სტოუნჰენჯი
(ინგლ. Stonehenge) — პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში (სოლზბერის ვაკე). 1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები.
მსოფლიოს ეს ცნობილი ძეგლი შედგება 3 სამშენებლო ფენისგან:
- 97,5 მ დიამეტრის მქონე ქვაყრილისგან, რომლის შიგნით ორმოებია(ნაწილი კრემაციული).
- ძველი მიწაყრილის შიგნით ვერტიკალურად განლაგებული ქვის(38 წყვილი) 2 კონცენტრირებული წრისგან.
- მიწაში ვერტიკალურად ჩასობილი თლილი ქვები(სიმაღლე დაახლოებით 8,5 მ, მასა 28 ტონა), რომლებსაც თავზე ქვის ფილები ადევს.
იხ.ვიდეო
ეს უკანასკნელი ქვათა კონსტრუქცია ქმნის 30 მ დიამეტრის წრეს. წრეში 5 ტრილიტია(ზემოდან ფილაგადაფარებული 2 ქვა), რომელიც თავის მხრივ საკურთხევლის ქვის გარშემოა განლაგებული
სტოუნჰენჯი ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსის ცენტრია, რომელიც მოიცავს ასეულობით სამარხ მიწაყრილს.
არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმოსადეგი ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500 წლების ფარგლებში აღიმართა. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ იგი ძვ. წ. 3000 წელზე ადრეა აღმართული. გარს შემოვლებული მიწაყრილი, რომელიც მონუმენტის ყველაზე ადრეულ ეტაპს წარმოადგენს, ძვ. წ. 3 100 წლით თარიღდება.
2008 წელს, არქეოლოგებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტოუნჰენჯი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა. აღმოჩენილია ადამიანის კრემაციის ნარჩენები, რომლებიც ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება, ანუ იმ დროით, როდესაც სტოუნჰენჯის თავდაპირველი კომპონენტები - მიწაყრილები შექმნეს. დღემდე არის ვერსია და კამათი თუ ვინ და როდის და რატომ აშენდა ეს არტეფარქტი.
იხ. ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий