კავკასია
კავკასიის ეკორეგიონის ფიზიკური რუკა
(აზერ. Qafqaz; სომხ. Կովկաս; რუს. Кавказ) (სახელწოდება პირველად მოხსენიებულია დრამატურგის ესქილეს ტრაგედიაში „მიჯაჭვული პრომეთე“) — ვრცელი ბუნებრივი რეგიონი შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს შორის. იგი შემოსაზღვრულია კუმა-მანიჩის ღრმულით (ჩრდილოეთი), ირანით და თურქეთით (სამხრეთი), ყუბანის შესართავით (დასავლეთი) და აფშერონის ნახევარკუნძულით (აღმოსავლეთ
იხ.ვიდეო
იხ.ვიდეო
კავკასიის ფართობი დაახლოებით 440 ათასი კვ. კმ-ია, სადაც 30 მლნ ადამიანი ცხოვრობს. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი კავკასიონს ჩრდილოეთ კავკასიად (იმიერკავკასიად; ფართობი 250 ათ. კმ2) და ამიერკავკასიად (ფართობი 190 ათ. კმ2). ბუნებრივი პირობების მიხედვით განასხვავებენ აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონს, რომელთაგან პირველი მოიცავს აზოვისა და შავი ზღვის აუზს, მეორე — კასპიის ზღვის აუზს. ქედი ამასთანავე წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისა. გეოგრაფიულად კავკასიას ეკუთვნის ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, როსტოვის ოლქისა და ყალმუხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილი.
ამჟამად კავკასიის ტერიტორია 4 სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს: საქართველო (69,7 კვ.კმ), სომხეთი (29,8), აზერბაიჯანი (86,6), რუსეთი (254,3). თვით რუსეთის ფედერაცია კავკასიაში წარმოდგენილია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებით: კრასნოდარის მხარე (76,0), სტავროპოლის მხარე (66,5), რესპუბლიკები — ადიღე (7,6), ყარაჩაი-ჩერქეზეთი (14,1), ყაბარდო-ბალყარეთი (12,5), ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია (8,0), ინგუშეთი (4,6), ჩეჩნეთი (15,9), დაღესტანი (50,3).
კავკასიის უძველეს მოსახლეობაში ძირითადად გამოიყოფა ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული, რასობრივი ტიპი. ერთი. რომელსაც ხმელთაშუაზღვისპირულ რასას აკუთვნებენ, მოიცავს იმიერკავკასიისზოგიერთ დაბლობ რაიონსაც (მაგ. ყუბანის რეგიონი). მას ახასიათებს ვიწრო და გრძელი თავი, ძალზე ვიწრო, მაღალი და მკვეთრად პროფილირებული სახე, დახვეწილი ყვრიმალი, ვიწრო და მკვეთრად გამოხატული ცხვირი, გლუვი რელიეფი და სხვა. ამ ტიპის თანამედროულად ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობ რეგიონებში გავრცელებული იყო მისგან მკვეთრად განსხვავებული ტიპი, რომელსაც ახასიათებდა ზომიერი სიგრძისა და სიგანის თავი, ფართო და ნაკლებპროფილირებული სახე, ზომიერად გამოხატული ყვრიმალი და სხვა.
კავკასიის თანამედროვე მოსახლეობა ანთროპოლოგიურ შემადგენლობაში ძირითადად გამოყოფენ სამ დიდ რასობრივ ტიპს. კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე გავრცელებულია ადიღური ანთროპოლოგიური ტიპი, ამ ტიპისაგან მუქი პიგმენტაციითა და ზოგიერთი სხვა ნიშნით განსხვავდება კავკასიის კასპიისპირეთში გავრცელებული დასავლურ-კასპიური ტიპი. იგი გვხვდება აზერბაიჯანელებსა და დაღესტნელებში. ამ ტიპის ანალოგიური ფორმები შეინიშნება შუა აზიის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ ინდოეთის ევროპეოიდულ მოსახლეობაში. აქ იგი ცნობილია ინდოხმელთაშუაზღვისპირული რასის ინდოპამირული განშტოების სახელით. მესამეა ცენტრალურ კავკასიაში მცხოვრები წინააზიური ტიპი, რომელსაც ახასიათებს მკვეთრად ბრაქიკეფალური თავი, საკმაოდ ფართო, მაგრამ მკვეთრად პროფილირებული სახე, ვიწრო, მაღალი და მკვეთრად გამოხატული ცხვირი, უხვად განვითარებული თმოვანი საფარველი და სხვა. ეს ტიპი გავრცელებულია თანამედროვე ქართველების ნაწილში, სომხებში, დასავლეთ აზერბაიჯანელებსა და დაღესტნელებში, კავკასიის მთიელთა ჯგუფებში და სხვა. მისი ანალოგიები წინა აზიის თანამედროვე მოსახლეობაში გვხვდება.
იხ.ვიდეო
იხ.ვიდეო
კავკასიის თანამედროვე მოსახლეობაში საკმაოდ გარკვევითაა გამოხატული ლოკალური ქვეტიპები, რომლებიც მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ეროვნების ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ), ინდოევროპულ და ალტაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე.
იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შედის ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და დაღესტნურ ენათა ჯგუფები. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია ქართველები, ისინი ცხოვრობენ კავკასიონის შუა ნაწილის სამხრეთ კალთაზე. ამ ოჯახის ენებზე მოლაპარაკე ყველა სხვა ხალხი, აფხაზების გარდა, განსახლებულია კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე.
- აფხაზურ-ადიღურ ჯგუფში შედიან წარმოშობით მონათასავე ადიღეელები (ადიღე და კრასნოდარის მხარის მეზობელი რაიონები), ჩერქეზები (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) და ყაბარდოელები(ყაბარდო-ბალყარეთი დაბლობი ნაწილი და ჩრდილოეთი ოსეთის მოზდოკის რაიონი), აგრეთვე აფხაზები (აფხაზეთი და აჭარა) და აბაზები (ყარაჩაი-ჩერქეზეთის ჩრდილოეთი ნაწილი).
- ნახურ ჯგუფში შედიან ჩაჩნები (ჩაჩნეთ-ინგუშეთის აღმოსავლეთი და ცენტრალური რაიონები და დაღესტანი ხასავიურთის რაიონი) და ინგუშები (ჩაჩნეთ-ინგუშეთი დასავლეთი რაიონები და მისი მომიჯნავე ჩრდილოეთ ოსეთის რაიონები), ენობრივად ამავე ჯგუფს უკავშირდებიან ბაცბები ანუ წოვა-თუშები (საქართველო, ახმეტის რაიონი), თუმცა კულტურულ-ისტორიულად, რელიგიურად, ყოფითა და სხვა ძირითადი ნიშნების მიხედვით ისინი ქართველი ერის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.
- დაღესტნელ ხალხთა დიდი უმრავლესობა შედის დაღესტნურ ჯგუფში, რომელიც შედგება 4 ქვეჯგუფისაგან: ხუნძური, დარგუული, ლაკური და ლეზგიური. ხუნძურ ქვეჯგუფში (მთიანი დაღესტანი და აზერბაიჯანის ჩრდილოეთ-დასავლეთი რაიონები) ხუნძების გარდა შედიან მათათან თითქმის შერწყმული მცირერიცხოვანი ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები (ანდიელები, ბოთლიხელები, ღოღობერიელები, ჭამალალები, კვანდელები, ტინდიელები, ყარადაღელები, ახვახელები, ცეზები, ჰინუხები, ხვარშიელები, ბეჟიტელები, ჰუნზიბელები), აგრეთვე არჩიბელები.
- დარგუულ ქვეჯგუფში (შუა დაღესტნის მთიანი და მთისპირა რაიონები) დარგუელთა გარდა ხაიდაყელები და კუბაჩელები, ლაკები ცხოვრობენ ცენტრალურ დაღესტნის მთებში. ლეზგიურ ქვეჯგუფში შედიან ლეზგები (დაღესტნის აღმოსავლეთი და აზერბაიჯანის ჩრდილოეთი რაიონები), თაბასარანელები (სამხრეთ-აღმოსავლეთ დაღესტანი, დერბენტის დასავლეთით), აღულები (დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთის მაღალმთიანი ნაწილი), რუთულელები (სამხრეთ დაღესტანი, მდინარე სამურის ზემო დინება), წახები (რუთულელების დასავლეთით), მათვე განეკუთვნებიან ჩრდილოეთი აზერბაიჯანის მცირერიცხოვანი ხალხები: უდიები, ბუდუხები, კრიწები და ხინალუღები.
კავკასიაში მცხოვრებ ხალხთაგან ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედიან რუსები, უკრაინელები, სომხები და ირანის ჯგუფის ხალხები. რუსები ცხოვრობენ სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში, აგრეთვე კავკასიის ყველა მოკავშირერესპუბლიკაში; უკრაინელები — კრასნოდარის მხარეში. ჩრხილოეთ კავკასიის რუსი და უკრაინელი მოსახლეობა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ყუბანისა და თერგის კაზაკები.
ინდოევროპულ ოჯახის ცალკე ჯგუფია სომხები. შეადგენენ სომხეთის ძირითად მოსახლეობას, ცხოვრობენ აგრეთვე მთიან ყარაბაღში, საქართველოში (უმთავრესად ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებში) კავკასიის ქალაქებში. ამავე ოჯახის ირანულენოვან ჯგუფს განეკუთვნებიან ოსები (ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი), ქურთები (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი), თათები(აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთი და დაღესტნის სამხრეთი ნაწილი), თატურ ენაზე მოლაპარაკე მთის ებრაელები (დაღესტანი და აზერბაიჯანი), თალიშები (აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი).
იხ.ვიდეო საინტერესოა
იხ.ვიდეო საინტერესოა
- ალთაური ოჯახის თურქულ ჯგუფის ენებზე ლაპარაკობენ აზერბაიჯანელები (აზერბაიჯანი და საქართველოს, სომხეთის, დაღესტნის მოსაზღვრე რაიონები); ერთმანეთთან ახლომონათესავე ყარაჩაელები (ყარაჩაი-ჩერქეზეთის სამხრეთ მთიანი რაიონები) და ბალყარები (ყაბარდო-ბალყარეთის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი რაიონები), ყუმუხები (დაღესტნის დაბლობი ნაწილი, მცირე რაოდენობით — ჩაჩნეთ-ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთში), ნოღაელები (სტავროპოლის მხარე და დაღესტანი), თათრები(აზერბაიჯანის ქალაქები), კავკასიის თურქმენები (სტავროპოლის მხარის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი რაიონები).
კავკასიაში მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ ბერძნები, ასურელები, მოლდაველები, ესტონელები, მორდველები, კორეელები, ბოშები. კავკასიის მორწმუნე მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებს. მართლმადიდებლები არიან: რუსები, უკრაინელები, ოსების ძირითადი ნაწილი, ქართველებისა და აფხაზების უმრავლესობა, მოზდოკის ყარაბდოელები; მონოფიზიტები - სომხები. დანარჩენი ხალხების დიდი ნაწილი მუსლიმანები იყვნენ, მ. შ. ლეკების მცირე ნაწილი — შიიტები; სხვები და ნაწილობრივ აფხაზები, ოსები და ქართველები (აჭარლები და ინგილოები) — სუნიტები. ქართველი და მთიელი ებრაელები აღიარებდნენ იუდაიზმს.
ენობრივი კლასიფიკაციის შესაბამისად კავკასიელი ხალხები შემდეგ ჯგუფებად იყოფიან:
კავკასიური ოჯახის ხალხები:
- ქართველური ჯგუფი: ქართველები (საქართველოში: დაახლ. 4.000.000; საერთო რაოდენობა: 7.200.000)
- აფხაზურ-ადიღეური ოჯახი: აფხაზები (95.000), აბაზინები (31.000), ყაბარდოელები (304.000), ჩერქეზები (50.000), ადიღეელები (115.000).
- ნახური ჯგუფი: ჩეჩნები (840.000), ინგუშები (200.000).
- დაღესტნური ჯგუფი: ავარელები (540.000), ლეკები (430.000), ლაკები (110.000), დარგუელები (32.000).
ალთაური ოჯახის ხალხები:
- თურქული ჯგუფი: აზერბაიჯანელები (5.800.000), ყუმუხები (255.000), ყარაჩაელები (140.000), ბალყარელები (69.000).
- მონღოლური ჯგუფი: ყალმუხები (218.000)
ინდოევროპული ოჯახის ხალხები:
- სლავური ჯგუფი: რუსები (8.100.000), უკრაინელები (350.000). ბევრი მათგანი თავს კაზაკებად მიიჩნევს.
- ბერძნული ჯგუფი: ბერძნები (120.000).
