среда, 16 января 2019 г.

ყარსის ხელშეკრულება

                    ყარსის ხელშეკრულება

                        
                თურქეთისა და საბჭოთა კავშირის საზღვარი ხელშეკრულების თანახმად
 სამშვიდობო ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობებს შორის. ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში. შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკურგი და არტაანის ოკრუგისომხეთის სსრ-ს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმრი და დაიტოვა ყარსი.
ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის დადებულ შეთანხმებას ტერიტორიების განაწილების თაობაზე. ყარსის ხელშეკრულებაში ამიერკავკასიის სახელმწიფოების მონაწილეობის მიუხედავად ის არ გამოხატავდა ამ სახელმწიფოების ნებას, რადგან თავად ეს ქვეყნები იყო ოკუპირებული საბჭოთა რუსეთის მიერ. საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1992 წელს აღიარა ყარსის ხელშეკრულება
თურქეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ მუსა ქიაზიმ ყარაბექირი, დეპუტატი მუხტარ ბეი, აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი. რსფსრ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი. საქართველოს სსრ-ს წარმოადგენდნენ შალვა ელიავა, საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი დასამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი; ალექსანდრე სვანიძესაქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვასომხეთის სსრ-დან მონაწილეები იყვნენ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი და შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი. აზერბაიჯანის სსრს წარმოადგენდა სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი.
მოლაპარაკები გაიმართა ყარსის ვალის რეზიდენციაში. მოლაპარაკებები ეხებოა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რაც მთავარია, საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხი. საქართველოსთვის ეს ეხებოდა ბათუმის ოკრუგის სამხრეთ ნაწილს, აგრეთვე ართვინის ოკრუგს (მთლიანად) და არტაანის ოკრუგის ჩრდილოეთ ნაწილს. სომხეთისთვის ეს იყო ყარსის ოლქი ყაგიზმანითურთ და არტაანის ოკრუგის სამხრეთ ნაწილი, აზერბაიჯანისთვის კი ნახჭევანი. მოლაპარაკებები ორ კვირას გრძელდებოდა. საბოლოო შეთანხმება შედგა 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს.
იხ. ვიდეო

საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი

                            
              საქართველოს სსრ ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი 1946 წ
 1945-1953 წლებში არსებული საბჭოთა კავშირ-თურქეთის სასაზღვრო კონფლიქტი, აღმოსავლეთ ანატოლიისთვისსაბჭოთა კავშირი ითხოვდა 1878 წლებში რუსეთის იმპერიისშემადგენლობაში შემავალ ამიერკავკასიის ტერიტორიებს, რომელიც 1921 წლებში არასამართლიანად გადაეცა თურქეთს, ის საქართველოს სსრ-სა და სომხეთის სსრ-ს შორის უნდა განაწილებულიყო.  
1945 წლის მიწურულიდან მოყოლებული მთელი საქართველო მოელოდა, რომ საბჭოთა არმიის ნაწილები თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებს გადალახავდნენ და ისტორიული საქართველოს კუთვნილ მიწა-წყალს კვლავ დედასამშობლოს დაუბრუნებდნენ. ბევრს არც კი ეეჭვებოდა, რომ ეს დიდი ისტორიული მოვლენა სულ ახლო მომავალში მოხდებოდა, იმდენად დიდი პოლიტიკური თუ სამხედრო სამზადისი უძღოდა წინ ე.წ. "თურქეთის საქართველოს" შემოერთებას. საბჭოთა კავშირის მთავრობამ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ეს საკითხი პირველად საგანგებოდ პოტსდამის კონფერენციაზე წამოჭრა. საბჭოთა კავშირი თურქეთს სთხოვდა არტაანის, ართვინისა და ყარსის ოლქების დათმობასა და 1936 წლის 20 ივნისის მონტრეს ხელშეკრულების პირობების გაუქმებას - ბოსფორის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უფლებასა და ასევე, სრუტეში საბჭოთა გემებისთვის სამხედრო-სარემონტო ბაზის შექმნას.ეს საკითხები საგანგებოდ განიხილეს "დიდი სამეულის" (საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი) პოტსდამის კონფერენციაზე.  
თურქეთის მიერ მიტაცებული მიწა-წყლის დაბრუნების კამპანიაში 1945 წლის დეკემბრიდან აქტიურად ჩაერთო ქართული მხარეც. სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის საგაზეთო სტატია - „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ“:  
1945 წლის 14-20 დეკემბერს ცენტრალურ ქართულ და რუსულ გაზეთებში: "კომუნისტი",„"ზარია ვოსტოკა", "პრავდა" და „"იზვესტია" გამოქვეყნდა ქართველი მეცნიერ-აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილი "თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ". პუბლიკაციაში ნათქვამია:
განმათავისუფლებელი ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ გამარჯვებული დემოკრატია მშვიდობიანობისა და უსაფრთხოების დასაყრდენად ირაზმება. თავისუფლების მოყვარე ხალხებს სურთ დაიკავონ მათი შესაფერისი ადგილი. ქართველმა ხალხმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის განადგურების საქმეში, უფლება მოიპოვა წარადგინოს თავისი კანონიერი მოთხოვნები.მივმართავთ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს თურქეთის მიერ წართმეული ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის შესახებ. საქმე ეხება არა უმნიშვნელო ტერიტორიულ შევიწროებას, არამედ ჩვენი ხალხის ინდივიდუალობის აკვანს, ჩვენგან მიტაცებულს - დანაშაულს, რომელმაც ორად გაკვეთა ეროვნული სხეული. საქმე ეხება ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ბრძოლის საგანს - ჩვენი უძველესი მიწა-წყლის დაბრუნებას". წერილი მთავრდება მოთხოვნით: "ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი მიწა-წყალი, რომელზეც არასოდეს უთქვამს უარი და ვერც იტყვის.
ტრაპიზონისა და ართვინ-არტაანის დაბრუნების პრობლემა ფართოდ იყო ასახული ქართულ ლიტერატურაშიც: იბეჭდებოდა მოთხრობები ("მტკვრის სათავისკენ"), იწერებოდა და იდგმებოდა პიესები ("ჩაძირული ქვები"), იქმნებოდა პოემები და ლექსები:
გზის გასწვრივ დგანან ალვები მწკრივად,
თეთრად გაჰკვრია ზეცას ღრუბლები,
მე ტრაპიზონის ოლქკომში ვზივარ,
ოლქკომის მდივანს ვესაუბრები.
კედელზე რუკა ჰკიდია ოლქის,
მდივანი დასცქერს გადაშლილ ფურცელს,
სახეზე დაჰკრავს იერი კოლხის
და ლაპარაკში ლაზურად უქცევს
 საქართველოს საზღვრებს გარეთ ჯერ კიდევ რჩებოდა ოდითვე ქართული მიწა-წყალი: არტაანის (არდაგანის), ართვინის, ოლთისის, თორთუმის, ბაიბურთის, ისპირის, გიუმიშხანეს, ლაზისტანის რაიონები. ამიტომ გასაგებია ქართველი საბჭოთა საზოგადოებრიობის დაჟინებითი მოთხოვნები იმის შესახებ, რომ საქართველოს დაუბრუნდებოდა, სამშობლოსგან მოწყვეტილი ტერიტორიები, რომლებიც ქართველი ხალხის კულტურისა და სახელმწიფოებრიობის აკვანს წარმოადგენდა.
1921 წლის 16 მარტს რსფსრ-სა და თურქეთს შორის დაიდო „მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება“, ხოლო 1921 წლის 13 ოქტომბერს - ანალოგიური ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორისაც. ეს ხელშეკრულებები, როგორც ცნობილია, ხელმოწერილ იქნა ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკებისათვის მძიმე წლებში. 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით საბჭოთა რესპუბლიკები, ომი რომ თავიდან აეცილებინათ, იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ თურქებისადმი, მათი უსაფუძვლო მოთხოვნის გამო, საკუთარი ტერიტორიის ნაწილი. ამრიგად, საბჭოთა ამიერკავკასიას ჩამოშორდა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი სექტორი და მთლიანად ართვინის, არტაანისა და ყარს–ყაგიზმანის ოლქები, აგრეთვე ყოფილი ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრა. იმის გამო, რომ გერმანიის წინააღმდეგ მიმართულ დიდი სამამულო ომის დროს თურქეთმა ფაქტობრივად დაარღვია და ცალმხრივად შეწყვიტა მეგობრობის ხელშეკრულებების მოქმედება, შესაძლოა დადგეს საკითხი ამ ხელშეკრულებათა დენონსაციის შესახებ, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკებისათვის კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე. 1878-1918 წლების საზღვრების აღდგენის საკითხში საქართველოს სსრ-ს შეუძლია დაასაბუთოს თავის ტერიტორიაზე ბათუმის ოლქის სამხრეთი სექტორის, ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქების მიერთება, რომელთა საერთო ფართობია 12.789 კვ.კმ. თუ ტერიტორიული საკითხის გადაჭრამ მოითხოვა, საქართველოს სსრ-ს შეუძლია დაასაბუთოს თავისი უფლებები დამატებით სამხრეთ-დასავლეთი მესხეთის ისტორიული პროვინციის კიდევ სამ რაიონზე - პარხალზე, თორთუმზე და ისპირზე. ასევე შეიძლება წამოიჭრეს საკითხი ლაზისტანის შესახებ. ლაზები, რომელტა გათურქების პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს, ქართველურ ტომებს მიეკუთვნებიან და ქართული ენის დიალექტზე ლაპარაკობენ. თუ ლაზისტანის უშუალოდ შემოერთების შესაძლებლობა გამოირიცხება, მაშინ უნდამოგვიანებით შეიქმნა და დამტკიცდა დოკუმენტი სახელწოდებით „ზოგიერთი მოსაზრება ამიერკავკასიის ფრონტის ოპერაციათა დაგეგმვის შესახებ“, რომელიც ძალზე საინტერესო მასალაა: საბჭოთა არმია შედიოდა თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, ტრაპიზონ-ბაიბურთისა და ყარს-ერზერუმის მიმართულებით. პირველ ეტაპზე (10-დღიანი ვადით) ანადგურებდა თურქეთის არმიის დაჯგუფებას ყარსისა და პაზარ-ართვინის რაიონებში, შტურმით იღებდა ტრაპიზონს, მეორე ეტაპზე (6-დღიანი ვადით) ანადგურებდა ოლთის-სარიყამიშის დაჯგუფებას, გადიოდა ისპირ-თორთუმის ხაზზე და საბოლოოდ, მესამე ეტაპზე (ოპერაციის დაწყებიდან მე-20 დღეს) იკავებდა ერზერუმს. მსოფლიო დიპლომატია აქტიურად ამოქმედდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს იოსებ სტალინი იძულებული გახდა, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარი ეთქვა და ამ მიწების შემოერთებაზე ხელი აეღო. ამით საქართველომ საბოლოოდ დაკარგა ტაო-კლარჯეთის, კოლა-არტაანისა და ლაზეთ-ჭანეთის დაბრუნების შანსი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ამ მოვლენების შემდეგ თითქმის მთელი XX საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში მოახერხა საფუძვლიანად შეეცვალა ამ პროვინციების დემოგრაფიული სურათი. ქართველთა დიდი ნაწილი თურქეთის შიდა პროვინციებში გადაასახლეს.
1953 წლის 30 მაისს საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურ დონეზე და საბოლოოდ უარი თქვა ქართულ-სომხური მიწების დაბრუნებაზე. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით, საბჭოთა საქართველო და სომხეთი უარს ამბობენ თურქეთისადმი თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებზე დავაყენოთ მისი ავტონომიის საკითხი

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...