суббота, 23 февраля 2019 г.

ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ

ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის                                      მიერ

                             Crimea crisis map (alternate color for Russia).PNG
                                                                          
თარიღი20 თებერვალი 2014 – 19 მარტი 2014 (27 დღე)
მდებარეობაყირიმი
Casus belliრუსეთის მიერ უკრაინის რევოლუციის წინააღმდეგობა, უკრაინის პრო-რუსული ხელისუფლების მარცხი, რუსული ჯარების ინტერვენცია
შედეგი
  • რუსული სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ფარულად შესვლა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყირიმის სტრატეგიული წერტილების დაკავება, მათ შორის აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ.
  • უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ბერეზოვსკი გადადის რუსეთის მხარეს, რომელსაც შემდგომ მიყვა ადგილობრივი უკრაინული ჯარების ნახევარი
  • რუსი სამხედროები იკავებენ უმაღლეს საბჭოს.ყირიმის მინისტრთა საბჭო დაშლილად ცხადდება და ინიშნება ახალი პრო-რუსული პრემიერ-მინისტრი.
  • რუსეთის მხარდამჭერი ახალი უმაღლესი საბჭო აცხადებს ყირისმის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, შემდეგ 16 მარტს ატარებს რეფერენდუმს ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით, რომლის გამოცხადებული შედეგების თანახმად უმრავლესობა ხმას აძლევს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.
  • კრემლში 18 მარტს ფორმდება შეთანხმება რუსეთსა და ყირიმის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის, რომელიც ოფიციალურად აფორმებს ყირიმის რუსეთთან შეერთებას.
  • 19 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოძევებულნი ხდებიან თავიანთი ბაზებიდან შეკრებილი რუსეთის პრო-რუსული მომიტინგეების და რუსული ჯარების მიერ. უკრაინა აცხადებს საკუთარი ჯარების გაყვანის თაობაზე ყირიმიდან.
  • რუსეთი ირიცხება დიდი რვიანიდან
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
ძალები
აქციების მონაწილეები
მოხალისეები
  • 5,000 (სევასტოპოლი)
  • 1,700 (სიმფეროპოლი)
რუსეთის შ/ძ
  • 20,000–30,000 ჯარისკაცი
უკრაინის ჯარების მოღალატეები
  • 12,000
აქციების მონაწილეები
  • 4,000–10,000 (სიმფეროპოლი)
უკრაინის შ/ძ
  • 5,000–22,000 ჯარისკაცი
  • 40,000 მობილიზებული რეზერვისტი უკრაინის დანარჩენი ტერიტორიიდან
დანაკარგები
1 ჯარისკაცი2 მოკლული ჯარისკაცი,
60–80 დატყვევებულ
 სამხედრო და პოლიტიკური ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულ იქნა უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ. უკრაინის ტერიტორია ყირიმი ანექსირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 18 მარტს. ყირიმის ნახევარკუნძული დე-ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი, რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან — ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია, რაც განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა რევოლუცია — ხალხი აჯანყდა რუსეთის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი პარტიის წინააღმდეგ. ყირიმში ინტერვენცია იყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ფართო მღელვარების ერთ-ერთი შემადგენელი.
22-23 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მთელი ღამე მართავდა შეხვედრას უსაფრთხოების და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, რომელზეც განიხილავდნენ ჩამოგდებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის შესაძლო დახმარების სცენარებს. ამ შეხვედრის დასასრულს პუტინმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა დავიწყოთ ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებაზე მუშაობა“. 23 თებერვალს რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში. 27 თებერვალს შენიღბულმა რუსულმა ჯარებმა, რომელთაც მოხსნილი ჰქონდათ ყველანაირი საამომცნობო ნიშანი, აიღეს ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობა, დაიკავეს ყირიმის სტრატეგიული ობიექტები, რასაც მოყვა პრო-რუსული მთავრობის დანიშვნა აკსიონოვის თაოსნობით და ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
ფაქტიური საზღვარი რფ და უკრაინას შორის
უკრაინის მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსირებით დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა და შეთანხმებები, მათ შორის 1991 წლის შეთანხმება დსთ-ის ჩამოყალიბების შესახებ, ჰელსინკის შეთანხმება, 1994 წლის ბირთვული იარაღის განუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება და რუსეთ-უკრაინას შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შეთანხმება. აღნიშნული ქმედება დაგმობილ იქნა მსოფლიოს მრავალი ლიდერის მიერ, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიით დაირღვა უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შესახებ 1994 წელს გაფომებულ ბიდაპეშტის მემორანდუმი, რომელზეც რუსულ მხარეს აქვს ხელმოწერილი. იგი გახდა დიდი რვიანის დანარჩენი წევრების მიერ ჯგუფიდან რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილების, შემგომ კი, ქვეყანაზე სანქციების პირველი პაკეტის დაკისრების საფუძველი. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის“ აღიარების შესახებ რეზოლუცია და ასევე არ სცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ხმის მიცემა და ანექსიის კანონიერება.
იხ.ვიდეო

