суббота, 19 января 2019 г.

ღორის გრიპი

                                 ღორის გრიპი

                                                     
             ღორის გრიპი A (H1N1)         დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გრიპის ლაბორატორია

თავიდან ახალ გამოვლენილ ვირუსს უწოდებდნენ „ღორის გრიპის ვირუსს", რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება. - შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ გავრცელებულ ვირუსისაგან. - ახალი ვირუსის 2 გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში ხოლო დანარჩენი კი ფრინველებსა და ადამიანებში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. - მეცნიერები ამ ვირუსს „ოთხმაგი რეასორტაციის" ვირუსს უწოდებენ (შედგება 4 სახეობის ვირუსის გენისაგან და არა მარტო ღორის გენისაგან, (ეს არაა ღორის ვირუსი) არამედ ზემოთ აღნიშნული გენებისაგან)
იხ.ვიდეო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია. ამ ახალი შტამის თავისებურება ისაა, რომ იგი შეიცავს ადამიანთა შორის სეზონურად გრიპის აფეთქებების გამომწვევი H1N1 შტამისა და ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის H5N1 შტამის მსგავს გენეტიკურ მასალა
ახალი შტამი A (H1N1) ყველაზე უფრო კონტაგიოზური ანუ გადამდები აღმოჩნდა აქამდე აღწერილ შემთხვევებს შორის. იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.
რუქა დაავადებული ჯგუფები H1N1 стран в 2009 году
A(H1N1) არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 °C (167-212 °F) ტემპერატურაზე. როგორც კვლევებით დადგინდა ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირზე მოხვედრილი A(H1N1) გრიპის ვირუსი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში
ინფიცირებული ადამიანიდან A(H1N1) ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე, წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ადამიანი, ინფექციის გადამდებია, სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონიასუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სეზონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.
იხ. ვიდეო
  • ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება: დიდხანს ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდენობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება.
  • ღორის გრიპისგან თავდაცვის პირველი და უმთავრესი წესია ხელების დაბანა. ხელების დაბანა ხშირად, საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით, ნახევარი წუთის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. სიფრთხილისათვის კარგია, თუ ადამიანი არ შეეხება ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა, რომ დაინფიცირებული იყოს.
  • მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისა.
  • მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან
  • მთავარი ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატებია: ნეირამინიდაზას ზოგადი ინჰიბიტორები ტამიფლუ(ოსელტამივირი) და რელენზა(ზანამავირი). ნეირამინიდაზა ვირუსის გარსზე მდებარე პეპტიდია რომლის ცვალებადობაც იწვევს ვირუსისათვის სხვადასხვა სახელის მინიჭებას. მაგ H1N1,N2,N3. H - არის ჰემააგლუტინინი.
  • ასევე შესაძლებელია ზოგადი ვირუსის დნმ–მაბლოკირებელი პრეპარატების მიღება (მაგ. არბიდოლი, რემანტადინი).
  • ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალი ინფექციონისტის მეთვალყურეობა და დროული კონსულტაცია.
    • ღორის გრიპის ვირუსი ვერ უძლებს მაღალ ტემპრერატურას 75-100 °C (167-212 °F) და კდვება.
    • ვირუსი მგრძნობიარეა ქიმიური საშუალებებისადმი, ესენია: წყალბადის ზეჟანგი, დეტერგენტები (საპონი), იოდზე დამზადებული ანტისეპტიკური საშუალებები, სპირტი და ქლორი.
    • დაინფიცირებული ადამიანის ნახმარი ჭურჭელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს ცალკე, ქლორირებული სარეცხი საშუალებებით, ცხელ წყალში.

    სადეზინფექციო საშუალებები

    • 70% ეთილის სპირტი
    • 20% ლიზოლ
    • ანტივირუსული თერაპია: ღორის გრიპის ვირუსი A (H1N1) მგრძნობიარეა ნეირამინიდაზა ინჰიბიტორებისადმი (ზანამივირი, ოსელტამივირი). ანტივირუსული თერაპია რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტებში: ორსულები, ბავშვები, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ქრონიკული პათოლოგიებით დაავადებულები, დადასტურებული H1N1 ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტში მყოფები და სხვა 
    • ჟანგბადი
    • სიმპტომური თერაპია:ანტიპირეტიული (აცეტამინოფენი) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. 18 წლამდე ასაკის ავადმყოფებისათვის არა არის რეკომენდებული ასპირინის შემცველი პრეპარატების გამოყენება, რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო 
    • იხ. ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...