FGM-148 Javelin
(IPA:/ˈdʒævlɪn/, იკითხება: ჯევლინ — „სასროლი შუბი“, ჯაველინი) — ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი. სხვა სახეობის ტსმრ-ებისგან განსხვავებით, გასროლის შემდეგ „ჯაველინი“ სრულად ავტონომიურ მართვაზე გადადის, რაც საშუალებას იძლევა მსროლელემა დაუყონებლივ შეიცვალოს პოზიცია საპასუხო ცეცხლის ასარიდებლად. ჯაველინის რაკეტას აქვს გასროლის ორი რეჟიმი: შეტევა კიდური ტრაექტორიით, როდესაც რაკეტა მიზანს ხვდება ზემოდან, და პირდაპირი შეტევა. რაკეტის კიდური ტრაექტორია განსაკუთრებულად ეფექტურია ტანკების წინააღმდეგ სახურავის თხელ და ნაკლებად დაცულ ჯავშანში მოხვედრისას და უზრუნველყოფს ყველა თანამედროვე და პერსპექტიული ტანკების მწყობრიდან გამოყვანას მაღალი ალბათობით. პირდაპირი შეტევის რეჟიმი გამოიყენება როგორც ტექნიკის, ასევე გამაგრებული პოზიციების და პორტიფიკაციური ნაგებობების გასანადგურებლად. ბოლო მოდიფიკაციის „ჯაველინის“ სროლის ეფექტური მანძილი 4 750 მეტრია
იხ. ვიდეო
- აშშ — სტანდარტული ტანკ-საწინააღმდეგო გამშვები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში.
- ავსტრალია — 92 გამშვები შეიარაღებაში.
- ახალი ზელანდია — 24 გამშვები
- ბაჰრეინი — 13 გამშვები.
- ესტონეთი — 120 გამშვები და 350 რაკეტა შეიარაღებაში.
- იორდანია — 30 გამშვები და 116 რაკეტა.
- ლიტვა — 40 გამშვები.
- უკრაინა — 35 გამშვები და 210 რაკეტა.
- საფრანგეთი — 76 გამშვები და 260 რაკეტა.
- საქართველო — შეიარაღებაში მიღებული იქნება 72 გამშვები, 410 რაკეტა, ჯაველინის სისტემები უკვე შეიარაღებაშია მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში.
- საუდის არაბეთი — 20 გამშვები
- ჩეხეთი — მცირე რაოდენობა შეიარაღებაში, გამოიყენება სპეციალური ოპერაციის ძალების მიერ.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий