понедельник, 4 марта 2019 г.

ანთროპოსოფია

                         ანთროპოსოფია

                                               
          შტაინერის დიზაინით 1920 წელს შექმნილი პირველი გოეთეანუმიდორნახიშვეიცარია.
 სულიერი ფილოსოფია, დაფუძნებული რუდოლფ შტაინერის მიერ, რომელსაც თანამედროვეობაში მოჰყავს ცენტრალური ევროპის სულიერი ტრადიციები. ეს ფილოსოფია განიხილავს ობიექტური, გონებრივად აღსაქმელი სულიერი სამყაროს არსებობას, რომლის პირდაპირი წვდომაც შესაძლებელია შინაგანი განვითარებით — უფრო სპეციფიკურად გრძნობადი განცდებისაგან დამოუკიდებელი აზროვნების ფორმის ცნობიერად გამომუშავებით. სულიერი სამყაროს კვლევაში ანთროპოსოფია ისახავს ფიზიკური სამყაროს საბუნებისმეტყველო-მეცნიერული კვლევების დარი სიზუსტის და სიცხადის მიღწევას.
ანთროპოსოფიური საზოგადოების საერთაშორისო ცენტრი გოეთეანუმი მდებარეობს დორნახშიშვეიცარიაში.
იხ. ვიდეო

ანთროპოსოფიის ფუძემდებლის, რუდოლფ შტაინერის თავდაპირველი შრომების კულმინაცია იყო მისი „თავისუფლების ფილოსოფია“ (ასევე თარგმნილი როგორც „სულიერი მოღვაწეობის ფილოსოფია“ და „ინტუიციური აზროვნება როგორც სულიერი გზა“). აქ შტაინერმა განავითარა თავისუფალი ნების ცნება დაფუძნებული შინაგან განცდებზე, განსაკუთრებით მათზე რომელთაც ადგილი აქვთ დამოუკიდებელი აზროვნების შემოქმედებაში.
მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის შტაინერის ინტერესები სულ უფრო და უფრო შორს მიდიოდა სულიერ კვლევებში. მისმა კვლევებმა დაინტერესება ჰპოვა მათ რიგებშიც ვინც უკვე ორიენტირებულნი იყვნენ სხვადასხვა სულიერი იდეებისკენ; მათ შორის იყო თეოსოფიური საზოგადოება. თეოსოფია იმ დროს საკმაოდ პოპულარული იყო გერმანულ და ავსტრიულ ეზოთერულ წრეებში. შტაინერის იდეებს თეოსოფიურ საზოგადოებაში დადებითად შეხვდნენ, რამაც გამოიწვია მისი ინდივიდუალობის გამყარება და მანამდე არსებული ერთგვარი დუმილის დარღვევა რომელიც მისთვის დამახასიათებელი იყო ადრეულ წლებში. სწორედ აქ იპოვა მან არამარტო მისი ეზოთერული პარტნიორი და რიგით მეორე ცოლი, მერი ფონ სივერსი (ბერლინის თეოსოფიური შტაბბინის მფლობელი), არამად პასუხი მისსავე „ავტობიოგრაფიაში“ დასმულ კითხვაზე: „...როგორ ვიპოვო გზა რომ გამოვხატო ის რასაც მე შინაგანად პირდაპირ, ცხადლივ აღვიქვამ ჩემი თანამედროვეებისათვის გასაგები ცნებებით?“
შტაინერმა თავის თავზე იტვირთა ლიდერის როლი თეოსოფიური საზოგადოების სექტორზე გერმანიაში, გახდა რა მისი მდივანი 1902 წელს, მისი ლიდერობის დროს წევრთა რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, რამდენიმე პიროვნებიდან სამოცდაცხრა ლოჟამდე.
1907 წლისთვის ბზარი შტაინერსა და ძირითად თეოსოფიურ საზოგადოებას შორის აშკარა გახდა. საზოგადოება თუ ორიენტირებული იყო აღმოსავლურ და განსაკუთრებით ინდურ მიდგომაზე, შტაინერი ცდილობდა განევითარებინა გზა რომელიც მოიცავდა ქრისტიანობისა და მეცნიერების შერწყმას. გახლეჩა მოხდა საბოლოოდ, როდესაც იმდროინდელი თეოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტმა, ანი ბეზანტმა, დაიწყო ჯიდუ კრიშნამურტის რეინკარნირებულ ქრისტედ გაცხადება. შტაინერი ამას სასტიკად უარყოფდა და ნებისმიერ შედარებას კრიშნამურტსა და ქრისტეს შორის აბსურდად მიიჩნევდა; მრავალი წლის შემდეგ კრიშნამურტიმ აგრეთვე უარყო ეს მტკიცება. შტაინერი გამოეყო თეოსოფიურ საზოგადოებას. მას მიჰყვა გერმანული სექტორის წევრების უმრავლესობა, ისევე როგორც სხვა ეროვნული სექტორების წევრებიც.
ამ დროისთვის შტაინერს, როგორც სულიერ მოძღვარს, საკმაო სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. ის ყვებოდა თავის პირდაპირ გამოცდილებებზე აკაშას ქრონიკებიდან, რომელიც მიიჩნევა ისტორიის, პრეისტორიის და სამყაროსა და კაცობრიობის მომავლის სულიერ ქრონიკებად. რიგ ნაშრომებში შტაინერმა აღწერა შინაგანი განვითარების გზა რომელიც მისი აზრით ნებისმიერს მისცემდა სულიერი გამოცდილების საშუალებას. ჯანსაღი ხედვის განვითარების წინაპირობას ასევე წარმოადგენდა მკაცრი ეთიკური და შემეცნებითი თვით–დისციპლინა, კონცენტრაცია და მედიტაცია, აუცილებლობას წარმოადგენდა რომ პიროვნების მორალური განვითარება აღემატებულიყო მისი სულიერი უნარების განვითარებას.
1912 წელს შეიქმნა ანთროპოსოფიური საზოგადოება. I მსოფლიო ომის შემდეგ ანთროპოსოფიურმა მოძრაობამ ახალი მიმართულებები დაისახა. ჩამოყალიბდა პროექტები როგორიცაა სკოლები, ცენტრები განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთათვის, ორგანული ფერმები და სამედიცინო კლინიკები. 1923 წელს შტაინერმა დააარსა „სულიერი მეცნიერების სკოლა“, ამ სკოლის სულიერ საფუძვლად მან დაწერა მანტრული პოემა „დაარსების საფუძვლის მედიტაცია“ სადაც გამოხატა ადამიანის სამშვინველის ასპექტები გარე და სულიერ სამყაროებთან მიმართებით. ერთი წლის შემდეგ კი, 1925 წელს, შტაინერი გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომმა დროებით შეაფერხა ანთროპოსოფიული მოძრაობა ევროპის უმეტეს წილზე, რადგანაც ანთროპოსოფიული საზოგადოება და მისი შვილობილი მოძრაობები აღიკვეთნენ ნაციონალ–სოციალისტების მიერ. ფაქტობრივი მონაცემებით, არც ერთი ანთროპოსოფი არასოდეს გამხდარა ნაციონალ–სოციალისტური პარტიის წევრი.
2007 წლის მონაცემებით, ანთროპოსოფიული საზოგადოების ეროვნული ფილიალები დაარსებულ იქნა 50 ქვეყანაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10,000მდე ინსტიტუტი აგრძელებდა მუშაობას ანთროპოსოფიის საფუძვლებზე. იმავე წელს ანთროპოსოფიულ საზოგადოებას ეწოდა ევროპული ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეზოთერული საზოგადოება
ტერმინი ანთროპოსოფია არის ბერძნული ენიდან — ανθρωποσοφία, ἄνθρωπος ნიშნავს ადამიანს, ხოლო σοφία — სიბრძნეს. შტაინერამდე ეს ტერმინი გამოყენებული აქვთ ოკულტისტ აგრიპა ფონ ნეთესჰაიმს, ალქიმიკოსს თომას ვოჰანს და ფილოსოფოსებს იმანუელ ჰერმან ფიხტესა და რობერტ ციმერმანს; შტაინერს თავისი სადოქტორო თეზისი სწორედ ფიხტეზე აქვს დაწერილი. იგი აგრეთვე ესწრებოდა ციმერმანის გაკვეთილებს ვენის უნივერსიტეტში.
შტაინერმა თავისი ფილოსოფიის ამ სიტყვით მოხსენიება თეოსოფიის შენაცვლებით ადრეულ 1900-იან წლებში დაიწყო.

სულიერი ცოდნა და თავისუფლება

ანთროპოსოფიის მიმდევრები განიზრახავენ მეცნიერული სიცხადის გავლენის გაფართოებას ადამიანის მშვინვიერი ცხოვრების და სულიერი გამოცდილებების ფენომენზე. ეს მოითხოვს ობიექტური სულიერი აღქმისათვის ახალი უნარების განვითარებას, რომელიც შტაინერის მიხედვით შესაძლებელია კაცობრიობისთვის ამ ეტაპზე. შინაგანი განვითარების ამ პროცესის საფეხურებად მან ცნო ცნობიერად მიღწეული „იმაგინაცია“, „ინსპირაცია“ და „ინტუიცია“. შტაინერს სჯეროდა რომ ამ ფორმის სულიერი კვლევის შედეგები უნდა გამოხატულიყო იმგვარად რომ გაგებული ყოფილიყო იმავე საფუძვლებზე რაზეც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შედეგები: „აზროვნების ანთროპოსოფიული სკოლა განაპირობებს არა–გრძნობად, ან ე.წ. ზე–გრძნობად ცნობიერებას, რისი საშუალებითაც სულიერ მკვლევარს ამ სფეროების გამოცდილებები მოჰყავს იდეების, ცნებების და გამოხატულების ისეთ ფორმაში რომელსაც აღიქვამენ ისეთი ადამიანები რომელთაც ჯერ არა აქვთ განვითარებული უნარი სულიერი გამოცდილებებისა რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი სულიერი კვლევისათვის“.
შტაინერი იმედოვნებდა ისეთი სულიერი მოძრაობის შექმნას რომელიც გაათავისუფლებდა ინდივიდუალს ნებისმიერი გარე ავტორიტეტისაგან: „ადამიანის აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ადამიანის ბუნების ჩაწვდომა როგორც პიროვნებისა გამყარებული საკუთარ თავში“ . შტაინერის აზრით ადამიანის უნარი რაციონალური აზროვნებისა აძლევდა მას საშუალებას დამოუკიდებლად სულიერი კვლევისა და ავტორიტეტზე დამოკიდებულების საფრთხის აცილებისა.
შტაინერმა განასხვავა ანთროპოსოფიური მიდგომა როგორც კონვენციური მისტიციზმისაგან, რომელსაც მისი აზრით აკლდა ზუსტი ცოდნის სიცხადე, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან, რომელთაც ის მიიჩნევდა როგორც გარე სამყაროს კვლევით თვითნებურად შეზღუდულს.

ადამიანური ბუნების არსი

შტაინერი ადამიანის შემადგენლობაში განიხილავდა ფიზიკურ სხეულს, რომელსაც საერთო ბუნება აქვს არაორგანულ სამყაროსთან, სიცოცხლის სხეულს (ე.წ. ეთერულ სხეულს), რომელსაც ფლობს ყველა ცოცხალი არსება (მათ შორის მცენარეებიც), გრძნობელობის და ცნობიერების მატარებელ ასტრალურ სხეულს, აგრეთვე წარმოდგენილს ცხოველებში და ეგოს, რომელიც განამტკიცებს თვით–ცნობიერების უნარს და უნიკალურია ადამიანებისთვის.
ანთროპოსოფია აღწერს ადამიანის ცნობიერების ხანგრძლივ განვითარებას შემდეგნაირად: ადამიანი ევოლუციის საწყის ეტაპებზე ფლობდა რეალობის ინტუიციურ აღქმას, რომელიც ასევე მოიცავდა სულიერი რეალობების ნათელხილვურ აღქმას. კაცობრიობა პროგრესულად ავითარებდა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და შესაბამისად ელეოდა ინტუიციურ და ნათელხილვურ განცდებს, რომელნიც იქცნენ ატავისტურ გადმონაშთებად. ცნობიერების მზარდმა ინტელექტუალიზაციამ, რომელიც თავდაპირველად ევოლუციის პოზიტიურ მიმართულებას წარმოადგენდა, განაპირობა ჭარბი დამოკიდებულება აბსტრაქციაზე და კავშირის გაწყვეტა როგორც ბუნებრივ ასევე სულიერ რეალობებთან. ამრიგად ევოლუციაში წინ წაწევა საჭიროებს ახალ უნარებს რომლებიც გააერთიანებენ ინტელექტუალური აზროვნების სიცხადეს „იმაგინაციურთან“, და კიდევ უფრო შორს ცნობიერად მოპოვებულ „ინსპირაციულ“ და „ინტუიციურ“ ხედვასთან.
ანთროპოსოფია საუბრობს ადამიანის სულის რეინკარნაციაზეც, რომ ადამიანი გადის არსებობის სხვადასხვა საფეხურებს, განიცდის რა ინკარნაციას დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში, ცხოვრობს დედამიწაზე, ტოვებს სხეულს და შედის სულიერ სამყაროში, სანამ კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე ახალი სიცოცხლისათვის. ფიზიური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული აჯამებს განვლილ ცხოვრებას, აღიქვამს რა მის მოვლენებს მათი გადმოსახედიდან ვის მიმართაც იგი სიცოცხლეში ქმედებდა. ამ პროცესსა და შემდგომი სიცოცხლისათვის მომზადების ფაზამდე ხდება რთული ტრანსფორმაცია. ინდივიდუალის კარმული მდგომარეობა საბოლოოდ განსაზღვრავს მშობლების ვინაობას, ფიზიკურ სხეულს, მიდრეკილებებს და უნარებს რომლებიც უზრუნველყოფენ გამოწვევებს და შესაძლებლობებს შემდგომი განვითარებისთვის.
შტაინერმა აღწერა ზოგიერთი წინაპირობა რომელიც განსაზღვრავს ადამიანის სხვადასხვა ცხოვრებებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, ანუ კარმას.

ქრისტე ლუციფერსა და არიმანს შორის

ლუციფერი და არიმანი (სატანა) ანთროპოსოფიაში წარმოდგენილნი არიან ორ პოლარულ, ძირითადად, ავი ზეგავლენის მქონე ფიგურებად სამყაროსა და ადამიანის განვითარებაში. შტაინერმა აღწერა მათი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები. მან დაახასიათა ლუციფერი შემდეგნაირად: „თამაშობს ადამიანის ამპარტავნებაზე და სთავაზობს მას ღვთაებრიობის ილუზიას, მაგრამ ასევე აქეზებს კრეატიულობასა და სულიერებას; არიმანი როგორც ბნელი სული, რომელიც აცდუნებს ადამიანებს რომ „...უარყონ მათი კავშირი ღვთიურ სამყაროსთან და მთელი არსებით იცხოვრონ მატერიალურ პლანზე, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ინტელექტსა და ტექნოლოგიას. ორივე ფიგურა განაპირობებს ავისმომტან შედეგებს როდესაც მათი გავლენა უადგილო და ცალმხრივია, თუმცა ამავდროულად მათი ზეგავლენა აუცილებელია ადამიანის თავისუფლების არსებობისათვის.“
ანთროპოსოფიის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აკისრია ამ ზეგავლენებს შორის ბალანსის მოძებნა, რომელიც ხდება თვით ქრისტეს მეოხებითა და დახმარებით, იმყოფება რა ამ ორ სულიერ არსებას შორის და ჰარმონიაში მოჰყავს ორი უკიდურესობ

воскресенье, 3 марта 2019 г.

საით მიექანება როსკოსმოსი და რუსეთი

  საით მიექანება როსკოსმოსი და რუსეთი

                             კოსმოსური ხომალდი დრაგონი

                                                     მცირე ანალიტიკა

როგორც მოგეხსენებათ გუშინ 2019წ-ის 2 მარტს წარმატებით გავიდა კოსმოსში პირველის პილოტირებული  გაფრენა დრაგონ-2
                                                     იხ. ვიდეო წარმატებული ფრენა

 მაინც რას წარმოდგენს აღბიშნული ხომალდი და რატომ არის ტრაგედია როკოსმოსისთვის ეს პირველი ეს არის პრესტიჟი რუსული პროპაგანდა მუდივად გაიძახის რომ მსოფლიოში მოწინავეები არიან როგორც სამხედრო ასევე კოსმოსურ სფეროში კერძოდ შატლების პროგრამის დასრულების შემდეგ ერთადერთი პილოტირებულის ხომალდი რჩებოდა სოიუზი მართალია ძველი სისტემაა მაგრამ ითვლებოდა მყარ და უსაფრთხოდ (ყოველ შემთხვევაში მანამდე სანამ ავარია არ განიცადა) რაშიც ,,ნასა'' სოლიდურ თანხებს უხდიდა ,,როსკოსმოსს'' რაც ასევე მთავარია რუსეთი ვერაფერს სთავაზობს მსოფლიოს და მხოლოდისევ ძველის იმედზეა დღეს კი შეპირდაპირება მოხდა ,, დრაგონის'' სართაშორისო თანამგზავრზე
იხ. ვიდეო
მრავალჯერადი გამოყენების როგორც რაკეტა მატარებლები ,, ფალკონები'' და ასევე თვითონ ხომალდი ,, დრაგონი'' რაც ფასში კონკორეციაში დიდ უპირატესობას აძლევს ილონ მასკის კომპანიას ,, სფეისისი'' ასევე ბოინგიც აპირებს ანალოგიური ხომალდი შექმნას. ასევე პირველად ხდება ისტორიაში რომ კომერციული ანუ კერძო კომპანიები მონაწილეობენ რაც ასევე საინტეერსოა და უნიკალურიც. იხ ლინკი პრესკონფერეცია ილონ მასკის.  ხოლო თუ საით მიექანება რუსეთი და ,, როსკოსმოსი თავად გამოიტანეთ დასკვნები. ქვეყანას რ-ისაც პრეტენზია აქვს მსოფლიოში იყოს მოწინავე და ახალს არაფერს თავაზობს გარდა ავარიებისა და მულტფილმების და ცარიელი პროპაგანდის მსგავსად ჩრდილოეთ კორეისა რამდენად აქვს მომავალი ან რა გზით მიდის ადვილი მისახვედრი უნდა იყოს აქდან გამომდინარე მისი ლიდერიც. 
ქიში და შამათი ილონ მასკისგან როსკოსმოსის დასასრულის დასაწყისი 
იხ. ვიდეო


მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეო 
იხ. ქვემოთ
როგორც მოსალოდნელი იყო დაშვებაც წარმატებით დასრულად მე როგორც მოყვარული იდეინი ადამიენების არ შეიძლება აღფრთოვანება არ დავმალო ილონ მასკის წარმატებას თავისი სხვადასხვა გამოგონებებით და წარმატეებით ერთ-ერთი კი ,,სფეი სიქსია'' ქავმოთ იხ ვიდეო ,,დრაგონის'' წარმატებული დაშვება


იხ. ვიდეო მან შეძლო ილონ მასკს მიაქვს ფრენები როსკომოსის
იხ. ვიდეო


იხ. ბი ბი-სის  ვიდეო
იხ. ვიდეო


თუ ყველა აქ დადებულ ვიდეო ნახავთ კითხვაზე პასუხი ნადვილად გექნებათ თუ საით მიექანება როსკომოსი და რუსეთი.
იხ.ვიდეო 




მაშ ასე სათაურის პასუხია ფსეკრზე მიექანება უფსკეულში 
იხ. ვიდეო
მაშ ასე ბატოვიჩ როგოზინა ასე მიმართავენ როსოკოსმოსის ხელმძღვანელს
იხ. ვიდეო
იხ. ვიდეო
იხ. ვიდეო
მაშ ასე გავაგრძელოთ როსკოსმოსისა და რაგოზინის ფსკერზე დაშვება თუ ეხლა მგონიფსკერიც გახვრიტა იხ. ვიდეო ფეოდორი მავნებელი, სფეიქს-მა წარმატებით გაუშვა საიდუმლო თანამგზავრი, და რაგოზინის ქარხანა ყირიმში. ერთ დეტალზე მიდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ვინც თვალსყურს ადევნებს კოსმოსურ ფრენებს როგორც მოგეხსენებათ უყვე მრავალი თვეა საერთაშორიო სადგურზე რუსულ სეგმეტში ჰაერი იპარებათ და ვეა და ვერ მოგვარეს ეს პრობლემა ხოლო ბატუტზე ეს ცნობილი დაპირისრებაა ილონ მასკსა და რაგოზინს შორის მხტომი რაგოზიინი ქარხანას აშენებს ყირიმში და მიზეზი  რუსული სეგმეტის დაზიანების   კი შეიძლება  რუსული რობოტი ფეოდოროვი  როგორც ამ ვიდეოშია ნათქვმი. რუსებმა რობოტი გაუშვეს საერთაშორისო სადგურზე და სანამ გაუშვებდნენ ლამის სახედრო საბრძოლო რობოტადად მონათლეს  ვითომცდა იარაღის ჭერა და სროლა შეეძლო სიმართლეში კი არაფერი იყო საერთოდ ვერ იმუშავა უწონადობაში.
იხ. ვიდეო☺☺☺☺

МКС в опасности! Модуль Звезда трещит по швам! Электромобиль Apple! Маск помоги с "лёткой" Гагарина!

იხ. ვიდეო რუსი კოსმონავტები გადადიან ამერიკულ საკვებზე უკრაინა გაუშვებს თანამგავრს ხვრელები რუსულ მოდულში
იხ. ვიდეო ბატუტი ყოველთვის მუშაობს ვინც თვალყურს ადევნებს კოსმონავტიკას ამ სარკაზმს მიხვდება რასაც ეს ვიდეო პასიხობს და ასევე ამ სტატიის სათაურს საით მიექანება როსკოსმოსი რაგოზინთან და პუტინთან ერთად
იხ. ვიდეო სტარლინკი უკრაინაში პირველად მარსი რუსული სატრანპოსრო ხომალდის ავარიული შეპირდაპირება სადგურზე 
როსკოსმოსი და დიმიტრი რაგოზინი კარიკატურას ემსგავსება
 იხ. ვიდეო
როოკოსმოსი ყიდის ბატუტუს ფსკერი ხო არ გახვრიტა 
იხ.ვიდეო

იხ. ვიდეო როსკომსოსის კრახის გაგრძელება
რუსეთის როსკოსმმა ფსკერიც  გახვრიტა კერძოდ: რუსეთმა ააშენა კოსმოდრომი სადაც რუსული რაკეტა არ ეტევა იხ. ლინკზე  და აბა რა დაუჯდათ ეს სოამუვნება  $77მლნ. 

В России из-за ошибки проектировщиков, ракета не помещается на космодроме

იხ. ლიკზე  რუსული წყარო 

Помещения космодрома Восточный, где должны были содержаться блоки ракеты-носителя «Союз-2», не соответствуют их габаритам в связи с тем, что были рассчитаны на другую модификацию «Союза». Как сообщает ТАСС, из-за ошибки проектировщиков ракету-носитель доставят в зал космодрома по резервной схеме.

«Сооружение, где должны были производиться мойка и обогрев пребывающих на космодром блоков, запроектировано под другую модификацию ракеты-носителя „Союз“ и не соответствует габаритам доставленного на космодром изделия», — пояснил собеседник агентства.

ТАСС

Ракета-носитель «Союз-2» была доставлена на космодром Восточный 24 сентября 2015 года. Запуск ракеты предварительно запланирован на декабрь 2015 года. Пуск станет первым с космодрома Восточный. 

Во время строительства космодрома было возбуждено несколько уголовных дел о хищениях,  ущерб по которым превышает пять миллиардов рублей

რაც უფრო დრო გადის იმდენად ხდება დაშორება თანამედროვე ტეხნოლოგიებისა და რუსული მიღწვებს შრის კოსმოსური სფეროში, რომ ერთი კომუნისტური ლოზუნგი გამახსენდა რ-იც რუსეთს ზედ შეფერის ერთი ნაბიჯით წინ და ორი ნაბიჯით უკან ოღონდა ერ ნაბიჯზე მეტია უკან სასწრაფოდ პუტინმა დააასამარა როსკოსმოსი რუსების 
იხ. ვიდეო 
იხ. ვიდეო 

Срочно! Роскосмос заявил о закрытии своих проектов без технологий США

იხ. ვიდეო
როსოკოსმოსი - რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია კოსმოსმური სფეროში, შეიქმნა 2015წ-ს ფედერალური კოსმოსური სააგენტოს ,, როსკოსმოსის'' გადარქმევის შედეგად. ,,როსკოსმოსი'' ახორციელებს ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო პოლიტიკის კანონის ფინქციას რეგულაციაბი, ასევე სახელმწიფო მომსახურებას და მართვას სახელმწოფო ქონებას კომსოსური სფეროში.კორპოროაციის  ძირითადი მიმართულებებია პილოტირებული კოსმონავტიკის, პლანეტების კვლევევები, მზის სისტემის კვლევა, ასტროფიზიკა და შექმნა ხელოვნური თანამგზავრების.
იხ. ვიდეო






                                                        რეკლამა

იხ. ბმულზე . . . ⇛⇛⇛⇛⇛⇛⇛⇛⇛⇛⇛
იხ. ვიდეო


იხ. ვიდეო სტარშიპის გამოცდა სნ20 როგორზინიმა მოაწყო გარევა, სამხრეთ კორეამ პირველი რაკეტა გაუშვა










пятница, 1 марта 2019 г.

ოქროს ურდო

                              ოქროს ურდო

                                            Golden Horde 1389.svg
დედაქალაქისარაი-ბათუ
სარაი-ბერქა
ენამონღოლური
რელიგიაშამანიზმი
ქრისტიანობა
ტიბეტური ბუდიზმი
(1241—1313)
ისლამი (1313—1502)
ისტორიული ერადაარსდა (1240-იანები)
შეუერთდა დიდ ურდოს(1466)
გაუქმდა (1502)
ფართობი6,000,000 km²
(2,300,000 sq mi)
მმართველობის ფორმაარჩევითი მონარქია
დინასტიაჩინგიზიდები
ყაენი1269-დან ხანი
 - 1241–1256ჯუჩი
(მხოლოდ ულუსის)
ბათო-ყაენი
(როგორც ოქროს ურდოს)
 - 1481–1502შეიხ-აჰმადი (ბოლო)

 ჯუჩის ულუსი — ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ქვემო ვოლგაზე XIII საუკუნის 40-იან წლებში, ბათო-ყაენის დროს. ოქროს ურდოს ყაენთა ძალაუფლება ვრცელდებოდა დუნაისქვემო წელიდან ფინეთის ყურიდან მოკიდებული ირტიშისა და ობის აუზებამდე, შავიკასპიისა და არალის ზღვებიდან ნოვგოროდის მიწებამდე. ოქროს ურდოს ცენტრი იყო სარაი-ბათუ (ახლანდელი ასტრახანისმახლობლად). XIV საუკუნის I ნახევარში დედაქალაქი გადაიტანეს ბერქა-ყაენის მიერ დაარსებულ სარაი-ბერქეში (ახლანდელი ვოლგოგრადის მახლობლად). რუსეთის მიწები უშუალოდ არ შედიოდა ოქროს ურდოს შემადგენლობაში, მოსახლეობა მხოლოდ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო და ხარკს იხდიდა, ყაენს ემორჩილებოდა.

ბათო-ყაენი შუა საუკუნე ჩინური ნახატი 
ბათო-ყაენიბათუსაინ-ხანი (დ. 1208 — გ. 1255) — მონღოლი ხანი (ყაენი), ჯუჩის ძე, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი.
მამის სიკვდილის შემდეგ (1227) სათავეში ჩაუდგა ჯუჩის ულუსს. 1236 წელს დაიპყრო დეშთი-ყივჩაყი (ყივჩაყთა ველები), 1237-1243 წლებში მეთაურობდა აღმოსავლეთ ევროპაში ლაშქრობას, რომლის დროსაც უკიდურესი სისასტიკით გაითქვა სახელი. რუსი ხალხის წინააღმდეგობამ, რიაზანისმოსკოვისვლადიმირისკოზელსკისკიევისა და სხვა ქალაქების გმირულმა დაცვამ საგრძნობლად დაასუსტა მისი ლაშქარი. 1240 წელს ბათო-ყაენმა აღმოსავლეთ ევროპაში — პოლონეთშიჩეხიაშიუნგრეთსა და დალმაციაში ილაშქრა. ამ ქვეყნების ხალხთა წინააღმდეგობამ და ზურგში დარჩენილი რუსეთის შიშმა აიძულა იგი 1242 წლის გაზაფხულზე უკან გაბრუნებულიყო. მონღოლთა დიდი ხანის უგედეის სიკვდილის (1241 წლის დეკემბერი) შემდეგ ბათო-ყაენი თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად ჯუჩის ულუსში დაბრუნდა. 1243 წელს მდ. ვოლგის ქვემოწელზე მან დააარსა ფეოდალური სახელმწიფო ოქროს ურდო (სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ). 1251 წელს მისი მხარდაჭერით ყურულთაიმ იმპერიის დიდ ხანად მუნქე აირჩია. ბათო-ყაენთან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რომელიც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა
ოქროს ურდო არამყარი სახელმწიფო გაერთიანება იყო, მოსახლეობა - მეტად ჭრელი (ვოლგის ბულგარებიმორდველებირუსებიბერძნებიხვარაზმელები და თურქთა ტომები და ა. შ.) და გაერთიანების დონითაც განსხვავებული. საქარავნო ვაჭრობის ძირითადი ცენტრები იყო სარაი-ბათუსარაი-ბერქეურგენჩიყირიმის ქალაქები სუდაკი და კაფა და სხვა, სახელმწიფოს სათავეში ედგნენ ბათუს სახლის ყაენები. განსაკუთრებულ შემთხვევებში იწვევდნენ ყურულთაის - კრებას, რომელსაც ესწრებოდნენ სამხედრო-ფეოდალური დიდკაცობა და ყაენის ოჯახის წევრები. დამორჩილებულ ტერიტორიაზე იგზავნებოდა დარუღა, რომლის ძირითადი მოვალეობა ხარკის აკრეფა იყო. უმნიშვნელოვანესი თანამდებობები უფლუსწულებს - „ოღლანებს“ ეჭირათ. ბეგების (ნოინების) და თარხანების რიგებიდან ივსებოდა ჯარის მეთაურთა და მოხელეთა კადრები. მენგუ-თემურის (1266-1282 წწ.) გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ფეოდალური შინაომები. თოხთა-ყაენმა (1291-1312 წწ.) შეძლო ხელისუფლების განმტკიცება. ძლიერების ზენიტს კი ოქროს ურდომ უზბექის (1312-1342 წწ.) და ჯანიბექის (1342-1357 წწ.) ხანაში მიაღწია. ამ დროს ოქროს ურდოს არმია 300 ათას კაცს ითვლიდა. მაგრამ ჯანიბექის მოკვლის შემდეგ დაიწყო ოქროს ურდოს დაცემა.
XIV საუკუნის დამდეგს ოქროს ურდოს ჩამოსცილდა ხვარაზმი და ასტრახანიპოლონეთმა და ლიტვამ დაიპყრეს მიწები დნეპრის აუზში. რუსეთის სამთავროების გაძლიერებას მოჰყვა თათართა დიდი ლაშქრობა და კულიკოვის ბრძოლა (1380 წ.), რომელიც მონღოლ-თათართა დამარცხებით დამთავრდა. თოხთამიშმა (1380-1395) შეძლო დროებით განემტკიცებინა ქვეყანა, 1382 წელს მოსკოვიც აიღო და გადაწვა, შემდეგ კი თემურლენგს შეებრძოლა. თემურლენგმა დაამარცხა თოხთამიში, დაიპყრო და დაანგრია ვოლგისპირეთისა და ყირიმის ქალაქები, რითაც ოქროს ურდოს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა. ფეოდალიზაციის პროცესს და თემურის შემოსევას მოჰყვა ოქროს ურდოს დაშლა: XV საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა ციმბირის სახანო, 40-იან წლებში - ნოღაის ურდო, შემდეგ კი ყაზანისა (1438 წ.) და ყირიმის (1443 წ.) სახანოები, 60-იან წლებში — ყაზახთაუზბეკთა და ასტრახანის სახანოები. 1480 წელს გაძლიერებულმა მოსკოვის სამთავრომაც მოიცილა თათართა უღელი. XVI საუკუნის დამდეგს ოქროს ურდომ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. იხ. ვიდეო



четверг, 28 февраля 2019 г.

                                      სამშვილდე

                                              Samshvilde fortress (Photo A. Muhranoff, 2010).jpg
 ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი სოფელ სამშვილდის მახლობლად, ისტორიულ ქვემო ქართლში. ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს მას გალავანი შემოუყვება.
იხ. ვიდეო
ვახუშტი ბატონიშვილის მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე ორბეთის ციხესაღნიშნავს.
ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულებიმენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით პიტიახშნი" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.
ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. XIII საუკუნეში მონღოლებმა "ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ". 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა ჯეჰან-შაჰი. მან მოტყუებით და მუქარით მისი აღება მოახერხა. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა.
1747 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.
იხ. ვიდეო
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება.

სამშვილდის სიონის გეგმა
ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.
საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2014 წელს ნაქალაქარის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები განახორციელა (ხელმ. პროფ. დ. ბერიკაშვილი). გათხრების შედეგად აღმოჩენილი მოჭიქული კერამიკის ნიმუშები XI-XII სს-ით თარიღდებიან, ეს ის პერიოდია, როდესაც წმ. გიორგის ეკლესია აუშენებიათ, ხოლო ნაწილი მასალისა, გვიანი შუასაუკუნეებით, კერძოდ XVI-XVII სს-ით თარიღდება, როდესაც ზილიხანს, მეფე ვახტანგ V შაჰავაზის მეუღლის, დედოფალი ელენეს აღმზრდელს დაზიანებული ტაძარი „აღუშენებია“. გათხრების დროს გამოვლინდა გვიანდელი პერიოდის სამარხები, სამშენებლო კერამიკის ფრაგმენტები, გაიწმინდა ეკლესიის შიდა ეზო, რომელიც, როგორც დადგინდა ქვის ყორით ყოფილა შემოსაზღვრული.პალატის ეკლესია სამშვილდის ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე მდებარეობს. არც წერილობით წყაროებში და არც ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში არ არის ცნობები შემორჩენილი იმის შესახებ თუ რომელი წმინდანის სახელზე ყოფილა თავდაპირველად ტაძარი აგებული. ტაძრის ინტერიერში აღმოაჩნდა მცირე ზომის საფლავის ქვა მხედრული დამწერლობით შესრულებული ეპიტაფიით. წარწერა გვამცნობს, რომ აქ დაკრძალულ ყოფილა „მცირეწლოვანი ყრმა ოთარი, ერასტის ძე“. ხელოვნების ისტორიკოსის გ. გაგოშიძის მიხედვით აღნიშნული ყრმა ყაფლანიშვილ-ორბელიშვილთა გვარის უდროოდ გარდაცვილი წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ კარის ეკლესიაში დაუკრძალავთ. გათხრებმა გარდა ეპიგრაფიკული ძეგლისა გვიანდელი შუასაუკუნეების შესანიშნავი არქეოლოგიური მასალა და მოზრდილი ზომის არქიტექტურული დეტალებიც გამოავლინა.

სხვა ძეგლები

კომპლექსში შემავალი სხვა ძეგლებია
  • ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
  • სამნავიანი ბაზილიკა
  • ეკლესია შვერილი აფსიდით
  • მდინარე ხრამის მხარეს მდებარე ეკლესია — თეოგენიდა (XII-XIII სს.).
  • ციხე-სიმაგრე
  • „პალატის ეკლესია“
  • ფეოდალთა სასახლეები
  • საცხოვრებელი სახლები
  • ტეტრალიტი, ანუ თეოგენიდას ეკლესიასთან სამი ერთმანეთზე დალაგებული ქვის დიდი ლოდი, რომლებიც ეყრდნობიან მეოთხე დიდ ლოდს (საფუძველს).
  • წყალსაცავი აუზები
  • ხიდი მდ. ჭივჭავზ

1968-1970 წლებში ნაქალაქართან გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი. კარკნალის მთის სამხრეთით კალთაზე გამოვლინდა ნამოსახლარი. სოფელს ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონია, კერძოდ, ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოსადეგი ფართობი. გაითხარა 2 კულტურის ფენა. ნაგებობები ფერდობზე ყოფილა განლაგებული. I ფენის (ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანა) შენობათა კედლები დანგრეული იყო. აქ ნაპოვნი კერამიკური ნაწარმი (სხვადასხვა ტონალობის ღია ფერის თიხის ჭურჭელი) გამოირჩევა ფორმების სისადავით და არქაულობით. ნაპოვნია ობსიდიანის სხვადასხვა იარაღი და ანატკეცები, რომლებსაც გამოყენების კვალი ემჩნევა (ზოგი მათგანი რეტუშირებულია). II ფენაში (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში) აღმოჩნდა წრიული გეგმის მქონე საკულტო დანიშნულების შენობის სამმაგი კედლის ქვის ნახევარწტიული საძირკველი. გამოვლინდა სამეურნეო ორმოები. კერამიკულ ნაწარმს გარკვეული კავშირი აქვს I ფენის ჭურჭელთან და ისეთის, როგორც სამაროვანზე ნაპოვნი ჭურჭელი. ჭარბობს მუქი და შავი ფერის კერამიკა. ჩნდება ჭურჭლის ნახევარსფერული ყურები და სხვა. ამავე ფენაში აღმოჩნდა ობსიდიანის ყუნწიანი ისრისპირი, ანატკეცები (უმეტესობას ემჩნევა გამოყენების კვალი) და ხელსაფქვავის ქვები. ვარაუდობენ, რომ სამშვილდეში (შუა ფეოდალური ხანა, როცა სამშვილდე ქალაქი იყო) ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი ცენტრი (თიხის ჭურჭლის, ფაიანსის, მინის ჭურჭლისა და სამკაულის სახელოსნოები) არსებობდა.
სამშვილდეში გამოვლენილი სამარხები (O-W და N-S დამხრობის) განლაგებული იყო 4 რიგად და წარმოადგენდა უმთავრესად ქვის ფილებისაგან ან ლოდებისაგან ორმოში ნაგებ დიდ ოთხკუთხა აკლდამებს. ეს იყო საოჯახო, კოლექტიური სამარხები. მიცვალებულები ხელფეხმოკეცილი ესვენა. 2 აკლდამა ეკუთვნოდა კულტის მსახურს. მათში აღმოჩნდა ობსიდიანის "ფანჯრიანი", აგრეთვე ასტრალურ-სიმბოლოებიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სპირალურთავიანი საკინძი და სხვა. სამაროვანზე ნაპოვნია სპირალური სასაფეთქლ რგოლები და მრავალხვიანი საკიდები. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ნამოსახლარის II ფენაზე გამოვლენილი კერამიკის მსგავსია. აქვე მიკვლეულია ფეოდალური ხანის 5 სამარხი.
იხ. ვიდეო

2012 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია. არქეოლოგიურად შესწავლილი იქნა წმ. გიორგისა და „პალატის“ ეკლესიები. გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი დ. ბერიკაშვილი) გამოვლინდა საქართველოს განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა. სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2015 წელს სამშვილდის ნაქალაქარის შიდა ციხის არქეოლოგიური კვლევები დაიწყო. შიდა ციხე-ციტადელი მდ. ხრამისა და მდ. ჭივჭავს შორის ამოზრდილ კონცხის ყველაზე შევიწროვებულ ადგილზეა გამართული და სამეფო უბანს დასავლეთიდან ამაგრებს. არქეოლოგიური თვალსაზრისით იგი ნაქალაქარის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ უბანს წარმოადგენს. გათხრები წარიმართა გვიანშუასაუკუნეების პერიოდის აბანოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და შედეგად გამოვლინდა საკმაოდ მძლავრი კედლები, რომლებიც მიმართულია სამხრეთდან ჩრდილოეთისაკენ. ამავე დროს დადგინდა, რომ ეს კედლები მოგვიანებით სათავსოების გამართვის დროს გამოუყენებიათ და ტერიტორია მათ შორის ქვის კვადრებითა და ფილაქნებით მოულაგებიათ. სავარაუდოდ, ეს ინტენსიური მშენებლობა-გადაკეთებები ციხის ცხოვრების ფინალური პერიოდის მოვლენაა და დაკავშირებული უნდა იყოს აბდულა ბეგის მიერ სამშვილდის ციხეში ჩატარებულ სამშენებლო საქმიანობასთან. აღსანიშნავია, რომ გათხრების შედეგად გამოვლენილი გვიანშუასაუკუნეების სათავსო-ნაგებობები განვითარებული შუასაუკუნეების მასალების შემცველ ფენებშია გამართული. ეს მოვლენა იმით უნდა აიხსნა, რომ მშენებლობის დროს „ციხე დაუხვეტავთ“ რის შედეგადაც აქ გვიანდელი ფენები განადგურებულია. გარდა ადგილობრივი ნაწარმისა გათხრების შედეგად გამოვლინდა იმპორტული კერამიკა, ობსიდიანისა და კაჟის ანატკეცები, მინისა და ლითონის არტეფაქტები და დიდი რაოდენობით ოსტეოლოგიური მასალა.
იხ. ვიდეო



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...