მას შემდეგ, რაც ყირიმის 2014 წლის 16 მარტის რეფერენდუმზე სეპარატიზმმა ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხარდაჭერა მიიღო, გაეროს რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს, რომ „რეფერენდუმს არ გააჩნია იურიდიული ძალა და აღიარება, შესაბამისად ვერ გახდება ყირიმის სტატუსის რაიმე ცვლილების საფუძველი“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, არ სცნონ და არ მოიაზრონ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსის ცნობა.
რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება „ანექსიის“ იარლიყს და როგორც ვლადიმირ პუტინი განსაზღვრავს, რეფერენდუმი იყო ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია. 2015 წლის ივლისში რუსეთის პრემიერ-მინისტრამა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყირიმი სრულად იქნა ინტეგრირებული რუსეთ
ყირიმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა 1783 წელს, როდესაც ანექსირებულ იქნა ყირიმის სახანო. შემდგომ, ყირიმი გახდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტირი რესპუბლიკის (რსფსრ) ნაწილი 1954 წლამდე. თავდაპირველად, 1783 წლის 19 აპრილს, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ხელი მოაწერა მანიფესტს რუსეთის იმპერიისთვის ყირიმის მიერთების შესახებ. შემდეგ წელს ყირიმს უკვე ერქვა ტავრიდას ოლქი, ხოლო 1795 წელს გახდა ნოვოროსიისკის გუბერნიის ნაწილი, 1802 წელს კი, გადაკეთდა ტავრიდის გებერნიად. რუსეთის სამოქალაქო ომის პირველ ხანებში ჩამოყალიბდა რამდენიმე მოკლევადიანი მთავრობა (ყირიმის სახალხო რესპუბლიკა, ყირიმის რეგიონალური მთავრობა, ყირიმის სსრ), მაგრამ ისინი ჩანაცვლდნენ თეთრების მიერ. 1921 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა რსფსრ-ის ყირიმის ავტონომიური სსრ. მეორე მსოფლიო ომის და ყველა ადგილობრივი ყირიმელი თათრის დეპორტაციის შემდგომ, 1946 წელს, ყირიმის ასსრ-მ დაკარგა ავტონომია და ჩამოქვეითდა რუსეთის სფსრ-ის ოლქად.
იხ. ვიდეო

1954 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დეკრეტით ყირიმის ოლქი რუსეთის სფსრ-სგან გადაიყვანეს უკრაინის სსრ-ში.
1989 წელს, „პერესტროიკის“ მიმდინარეობისას, უმაღლესმა საბჭომ სტალინის მართველობის პერიოდში ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ გამოაცხადა და მუსულმანური ეთნიკური ჯგუფის უდიდეს ნაწილს ყირიმში დაბრუნების ნება დართო.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...