Translate

понедельник, 28 января 2019 г.

                             ეთნიკური წმენდა

                                                  
               2008 წლის ომის ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილ ქართველთა ბანაკი წეროვანში
 ეთნორელიგიური ჯგუფების იძულებითი გადაადგილება გარკვეული ტერიტორიებიდან, იმ განზრახვით, რომ ეს ტერიტორია გახდეს ეთნიკურად ან რელიგიურად ჰომოგენური. მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ღონისძიებანი შეიძლება იყოს გამოყენებული – იძულებითი და მასობრივი დეპორტაციები, გადასახლება, მოსახლეობის დაშინება, აუტანელი პირობების შექმნა ან მასობრივი მკვლელობებიც.
ეთნიკურ წმენდას, როგორც წესი, თან ახლავს სამიზნე ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობისა და მათი იქ ყოფნის დამადასტურებელი ნიშნების მოსპობაც – მათი სასაფლაოების, სამლოცველოებისა და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის განადგურება, ხოლო მათ საცხოვრებელ ადგილას სხვა რეგიონებიდან გადმოსახლებული ადამიანების დასახლებატერმინი წარმოდგება სერბ-ხორ. etničko čišćenje/етничко чишћење-ს კალკიდან, რომელიც პირველად იუგოსლავიის ომების მიმდინარეობისას გამოიყენეს. ამ ფრაზას ისინი დაახლოებით იგივე მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რასაც ნაცისტები ფრაზას – საბოლოო გადაწყვეტა. მოგვიანებით ამ ტერმინმა შეაღწია აკადემიურ წრეებში დღევანდელი მნიშვნელობით.
იუგოსლავიის არმიის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა დაკავებული რაიონის გაწმენდას "საეჭვო" ეთნოსისგან, სავარაუდო პარტიზანული მოძრაობის თავიდან ასაცილებლად. ამ მოქმედებას ეწოდებოდა რაიონის გაწმენდა (სერბ-ხორ. čišćenje terena/чишћење терена), საიდანაც უნდა წარმოდგებოდეს ეს ტერმინი, თუმცა ტერმინს ამ დატვირთვით პირველად სერბი ფილოლოგი და პოეტი ვუკ კარაჯიჩი იყენებს. იგი წერს, რომ 1806 წელს ბელგრადის აღებისას "იგი თურქებისგან გაიწმინდა".
. მსგავსი დოქტრინა არსებობდა საბჭოთა კავშირშიც, სადაც არაკეთილსაიმედო ეთნოსების სასაზღვრო რაიონებისგან გადასახლებას "საზღვრების წმენდა" (რუს. очистка границ) ეწოდებოდა. პრაქტიკაში ეს უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ების დასავლეთით, 22 კმ-იან სასაზღვრო ზოლში მცხოვრები პოლონელების მიმართ განხორციელდა. ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი რიგი არაკეთილსაიმედო ეთნოსები გადაასახლეს შუა აზიასა და ციმბირში.
იგივე ტერმინოლოგიას აქტიურად იყენებდნენ ამავე პერიოდში უსტაშები და ჩეტნიკები, რომლებსაც ეთნიკურად ჰომოგენური ხორვატიისა და სერბეთის ნახვა 
აძარცვული ხორვატული სახლი ბოსანსკი ბროდშისერბული ნაციონალისტურილოზუნგებითა და სიმბოლიკით


სურდათ. ხოლო ებრაელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შემდეგ, ნაცისტები ამ ადგილებს "ებრაელებისგან თავისუფალს" (გერმ. Judenfrei) ან "ებრაელებისგან გაწმენდილს" (გერმ. Judenrein) უწოდებდნენმიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის დროს ჩადენილი დანაშაულები ერთმანეთის მსგავსია, მათ შორის არსებობს შემდეგი განსხვავება – გენოციდის განზრახვა არის სამიზნე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრების ფიზიკური განადგურება, ხოლო ეთნიკური წმენდისას ხოცვას იმ მიზნით მიმართავენ, რომ სამიზნე ჯგუფის წევრები აიძულონ დატოვონ სასურველი ტერიტორია. ამგვარად ეთნიკური წმენდისას, როდესაც სამიზნე ჯგუფი იწყებს ტერიტორიის დატოვებას, მათ მიმართ ძალადობა ნელ–ნელა იკლებს, ხოლო გენოციდის დროს მასობრივი ხოცვა გრძელდება იმის მიუხედავად, სამიზნე ჯგუფის წევრები ცდილობენ ტერიტორიის დატოვებას თუ არა.ამგვარად, ეთნიკური წმენდა და გენოციდი, ორი სხვადასხვა ტერმინია, თუმცა ურთიერთდაკავშირებული – პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ეთნიკური წმენდა ხშირად გენოციდის ფორმებს იღებს, რადგან ადამიანების მკვლელობა მათი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის თავიდან მოშორების მიზნით ხდება.ზოგიერთი მკვლევარი გენოციდს "სისხლიან ეთნიკურ წმენდას" უწოდებს.
იხ. ვიდეო


მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის დროს ჩადენილი დანაშაულები ერთმანეთის მსგავსია, მათ შორის არსებობს შემდეგი განსხვავება – გენოციდის განზრახვა არის სამიზნე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრების ფიზიკური განადგურება, ხოლო ეთნიკური წმენდისას ხოცვას იმ მიზნით მიმართავენ, რომ სამიზნე ჯგუფის წევრები აიძულონ დატოვონ სასურველი ტერიტორია. ამგვარად ეთნიკური წმენდისას, როდესაც სამიზნე ჯგუფი იწყებს ტერიტორიის დატოვებას, მათ მიმართ ძალადობა ნელ–ნელა იკლებს, ხოლო გენოციდის დროს მასობრივი ხოცვა გრძელდება იმის მიუხედავად, სამიზნე ჯგუფის წევრები ცდილობენ ტერიტორიის დატოვებას თუ არა. ამგვარად, ეთნიკური წმენდა და გენოციდი, ორი სხვადასხვა ტერმინია, თუმცა ურთიერთდაკავშირებული – პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ეთნიკური წმენდა ხშირად გენოციდის ფორმებს იღებს, რადგან ადამიანების მკვლელობა მათი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის თავიდან მოშორების მიზნით ხდება.ზოგიერთი მკვლევარი გენოციდს "სისხლიან ეთნიკურ წმენდას" უწოდებს.ეთნიკური წმენდის მიზანია გარკვეული ტერიტორიების ეთნორელიგიური ჰომოგენობა. მისი ინიციატორი მხარე ხედავს შესაძლო რისკს გარკვეული ეთნორელიგიური ჯგუფის მხრიდან, ან იყენებს მათ როგორც განტევების ვაცს თავისი წარუმატებლობების გადასაფარავად, შემდეგ კი მასობრივი პროპაგანდის საშუალებით იწვევს დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლებში გაუცხოებას, უნდობლობასა და ეჭვს სამიზნე ჯგუფის მიმართ, სამიზნე ჯგუფი მარგინალიზებული და დემონიზებულია, მათ ბრალდებათ ეკონომიკური და პოლიტიკური წარუმატებლობა. შემდეგი ნაბიჯი უკვე რეგულარული ან ირეგულარული ფორმირებების მიერ მათი განდევნაა სასურველი ტერიტორიიდან სტორიას მრავალი მაგალითი ახსოვს ეთნიკურად ან რელიგიურად მოტივირებული ძალადობისა, რომლებიც სამიზნე ჯგუფის გარკვეული ტერიტორიიდან გაძევებას ისახავდა მიზნად. ზოგიერთ მათგანს გენოციდსაც უწოდებენ, თუმცა მათი მიზანი არა სამიზნე ეთნორელიგიური ჯგუფის ფიზიკური მოსპობა, არამედ ეთნიკური წმენდის ტერმინის განმარტების შესაბამისად, მათი სასურველი ტერიტორიიდან გაძევება წარმოადგენდა.

ჩრდილოკავკასიელი მუჰაჯირები

გერმანელები წვავენ სერბულ სოფელს კოსოვოში

ქართველი ლტოლვილები აფხაზეთიდან

воскресенье, 27 января 2019 г.

ქართლ-კახეთის სამეფო

                  ქართლ-კახეთის სამეფო

                                               Kingdom of Kartli-Kakheti in the Map of Caucasus with the borders 1801-1813.png
                     ართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია 1801 წელს რუსეთთან შეერთებისას
ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ მისი ძე, კახეთის მეფე ერეკლე II, შეერთებული ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მეფე გახდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს მოხარკენი იყვნენ განჯისერევნისა და ნახჭევანის სახანოები. ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა ყაზახისა და ბორჩალოს ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ და შამშადილი. ქართლ-კახეთის სამეფოში ფეოდალური ურთიერთობა განვითარების მესამე — გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდში იმყოფებოდა. გაბატონებული კლასის პროგრესულ ნაწილს შეგნებული ჰქონდა თავისუფალი, დაქირავებული შრომის უპირატესობა ბატონყმურ იძულებითს შრომასთან შედარებით. ახალშექმნილ მანუფაქტურული ტიპის სახელმწიფო და კერძო საწარმოებში (ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ქარხნები ახტალაში, ალავერდსა და შამბლუღში; სამღებროები, ზეთსახდელი, აგურის, მარილის, მინის, თოფ-იარაღისა და თოფისწამლის და სხვა საწარმოები) დაქირავებულ შრომასაც იყენებდნენ. ხელოსნები თავიანთ პროდუქციას უმთავრესად ბაზარზე გასაყიდად ამზადებდნენ. ფართოვდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა, გაჩნდა ახალი ქალაქები (ანანური, დუშეთი, სიღნაღი). გახშირდა გლეხების ყმობიდან თავდახსნა, გაჩნდნენ პირადად თავისუფალი გლეხები. გაღრმავდა გლეხთა ქონებრივი დიფერენციაცია, გახშირდა გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები (177 წლის აჯანყება ფშავში, გლეხთა მღელვარებანი 177 წელს ქსნის საერისთავოში, 1786 — კახეთში და სხვა).
Khartli-Kakheti.svg
 ქალაქებში ძლიერდებოდა ბრძოლა ერთი მხრივ, ვაჭრებსა და მევახშეებს და, მეორე მხრივ, ქალაქის ღარიბ მოსახლეობას შორის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან მტერთა განუწყვეტელმა შემოსევებ,ა და შინაფეოდალური რეაქციის გაძლიერებამ გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკური და პოლიტიკური დაქვეითება, რისაც რთული საერთაშორისო ვითარების პირობებში სამეფოს გაუქმება მოჰყვა. 60-იან წლებში ერეკლე II მოხერხებულად სარგებლობდა ირანში შექმნილი ვითარებით. ამ დროს ირანში ხელისუფლებისათვის მებრძოლთა შორის ჰაძლიერდა ნადირ-შაჰის ერთ-ერთი ყოფილი სარდალი ქერიმ-ხან ზენდი, რომელიც თითქმის მთლ სპარსეთს დაეუფლა. მას აღმოსავლეთ საქართველოში სპარსეთის ბატონობის აღდგენა სურდა, მაგრამ გაძლიერებულ ქართლ-კახეთის სამეფოსთან ურთიერთობის გამწვავებაზე თავს იკავებდა. 1763 წელს ერეკლემ მას გადასცა ერთ-ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე აზატ-ხანი, რომელიც 1760 წლიდან ერეკლე II ჰყავდა დატყვევებული. ამ დროიდან სპარსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდა — ქერიმ-ხანი შეურიგდა ქართლ-კახეთის გაერთიანებას და სომხეთისა და აზერბაიჯანის სახანოების ვასალურ დამოკიდებულებას ერეკლესადმი. ვენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისაკენ მიმართული თანამიმდევრული პოლიტიკა ერეკლე II-ისა დიდგვაროვან ფეოდალთა ერთი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევდა. ისინი მეფის წინააღმდეგ იოყენებდნენ იმ ფაქტს, რომ ქართლის ტახტის კანონიერი მემკვიდრეები ვახტანგ VI-ის შთამომავლები იყვნენ. 1765 წელს ერეკლეს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, რომლის მიზანი ქართლში ვახტანგ VI-ის უკანონო შვილის პაატას გამეფება იყო. შეთქმულება გამომჟღავნდა და მისი მონაწილენი სასტიკად დასაჯეს. (იხ. მარკოზაშვილის დარბაზი). 1768—1774 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში ქართლ-კახეთის სამეფო იმერეთის სამეფოსთან ერთად რუსეთის მხარეზე იბრძოდა, საქართველოს მეფეები ამ ომში მიზნად ისახავდნენ ყოფილი სამცხე-საათაბაგოს (ახალციხის საფაშო) და ჭარ-ბელაქნის შემოერთებას, დაღესტნელთა განუწყვეტელი შემოსევების ლიკვიდაციას და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, მოწინააღმდეგე თავადების ალაგმვას. 1769 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის ჯარი გენერალ გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენის მეთაურობით. 1770 წელს ახალციხეზე სალაშქროს მიმავალ ერეკლე II ჯარს აწყურთან ტოტლებენი გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა ბრწყინვალე გამარკვება მოიპოვეს თურქებზე (ასპინძის ბრძოლა), მაგრამ ჯარის სიმცირის გამო ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ტოტლებენი დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგეებს, დაიკავა ქართლის რამდენიმე ციხესიმაგრე და დაიწყო ხალხის დაფიცება იმპერატორის ერთგულებაზე. ერეკლე II-მ დროული ღნისძიებებით ეს ცდა ჩაშალა და გენერალი იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო (1770 წლის ივნისი). ტოტლებენმა აქაც სოლომონ I-ის წინააღმდეგ ინტრიგები დაიწყო. ბოლოს იმპერატორი იძულებული გახდა ტოტლებენი საქართველოდან გაეწვია და მის ადგილზე დაენიშნა გენერალი სუხოტინი. 1771 წელს მისი ცდა, აეღო ფოთი, უშედეგოდ დამთავრდა. 1772 წელს რუსეთში გაიწვია თავისი ჯარები საქართველოდან. ამრიგად ერეკლეს პოლიტიკური მიზნები განუხორციელებელი დარჩა. 1772—1773 წლებში ერეკლემ თხოვნით მიმართა რუსეთის მთავრობას დაეწესებინა მფარველობა ქართლ-კახეთის სამეფოზე. ამ დროს რუსეთსა და ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ამიტომ იმპერატორმა თხოვნას უარით უპასუხა. ქართლ-კახეთია სამეფოში მშვიდობია უზრუნველსაყოფად და ძლიერი ხელისუფლების შესაქმნელად საჭირო იყო რეგულარილი ჯარი, მაგრამ ქვეყანას საჭირო სახსრები არ გააჩნდა. 1774 წელს შეიქმნა მორიგე ჯარი. ამ ღონისძიებამ უზრუნველყო ლეკთა თარეშის ალაგმვა, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ იყო. 1774 წელს ერეკლემ კვლავ სთხოვა რუსეთს ფულადი სესხი და რამდენიმე წლით ჯარი, მაგრამ ოსმალეთთან ზავის პირობებში რუსეთმა ერეკლეს თხოვნის დაკმაყოფილება თავისთვის სასარგებლოდ არ ჩათვალა. ერეკლე II თანამიმდევრულად იბრძოდა სამეფო ხელისუფლების გაძლიერება-განმტკიცებისათვის და რეაქციონერ თავადთა უფლებების შეზღუდვისათვის. 1776 წელს მან უვნებელყო მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება, 1777 წელ სგააუქმა ქსნის საერისთავი. 70-იან წლებში გამწვავდა ურთიერთობა სპარსეთ-ოსმალეთს შორის — ორივე ომისთვის ემზადებოდა და ცდილობდა ერეკლეს გულის მოგებას. მეფემ ორიენტაცია ოსმალეთზე აიღო — 1776—1777 წლებში დაიდო ხელშეკრულება ქართლ-კახეთისა და ოსმალეთს შორის, რასაც მოჰყვა ურთიერთობის გამწვავება სპარსეთთან. ქერიმ-ხანი საქართველოზე თავდასასხმელად ემზადებოდა. მისი მიზანი იყო ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება და გამეფება ალექსანდრე ბაქარის ძისა (ვახტანგ VI-ის შვილიშვილი), რომელიც 1767 წლიდან ქერიმ-ხანთან იყო; 1779 ქერიმ-ხანის სიკვდილმა ეს ლაშქრობა ჩაშალა. 1779—1780 ერეკლე II განმდგარი ერევნისა და განჯის სახანოების დასამორჩილებლად იბრძოდა; ამით ისარგებლეს ერეკლე II-ს მოწინააღმდეგებმა, მათ შორის სოლომონ I-იც იყო, რომელიც ქართლ-კახეთისა და ოსმალეთის შეთანხმებაში თავისთვის საფრთხეს ხედავდა. 1779 წელს მან ალექსანდრე ბაქარის ძე თავისთან გადაიყვანა. ერეკლე II სწრაფად მობრუნდა ერევნის ლაშქრობიდან და ჩაშალა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ცდა. 80-იანი წლების დასაწყისიდან ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა რეაქციონერი თავადების მეცადინეობით გაუარესდა. მორიგე ჯარის სისტემა მოიშალა. ოსმალეთთან კავშირი ქართლ-კახეთის სამეფოს გასაძლ;იერებლად უშედეგო აღმოჩნდა. ასევე უშედეგო იყო ერეკლეს ცდა მიეღო ფინანსური დახმარება ევროპის ქვეყნებიდან. აზერბაიჯანში ყუბის ხანის ფათალას გაძლიერება საფრთხეს უქმნიდა ქართლ-კახეთის სამეფოს გავლენას განჯისა და ერევნის სახანოებზე. ამ დროს გააქტიურდა რუსეთის მთავრობის პოლიტიკა კავკასიაში, რაც ყირიმის შეერთების განხორციელებას უკავშირდებოდა. რუსეთ-თურქეთის მოსალოდნელი ომის ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს სამეფოებისა და სომხების პოზიციას შავი და კასპის ზღვების სანაპიროებზე რუსეთის გაბატონებისათვის. რუსეთის მთავრობამ წინადადებით მიმართა ერეკლეს კავშირის შეკვრის შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, რასაც ერეკლე სიხარულით შეხვდა. მას წინადადება მისცეს ოფიციალურად ეთხოვა რუსეთის იმპერატორის მფარველობა. 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლემ ითხოვა რუსეთის მფარველობაში შესვლა სამეფო ტახტზე მისი და მისი მემკვისრეების ცნობის, განჯა-ერევნის სახანოებზე მისი უფლებების აღიარების, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების (სამცხე-საათაბაგო, აღმოსავლეთი კახეთი) დაბრუნების საქმეში დახმარების პირობით. ამ საფუძველზე 1782 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში (ჩრდილოეთ კავკასია, ახლანდელი სტავროპოლის მხარე) დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის „მეგობრობითი ტრაქტატი“ — მეგობრული ხელშეკრულება კავშირისა და მფარველობის შესახებ. 1784 წლის 23 იანვარს ერეკლემ იმპერატორის ერთგულების ფიცი მიიღო, ხოლო 24 იანვარს თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ტრაქტატი (გეორგიევსკის ტრაქტატი 1783). ტრაქტატმა, რომელიც მახლობელ აღმოსავლეთში ცარიზმის გაბატონების ერთ-ერთი საფუძველი იყო, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნებში. ოსმალეთის პროტესტის გამო რუსეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა მსგავსი ტრაქტატის დადებაზე იმერეთის სამეფოსთან. ოსმალეთი აქტიურ ზომებს იღებდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთ-აზერბაიჯანისა და ირანის სახანოების დასარაზმავად. ოსმალეთს აქეზებდნენ და ხელს უწყობდნენ საფრანგეთი და ინგლისი. ახალი ძალით განახლდა დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმები ქართლ-კახეთზე, ერეკლეს განუდგნენ ერევნისა და განჯის სახანოები. სამეფო მოსახლეობისაგან იცლებოდა. ერეკლემ დახმარებას სთხოვდა მფარველს, მაგრამ დახმარება არ ჩანდა. 1787 წლის ივლისში ოსმალეთმა რუსეთს მოსთხოვა საქართველოდან ჯარის გაყვანა (რომელიც 1783 წლის 3 ნოემბერს შემოვიდა ტრაქტატის ძალით) და ქართლ-კახეთის სახელმწიფოს ოსმალეთის ვასალად ცნობა, აგვისტოში კი ომი გამოუცხადა რუსეთს. იმავე წლის სექტემბერში რუსეთმა მოულოდნელად გაიწვია ჯარი საქართველოდან. ეს ტრაქტატის დარღვევა იყო. ერეკლე უშედეგოდ მოითხოვდა რუსეთის მთავრობისგან პასუხს — აპირებდა თუ არა ის ტრაქტატის დაცვას. რუსეთ-თურქეთის 1787—1791 წლების ომის დროს საქართველოს პროგრესულმა მოღვაწეებმა სცადეს ქართლ-კახეთის სახელმწიფოსა და იმერეთის სამეფოების გაერთიანება, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ 1790 წელს საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის დაიდო ხელშეკრულება საერთო მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ (საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი 1790).
90-იანი წლების დასაწყისიდან ქართლ-კახეთის სახელმწიფოს დიდი საფრთხე შეექმნა სპარსეთში გაძლიერებული აღა-მაჰმად-ხანის მხრივ. ერეკლემ რუსეთის იმპერატორს ტრაქტატით გათვალისწინებული ჯარის გამოგზავნა სთხოვა. 1793—1794 წლებში ერეკლემ რამდენიმეჯერ მიმართა რუსეთის მთავრობას ასეთივე თხოვნით, მაგრამ ეს უკანასკნელი ყურადღებას არ აქცევდა ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე მომდგარ რეალურ საფრთხეს. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი სამეფოს შემოესია, აიღო, გაძარცვა და გადაწვა თბილისი, გაანადგურა ქართლის სოფლები და ქალაქები, დაქხოცა და დაატყვევა მოსახლეობა (კრწანისის ბრძოლა 1795). 1795 წლის დეკემბერში სამეფოში რუსეთის 2 ბატალიონი შემოვიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. სამეფომ კატასტროფული მარცხი განიცადა. 1796 წელს რუსეთმა საქართველოს აოხრებისათვის აღა-მაჰმად-ხანის დასჯის საბაბით სპარსეთს ომი გამოუცხადა, რომლის ნამდვილი და უპირატესი მიზანი რუსეთის ეკონომიური და პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა იყო (რუსეთ-ირანის, სპარსეთისა და რუსეთ-ინდოეთის ვაჭრობის ინტერესების დაცვა, სპარსეთის შაჰის ტახტზე სასურველი კანდიდატურის დასმა). რუსეთის ჯარებმა აიღეს დარუბანდიშემახაბაქო. ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, კერძოდ, განჯა კვლავ მოხარკე გახდა, მაგრამ ეკატერინე II-ის გარდაცვალებასთან (1796) ერთად ყველაფერი შეიცვალა. 1797 პავლე I-მა ომი შეწყვიტა და თავისი ჯარები უკანვე გაიწვია. აღა-მაჰმად-ხანმა ეს ფაქტი თავის გამარჯვებად მიიჩნია და ერეკლეს კატეგორიულად მოსთხოვა დამორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სამეფოს განედგურებით იმუქრებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს შემთხვევამ იხსნა — 1797 წელს აღა-მაჰმად-ხანი შეთქმულებმა მოკლეს. იმავე წლის სექტემბერში იმპერატორმა ქართლ-კახეთის სამეფოდან გაიწვია ის 2 ბატალიონიც, რომელიც ტრაქტატის ძალით აქ მუდმივად უნდა ყოფილიყო. ასეთ ვითარებაში, 1798 წლის 11 იანვარს ერელე II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი შვილი — ავადმყოფი გიორგი XII. იმავე წელს ახალი შაჰმა ბაბა-ხანმა (აღა-მაჰმად-ხანის ძმისწულმა) გიორგის დამორჩილება სთხოვა. გიორგი იძულებული გახდა მოლაპარაკება დაეწყო შაჰთან. ამავე დროს მან რუსეთის მთავრობას აცნობა, რომ თუ ის ტრაქტატის პირობებს არ დაიცავდა და არ დაეხმარებოდა, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გზას დაადგებოდა. იმპერატორმა ტრაქტატის აღდგენა გადაწყვიტა — 1799 წელს მან გიორგი დაამტკიცა მეფედ, ხოლო მისი შვილი დავითი — მემკვიდრედ. ამასთან ტრაქტატით გათვალისწინებული ჯარიც გამოგზავნა. ამას მოჰყვა გიორგის მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა აჯანყების, ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლეს ძე) ბაბა-ხანთან გაიქცა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა მეფე გიორგიმ რუსეთის მთავრობის უფრო დასაინტერესებლად 1799 წლის 7 სექტემბრის გეორგიევსკის ტრაქტატის შესწორება ითხოვა — ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შედიოდა, იგი როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეებში რუსეთის მთავრობის მორჩილი იქნებოდა, ოღონდ გიორგისა და მის მემკვიდრეებს მეფის წოდება უნდა შეენარჩუნებინათ. ამის საფუველზე ქართველ ელჩებმა — გ. ჭავჭავაძემ, გ. ავალიშვილმა და ე. ფალავანდიშვილმა — 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა ახალი ხელშეკრულების საფუძვლების შესახებ. ხელშეკრულების პროექტი 1800 წლის 19 ნოემბერს მოიწონა იმპერატორმა და 23 ნოემბერს სიგელით აცნობა ამის შესახებ გიორგი XII-ს. გიორგის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ხელისუფლების საბოლოო გაფორმება. ამ მიზნით ქართლ-კახეთის სახელმწიფოში გამოგზავნეს ქართველი ელჩები გ. ავალიშვილი და ე. ფალავანდიშვილი. ამავე დროს რუსეთის მთავრობას მისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო ვითრების პირობებში (საფრანგეთ-რუსეთის დაახლოება) გადაწზვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთება. 18 დეკემბერს პავლე I-მა ხელი მოაწერა სათანადო მანიფესტს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ ინახავდნენ. 28 იანვარს მანიფესტი პეტერბურგში გამოაქვეყნეს. თბილისში 1801 წლის იანვარში ჩამოსული ზემო აღნიშნული ელჩები წარუდგნენ დავით გიორგის ძეს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მართავდა სამეფოს. მან ისინი ხელშეკრულების გასაფორმებლად პეტერბურგს გაგზავნა, მაგრამ მათ პავლე Iცოცხალი აღარ დახვდათ (იგი შეთქმულებმა მოკლეს 1801 წლის 11 მარტს). ქართველმა რწმუნებულებმა რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა, რომელსაც საფუძვლად დაედო 1800 წლის 19 ნოემბერი პავლე I-ის მიერ მოწონებული ხელშეკრულების პროექტი. ნოტის თანახმად ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მმართველად უნდა დანიშნულიყო მეფის ერთ-ერთი შვილი, რომელიც იმპერატორის მოადგილე იქნებოდა საკანონმდებლო ხელისუფლებას მოკლებული მეფის ტიტულით, მისი თანაშემწე უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული დიდმოხელე, რომელიც მეორე პირი იქნებიდა მეფის შემდეგ. ფაქტობრივად, რუსეთის მთავრობამ ქართველი ელჩები 1800 წლიდან საქმეს ჩამოაშორა და მათ თხოვნას ანგარიშს არ უწევდა. ფორმალური ხასიათის ღონისძიებათა გატარების შემდეგ 1801 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნდა ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ. იმავე დღეს იმპერატორმა დაამტკიცა დებულება ახალშეერთებული ქვეყნის მმართველობის შესახებ. ამ დებულებამ მოქმედება დაიწყო 1802 წლის მაისში 
 იხ.ვიდეო

                                   არჩილი

                                                     King Archil.jpg
ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში (ვახუშტის ცნობით — 668-718 წლებში), ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისი, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. არჩილს მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს.
იხ. ვიდეო
პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.


                                                                 პიგმეები

                                                         
                                                      აფრიკელი პიგმეები
(ბერძნ. Πυγμαῖοι — «люди величиной с кулак») — დაბალსიმაღლიანი ნეგროიდული ჯგუფის ხალხები, რომლებიც ცხოვრობენ ეკვატორული აფრიკის ტროპიკულ ტყეებში. სხვანაირად მათ ნეგრილებსაც უწოდებენ.უკვე ძვ.წ. მე3 ათასწლეულში მოიხსენიებიან ძველეგვიპტურ ხელნაწერებში. უფრო გვიანდელ პერიოდში ისისნი მოიხსენებიან ძველ ბერძნულ წყაროებში, კერძოდ, ჰომეროსის „ილიადაში“, ჰეროდოტესა და სტრაბონთან.
XVI—XVII ს.ს. ისინი "მატიმბას" სახელით მოიხსენებიან დასავლეთ აფრიკის მკვლევართა ხელნაწერებში.
XIX საუკუნეში მათ არსებობას ადასტურებს გერმანელი მკვლევარი გეორგ ავგუსტ შვეინფურტი, რუსი მკვლევარი ვ.ვ. იუნკერი და სხვები. ეს ტომები აღმოჩენილი იყო ტროპიკულ ტყეებში მდინატეების იტურისა და უზლეს აუზში სხვადასხვა სახელით: აკა, ტიკიტიკი, ობონგო, ბამბუტი, ბატვა.
1929—1930 წ.წ. პ. შებესტის ექსპედიციამ აღწერა ბამბუტის პიგმეები, 1934—1935 წ.წ. მკვლევარმა მ. გუზინდემ იპოვა ეფეს და ბასუას პიგმეები.
XX საუკუნის ბოლოს ისინი ცხოვრობდნენ გაბონისკამერუნისცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისკონგოსრუანდის ტყეებში.
პიგმეების განსახლების არეალი აფრიკაში
იხ. ვიდეო
მოზრდილი მამაკაცების სიმაღლეა 144-150 სმ. კანი ღია ყავისფერი. თმა ხვეული, მუქი. ტუჩები შედარებით სქელი. ეს ფიზიკური ტიპი შეიძლება ცალკე, განსაკუთრებულ რასას მივაკუთვნოთ. პიგმეების შესაძლო რაოდენობამ შეიძლება შეადგინოს 40-დან 280 ათასამდე ადამიანი.
გარეგნული სახით მათთან ახლოს დგანან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი, მელანეზიის ზოგიერთი კუნძულელი და ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიელი ნეგრიტოსები, მაგრამ გენეტიკური თვალსაზრისით, ნეგრიტოსებსა და ნეგრილებს შორის დიდი განსხვავებააპიგმეების მინიატურული სიმაღლის გამოსაკვლევად და მათი იდენტიფიკაციის დასადგენად, მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ბატვას ტომის პიგმეების და მათი მეზობელი-მიწათმოქმედი ბაკიგას ტომის გენომები, აგრეთვე, ბაკას ტომის პიგმეების და მათი მეზობელი-მიწათმოქმედი ნზებეს და ნზიმის გენომები. აღმოჩნდა, რომ დაბალ სიმაღლეზე პასუხისმგებელი ერთნუკლეოტიდიანი პოლიმორფიზმები ბატვას და ბაკას ტომის პიგმეებს განსხვავებული აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი თვისებები აქვთ, მაგრამ ისინი კონვერგენტული ევოლუციის შედეგია.
ბაკას აღმოსავლეთით მცხოვრებ ხალხებს - ეფეს და სუას, თავდაპირველადვე ებადებათ პატარა ბავშვები — ზრდის განმსაზღვრელი (შემაფერხებელი) ირთვება ნაყოფის შიდაგანვითარების პროცესშივე. ბაკას ტომის ბავშვები იბადებიან ნორმალურები, მაგრამ სიცოცხლის ირველი ორი წლის განმავლობაში ისისნი იზრდებიან ევროპელებთან შედარებით შესამჩნევად ნელა.
B-ჰაპლოჯგუფის Y-ქრომოსომის სიხშირე აკასა და მბუტის პიგმეებში აღწევს 35 %. მბუტის გენომაში აღმოჩენილია 0,2%-დან 0,7%-მდე ნეანდერტალელის გენი
იგმეები ტყის მცხოვრები ხალხია. ტყე წარმოადგენს მათი სიცოცხლისათვის საჭირო აუცილებელ წყაროს. მათი ძირითადი საქმიანობა მონადირეობა და შემგროვებლობაა. პიგმეები არ ამზადებენ ქვისგან შრომის იარაღებს. ადრე ცეცხლის მოპოვებაც არ იცოდნენ. ცეცხლის წყარო გადაჰქონდათ ადგილიდან ადგილზე. მათი სანადირო იარაღია ლითონის ბუნიკიანი ისარი. ამასთან, ბუნიკები ხშირად მოწამლულია. რკინას უცვლიან მეზობლებს.პიგმეები, ჩვეულებრივ, საუბრობენ მათი მოსაზღვრე ხალხების ენებზე — ეფე, ასუა, ბამბუტი და სხვ. პიგმეების დიალექტებს შორის არის ზოგიერთი ფონეტიკური სხვაობა, მაგრამ ბაკას ხალხის გარდა, პიგმეებმა დაკარგეს მშობლიური ენები
იხ. ვიდეო

უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -     უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია უცხოპლანეტელების და...