Translate

четверг, 31 января 2019 г.

თამარ მეფე

                             თამარ მეფე

                                                   Queen Tamar - Vardzia fresco.jpg
                                                                                
თამარი გამოსახული ვარძიის მონასტრის ერთ-ერთ ფრესკაზე
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი:1184
მმართ. დასასრული:1213, შესაძლოა 1210 ან 1207
წინამორბედი:გიორგი III
მემკვიდრე:გიორგი IV ლაშა
სხვა წოდებები:მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:1160
გარდ. თარიღი:1213, შესაძლოა 1210 ან 1207
გარდ. ადგილი:აგარანი
მეუღლე:1. იური (გიორგი)
2. დავით სოსლანი
შვილები:1. გიორგი IV ლაშა
2. რუსუდანი
დინასტია:ბაგრატიონები
მამა:გიორგი III
დედა:ბურდუხანი
რელიგია:მართლმადიდებელი ქრისტიანი
(დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“[საჭიროებს წყაროს მითითებას].
1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189(ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.  ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.  თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები
გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინებას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი.
1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი და მამიდასთან იზრდებოდნენ.
იხ. ვიდეო

ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა ... მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა ... და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა“. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე.[9] ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.
მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა.
1184 წლის 27 მარტსვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეში მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაში დაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენეს საქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.
                                სად უნდა ვეძებოთ თამარ მეფის საფლავი?

გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.
სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგ  ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა“, ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ეს მოხელეები თანამდებობებიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ამ თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა დაიწყო.
დიდგვაროვანთა პროტესტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თამარს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მისი მოთხოვნებით ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“ უნდა დაარსებულიყო.
ისანში მდებარეობდა მეფის სასახლე და საქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი – სახელმწიფო დარბაზი. დარბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად კი ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფო მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები უნდა განხილულიყო. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, მეფეს კანონმდებლობითი უფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ ინსტიტუტს გადასცემოდა, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ფუქციები დარჩებოდა. ყუთლუ-არსლანის მოწინააღმდეგეებმა თამარ მეფეს ამ დასის ხელმძღვანელის შეპყრობა ურჩიეს . თამარის მრჩევლებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა ამბოხებულთა მოძრაობას ჩაახშობდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი მანდილოსანი, მიაგზავნა. შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. „კარავის“ დაარსების იდეა არ მიიღეს, თუმცა, ამის სანაცვლოდ, თამარ მეფემ დარბაზის უფლებები გაზარდა.
ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის დაშოშმინების შემდეგ, საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თამარის ბრძანებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და ვაზირის თანამდებობა ანტონმა მიიღო. ამირსპასალარად დაინიშნა სარგის ჯაყელი.
მიუხედავად ამისა, დიდგვაროვანი ფეოდალები მნიშვნელოვან ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ. ისინი აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაშიც. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა. სწორედ იქ დაუკავშირდნენ ქართველი დიდებულები ანდრეის ვაჟს. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე:

„კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.“
მიუხედავად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს . თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“. საქართველოდანგანდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა.
იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და 1191 წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: გუზანი – კლარჯეთისა და შავშეთის მმართველი, ბოცო – სამცხის სპასალარი და ვარდან დადიანი — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი ჯავახეთშითმოგვსა და ერუშეთის შუა ნაწილში დაამარცხა. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ თარგი:სად. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა.  რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს 
1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში (ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას დამარცხდა
გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვიდა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს
იხ. ვიდეო

რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟის დემეტრესგან. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გადაიხვეწა[საჭიროებს წყაროს მითითებას]მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“.
თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი“ დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა“) გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსები.
თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის, პოლიტიკური კურსი განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. ამ პერიოდში თურქებიუკიდურესად შევიწროებულები იყვნენ. მდგომარეობამ ისინი აიძულა გაერთიანებასა და კოალიციურ ლაშქრობაზე ეფიქრათ. მათ ბაღდადის ხალიფას მიმართეს და განზრახული ლაშქრობის მოწყობაში დახმარება სთხოვეს. ბაღდადის ხალიფა, ფაქტობრივად, აღმოსავლეთის მუსლიმანური რელიგიის მეთაურად თვლიდა თავს და ქრისტიანების წინააღმდეგ „მართლმორწმუნეთა დასაცავად“ ყოველთვის მზად იყო. ხალიფამ ლაშქრობისთვის დიდი თანხები გამოჰყო.
იმ დროისთვის, ირანის ადარბადაგანის მმართველი აბუ-ბაქრი, ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. სწორედ აბუ-ბექრმა ისარგებლა ხალიფას მატერიალური დახმარებით და მისი მოწოდებაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან აღმოსავლეთის თურქთა დიდძალ ლაშქარს მოუყარა თავი. აბუ-ბექრი პირველად შირვანისკენ გაემართა. შირვანშაჰი აღსართანი და მისი სიძე ამირ-მირმანი ვერ გაუმკლავდნენ მტერს. შირვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, შესაბამისად, საქართველოს შირვანის მიმართ გარკვეული ვალდებულებაც ეკისრა.
საქართველოს სამეფო კარის გადაწყვეტილებით დიდძალი ლაშქარი შეიკრიბა. ქართველთა ლაშქარი ბრძოლისათვის გაემართა, შამქორისაკენ. ცხენოსანთა ლაშქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან დაიძრა და მდინარე ხრამიდან შამქორისწყლამდე მანძილი დღე-ღამეში გაიარა. შამქორის ბრძოლა 1195 წელს გაიმართა
ისტორიული ქალაქი შამქორი მდინარე შამქორისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. აბუ ბაქრი ქალაქში გამაგრდა, ამიტომ ქართული ლაშქრის მთავარი დარტყმის ობიექტად ქალაქი შეირჩა. ციხესიმაგრეზე შეტევას, ლაშქრის მარჯვენა ფრთა ახორციელებდა. დავით სოსლანის რაზმი ცუდი გზების გამო დაყოვნდა. მისმა მოსვლამ არსებითად შეცვალა ბრძოლის ვითარება. ამ ბრძოლაში გამარჯვება ქართველებს ხვდათ წილად.
იხ. ვიდეო

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელში აღმოჩნდა კავკასიის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები: განძაანისიკარი, თურქთა გავლენა რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა. ციხე-ქალაქი კარი თავისი სიძლიერით გამოირჩეოდა და მთელ ამიერკავკასიაში თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა. ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს რომ, „მრავლით ჟამთაგან“ იბრძოდნენ კარისათვის სარგის თმოგველიშალვა თორელი და მესხნი. მათ კარის ირგვლივ არსებული ყველა ქალაქი და სოფელი დაიმორჩილეს, კარის აღება კი ვერ შეძლეს. თამარ მეფემ ქალაქის ასაღებად დავით სოსლანი გააგზავნა, თვითონ თამარი ჯავახეთში დადგა და აქ დაელოდა „ამბავსა მათსა“. ქართველებმა შეძლეს ციხე-ქალაქის აღება და ეს ტერიტორია უშუალოდ საქართველოს შემოუერთეს. კარის აღებას უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.
მუსლიმანურმა სახელმწიფოებმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის მოწყობა გადაწყვიტეს. ამჯერად ამ ლაშქრობას სათავეში მცირე აზიის თურქული სახელმწიფო, რუმის სასულთნო ჩაუდგა. რუმის სულთანმა რუქნადინმა 400,000 მეომარი შეკრიბა. მან საგანგებო მოციქული გამოუგზავნა თამარს, რომელთაც მეფეს კადნიერი წერილი გადასცეს:

„მე ნუქარდინ. სულთანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.
ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა.
და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა.

