воскресенье, 27 января 2019 г.

                                                                 პიგმეები

                                                         
                                                      აფრიკელი პიგმეები
(ბერძნ. Πυγμαῖοι — «люди величиной с кулак») — დაბალსიმაღლიანი ნეგროიდული ჯგუფის ხალხები, რომლებიც ცხოვრობენ ეკვატორული აფრიკის ტროპიკულ ტყეებში. სხვანაირად მათ ნეგრილებსაც უწოდებენ.უკვე ძვ.წ. მე3 ათასწლეულში მოიხსენიებიან ძველეგვიპტურ ხელნაწერებში. უფრო გვიანდელ პერიოდში ისისნი მოიხსენებიან ძველ ბერძნულ წყაროებში, კერძოდ, ჰომეროსის „ილიადაში“, ჰეროდოტესა და სტრაბონთან.
XVI—XVII ს.ს. ისინი "მატიმბას" სახელით მოიხსენებიან დასავლეთ აფრიკის მკვლევართა ხელნაწერებში.
XIX საუკუნეში მათ არსებობას ადასტურებს გერმანელი მკვლევარი გეორგ ავგუსტ შვეინფურტი, რუსი მკვლევარი ვ.ვ. იუნკერი და სხვები. ეს ტომები აღმოჩენილი იყო ტროპიკულ ტყეებში მდინატეების იტურისა და უზლეს აუზში სხვადასხვა სახელით: აკა, ტიკიტიკი, ობონგო, ბამბუტი, ბატვა.
1929—1930 წ.წ. პ. შებესტის ექსპედიციამ აღწერა ბამბუტის პიგმეები, 1934—1935 წ.წ. მკვლევარმა მ. გუზინდემ იპოვა ეფეს და ბასუას პიგმეები.
XX საუკუნის ბოლოს ისინი ცხოვრობდნენ გაბონისკამერუნისცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისკონგოსრუანდის ტყეებში.
პიგმეების განსახლების არეალი აფრიკაში
იხ. ვიდეო
მოზრდილი მამაკაცების სიმაღლეა 144-150 სმ. კანი ღია ყავისფერი. თმა ხვეული, მუქი. ტუჩები შედარებით სქელი. ეს ფიზიკური ტიპი შეიძლება ცალკე, განსაკუთრებულ რასას მივაკუთვნოთ. პიგმეების შესაძლო რაოდენობამ შეიძლება შეადგინოს 40-დან 280 ათასამდე ადამიანი.
გარეგნული სახით მათთან ახლოს დგანან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი, მელანეზიის ზოგიერთი კუნძულელი და ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიელი ნეგრიტოსები, მაგრამ გენეტიკური თვალსაზრისით, ნეგრიტოსებსა და ნეგრილებს შორის დიდი განსხვავებააპიგმეების მინიატურული სიმაღლის გამოსაკვლევად და მათი იდენტიფიკაციის დასადგენად, მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ბატვას ტომის პიგმეების და მათი მეზობელი-მიწათმოქმედი ბაკიგას ტომის გენომები, აგრეთვე, ბაკას ტომის პიგმეების და მათი მეზობელი-მიწათმოქმედი ნზებეს და ნზიმის გენომები. აღმოჩნდა, რომ დაბალ სიმაღლეზე პასუხისმგებელი ერთნუკლეოტიდიანი პოლიმორფიზმები ბატვას და ბაკას ტომის პიგმეებს განსხვავებული აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი თვისებები აქვთ, მაგრამ ისინი კონვერგენტული ევოლუციის შედეგია.
ბაკას აღმოსავლეთით მცხოვრებ ხალხებს - ეფეს და სუას, თავდაპირველადვე ებადებათ პატარა ბავშვები — ზრდის განმსაზღვრელი (შემაფერხებელი) ირთვება ნაყოფის შიდაგანვითარების პროცესშივე. ბაკას ტომის ბავშვები იბადებიან ნორმალურები, მაგრამ სიცოცხლის ირველი ორი წლის განმავლობაში ისისნი იზრდებიან ევროპელებთან შედარებით შესამჩნევად ნელა.
B-ჰაპლოჯგუფის Y-ქრომოსომის სიხშირე აკასა და მბუტის პიგმეებში აღწევს 35 %. მბუტის გენომაში აღმოჩენილია 0,2%-დან 0,7%-მდე ნეანდერტალელის გენი
იგმეები ტყის მცხოვრები ხალხია. ტყე წარმოადგენს მათი სიცოცხლისათვის საჭირო აუცილებელ წყაროს. მათი ძირითადი საქმიანობა მონადირეობა და შემგროვებლობაა. პიგმეები არ ამზადებენ ქვისგან შრომის იარაღებს. ადრე ცეცხლის მოპოვებაც არ იცოდნენ. ცეცხლის წყარო გადაჰქონდათ ადგილიდან ადგილზე. მათი სანადირო იარაღია ლითონის ბუნიკიანი ისარი. ამასთან, ბუნიკები ხშირად მოწამლულია. რკინას უცვლიან მეზობლებს.პიგმეები, ჩვეულებრივ, საუბრობენ მათი მოსაზღვრე ხალხების ენებზე — ეფე, ასუა, ბამბუტი და სხვ. პიგმეების დიალექტებს შორის არის ზოგიერთი ფონეტიკური სხვაობა, მაგრამ ბაკას ხალხის გარდა, პიგმეებმა დაკარგეს მშობლიური ენები
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...