среда, 23 января 2019 г.

თორმეტი ოლიმპოელი

                   თორმეტი ოლიმპოელი

                                                
ასევე ცნობილი სახელით დოდეკათეონი (ბერძნ.: Δωδεκάθεον < δωδεκα, დოდეკა, "თორმეტი" + θεον, თეონი, "ღმერთი") — ძველ საბერძნეთში ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთები, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ბინადრობდნენ:
ჰერაკლეჰადესიდიონისეპერსეფონე და ჰებე სხვა მნიშვნელოვანი ღმერთები და ქალღმერთებია, ხოლო ჰერაკლე კი გმირი. პერსეფონემ წელიწადის სამ თვეს მიწისქვეშეთის საუფლოში ატარებდა (რის გამოც ზამთარში ბუნება იძარცვებოდა), ხოლო დანარჩენ ცხრა თვის ოლიმპოს მთაზე გატარების უფლება ჰქონდა. ამ დროს, ის დედამის - დემეტრას გვერდით იყო, რომელიც შვილის არყოფნის დროს გლოვობდა და და ოლიმპოელებისგან განცალკევებით ცხოვრობდა. მართალია, ჰადესი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო ბერძნულ პანთეონში, მაგრამ ვინაიდან ის მიწისქვეშეთს განაგებდა, ოლიმპოელებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
იხ.ვიდეო

თორმეტმა ოლიმპიელმა მას შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, რაც ზევსმა თავის და-ძმასთან ერთად, ტიტანები ბრძოლაში დაამარცხა; ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, დემეტრა, ჰადესი და ჰესტია და-ძმა იყვნენ. დოდეკათეონის დანარჩენი წევრები ზევსის შვილებად ითვლებიან, რომელთაც სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ამ მხრივ, გამონაკლისია ათენა, რომელიც სხვადასხვა ვერსიის თანახმად, მხოლოდ ზევსისგან იშვა და აფროდიტე, რომელიც კრონოსის მოჭრილი ფალოსისგან იშვა, რომელიც ტიტანებთან შერკინების დროს, ზევსმა ზღვაში გადააგდო. ამას გარდა, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ჰეფესტოსი ჰერას შვილია - ჰერამ შური იძია ზევსზე, რადგან მან თავისით დაბადა ათენა.

პირველი თაობა (კრონიდები)
მეორე თაობა
  • ჰერმესი, ზეციური შიკრიკი; მძარცველების და მატყუარების ღმერთი.
  • ჰეფესტოსი. მჭედლოების ღმერთი.
  • არესი, ომის ღმერთი.
  • აფროდიტე სიყვარულის ქალღმერთი.
  • ათენა. მებრძოლთა, წარმოების და გონიერების ქალღმერთი.
  • აპოლონი, წინასწარმეტყველების და მუსიკის ღმერთი. მუზების წინამძღოლი.
  • არტემიდა, ნადირობის და ბუნების ქალღმერთი.
  • პერსეფონე. გაზაფხულის და სიკვდილის ქალღმერთი.
  • დიონისე, ლხინისა და ვაზის ღმერთი.
  • ჰებე. ოლიმპოს მერიქიფე; სიყმაწვილის ქალღმერთი.
ოლიმპოელთა ახლობლები
შენიშვნა:
  • თანამედროვეობაში, აპოლონი ხშირად გაიგივებულია მზესთან, თუმცა ძველბერძნულ პოეზიაში მზის ღმერთად თითქმის ყოველთვის ჰელიოსია დასახელებული.
  • თანამედროვეობაში, არტემიდა ხშირად გაიგივებულია მთვარესთან, თუმცა ბერძნულ ლიტერატურაში სელენე თითქმის ყოველთვის მთვარის ქალღმერთად მოიხსენიება.
იხ. ვიდეო

                                      ქაოსი

                                                        

 ბერძნულ მითოლოგიაში, ცარიელი სივრცე, უკიდეგანო და ბნელი სივრცე რომელიც ძველი ბერძნების წარმოდგენით სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ზოგი მითოგრაფოსის აზრით, ქაოსი იყო შეუცნობელი ფორმის ღვთაებრივი არსება. უმრავლესობის რწმენით კი, ქაოსი წარმოადგენდა შემოქმედებითი ძალებით ავსებულ მოუწესრიგებელ მასას – მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის ნაერთს. მომავალი სამყაროს ყველა ჩანასახით ავსებული ამ სივრციდან თავდაპირველად იშვა გეა–ფართომკერდიანი დედამიწა. ტარტაროსი – მიწისქვეშეთი. ეროსი – სიყვარული. ერებოსი – წყვდიადი და ნიქსი – ღამე.
ორფიკოსთა მოძღვრების თანახმად, ქაოსი მარადიული დროის, ქრონოსის ნაშიერია. ეს იყო ბნელი ნისლი, რომელმაც დროთა განმავლობაში კვერცხის ფორმა მიიღო. შემდეგ იგი ორად გაიყო. ერთი ნაწილი ცად გარდაისახა, მეორე კი დედამიწად.
ერებოსი და ნიქსი სიყვარულით შეერთდნენ და გააჩინეს ეთერი – მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე და ჰემერა – დღე.შემდეგ გეამ შვა ურანოსი – ზეცა, რომელმაც ყოველი მხრიდან დაფარა იგი, მაღალი მთები და პონტოსი – ზღვა.
მათ ქაოსი წარმოდგენილი ჰქონდათ უფსკრულად, რომელშიც სიბნელე, ღამე და ნისლი ბინადრობდა. დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო, ერთისგან წარმოიშვა ცა, ხოლო მეორისაგან დედამიწა.
ახლანდელი მნიშვნელობით ქაოსი ნიშნავს უწესრიგობას, არევ-დარევას
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...