ვარძია
თამარის პირველ ისტორიკოსთან დაცულია ცნობა, რომ რუქნადინის ელჩს წერილის გადაცემის შემდეგ, მეფისათვის უღირსი სიტყვებით მიუმართავს:„უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ამ სიტყვებს რომ ამბობდა ელჩი, მხარგრძელი წამოდგა „და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა“.
თამარის ბრძანებით ჯარის შეკრება დაიწყეს. მეფე ვარძიაში მივიდა და იქ ღვთისმშობელს შეავედრა ქართველების ჯარი.
ქართველთა ლაშქარი ბასიანში მივიდა, სადაც სულთანი იყო დაბანაკებული ბასიანის ბრძოლა 1203 წელს გაიმართა. ხანგრძლივი ბრძოლის დროს ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალხციხელებს ცხენები დაუხოცეს, სარდლები ბრძოლას ქვეითად განაგრძობდნენ. ქართველთა ლაშქარში, ამ ფაქტმა მცირედი არეულობა გამოიწვია თუმცა, დავით სოსლანმა ბრძოლის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გადაჯგუფება განახორციელა – მან ცხენოსანთა რაზმი მოწინააღმდეგის გვერდებზე შეტევისთვის მოამზადა, მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, ხოლო მარჯვენაზე ზაქარია მხარგრძელი განაწესა. შეტევა ერთდროულად განხორციელდა. დავით სოსლანის მიერ დასახულმა გეგმამ გაამართლა: მტერი პანიკაში ჩავარდა და ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ბასიანის ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი პოზიციები რეგიონში და სამხრეთის საზღვრები სრულიად გაამაგრა.
თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული ტრაპიზონის იმპერიის შექმნა. ძლიერი საქართველოს სამეფო თავის გავლენას ავრცელებდა სამხრეთით, მათ შორის, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.
XIII საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაში კომნენოსებისა და ანგელოსების დინასტიებს შორის დიდ შინაპოლიტიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რამაც სახელმწიფო ეკონომიკურად დაასუსტა. 1202წელს დაიწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობალიბო შამპანიელის სარდლობით. 1201 წელს, ლიბოს გარდაცვალების შემდეგ, ლაშქრობას ბონიფაცი მონფერატი ჩაუდგა სათავეში. 1202 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის გეგმა შეიცვალა – ეგვიპტის ნაცვლად ჯვაროსნებს ზადარსა და თრაკიაში უნდა ელაშქრათ.
იმავდროულად, რომის პაპმა ინოკენტი III-მ გერმანიის მიერ შელახული რომის სტატუსის გაძლიერება გადაწყვიტა და ჯვაროსნებს დასუსტებული კონსტანტინოპოლის აღება უბრძანა. 1203 წლის ივნისში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს ჯვაროსნების ხომალდები მიუახლოვდნენ. 1204 წლის იანვარში ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს. იმავე წელს შეთქმულებმა ისააკ II ანგელოსი საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდეს და დააბრმავეს
XII საუკუნეში საქართველოს შემადგენლობაში მოექცა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებიც. საქართველოს მეფეები მჭიდრო კავშირს ამყარებდნენ ჩრდილოეთით მოსახლე ხალხთან. თამარის მეფობის ბოლო წლებში იმიერკავკასიელი მთიელები, საქართველოს მეფის ყმადნაფიცები იყვნენ და საქართველოს კულტურულ გავლენას განიცდიდნენ. ამას მეტყველებს ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩენილი მრავალი ქართული წარწერა
ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს . ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს. მატიანეები ასე გადმოგვცემენ ამ მოვლენას:
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:
„და წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა ძესა თავისსა ლაშას“.
„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“:
აღმოიყარნეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათსა დაამკვიდრეს თავისსა
შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა
.“
„ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“:
„მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი
და მეფენი... დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“.

