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა იყო 40 მილიარდი დოლარი, იგი 8%-ით გაიზარდა 2004 წელთან შედარებით. 2006 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა გაიზარდა და შეადგენდა 45 მილიარდ დოლარს, 2007 წელს კი 52 მილიარდ დოლარამდე ავიდა. 2008 წელს მისმა წლიურმა ბრუნვამ 60 მილიარდ დოლარს მიღწია, 2009 წელს 58 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა, 2010 წელს 62,5 მილიარდ დოლარს, 2011 წელს 70 მილიარდ დოლარს და 2012 წელს კი მისი წლიური ბრუნვა შეადგენდა 73,73 მილიარდ დოლარს.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...