Translate

суббота, 19 января 2019 г.

ღორის გრიპი

                              ღორის გრიპი

    ღორის გრიპი A (H1N1)         დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გრიპის ლაბორატორია

თავიდან ახალ გამოვლენილ ვირუსს უწოდებდნენ „ღორის გრიპის ვირუსს", რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება. - შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ გავრცელებულ ვირუსისაგან. - ახალი ვირუსის 2 გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში ხოლო დანარჩენი კი ფრინველებსა და ადამიანებში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. - მეცნიერები ამ ვირუსს „ოთხმაგი რეასორტაციის" ვირუსს უწოდებენ (შედგება 4 სახეობის ვირუსის გენისაგან და არა მარტო ღორის გენისაგან, (ეს არაა ღორის ვირუსი) არამედ ზემოთ აღნიშნული გენებისაგან)
იხ.ვიდეო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია. ამ ახალი შტამის თავისებურება ისაა, რომ იგი შეიცავს ადამიანთა შორის სეზონურად გრიპის აფეთქებების გამომწვევი H1N1 შტამისა და ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის H5N1 შტამის მსგავს გენეტიკურ მასალა
ახალი შტამი A (H1N1) ყველაზე უფრო კონტაგიოზური ანუ გადამდები აღმოჩნდა აქამდე აღწერილ შემთხვევებს შორის. იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.
                         
                                     რუქა დაავადებული ჯგუფები H1N1 стран в 2009 году
A(H1N1) არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 °C (167-212 °F) ტემპერატურაზე. როგორც კვლევებით დადგინდა ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირზე მოხვედრილი A(H1N1) გრიპის ვირუსი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში
ინფიცირებული ადამიანიდან A(H1N1) ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე, წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ადამიანი, ინფექციის გადამდებია, სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
A/H1N1 ვირუსი ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ. ვირუსის დიამეტრი არის 80-120 ნმ
A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონიასუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სეზონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.
იხ. ვიდეო
  • ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება: დიდხანს ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდენობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება.
  • ღორის გრიპისგან თავდაცვის პირველი და უმთავრესი წესია ხელების დაბანა. ხელების დაბანა ხშირად, საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით, ნახევარი წუთის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. სიფრთხილისათვის კარგია, თუ ადამიანი არ შეეხება ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა, რომ დაინფიცირებული იყოს.
  • მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისა.
  • მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან
  • მთავარი ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატებია: ნეირამინიდაზას ზოგადი ინჰიბიტორები ტამიფლუ(ოსელტამივირი) და რელენზა(ზანამავირი). ნეირამინიდაზა ვირუსის გარსზე მდებარე პეპტიდია რომლის ცვალებადობაც იწვევს ვირუსისათვის სხვადასხვა სახელის მინიჭებას. მაგ H1N1,N2,N3. H - არის ჰემააგლუტინინი.
  • ასევე შესაძლებელია ზოგადი ვირუსის დნმ–მაბლოკირებელი პრეპარატების მიღება (მაგ. არბიდოლი, რემანტადინი).
  • ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალი ინფექციონისტის მეთვალყურეობა და დროული კონსულტაცია.
    • ღორის გრიპის ვირუსი ვერ უძლებს მაღალ ტემპრერატურას 75-100 °C (167-212 °F) და კდვება.
    • ვირუსი მგრძნობიარეა ქიმიური საშუალებებისადმი, ესენია: წყალბადის ზეჟანგი, დეტერგენტები (საპონი), იოდზე დამზადებული ანტისეპტიკური საშუალებები, სპირტი და ქლორი.
    • დაინფიცირებული ადამიანის ნახმარი ჭურჭელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს ცალკე, ქლორირებული სარეცხი საშუალებებით, ცხელ წყალში.

    სადეზინფექციო საშუალებები

    • 70% ეთილის სპირტი
    • 20% ლიზოლ
    • ანტივირუსული თერაპია: ღორის გრიპის ვირუსი A (H1N1) მგრძნობიარეა ნეირამინიდაზა ინჰიბიტორებისადმი (ზანამივირი, ოსელტამივირი). ანტივირუსული თერაპია რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტებში: ორსულები, ბავშვები, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ქრონიკული პათოლოგიებით დაავადებულები, დადასტურებული H1N1 ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტში მყოფები და სხვა 
    • ჟანგბადი
    • სიმპტომური თერაპია:ანტიპირეტიული (აცეტამინოფენი) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. 18 წლამდე ასაკის ავადმყოფებისათვის არა არის რეკომენდებული ასპირინის შემცველი პრეპარატების გამოყენება, რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო 
    • იხ. ვიდეო

                 ჩეჩნეთის პირველი ომი

                               Evstafiev-chechnya-palace-gunman.jpg
თარიღი11 დეკემბერი, 1994 – 31 აგვისტო, 1996
მდებარეობაჩეჩნეთი
ინგუშეთისსტავროპოლის მხარის და დაღესტნის ნაწილი
შედეგიხასავ იურტის შეთანხმება
ჩეჩნეთი დე–ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა
მხარეები
რუსეთის დროშა
რუსეთის ფედერაცია
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა
ჩეჩნეთი
მეთაურები
რუსეთის დროშა პავლე გრაჩოვი
რუსეთის დროშა ანატოლი კულიკოვი
რუსეთის დროშა კონსტანტინე პულიკოვსკი
რუსეთის დროშა ანატოლი რომანოვი
რუსეთის დროშა ანატოლი შკირკო
რუსეთის დროშა ვიაჩესლავ ტიხომიროვი
რუსეთის დროშა გენადი ტროშევი
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა ჯოხარ დუდაევი
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა ასლან მასხადოვი
ძალები
38,000 (1994 წლის დეკემბერი)
70,500 (1995 წლის თებერვალი)
15,000
დანაკარგები
სამხედრო:
5,732 მოკლული ან დაკარგული
უდანაშაულო მოსახლეობა:
სულ ცოტა 161 მოკლული ჩეჩნეთის რესპუბლიკის გარეთ
სამხედრო:
17,391 გარდაცვლილი (რუსული წყაროების მიხედვით)

სულ ცოტა 5,000 გარდაცვლილი
უდანაშაულო მოსახლეობა:
50,000–100,000 გარდაცვლილი
ეწოდება იმ შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთ სეპარატისტულ ანკლავში — ჩეჩნეთში1994 წელს დაწყებული ეს კონფლიქტი 1996 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. ჩეჩნეთი დე–ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.
რუსული წყაროების მიხედვით, კონფლიქტში 5,500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთი წყაროებით კი იგი 14,000 აღწევს. რაც შეეხება ჩეჩნების დანაკარგს, იგი რუსეთის მტკიცებით 15,000–ს, ხოლო ჩეჩნეთის მტიცებით - 3,000 უტოლდება. 50,000 - 100,000 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 200,000 დაიჭრა და 500,000 დევნილად იქცა
იხ. ვიდეო 

                    ჯოჯოხეთი დედამიწაზე": ჩეჩნეთის პირველი ომის გახსენება

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იგი მხოლოდ საქართველომ აღიარა.
1992 წელს, ბორის ელცინის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ავტონომიურ რეგიონებს ფართო ავტონომიის უფლებას აძელვდა, 88 რეგიონიდან მხოლოდ ორმა, ჩეჩნეთმა და თათრეთმა არ მოაწერეს ხელი. თუმცა თათრეთმა მას 2 წლის შემდეგ, 1994 წელს მოაწერა ხელი.
რუსეთი ინტესნიურად ამარაგებდა ოპოზიციურ ძალებს ჩეჩნეთში. მათ 1992 წლის მარტში ჩეჩნეთის მთავრობის ჩამოგდებაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
1994 წლის 30 ოქტომბერს რუსულმა ავიაციამ გროზნო დაბომბა. შეტევას მხარი აუბეს ჩეჩნეთის ოპოზიციურმა ძალებმაც. მეორე ფართომასშტაბიანი შეტევა გროზნოზე 26-27 ნოემბერს განხორციელდა. ორივე შეტევა, ჯოხარ დუდაევის მებრძოლების მიერ მოგერიებულ იქნა.
1994 წლის 29 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ჩეჩნეთის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვა. ჯოხარ დუდაევმა ულტიმატუმი არ მიიღო.
1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული შენაერთები ჩეჩნეთში შეიჭრნენ. მიზეზად "კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება" დასახელდა. რუსეთისმაშინდელმა თავდაცმის მინისტრმა პაველ გრაჩევმა განაცხადა, რომ "უსისხლო ბლიცკრიგი" მაქსიმუმ 20 დეკემბრამდე გასტანდა.
იხ. ვიდეო როგორ აფეთქებენ ჩეჩნები რუსებს
11 დეკემბერს რუსეთის არმიამ დედაქალაქ გროზნოზე შეტევა 3 მხრიდან დაიწყო. ერთ–ერთი ფრონტი კოლონელ–გენერალის, ედუარდ ვორობიოვის მიერ შეჩერებულ იქნა. მან პროტესტი გამოხატა "ჯარის გაგზავნაზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ". მას ბევრმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა ფიგურამ მიბაძა. მათ შორის ბორის ელცინის მრჩეველმა - ემილ პაინმა.
ბორის ელცინის განზრახვა, გროზნო ბლიცკრიგით აეღო, ამაო გამოდგა. რუსი ჯარისკაცების ჟინი უმდაბლესი იყო. ისინი ვერ აცნობიერებდნენ თუ რისთვის გაგზავნეს ომში.
ინგუშეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს რუსული კოლონა, რომელიც ჩეჩნეთისკენ მიიწევდა. მათ 30 ჯავშანმანქანა ცეცხლში გახვიეს. 1995 წლის იანვრამდე რუსეთის საარტილერიო და ხალიჩურ დაბომბვებს ათასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა მოჰყვა.
ჩეჩენი მებრძოლები გროზნოში ბუნკერბსა და სანგრებს თხრიდნენ და გამალებით ემზადებოდნენ თავდაცვისთვის.
29 დეკემბერს ჩეჩენმა მებრძოლებმა უშედეგო იერიში მიიტანეს გროზნოს აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულ წერტილზე - ხანკალაზე (იხ. ხანკალას ბრძოლა).
იხ.ვიდეო რუსების დამოკიდებულება ჩეჩნეთზე

1994-1995 წლების დეკემბერ-იანვარში რუსეთის საავიაციო და საარტილერიო შეტევებს გროზნოზე ათასობით მშვიდობიანი მოსახლის სიკვდილი მოჰყვა.
"ახალი წლის ღამის" ბრძოლას 1,000-2,000 რუსი ჯარისკაცი შეეწირა. 60-საათიან ბრძოლას მაიკოპის მოტორმსროლელი ბრიგადის ყველა დანაყოფი შეეწირა. მათგან მხოლოდ 230 ჯარისკაცი გადარჩა ცოცხალი (1/3 ჩეჩნების მიერ დატყვევებული).
მიუხედავად ჩეჩენი მებრძოლების გმირული წინააღმდეგობისა, რუსეთის არმიამ გროზნოს აღება შეძლო. 19 იანვარს რუსეთის არმიამ პრეზიდენტის სასახლე აიღო. ბრძოლა ქალაქის სამხრეთ რაიონებში კი 1995 წლის 6 მარტამდე გაგრძელდა.
რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა, სერგეი კოვალიოვმა განაცხადა, რომ შეტაკებებს გროზნოში 27,000 უდანაშაულო მოსახლის სიკვდილი მოჰყვა. დმიტრი ვოლკოგონოვის თქმით კი - 35,000, მათგან 5,000 ბავშვი. რაც შეეხება ჯარისკაცებს, რუსეთის მტკიცებით, კონფლიქტის პირველ 5-კვირიან შეტაკებებში, მხოლოდ 2,000 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

1995 წლის 15 აპრილს რუსულმა კოლონებმა ჩეჩნეთის სამხრეთით იწყეს სვლა. 1995 წლის ივლისში ჩეჩენმა აჯანყებულებმაშამილ ბასაევის მეთაურობით ქ.ბუდიონოვსკში (სტავროპოლის რაიონი) 1,500 ეთნიკური რუსი აიყვანეს ტყვედ. რუსეთი დროებით ულტიმატუმს დათანხმდა და დროებით შეაჩერა სამხედრო ოპერაციები. ამით ისარგებლეს ჩეჩნებმა და სამხედრო გადაჯგუფებები მოახდინეს. ამ დროს ჩეჩენი მებრძოლები პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდნენ რუსების წინააღმდეგ.
ახმად კადიროვმა რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა და არა–ჩეჩენ ხალხს მოუწოდა ჩართულიყვნენ ომში. ამას, 5,000 მოხალისის ჩასვლა მოჰყვა ჩეჩნეთში. უმეტესობა კავკასიელი ხალხი: 1,500 დაღესტნელი; 1,000 ქართველი; 500 ინგუში; 200 აზერბაიჯანელი; 300 თურქი; 400 სლავი უკრაინიდან და ბალტიის ქვეყნებიდან. ასევე 100-მდე არაბი და ირანელი.

1996 წლის 6 მარტს 1,500-2,000-მა ჩეჩენმა მებრძოლმა მოულოდნელი იერიში მიიტანა დედაქალაქზე. გროზნოში ბრძოლები 3 დღე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ჩეჩნებმა იარაღის უდიდესი მარაგი და ამუნიცია ჩაუგდეს ხელთ. 1 თვეში, 16 აპრილსარაბი მხედართმთავრის, იბნ ალ–ხატაბის მეთაურობით ჩეჩენმა მებრძლებმა სოფელ შატოისთან რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს. შეტაკების შედეგად 53 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
1996 წლის 21 აპრილს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი რუსეთის დაბომბვებს შეეწირა.
რაც დრო გადიოდა და დაღუპულების რიცხვი იზრდებოდა, რუსეთში ეს ომი უფრო და უფრო არაპოპულარული ხდებოდა. 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა ჩეჩნეთის ახალ პრეზიდენტთან, ზელიმხან იანდარბიევთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ფრონტის ხაზზე ბრძოლები არ წყდებოდა. 6 აგვისტოსბორის ელცინის ინაუგურაციამდე 3 დღით ადრე, ჩეჩნურმა შენაერთებმა გროზნოზემოულოდნელი იერიში მიიტანეს.
6 აგვისტოს 1,500–მა ჩეჩენმა მებრძოლმა, შამილ ბასაევისასლან მასხადოვისა და ჰამზატ გელაევის მეთაურობით დედაქალაქზე იერიში მიიტანა. ამ დროისთვის, ქალაქში 12,000-მდე რუსი ჯარისკაცი იყო თავმოყრილი. ჩეჩნებისშეტევა წარმატებით მიმდინარეობდა. 19 აგვისტოს რუსეთის მხედარმთავარმა, კონსტანტინ პულიკოვსკიმ ქალაქში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს ულტიმატუმი წაუყენა და 48 საათის განმავლობაში იარაღის დაყრა უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. პულიკოვსკის განცხადების შემდეგ, ქალაქი პანიკამ მოიცვა. მოსახლეობა ცდილობდა სწრაფად დაეტოვებინათ ქალაქი სანამ რუსეთი მის დაბომბვას დაიწყებდა. რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ ლტოლვილთა კოლონების დაბომბვა დაიწყო, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. 22 აგვისტოს ულტიმატუმი სამშვიდობო ხელშეკრულებამ შეცვალა, რომლის ინიციატივაც, ბორის ელცინის მრჩევლისგან, ალექსანდრ ლებედისაგან იყო წამოსული. ამ უკანასკნელმა, პულიკოვსკის ულტიმატუმს - "ცუდი ხუმრობაც" კი უწოდა.
1996 წლის 31 აგვისტოს, 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ალექსანდრ ლებედსა და ასლან მასხადოვს შორის მიმდინარეობდა, ხასავ–იურტის ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილებით დასრულდა. შეთანხმება შემდეგს ითვალისწინებდა:
  • დემილიტარიზაციის ტექნიკური ასპექტები
  • ორივე მხარის მიერ გროზნოს დატოვება
  • გაერთიანებული სამმართველოს ჩამოყალიბება ქალაქში გამეფებული მოროდიორობის აღსაკვეთად.
  • ფედერალური ძალების გამოსვლა ჩეჩნეთიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე.
  • პირობა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არანაირი ხელშეკრულება არ დაიდება 2001 წლამდე.


ხასავ იურტის შეთანხმებიდან 9 თვის შემდეგ, 1997 წლის 12 მაისს ახლადარჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ბორის ელცინთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მასხადოვი იმედოვნებდა, რომ რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდებოდა, თუმცა ამაოდ. 2 წლის შემდეგ, 1999 წლის ზაფხულში, ჩეჩენი მებრძოლებიშამილ ბასაევისა და იბნ ალ-ხატაბის მეთაურობით დაღესტანში შეიჭრნენ. რამაც რუსეთშიახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხელ–ფეხი გაუხსნა, რათა მსხვილ მასშტაბიანი კამპანია წამოეწყო ჩეჩნური სეპარატიზმის საბოლოო განადგურებისთვის
     ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომში  რუსეთის ავიაციის დანაკარგები                                         
                                                                   მი-8, ჩამოაგდეს 1994 წლის 14 დეკემბერს

მეორე ჩეცნეთის ომში კერძოდ 1999-დან 2001 2002წწ  რუსული ავიაციის დანაკარგების სია რა თქმა უნდა ეს არის არასრულივინაიდან რუსული ხელისუფლება და მედია არ აუშუქებს სიმართლეს დანაკარგაბებზე მაგრამ ეს არის ოფიციალური უნფორმაცია შეგიძიათ გადახვიდეთ ლინკზე თავად იხილოთ ჩამოწერილი სია და ფაქტები მე მხოლოდ აქ მომყავს ჯამი
მი-8
მი-24
ჩეჩნეთის პირველი ომი
ვერტფრენები 
1994 წლის 14 დეკემბერი — Mi-8 (325-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი). ჩამოაგდეს სახმელეთო ხანძარი ნოვი შაროის რაიონში საკვებითა და მედიკამენტებით ტვირთით ფრენისას. განხორციელდა ავარიული დაშვება; ეკიპაჟის ორი წევრი მტერმა ადგილზე მოკლა, მესამე ტყვეობაში ჭრილობებით გარდაიცვალა.
1994 წლის 20 დეკემბერი — Mi-8MTV-2 (შსს-ს Vtroops). სოფელ პეტროპავლოვსკაიას მიდამოში დაღუპულთა ევაკუაციის დროს ჩამოაგდეს RPG-მ. დაიღუპა 5 ადამიანი.
1995 წლის 5 იანვარი — Mi-8 (MVD Internal Troops). ჩამოაგდეს RPG-მ კარგალინსკაიას კაშხლის მიდამოში სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმის დროს. ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა.
1995 წლის 25 იანვარი - ორი Mi-24V (178-ე ცალკეული საბრძოლო ვერტმფრენის პოლკი). რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაბალ სიმაღლეზე საბრძოლო გაფრენის დროს ვერტმფრენები მიწას შეეჯახა. ორივე ეკიპაჟი (6 ადამიანი) დაიღუპა.
1995 წლის 16 აპრილი – მი-24 ჩამოვარდა (ალბათ ჩამოაგდეს). ეკიპაჟი დაიღუპა.
1995 წლის 30 აპრილი — Mi-24. გერმანიაზე გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს გილანის რაიონში საზენიტო ცეცხლის შედეგად ვერტმფრენი დაზიანდა. ავარიულად დაეშვა დაღესტანში. ეკიპაჟი არ დაშავებულა, მანქანა ჩამოწერეს.
1995 წლის 24 მაისი (23?) — Mi-24 (55-ე ცალკეული საბრძოლო ვერტმფრენის პოლკი). დაიკარგა ჩეჩნეთ-აულის რაიონში ტექნიკური გაუმართაობის ან სახმელეთო ხანძრის შედეგად. ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპა.
1995 წლის 4 ივნისი - Mi-24 (225-ე ცალკეული საბრძოლო ვერტმფრენის პოლკი). ჩამოაგდეს სახმელეთო ხანძარი ნოჟაი-იურტის რაიონში. ეკიპაჟის ორივე წევრი, მეთაური, კაპიტანი ა.ნ. კარპოვი და პილოტი-ოპერატორი, ლეიტენანტი ვ.ა. ხოხლაჩოვი - გარდაიცვალა.
1995 წლის 9 ივნისი — Mi-8MT (325-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი). ჩამოაგდეს სახმელეთო ხანძარი შაროის რაიონში. ეკიპაჟის 2 (სხვა წყაროების მიხედვით, 3) წევრი დაიღუპა.
11 ივნისი (12?) 1995 წელი — Mi-8. შვეულმფრენს შატოის მიდამოში ZU-23-2-დან ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდნის შემდეგ დაიწვა. ეკიპაჟი გადარჩა.
1995 წლის 27 სექტემბერი — Mi-8MT. ჩამოაგდეს სახმელეთო ცეცხლი ხანკალაში დაშვებისას ბორტზე დაჭრილებით. მიყენებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მგზავრი გარდაიცვალა.
1995 წლის 5 დეკემბერი — Mi-24 (112-ე ცალკე სატრანსპორტო და საბრძოლო ვერტმფრენის პოლკი). Mi-8 ვერტმფრენის ბადრაგის დროს გაურკვეველი მიზეზით ყარაბულახის რაიონში (ინგუშეთი) მიწას შეეჯახა. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა.
1995 წლის 14 დეკემბერი — Mi-24. მოხვდა სახმელეთო ცეცხლი და სავარაუდოდ დაკარგულია. ეკიპაჟის ორივე წევრი გადაარჩინეს.
1996 წლის 9 იანვარი - ორი Mi-8MTV-2. განადგურებულია ყიზლიარის აეროდრომზე (დაღესტანი) სალმან რადუევის ბოევიკების მიერ.
1996 წლის 14 აპრილი - Mi-8 (70-ე ცალკე შერეული საავიაციო პოლკი). ჩამოაგდეს სახმელეთო ხანძარი ვინოგრადნოიეს რაიონში. დაიღუპა 4 ადამიანი.
1996 წლის 29 მაისი — Mi-8MTV (მე-10 ცალკეული საავიაციო ესკადრილია). განადგურებულია მართვადი რაკეტით ადგილზე სპეციალური მისიის შესრულებისას. დაიღუპა 2 ადამიანი.
1996 წლის 20 ივნისი — Mi-8MT. ჩამოაგდეს ჩერენტოის რაიონში. ეკიპაჟის ერთი წევრი, კაპიტანი დ.ორეხოვი გარდაიცვალა.
1996 წლის 6 აგვისტო - სამი Mi-8. სამივე ვერტმფრენი სახმელეთო ცეცხლით მოხვდა და დაიწვა გროზნოში იძულებითი დაშვების შემდეგ, ოპერაციის ჯიჰადის პირველ დღეს. ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა.
თვვითმფრინავები
სუ-24