გელათის მონასტერი, თამარ მეფის საფლავის სავარაუდო ადგილი.
თამარის გელათში დაკრძალვა სრულიად კანონზომიერი ფაქტი იყო. საქართველოს მეფე დაიკრძალა ქართველ მეფეთა ტრადიციულ საძვალეში. არსებობს მრავალი ლეგენდა თამარის სამარხთან დაკავშირებით. არის ასეთი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თამარ მეფეს ანდერძად დაუტოვებია, ისე დაეკრძალათ, რომ მისი საფლავი არავის სცოდნოდა. სწორედ ამიტომ, გაუკეთებიათ ექვსი მოოქროვილი კუბო. ერთი ოჯახიდან მოიყვანეს ოთხი ძმა, რომლებმაც თამარის ცხედარი წაასვენეს და საიდუმლოდ დამარხეს. ძმები უკან აღარ დაბრუნებულან. არსებობს ამ თქმულების სხვადასხვა ვარიანტი. სახალხო მთქმელები თამარის დაკრძალვის ადგილად ასახელებენ სვანეთს, რაჭას, სოფ. მურღულს, იალბუზის მთას, გელათს, ვარძიას, მცხეთას და ა.შ.
ასევე, არსებობს მოსაზრება მეფე თამარის ნეშტის გელათიდან იერუსალიმში გადასვენების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თამარის უფლის საფლავის სიახლოვეს დასაფლავების სურვილი უნდა ყოფილიყო. საფუძველი ამგვარ ვარაუდს ფრანგი რაინდის გ. დებუას წერილმა დაუდო. ფაქტებით ეს ვერსია არ დასტურდება

понедельник, 28 января 2019 г.

როგორ დაბობმა და გაანდგურა ისრაელის ავიაციამ რუსული პანცირი
21 იანვარს ისრაელმა დაბობმა სირიის ანტისაჰაეერო სისტემები მაგრამ სანამ უშუალოდ ამ ფაქტს შევაფასებს და შინაარს მოვყვები, ჯერ მინდა წინა მიმდინარე პროცესებს შევეხოთ კერძოდ გახმაურებული ინცინდენტს როცა ასე ვთქვათ ოფიციალურად მეგობრული ცეცხლით საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდეს სირიაში (საუბარია სადაზვერო თვითმფრინავზე)ხოლო რუსეთმა  მაინც ისრაელი დაადანაშაულა კერძოდ რუსეთის გენერალიტეტმა და თან ბრალი დასდეს ისრაელის თვითმფრინავს, რომ ჩვენს თვთმფრინავსო ,,მოეფარე'' საინტერესოა ხომ ამის შემდეგ რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გადასცა ანტისაჰაერო სისტემები ასადის ჯარებს მათ შორის ს-300 და ამ ტეხნიკას შეუძლია ასე რომ ვთქვათ ბუზიც კი ჩამოგდოს თან ისიც დასძინეს, რომ ასადის ოფიცრებსო შევასწავლეთო ამის შემდგებ შეიძლება გვეფიქრა, რომ ისრაელი მოერიდებოდა ავიაციით დაბობვას იმის შიშით რომ არ ჩამოგდოთ, თუმცა როგრც მე თავიდავნე ვივარაუდე ისირალემა გააგრძელა ოპერაციები ჩვეულებრივ.

ამჟამად შინაარსი ძალინ სანიტერესოა კერძოდ ისრაელმა წინსაწარ გააფრთხილა ასადი რომ მე ვაპირებ დაბობვასო ირანის პოზიციებზეო და ასე ვთქვათ ნუ ჩაერევითო და როცა დაიწყეს იერიშის მიტანა ასადის ანტისაჰაერო სისტემამ ცეცხლი გაუხსნა აქ ვიდეოში კი კარგად ჩანს, რომ პანცირი რ-იც ტეხნიკური მომანცემებით კარგი სისტემა უნდა იყოს (სხვათაშორის ეს მეორეჯერ გაანადგურეს) კარგად ჩანს როგორ ცდილობს მოგერიებას დასკვნა თავად გამოიტანეთ მე კი ნადვილად შევაფასებდი რუსულ ტეხნიკას უუნაროს და არა საიმედოს თანამედრვე ომებში და ეს დაუმტკიცა ისრაელმა.იხ. ვიდეო თვითონ რუსები არია აღშფოთებული და ამბიობენ რომ ისრაელის წინაშე უძლურები არიან
მაშ გავაგრძელოთ ისრაელის მოქმედება სირიაში ს-300 და ს-400 წინამღდეგ განხორციელებელი განადგურები რუსული სამხედრო ტეხნიკა უმრავჯერ გაუკეთებია და ამას ახრხებს უპრობლემოდ თიტქოს ჩვეულებრივი გაფრენები არის  2019წ-ის 2 ივნისს და რუსთის პოლიტიკის ფიასკო იხ. ვიდეო



                  ზაქარია ფალიაშვილი

                                             
(დ. 16 აგვისტო [ ძვ. სტ. 3 აგვისტო]1871ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი1933თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი. იხ. ვიდეო
ზაქარია ფალიაშვილის მამა კათოლიკური ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის 4 ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ივანემ (ზაქარიას ძმა) და ზაქარიამ მიიღეს პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან) სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში, მღეროდა იგივე ეკლესიის გუნდში, 1887-იდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში. 1891-დან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895–1899 - თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896-დან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900–1903 წლებში მოსკოვისკონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს.
1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ დაფუძნებაში (1905), დააარსა გუნდი და ორკესტრი, 1908–1917 სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იყო აქტიური წევრი „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა“, დირიჟორობდა სპექტაკლებს. 1905 მოსკოვში დაიბეჭდა ფალიაშვილის პირველი რომანსები „ახალ აღნაგო სულო“, „ნანა, შვილო“ (მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს). ამ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე „მრავალჟამიერი“ (სოლისტი, გუნდი და ორკესტრი, 1908), „ქართული ლიტურგია“ (1910), განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა (300-მდე) და დამუშავებას. გამოსცა 2 კრებული - „40 ქართული ხალხური სიმღერა“ (1910) და „8 ქართული ხალხური სიმღერა“ (დამუშავება; 1910). 1910 დაიწყო მუშაობა ოპერა „აბესალომ და ეთერზე“, რომლის ნაწყვეტები 1913 წელს შესრულდა. 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ამ ოპერის პრემიერა. ფალიაშვილი განაგრძნობდა აქტიურ შემოქმედებით, პედაგიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი (1918-იდან) და დირექტორი (191919231929-1932) წლებში. შექმნა ოპერები — „დაისი“ (1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს) და „ლატავრა“ (1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), „საზეიმო კანტატა“ (1927) და სხვა.ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური პრინციპებისა და სტილური თავისებურებების ფორმირებაში. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. ფალიაშვილის შემოქმედება მაღალი იდეურობისა და ხალხურობის ნიმუშია. იგი თანამიმდევრულად რეალისტურია. ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში განასახიერა ქართველი ხალხის სულიერი ძალა და მუსიკალური გენია. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკის კულტურის მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციებთან მისი სინთეზირების საფუძველზე. ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, გადაწყვიტა რა იმ დროის ქართული მუსიკის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები - მოახდინა მისი პროფესიონალიზაცია. იგი პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.
იხ ვიდეო

კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოგვისახავს ისტორიული წარსულის ჰეროიკას, ხალხის ცხოვრების სურათებს, ეროვნული ეპოსის დიად სახეებს. ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია „აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ-დრამატული „დაისი“, გმირულ-პატრიოტული - „ლატავრა“. პირველი ორის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია (ლიბრეტო ხალხური თქმულების "ეთერიანის" საფუძველზე შეადგინა პ.მირიანაშვილმა). სიყვარულსა და სიკვდილზე ამაღლებული პოემა კომპოზიტორმა მუსიკალური ტრაგედიის სადა და ამავე დროს მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა. ღრმა სოციალურ-ეთიკურმა იდეამ (სიავარულის ძალა გადალახავს სოციალური უთანასწორობის ზღუდეს და ამარცხებს თვით სიკვდილს) განსაზღვრა ოპერის მუსიკის ამაღლებულობა და მონუმენტურობა, მხატვრული სახეებისა და დრამატურგიის ეპიკური ხასიათი, რაც საგუნდო მასობრივი სცენების სიჭარბითა და მოქმედების დინჯი განვითარებით არის ხაზგასმული. ამავე დროს, ოპერის მუსიკა უდიდესი შინაგანი ექსპრესიითა და დინამიზმითაა გამსჭვალული. "აბესალომ და ეთერი" სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: ხარკოვში (1931), მოსკოვში, სსრკ "ბოლშოი" თეატრში (1939 და 1946), ლენინგრადში(1972), კიევში (1972), ქუთაისში (1969), უცხოეთში - ლოძსა (1972) და ზაარბრიუკენში (1974). გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფიტაზე, გადაღებულია ფილმი.
იხ. ვიდეო

მაღალმხატვრული თვისებით, მკაფიო ეროვნული ნიშნებით არის აღბეჭდილი ფალიაშვილის მეორე შესანიშნავი ქმნილება ოპერა "დაისი" (ლიბრეტო ვ. გუნიასი), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულ-დრამატულ ჟანრს ქართულ საოპერო მუსიკაში. მხატვრულ სახეთა სიმდიდრემ და ფერადოვნებამ, მუსიკის იშვიათმა პოეტურობამ და გამომსახველობამ, ნათელმა მელოდიურობამ განაპირობა ოპერის ისტორიული მნიშვნელობა და პოპულარობა. ოპერაში შეხამებულია ლირიკულ-სატრფიალო და გმირულ-პატრიოტული მოტივები. გმირთა პირადი დრამა ცოცხალ და ფერადოვან ჟანრულ ფონზე იშლება. ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. დაიდგა აგრეთვე სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: მოსკოვში (1937), კიევში (1938), ალმა-ათაში (1943), ბაქოში (1956), აგრეთვე სარატოვში, ოდესაში, ნოვოსიბირსკში, ერევანსა და გორკიში. 1974 დაიდგა ზააბრიუკენში, 1975 - პლეზენში. გამოცემულია "დაისის" კლავირი და პარტიტურა. ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე
იხ. ვიდეო

ფალიაშვილი ქართულ ორლარიანზე
მნიშვნელოვანი მუს. ღირსებით გამოირჩევა "ლატავრა" (ლიბრეტო ს.შანშიაშვილი) ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები.
ფალიაშვილის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (1937-იდან), რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები - მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმები; დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971-იდან)

კონსტანტინოპოლი

                         კონსტანტინოპოლი

                                       
                                                          კონსტანტინოპოლის რუკა
(ბერძნ. Κωνσταντινούπολις) — თანამედროვე სტამბოლის (თურქეთი) სახელი საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი“ შეარქვეს. იხ. ვიდეო
ბიზანტიონის ხელსაყრელმა მდებარეობამ ორი კონტინენტის შესაყარზე და მთავარ საზღვაო მაგისტრალზე შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის, ხელი შეუწყო მის აყვავებულ ქალაქად გადაქცევას. მისი ასეთი მდებარეობის გამო ის ხშირად ყოფილა მაშინდელი დიდი იმპერიების ქიშპობის საგანი და ბევრჯერაც დაურბევიათ. რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამ მისი როლი რამდენადმე დააკნინა.
                                                 
                                               მეჰმედ II-ის შესვლა კონსტანტინოპოლში
კონსტანტინე დიდმა, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე, ახალი ქალაქი დააარსა და რომის იმპერატორის ტახტი 330 წელს იქ გადაიტანა. იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული „ახალი რომი“ იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა. ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრისტიანულ დედაქალაქს. იხ ვიდეო
1453 წლის 29 მაისს, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა ცნობილმა და გამოჩენილმა სულთანმა, მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლის ალყა დაიწყო. სულთან მეჰმედის წინაპრებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის აღების, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს აღარ გაუმართლა და ოსმალებმა მისი აღება მოახერხეს. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაქრა რუქიდან, ხოლო ოსმალეთის სასულთნო ოსმალეთის იმპერიად ჩამოყალიბდა. ოსმალებმა უწოდეს მას სახელი „სტამბოლი“ და დედაქალაქად გამოაცხადეს. ის ამ სტატუსს ოსმალეთის დაშლამდე, 1922 წლამდე ინარჩუნებდა და დღესაც არის თურქეთის რესპუბლიკის უდიდესი ქალაქი. იხ. ვიდეო

კონსტანტინოპოლის დაცემა — ოსმალეთის იმპერიის სულთან მეჰმედ II-ის მიერ 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის აღება, რასაც შედეგად მოჰყვა ბიზანტიის იმპერიის რუკიდან გაქრობა. ბრძოლაში დაიღუპა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI დრაგაში. კონსტანტინოპოლი გახდა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი და ამ სტატუსს ატარებდა 1922 წლამდე.

„და ოდეს აღიღეს კონსტანტინოპოლი, მას ჟამს დაბნელდა მზე.
იხ.ვიდეო
თარიღი 6 აპრილი— 29 მაისი1453
ადგილი ონსტატინეპოლი
შედეგიდაპყრობა კონსტანტინეპოლის თურქებ -ოსმალების
მოწინაამღდეგება
Flag of PalaeologusEmperor.svg ბიზანტიის იმპერია
Flag of Genoa.svg გენუელებუს რესპუბლიკა
Flag of Most Serene Republic of Venice.svg ვენესუელის რესპუბლიკა
Fictitious Ottoman flag 1.svg ჯარები შეხზადე ორხანა
Fictitious Ottoman flag 1.svg ისმალეთის იმპერია
Supposed Flag of the House of Crnojevic.svg სერბეთის დესპოტია
ხელმძღვანელები
Flag of PalaeologusEmperor.svg კონსტანტინე XI †
Flag of PalaeologusEmperor.svg ლუკა ნოტარას†
Flag of Genoa.svg ჯოვანი  ლონგო
Fictitious Ottoman flag 1.svg შეხზადე ოსხანი†
Fictitious Ottoman flag 1.svg მეხმედ II
Fictitious Ottoman flag 1.svg აგანოს
ძალები მხარეების
მეტი 7000 ჯარისკაცი, 26 გემები[წყარი არ არის მითიტებული 3157 დღ], მებრძოლები ვენერციური და გენუის ნაიმნიკები, ასევე  არმია შეხაძე ორხანა(600 ადამიანი)
120 000 — 160 000 (სხვა მონაცემებით  —  300 000მდე) რეგულარული მებრძოლები  არმიაში, 6 ტრირემი, 14 ბირემი, 20 ნიჩბოსნები, დაახლოებით75 ფუსტი   ფლოტი
დანაკარგები 
მთელი გარნიზონი, ასევე მრავალმრიცხოვანი მკვლელობა მშვიდოაბ იანი მოსახლეობის
60-90ათასი
იხ. ვიდეო

კონსტანტინე XI, ბიზანტიის უკანასაკნელეი იპერატორის
იხ.ვიდეო

                                   სულთანი მეხმედ II დამპყრობელი
იხ. ვიდეო
კონსტატნტინეპოლის დაცემა უცნობი ვენეციელი მხატვრის მიერ XV —დასწყ.. XVI -ში. ჩანს თურქული , ასევე გენუელი , ვენეციელი, ქრისტიანი და ბიზანტიური გემები.ოქროს  კარიბჭე და ციხესიმაგრეზე აღიმართება თურქული  დროშები, ქალაქზე  — კვამალის კუბები.
იხ. ვიდეო





უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -     უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია უცხოპლანეტელების და...