четверг, 28 февраля 2019 г.

                                      სამშვილდე

                                              Samshvilde fortress (Photo A. Muhranoff, 2010).jpg
 ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი სოფელ სამშვილდის მახლობლად, ისტორიულ ქვემო ქართლში. ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს მას გალავანი შემოუყვება.
იხ. ვიდეო
ვახუშტი ბატონიშვილის მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე ორბეთის ციხესაღნიშნავს.
ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულებიმენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით პიტიახშნი" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.
ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. XIII საუკუნეში მონღოლებმა "ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ". 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა ჯეჰან-შაჰი. მან მოტყუებით და მუქარით მისი აღება მოახერხა. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა.
1747 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.
იხ. ვიდეო
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება.

სამშვილდის სიონის გეგმა
ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.
საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2014 წელს ნაქალაქარის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები განახორციელა (ხელმ. პროფ. დ. ბერიკაშვილი). გათხრების შედეგად აღმოჩენილი მოჭიქული კერამიკის ნიმუშები XI-XII სს-ით თარიღდებიან, ეს ის პერიოდია, როდესაც წმ. გიორგის ეკლესია აუშენებიათ, ხოლო ნაწილი მასალისა, გვიანი შუასაუკუნეებით, კერძოდ XVI-XVII სს-ით თარიღდება, როდესაც ზილიხანს, მეფე ვახტანგ V შაჰავაზის მეუღლის, დედოფალი ელენეს აღმზრდელს დაზიანებული ტაძარი „აღუშენებია“. გათხრების დროს გამოვლინდა გვიანდელი პერიოდის სამარხები, სამშენებლო კერამიკის ფრაგმენტები, გაიწმინდა ეკლესიის შიდა ეზო, რომელიც, როგორც დადგინდა ქვის ყორით ყოფილა შემოსაზღვრული.პალატის ეკლესია სამშვილდის ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე მდებარეობს. არც წერილობით წყაროებში და არც ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში არ არის ცნობები შემორჩენილი იმის შესახებ თუ რომელი წმინდანის სახელზე ყოფილა თავდაპირველად ტაძარი აგებული. ტაძრის ინტერიერში აღმოაჩნდა მცირე ზომის საფლავის ქვა მხედრული დამწერლობით შესრულებული ეპიტაფიით. წარწერა გვამცნობს, რომ აქ დაკრძალულ ყოფილა „მცირეწლოვანი ყრმა ოთარი, ერასტის ძე“. ხელოვნების ისტორიკოსის გ. გაგოშიძის მიხედვით აღნიშნული ყრმა ყაფლანიშვილ-ორბელიშვილთა გვარის უდროოდ გარდაცვილი წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ კარის ეკლესიაში დაუკრძალავთ. გათხრებმა გარდა ეპიგრაფიკული ძეგლისა გვიანდელი შუასაუკუნეების შესანიშნავი არქეოლოგიური მასალა და მოზრდილი ზომის არქიტექტურული დეტალებიც გამოავლინა.

სხვა ძეგლები

კომპლექსში შემავალი სხვა ძეგლებია
  • ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
  • სამნავიანი ბაზილიკა
  • ეკლესია შვერილი აფსიდით
  • მდინარე ხრამის მხარეს მდებარე ეკლესია — თეოგენიდა (XII-XIII სს.).
  • ციხე-სიმაგრე
  • „პალატის ეკლესია“
  • ფეოდალთა სასახლეები
  • საცხოვრებელი სახლები
  • ტეტრალიტი, ანუ თეოგენიდას ეკლესიასთან სამი ერთმანეთზე დალაგებული ქვის დიდი ლოდი, რომლებიც ეყრდნობიან მეოთხე დიდ ლოდს (საფუძველს).
  • წყალსაცავი აუზები
  • ხიდი მდ. ჭივჭავზ

1968-1970 წლებში ნაქალაქართან გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი. კარკნალის მთის სამხრეთით კალთაზე გამოვლინდა ნამოსახლარი. სოფელს ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონია, კერძოდ, ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოსადეგი ფართობი. გაითხარა 2 კულტურის ფენა. ნაგებობები ფერდობზე ყოფილა განლაგებული. I ფენის (ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანა) შენობათა კედლები დანგრეული იყო. აქ ნაპოვნი კერამიკური ნაწარმი (სხვადასხვა ტონალობის ღია ფერის თიხის ჭურჭელი) გამოირჩევა ფორმების სისადავით და არქაულობით. ნაპოვნია ობსიდიანის სხვადასხვა იარაღი და ანატკეცები, რომლებსაც გამოყენების კვალი ემჩნევა (ზოგი მათგანი რეტუშირებულია). II ფენაში (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში) აღმოჩნდა წრიული გეგმის მქონე საკულტო დანიშნულების შენობის სამმაგი კედლის ქვის ნახევარწტიული საძირკველი. გამოვლინდა სამეურნეო ორმოები. კერამიკულ ნაწარმს გარკვეული კავშირი აქვს I ფენის ჭურჭელთან და ისეთის, როგორც სამაროვანზე ნაპოვნი ჭურჭელი. ჭარბობს მუქი და შავი ფერის კერამიკა. ჩნდება ჭურჭლის ნახევარსფერული ყურები და სხვა. ამავე ფენაში აღმოჩნდა ობსიდიანის ყუნწიანი ისრისპირი, ანატკეცები (უმეტესობას ემჩნევა გამოყენების კვალი) და ხელსაფქვავის ქვები. ვარაუდობენ, რომ სამშვილდეში (შუა ფეოდალური ხანა, როცა სამშვილდე ქალაქი იყო) ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი ცენტრი (თიხის ჭურჭლის, ფაიანსის, მინის ჭურჭლისა და სამკაულის სახელოსნოები) არსებობდა.
სამშვილდეში გამოვლენილი სამარხები (O-W და N-S დამხრობის) განლაგებული იყო 4 რიგად და წარმოადგენდა უმთავრესად ქვის ფილებისაგან ან ლოდებისაგან ორმოში ნაგებ დიდ ოთხკუთხა აკლდამებს. ეს იყო საოჯახო, კოლექტიური სამარხები. მიცვალებულები ხელფეხმოკეცილი ესვენა. 2 აკლდამა ეკუთვნოდა კულტის მსახურს. მათში აღმოჩნდა ობსიდიანის "ფანჯრიანი", აგრეთვე ასტრალურ-სიმბოლოებიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სპირალურთავიანი საკინძი და სხვა. სამაროვანზე ნაპოვნია სპირალური სასაფეთქლ რგოლები და მრავალხვიანი საკიდები. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ნამოსახლარის II ფენაზე გამოვლენილი კერამიკის მსგავსია. აქვე მიკვლეულია ფეოდალური ხანის 5 სამარხი.
იხ. ვიდეო

2012 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია. არქეოლოგიურად შესწავლილი იქნა წმ. გიორგისა და „პალატის“ ეკლესიები. გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი დ. ბერიკაშვილი) გამოვლინდა საქართველოს განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა. სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2015 წელს სამშვილდის ნაქალაქარის შიდა ციხის არქეოლოგიური კვლევები დაიწყო. შიდა ციხე-ციტადელი მდ. ხრამისა და მდ. ჭივჭავს შორის ამოზრდილ კონცხის ყველაზე შევიწროვებულ ადგილზეა გამართული და სამეფო უბანს დასავლეთიდან ამაგრებს. არქეოლოგიური თვალსაზრისით იგი ნაქალაქარის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ უბანს წარმოადგენს. გათხრები წარიმართა გვიანშუასაუკუნეების პერიოდის აბანოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და შედეგად გამოვლინდა საკმაოდ მძლავრი კედლები, რომლებიც მიმართულია სამხრეთდან ჩრდილოეთისაკენ. ამავე დროს დადგინდა, რომ ეს კედლები მოგვიანებით სათავსოების გამართვის დროს გამოუყენებიათ და ტერიტორია მათ შორის ქვის კვადრებითა და ფილაქნებით მოულაგებიათ. სავარაუდოდ, ეს ინტენსიური მშენებლობა-გადაკეთებები ციხის ცხოვრების ფინალური პერიოდის მოვლენაა და დაკავშირებული უნდა იყოს აბდულა ბეგის მიერ სამშვილდის ციხეში ჩატარებულ სამშენებლო საქმიანობასთან. აღსანიშნავია, რომ გათხრების შედეგად გამოვლენილი გვიანშუასაუკუნეების სათავსო-ნაგებობები განვითარებული შუასაუკუნეების მასალების შემცველ ფენებშია გამართული. ეს მოვლენა იმით უნდა აიხსნა, რომ მშენებლობის დროს „ციხე დაუხვეტავთ“ რის შედეგადაც აქ გვიანდელი ფენები განადგურებულია. გარდა ადგილობრივი ნაწარმისა გათხრების შედეგად გამოვლინდა იმპორტული კერამიკა, ობსიდიანისა და კაჟის ანატკეცები, მინისა და ლითონის არტეფაქტები და დიდი რაოდენობით ოსტეოლოგიური მასალა.
იხ. ვიდეო



Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...