1994 წლის დეკემბერი - ტიპი უცნობია. ჩამოაგდეს სახმელეთო ხანძარი შატოის ტერიტორიაზე. პილოტი ჩამოვარდა და გადაარჩინეს.
1995 წლის 3 თებერვალი — Su-24M. სოფელ ჩერვლენნაიას სამხრეთ-აღმოსავლეთით უამინდობის პირობებში მთას შეეჯახა. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა.
1995 წლის 4 თებერვალი — სუ-25 (368-ე ცალკეული თავდასხმის საავიაციო პოლკი). ჩამოაგდეს ZSU-23-4-დან ჩეჩნეთ-აულის რაიონში. მფრინავი ნიკოლაი ბაიროვი აფეთქდა და უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა (მოგვიანებით გარდაცვლილად გამოცხადდა); შემდგომ მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება.
1995 წლის 4 თებერვალი — სუ-25 (368-ე ცალკეული თავდასხმის საავიაციო პოლკი). თვითმფრინავი დაფარავდა ბაიროვს მას შემდეგ, რაც ის აფრინდა და საზენიტო ცეცხლი მოხვდა. პილოტმა მოახერხა თვითმფრინავის აეროდრომზე დაბრუნება, მაგრამ ის არ შეკეთებულა. მოგვიანებით იგი აღადგინეს და 2002 წელს ძეგლის სახით დადგეს ქალაქ ბუდიონოვსკში.
1995 წლის 5 მაისი — სუ-25 (368-ე ცალკეული თავდასხმის საავიაციო პოლკი). ჩამოაგდეს DShK-ის ცეცხლით ბენოის რაიონში ზავის დროს გერმანიაზე გამარჯვების 50 წლისთავის აღსანიშნავად. პილოტი გარდაიცვალა.
1995 წლის ივლისი - An-30 (მე-5 ცალკეული შორ მანძილზე სადაზვერვო საავიაციო ესკადრილია) ჩამოწერილი იქნა დონის როსტოვის აეროდრომზე წარუმატებელი დაშვების შემდეგ, ეკიპაჟი არ დაშავებულა.
1996 წლის 4 აპრილი — სუ-25 (368-ე ცალკეული თავდასხმის საავიაციო პოლკი). მოხვდა ZU-23-2-დან. პილოტი ჩამოვარდა და გადაარჩინეს.
1996 წლის 5 მაისი — Su-25UB (368-ე ცალკეული თავდასხმის საავიაციო პოლკი). ჩამოაგდეს MANPADS-ის მიერ. ეკიპაჟის ორივე წევრი, პოლკოვნიკი იგორ სვირიდოვი და ოლეგ ისაევი დაიღუპა.
1994 წლის ზაფხულში, გუდერმესის რაიონის სოფელ დარბანხის მიდამოებში, ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში, მთაზე სუ 25კ-ს შეეჯახა. პილოტი პეტლიაკოვი გარდაიცვალა.
მდგომარეობით  19 იანვარი 2019 წ სია  რიცხობრივად წარმოადგენს  შემდეგი დანაკარგებს:
ვერტმფრენნები#
Ми-831
Ми-2419
Ми-263
ჯამი : 51 ვერტფრენი
თვითმფრინავები #
Су-245
Су-256
ჯამი : 11 თვითმფრინავი
პირველი ჩეჩნეთის ომი მიმდინარეობდა 1994 წ-დან 1996 წწ იხ.ლიკზე
ვერტრენები #
Ми-814
Ми-247-8
ჯამი: 21-22
თვითმფრინავები#
Су-241
Су-257
ტიპი უცნობია1
ჯამი : 9 თვითმფრინავები
იხ.ვიდეო
რუსული ავიაციის დანაკარგების სია ჩეჩნეთში (1999 წლიდან)
ამ სიაში შედის ჩეჩნეთის მეორე ომის აქტიურ ფაზაში (1999-2000) და მისი დასრულების შემდეგ დაკარგული თვითმფრინავები და ვერტმფრენები. მოცემულია მხოლოდ გამოუსწორებელი დანაკარგები (ანუ თვითმფრინავები, რომლებიც მთლიანად განადგურდა ან ჩამოიწერა შეკეთების შეუძლებლობის გამო), როგორც საბრძოლო, ასევე არასაბრძოლო. სია შედგენილია ღია წყაროებიდან და არ აცხადებს სრულყოფილებას; კერძოდ, ის არ მიუთითებს თვითმფრინავზე, რომელმაც ავარიული დაშვება ტექნიკური მიზეზების ან საბრძოლო დაზიანების გამო განხორციელდა და არ შეიძლება საიმედოდ დადგინდეს მისი განადგურება ან ჩამოწერა უფრო დეტალური ინფორმაციის არარსებობის გამო.
ვერტფრენები 
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ომის პირველი წლის განმავლობაში (2000 წლის სექტემბრისთვის) ვერტმფრენის დანაკარგებმა შეადგინა 23 თვითმფრინავი, მათ შორის 11 Mi-24 და 12 Mi-8.

ოფიციალური მონაცემებით, 2002 წლის 31 აგვისტოს ჩამოგდებული ვერტმფრენი Mi-24 იყო ჩეჩნეთში დაკარგული 36-ე ვერტმფრენი 1999 წლიდან.

დამოუკიდებელი დამკვირვებლის თანახმად, 2002 წლის ნოემბრისთვის ცნობილი იყო 42 შვეულმფრენის დაკარგვის შესახებ, მათ შორის 23 Mi-8, 16 Mi-24, 3 Mi-26 და 3 დაუზუსტებელი ტიპის მანქანა.

მკვლევარის ვ. მარკოვსკის (წიგნი „შეუცვლელი Mi-8. ნახევარი საუკუნე სამსახურში“) თანახმად, საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-4 საჰაერო არმიის სარდლობაზე დაყრდნობით, 1999-2003 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში 53 ვერტმფრენი ყველა მიზეზით დაიკარგა.

1999 წ
9 აგვისტო - Mi-8MT და Mi-24P (ორივე საბრძოლო კონტროლის 487-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი). განადგურდა ბოთლიხის (დაღესტანი) აეროდრომზე ATGM-ის გამოყენებით დაბომბვის შედეგად. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
11 აგვისტო - Mi-8MTV-2 (შინაგან საქმეთა სამინისტრო). ბოთლიხში დაშვების შემდეგ ATGM-მ გაანადგურა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე დაიჭრა სამი გენერალი.
11 სექტემბერი - Mi-8MT (326-ე ცალკეული ვერტმფრენის ესკადრილია). ჩამოაგდეს ZU-23-2-დან გამიახის რაიონში (დაღესტანი) საარტილერიო ცეცხლის რეგულირებისას. ეკიპაჟის სამივე წევრი გათავისუფლდა, მაგრამ მოკლეს ბოევიკებმა ადგილზე.
25 სექტემბერი - Mi-26. საბრძოლო მასალის ტარებისას ბოთლიხის მიდამოში დაშვებისას ჩამოვარდა და აფეთქდა. მსხვერპლი არ ყოფილა.
1 ოქტომბერი - Mi-8MT (85-ე ცალკეული ვერტმფრენის ესკადრილია), თერეკლი-მექთების რეგიონი. მიწიდან ცეცხლის ზემოქმედების შემდეგ საბრძოლო დაზიანების შედეგად დაცემა. ვერტმფრენი განადგურდა, ეკიპაჟი გადარჩა.
5 ნოემბერი – Mi-24 (85-ე ცალკე ვერტმფრენის ესკადრილია). მიწიდან ცეცხლის ზემოქმედების შემდეგ საბრძოლო დაზიანების შედეგად დაცემა. ვერტმფრენი განადგურდა, ეკიპაჟი გადარჩა.
1 დეკემბერი - მი-24 (440-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი), მოზდოკის რაიონი. მიწიდან ცეცხლის ზემოქმედების შემდეგ საბრძოლო დაზიანების შედეგად დაცემა. ვერტმფრენი განადგურდა, ეკიპაჟი გადარჩა.
13 დეკემბერი – Mi-8 და Mi-24P (ეს უკანასკნელი – 440-ე ცალკე ვერტმფრენის პოლკი). ორივე ვერტმფრენი დაიკარგა ჩამოვარდნილი სუ-25-ის პილოტის გადარჩენის დროს სახმელეთო ცეცხლის შედეგად დაიკარგა. ორივე ვერტმფრენის ეკიპაჟიდან ექვსი ადამიანი დაიღუპა.
27 დეკემბერი - მი-24 (487-ე ცალკე ვერტმფრენის პოლკი), ბოთლიხი. როტორის სიჩქარის დაკარგვა აფრენის დროს. ავარიის შედეგად ვერტმფრენი განადგურდა, ეკიპაჟი გადარჩა.
2000 წ
24 იანვარი - Mi-8MT (487-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი), ვედენოს რაიონი. მიწიდან ცეცხლის ზემოქმედების შემდეგ საბრძოლო დაზიანების შედეგად დაცემა. ვერტმფრენი განადგურდა, ეკიპაჟი გადარჩა.
30 იანვარი - მი-24 (487-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი), ბოთლიხის აღმოსავლეთით 7 კმ. იძულებითი დაშვება ცეცხლის გარეშე, ვერტმფრენის განადგურებით. ეკიპაჟი გადარჩა.
31 იანვარი - Mi-24P (85-ე ცალკე ვერტმფრენის ესკადრილია). ჩამოაგდეს ხანჩანოის რაიონში. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა.
7 თებერვალი - Mi-24 (55-ე ცალკე ვერტმფრენის პოლკი), გიზელის აეროდრომთან. მიწიდან ცეცხლის ზემოქმედების შემდეგ საბრძოლო დაზიანების შედეგად დაცემა. ვერტმფრენი განადგურდა, ეკიპაჟი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
18 თებერვალი – Mi-8 (490-ე ცალკე ვერტმფრენის პოლკი). მიწიდან ცეცხლმა ჩამოაგდო. დაიღუპა 15 ადამიანი.
18 თებერვალი - Mi-8 (490-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი), იტუმ-კალეს აღმოსავლეთით 7 კმ. ავარია სადესანტო მიახლოებისას მთაში რთულ პირობებში. ვერტმფრენი განადგურდა, ეკიპაჟი გადარჩა.
20 თებერვალი - მი-8 (325-ე ცალკეული სატრანსპორტო და საბრძოლო შვეულმფრენის პოლკი), იტუმ-კალეს აღმოსავლეთით 7 კმ. ავარია სადესანტო მიახლოებისას მთაში რთულ პირობებში. ვერტმფრენი განადგურდა, ეკიპაჟი გადარჩა.
22 თებერვალი - მი-24 (487-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი), სოფელ შატოის აღმოსავლეთით 6 კმ-ში. ჩამოგდებული DShK ცეცხლით, ეკიპაჟმა დატოვა ვერტმფრენი პარაშუტით და გადარჩა.
2 მარტი - მი-8 (325-ე ცალკე სატრანსპორტო და საბრძოლო ვერტმფრენის პოლკი), შატოის დასახლებასთან. ავარია გამოწვეული იყო აფრენის დროს როტორის სიჩქარის დაკარგვით, რასაც მოჰყვა მძიმე დაშვება. პილოტის სალონი დაზიანდა დანა.
12 ივნისი - Mi-8MT. ხანკალას რაიონში აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი.
6 აგვისტო - Mi-8. დაზიანდა არშტის რაიონში სახმელეთო ხანძრის შედეგად და ავარიულად დაეშვა, სავარაუდოდ დაიწვა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
2001 წ
19 ივლისი - მი-8 (შსს). ჩამოვარდა ენგენოის რაიონში. ცხრა ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
14 აგვისტო - Mi-8 (ფედერალური სასაზღვრო სამსახური). ჩამოვარდა ტუსხაროის რაიონში დაშვებისას. დაიღუპა სამი ადამიანი.
15 აგვისტო - Mi-24V (487-ე ცალკე ვერტმფრენის პოლკი). ცა-ვედენოს მიდამოში სახმელეთო ხანძრის შედეგად ჩამოაგდეს. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა.
2 სექტემბერი - Mi-8 (თავდაცვის სამინისტრო). სატრანსპორტო ფრენისას, გაუმართაობის გამო, თვითმფრინავი ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვარზე, სოფელ ხინდოის მახლობლად ჩამოვარდა. დაიღუპა ოთხი და დაშავდა ორი ადამიანი.
17 სექტემბერი - Mi-8MT (325-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი). გროზნოს თავზე MANPADS ჩამოაგდეს. ვერტმფრენზე გენერალური შტაბის კომისია იყო. დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 გენერალი, გენერალური შტაბის 8 პოლკოვნიკი და ეკიპაჟის სამი წევრი.
მთავარი სტატია: ვერტმფრენის განადგურება რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო კომისიასთან
1 დეკემბერი — Mi-26T (ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 325-ე ცალკეული სატრანსპორტო და საბრძოლო ვერტმფრენის პოლკი). ხანკალა-მოზდოკ-ეგორლიკსკაიას ფრენისას ძრავები გაუმართავს; ვერტმფრენმა ავარიული დაშვება სოფელ სტოდერევსკაიაში განახორციელა. ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
2002 წ
27 იანვარი - Mi-8MTV-2 (70-ე ცალკე შერეული საავიაციო პოლკი). სოფელ შელკოვსკაიასთან MANPADS ჩამოაგდეს. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 2 გენერალი.
მთავარი სტატია: Mi-8 ჩამოვარდა შელკოვსკაიას მახლობლად
28 იანვარი - Mi-8. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოხვდა დიშნე-ვედენოს რაიონში. ავარიულად დაეშვა და დაიწვა. სამი დაჭრილი.
3 თებერვალი – Mi-24P (ფედერალური სასაზღვრო სამსახური). ჩეჩნეთის მთიან რაიონებში უამინდობის პირობებში გაუჩინარდა. ეკიპაჟის სამივე წევრი სავარაუდოდ დაღუპულია, თუმცა ბოევიკებმა განაცხადეს, რომ ისინი დაიჭირეს.
7 თებერვალი - Mi-8 (საჰაერო ძალების მე-4 არმია და საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვა). ხანკალაში აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. შვიდი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
19 აგვისტო - Mi-26 (სახმელეთო ძალები). ავარიულად დაეშვა ხანკალას რაიონში MANPADS-ის დარტყმის შემდეგ. 127 ადამიანი დაიღუპა (ყველაზე საშინელი შვეულმფრენის ჩამოვარდნა ავიაციის ისტორიაში).
მთავარი სტატია: Mi-26-ის ჩამოვარდნა ჩეჩნეთში, 2002 წლის 19 აგვისტო
31 აგვისტო - Mi-24P (487-ე საბრძოლო კონტროლის ცალკეული ვერტმფრენის პოლკი). სოფელ ბეშილ-ირზუსთან MANPADS ჩამოაგდეს. აფეთქდა ჰაერში, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, ის გახდა 36-ე ვერტმფრენი, რომელიც დაკარგული იყო ფედერალური ძალების მიერ მეორე ჩეჩნური კამპანიის დროს.
26 სექტემბერი - Mi-24V (55-ე ცალკე ვერტმფრენის პოლკი). გალაშკის რაიონში (ინგუშეთი) MANPADS ჩამოაგდეს. ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა.
17 ოქტომბერი - Mi-8MTV-2 (შინაგან საქმეთა სამინისტრო). დაიჭირეს კომსომოლსკოეს რაიონში ელექტროგადამცემ ხაზზე მიწიდან ხანძრის თავიდან აცილებისას. დაიღუპა 3 ადამიანი.
29 ოქტომბერი - Mi-8MT (შინაგან საქმეთა სამინისტრო). ჩამოაგდეს ხანკალასთან. დაიღუპა ოთხი ადამიანი.
3 ნოემბერი - Mi-8MT (სახმელეთო ჯარების საბრძოლო კონტროლის 487-ე ცალკეული ვერტმფრენის პოლკი). ხანკალასთან MANPADS ჩამოაგდეს. ცხრა ადამიანი დაიღუპა.
11 ნოემბერი - Mi-24. ხანკალას რაიონში ავარია მოხდა და დაიწვა. მსხვერპლი არ ყოფილა.
2003 წ
20 მარტი – ორი Mi-24 (სახმელეთო ძალები). რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენისას დაეჯახა დაიხოხის მთას (შატოის რაიონი). ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა.
6 ივლისი - Mi-8MT. ლიფტის გაუმართაობა, ჩამოვარდა ბაჩი-იურტის რაიონში მეზობელ ბორცვთან შეჯახებისას. პდაიღუპა 5 და დაშავდა 10 ადამიანი.
2 აგვისტო - Mi-24. ჩამოვარდა სოფელ კონჟუხოის მახლობლად (იტუმ-კალინსკის რაიონი) და ფედერალურმა ძალებმა ააფეთქეს. მსხვერპლი არ ყოფილა.
7 აგვისტო - Mi-8MT. ჩამოაგდეს სახმელეთო ხანძარი დიშნე-ვედენოს რაიონში. ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა და ორი დაშავდა.
18 ნოემბერი - Mi-24. ძრავის პრობლემების გამო ხანკალაში ავარიულად დაეშვა. მანქანა დაიკარგა და ეკიპაჟის ორივე წევრი დაშავდა.
2004 წ
7 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მი-24-ის საბრძოლო დანაკარგი ნ. სოფელი კომსომოლსკოე. ავარიული დაშვება მოახდინა. ეკიპაჟის წევრები გადაარჩინეს.
5 სექტემბერი - Mi-8 (შსს). გროზნოდან მაგასში ფრენისას ის სოფელ კარაბულაკიდან ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კილომეტრში ჩამოვარდა. ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
12 სექტემბერი - Mi-24. ჩამოვარდა ალხან-კალას რაიონში ტერიტორიის დაზვერვისას. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მან ჩამოაგდო ან დაეჯახა ელექტროგადამცემ ხაზს. ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა.
2005 წ
10 მარტი - Mi-8 (ფედერალური სასაზღვრო სამსახური). ჩამოვარდა გროზნოს რაიონში, დაეჯახა ელექტროგადამცემ ხაზს. ჩამოვარდნილი ვერტმფრენის კანზე ტყვიის ნახვრეტი აღმოჩნდა. დაიღუპა 15 ადამიანი.
22 მარტი - მი-8 (შსს). იგი დაეცა გროზნოს რაიონში, ზოგიერთი ცნობით, იგი ჩამოაგდეს მიწიდან. დაშავდა 13 ადამიანი, რომელთაგან 2 მოგვიანებით მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
16 ივლისი - Mi-8 (თავდაცვის სამინისტრო). ჩამოვარდა იტუმ-კალის რაიონში. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დაიღუპა 8 ან 9 ადამიანი.
2007 წ
27 აპრილი - Mi-8. ჩამოვარდა შატოის რაიონში ჯარის დესანტის დროს პილოტის შეცდომის გამო (სხვა ვერსიით ჩამოაგდეს). დაიღუპა 18 ადამიანი, ძირითადად GRU სპეცრაზმის ჯარისკაცები.
2013 წელი
16 მარტი - ვერტმფრენი Mi-8 MNP ჩამოვარდა ჩეჩნეთში რთულ ამინდის პირობებში დაშვებისას. ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
2018 წელი
7 მარტი - ჩეჩნეთში Mi-8 ვერტმფრენი ჩამოვარდა მთიან რაიონში მდებარე სადესანტო ადგილის მიახლოებისას. დაიღუპა ექვსი და დაშავდა ერთი.
თვითმფრინავი
1999 წ
9 სექტემბერი - სუ-25. ჩამოგდებულია მძიმე ტყვიამფრქვევის შედეგად ყარამახის რაიონში (დაღესტანი)[46]. პილოტი ჩამოვარდა და გადაარჩინეს.
3 ოქტომბერი - სუ-25 (368-ე თავდასხმის საავიაციო პოლკი). MANPADS ჩამოაგდეს ტოლსტოი-იურტის რაიონში სადაზვერვო მისიის დროს. პილოტი გარდაიცვალა.
4 ოქტომბერი - Su-24MR (მე-11 სადაზვერვო საავიაციო პოლკი). გროზნოს მახლობლად MANPADS ჩამოაგდეს. ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი ავარდა და მოგვიანებით სპეცოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.
13 დეკემბერი - სუ-25 (368-ე თავდასხმის საავიაციო პოლკი). ტექნიკური მიზეზების გამო ჩამოვარდა ბაჩი-იურტის რაიონში (სხვა წყაროების მიხედვით ჩამოაგდეს MANPADS). პილოტი ჩამოვარდა და გადაარჩინეს.
2000 წ
7 მაისი - Su-24MR. MANPADS ჩამოაგდეს ბენოი-ვედენოს რაიონში. ორივე პილოტი დაიღუპა.
2001 წ
14 ივნისი – ორი სუ-25 (461-ე თავდასხმის საავიაციო პოლკი). შატოის რაიონში უამინდობის პირობებში აფრენისას მთას შეეჯახა. ორივე პილოტი დაიღუპა.
2002 წ
29 აპრილი - სუ-25. ჩამოვარდა ვედენსკის რაიონში. პილოტი გარდაიცვალა.
იხ.ვიდეო - реальные Факты о потерях российских войск в Чечне


უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -     უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია უცხოპლანეტელების და...