- ირანული ჯგუფი: ოსები (570.000), ქურთები (230.000)
- სომხური ჯგუფი: სომხები (4.300.000).
აფრაზიული ოჯახის ხალხები:
მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობისა, კავკასიელებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, აგრეთვე საერთო ისტორიული ბედი, კულტურებისა და ტრადიციების მსგავსება. კავკასიის ბუნების სილამაზეს, მის მცხოვრებთა ტრადიციებს ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები მიეძღვნა, მათ შორის აღნიშვნის ღირსია: “კავკასია” — ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოები, პუშკინის "კავკასიელი ტყვე", ლერმონტოვის რომანი “ჩვენი დროის გმირი”, ტოლსტოის რომანი “კაზაკები” და “ჰაჯი მურატი”.
კავკასიელთა ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს. ქალაქელთა ყველაზე დიდი პროცენტია ჩრდილოეთ ოსეთში — 68% და სომხეთში — 66%, ყველაზე ნაკლები — დაღესტანში 39%. სამ კავკასიურ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს (ბაქო, თბილისი, ერევანი), 10 ქალაქში — 200 ათასზე მეტი, 8 ქალაქში — 100 ათასზე მეტი. მნიშვნელოვანი ქალაქებია:
- ბაქო (1.757.000), თბილისი (1.264.000), ერევანი (1.215.000), კრასნოდარი (620.000), ჯოხარყალა (გროზნო, 401.000), სოჭი (337.000), ვლადიკავკაზი (320.000), სტავროპოლი (318.000), მაჰაჩყალა (315.000), განჯა (232.000), ნალჩიკი (207.000), გიუმრი(206.000), ქუთაისი (200.000).
კავკასიის ქალაქები გაჩნდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეპოქაში. არსებული ქალაქებიდან ყველაზე ძველია: ერევანი (ცნობილია ძვ.წ. 782 წლიდან როგორც ურარტული ციხესიმაგრე ერებუნი), ქუთაისი (ცნობილია ძვ.წ. მე-6 ს-დან როგორც ლეგენდარული კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი აიას სახელით), ვანი (სავარაუდოდ ანტიკურ წყაროებში ნახსენები სურიემი), სოხუმი (ანტიკური დიოსკურია), ფოთი (ანტიკური ფაზისი), ბარდა (კავკასიის ალბანეთის დედაქალაქი) და სხვა. ჩრდილოკავკასიური ქალაქები საკმაოდ ახალგაზრდები არიან — წარმოიქმნენ მე-17-18 საუკუნეებში, გარდა რამდენიმე ქალაქისა, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობენ.
იხ. ვიდეო
კავკასიის ალბანეთი
ალბანეთის საზრვარი 387 წლამდე
(ძვ. ბერძნ. Αλβανεια, ქვეყნის სახელი მშობლიურ ენაზე უცნობია[1]) — იყო უძველესი სახელმწიფო სამხრეთკავკასიაში ამჟამინდელ აზერბაიჯანისა და დაღესტნის ტერიტორიაზე. სიტყვა ალბანეთილათინურად (ლათ. Albania) ნიშნავს „მთიან მიწას“. ალბანელები იყვნენ იბერო-კავკასიელი ტომები და ლაპარაკობდნენ ალბანურ ენაზე, რომელიც მიეკუთვნება იბერო-კავკასიურ ენათა ჯგუფს. კავკასიის ალბანეთის დედაქალაქები სხვადასხვა დროს იყვნენ ქალაქები კაბალა და ბარდა
იხ.ვიდეო
კავკასიის ალბანეთის ენა
სომხური ხელნაწერი XV ს შეიცავს ალბანურ ალფაფივიტით
მკვდარი ენა. განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს. გავრცელებული იყო თანამედროვე აზერბაიჯანისა და დაღესტანის ტერიტორიაზე და წარმოადგენდა ალბანეთის სამეფოსოფიციალურ ენას. გააჩნდა საკუთარი დამწერლობა. სავარაუდოდ, ალბანური ენა უნდა დადებოდა საფუძვლად თანამედროვე უდიურ ენას. ალბანური დამწერლობა არის იმ მოზაიკის ნატეხი რომლითაც ხდება ალბანური სახელმწიფოს ნაგლეჯ ნაგლეჯ გაცოცხლება
იხ.ვიდეო