ჰეფესტოსი
ჰეფესტო (ძვ. ბერძნ. Ἥφαιστος) — ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და ჰერას ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ თეტიდას აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია. შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ ადგებოდა, მაგრამ დიონისეს შეურიგებია დედასთან.
ჰეფესტოსის ტაძარი ათენში
მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი ციდან გადმოუგდია, იგი კ. ლემნოსზე დავარდბილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე ჰეფესტოსმა სამჭედლო გამართა და თავისივე შექმნილი ორი ოქრის მონა ქალის (შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს ჭედავდა. ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და გმირებისათვის ჭედავს იშვიათი სილამაზის და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი გამოუჭედია, ზევსისათვის - კვერთხი.
ჰეფესტოსი
ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე"). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის სამჭედლო ეტნის მთაზეა და ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. "ილიადაში" ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა იხსენიება, "ოდოსეაში" - აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან - აგლაია.
ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები - ჰეფესტეია ან ქალკეია - ძირითადად ათენსა და კ. ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში ჰეფესტოსის შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს გამოსახავდნენ ძლიერი, წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით. (დ. ველასკესის (პრადო, 1630), პიეტრო და კორტონას (ბარმერინის სასახლე, რომი, 1633) და სხვათა ნამუშევრები)
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий