კონსტანტინოპოლი
კონსტანტინოპოლის რუკა
(ბერძნ. Κωνσταντινούπολις) — თანამედროვე სტამბოლის (თურქეთი) სახელი საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი“ შეარქვეს. იხ. ვიდეო
ბიზანტიონის ხელსაყრელმა მდებარეობამ ორი კონტინენტის შესაყარზე და მთავარ საზღვაო მაგისტრალზე შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის, ხელი შეუწყო მის აყვავებულ ქალაქად გადაქცევას. მისი ასეთი მდებარეობის გამო ის ხშირად ყოფილა მაშინდელი დიდი იმპერიების ქიშპობის საგანი და ბევრჯერაც დაურბევიათ. რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამ მისი როლი რამდენადმე დააკნინა.
მეჰმედ II-ის შესვლა კონსტანტინოპოლში
კონსტანტინე დიდმა, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე, ახალი ქალაქი დააარსა და რომის იმპერატორის ტახტი 330 წელს იქ გადაიტანა. იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული „ახალი რომი“ იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა. ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრისტიანულ დედაქალაქს. იხ ვიდეო
1453 წლის 29 მაისს, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა ცნობილმა და გამოჩენილმა სულთანმა, მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლის ალყა დაიწყო. სულთან მეჰმედის წინაპრებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის აღების, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს აღარ გაუმართლა და ოსმალებმა მისი აღება მოახერხეს. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაქრა რუქიდან, ხოლო ოსმალეთის სასულთნო ოსმალეთის იმპერიად ჩამოყალიბდა. ოსმალებმა უწოდეს მას სახელი „სტამბოლი“ და დედაქალაქად გამოაცხადეს. ის ამ სტატუსს ოსმალეთის დაშლამდე, 1922 წლამდე ინარჩუნებდა და დღესაც არის თურქეთის რესპუბლიკის უდიდესი ქალაქი. იხ. ვიდეო
კონსტანტინოპოლის დაცემა — ოსმალეთის იმპერიის სულთან მეჰმედ II-ის მიერ 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის აღება, რასაც შედეგად მოჰყვა ბიზანტიის იმპერიის რუკიდან გაქრობა. ბრძოლაში დაიღუპა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI დრაგაში. კონსტანტინოპოლი გახდა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი და ამ სტატუსს ატარებდა 1922 წლამდე.
„ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ:
„და ოდეს აღიღეს კონსტანტინოპოლი, მას ჟამს დაბნელდა მზე. |
თარიღი | 6 აპრილი— 29 მაისი1453 | ||
---|---|---|---|
ადგილი | კონსტატინეპოლი | ||
შედეგი | დაპყრობა კონსტანტინეპოლის თურქებ -ოსმალების | ||
მოწინაამღდეგება | |||
ხელმძღვანელები | |||
ძალები მხარეების | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
კონსტანტინე XI, ბიზანტიის უკანასაკნელეი იპერატორის
იხ.ვიდეო
იხ. ვიდეო
კონსტატნტინეპოლის დაცემა უცნობი ვენეციელი მხატვრის მიერ XV —დასწყ.. XVI -ში. ჩანს თურქული , ასევე გენუელი , ვენეციელი, ქრისტიანი და ბიზანტიური გემები.ოქროს კარიბჭე და ციხესიმაგრეზე აღიმართება თურქული დროშები, ქალაქზე — კვამალის კუბები.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий