ლაპლანდია
(საამთა ენაზე Sápmi, Sámeednam, ფინურად Lappi, შვედურად Lappland და ნორვეგიულად Lapland) — ტრადიციულად საამებით (ლოპარებით, ლაპლანდებით) დასახლებული კულტურული რეგიონის დასახელება. მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში (ფენოსკანდინავიის ჩრდილოეთი). ლაპლანდია ერთიანი სახელმწიფო არასდროს ყოფილა; დღესდღეობით ის დანაწილეობული აქვს ოთხ სახელმწიფოს, ესენია: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და რუსეთი.
ოხ.ვიდეო
ლაპლანდიაში ნადირობისა და თევზჭერის ნეოლითის დროინდელი კვალია აღმოჩენილი. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, დაახლოებით, 100 წელს, ლაპლანდია საამებით დასახლდა, რომლებიც XVII საუკუნეში შვედებმა შეავიწროვეს, ჩრდილოეთისკენ განდევნეს და დახარკეს. ლაპლანდიის სამხრეთი ნაწილი 1809 წლამდე შვედეთს ეკუთვნოდა. მომდევნო პერიოდებში კი თანამედროვე ფინეთის ტერიტორია და მასთან ერთად ლაპლანდიაც რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. შესაბამისად, 1809 წლიდან სამხრეთი ლაპლანდია გაიყო დასავლეთ (შვედურ) და აღმოსავლეთ (ფინურ) ნაწილებად. 1917 წელს ფინეთმა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცაღა, მოკლე ხანში თავისი ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორიები (კარელია, კოლის ნახევარკუნძული) დაკარგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაპლანდიის მოსახლეობა მსოფლიოს თეთრკანიან მოსახლეობას შორის, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი წესით ცხოვრობს.
საამები
(თვითსახელწოდება — კილდ. са̄мь, საამ.-ჩრ. sámit, sampelaš; ფინ. Saamelaiset, ნიუნ. Samar, შვედ. Samer), ლოპარები (მეზობელი ერები: ფინელები, სკანდინავიელები და რუსები მათ ლოპარებსაც „lappar“ ან „lapper“ უწოდებენ, რაც ფინურად ეტიმოლოგირდება, როგორც „ნაპირა მიწის მცხოვრებნი“), ლაპლანდიელები — ეთნიკური ჯგუფი ევროპაში. ცხოვრობენ ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და რუსეთში(კარელიაში). XX საუკუნის დამდეგს საამების საერთო რაოდენობა 31 ათას ადამიანს შეადგენდა. დღეისათვის საამების საერთო რაოდენობა 85 ათასიდან 130 ათასამდე მერყეობს
სამის ხალხი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელსაც თავად უწოდებდენ „საპმის“ ან „სამე–ეატნამს“. ამ რეგიონებს უცხოელები „ლაპლანდიას“ ან „ლაპპს“ ეძახიან. თუმცა სამელების ტერმინსა და „ლაპპს“ შორის ჯერ არცერთია დომინანტური. ტერიტორიები სახელად „ფინმარკი“ და „ლაპმარკი“ არის საპმის მხოლოდ მცირე ნაწილი. ამჟამად სამის ხალხი ცხოვრობს ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილებში ასევე კოლის ნახევარკუნძულზე (რუსეთი). ეს არეალი მოიცავს არქტიკულ და სუბარქტიკულ რეგიონებს რომელთა კლიმატზეც გავლენას ახდენს გოლფსტრიმის თბილი დინება, ამის გამო ზამთარში ტემპერატურა ძირითადად –40 °C მაღალია (სამის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში მზე ხანდახან რამდენიმე თვე არ ჩანს), ხოლო ზაფხულში ტემპერატურა 25 °C აღწევს (ხანდახან მზე არ ჩადის რამდენიმე თვის განმავლობაში).
დემოგრაფია
სამის ხალხის ადეკვატური აღრიცხვა არასოდეს ჩატარებულა. რადგან ამ აღრიცხვის შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ რა კრიტერიუმის მიხედვით მივიჩნევთ ადამიანს სამის საზოგადოების წევრად. 1982 წლისმონაცემებით ნორვეგიაში არის 60 000 – 40 000 სამი, შვედეთში 15 000, ფინეთში 4 000, ხოლო რუსეთში 2 000. ამ ადამიანების 70% ლაპარაკობს სამიზე (სამის ხალხის ენა) ხოლო მათი 10% არის ირმის მომშენებელი. დაახლოებით 7 000 სამისთვის ირმების მოშენება არის ერთადერთი საქმიანობა. დაუზუსტებელი ინფორმაციით სამის ხალხს ჰყავს დაახლოებით 450 000 ირემი. მართალია სამის ხალხის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ჩრდილოეთში, მათი ნაწილი საცხოვრებლად გადავიდა იმ ქვეყნის დედაქალაქშიც რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ. ეს მიგრაცია განსაკუთრებით ძლიერი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.
ისტორია და კულტურული ურთიერთობები
დღევანდელი მეირმე, მეთევზე და შერეული ეკონომიკის სამის ხალხის წინაპრები შემგროვებლები იყვნენ. ისინი შევიდნენ ჩრდილოეთ ფენოსკანდიაში აღმოსავლეთიდან რამდენიმე ათასწლეულის წინ. გზად მათ ჰქონდათ შეხება სხვადასხვა მეჩხრად დასახლებულ ხალხთან და მათ ენებთან ამის შედეგად გაჩნდა დღევანდელი საპმი. შემდგომში მათ მოუწიათ ენობრივი შეხება ჰქონოდათ ფინურ რუსულ და სკანდინავიურ ენებთან. ამ ხალხს სამის ხალხთან პირველი იკონტაქტეს ვაჭრების გადასახადის შემგროვებლებისა და მისიონერების წყალობით. ზოგჯერ იძულებითი ასიმილაციის პროცესი იწვევდა სამის მთელი რეგიონალური ჯგუფების დომინანტურ კულტურაზე გადასვლას ამ პროცესს აჩქარებდა სამის ხალხის ფენოტიპური ერთფეროვნება. მეოცე საუკუნის ბოლოსკენ გავრცელებულმა პლურალისტულმა პოლიტიკამ სამის ხალხს ასიმილაციის საფრთხე მოაშორა. დღეისთვის სამის ხალხს აქვთ მოქალაქეობა და სარგებლობენ ამ სტატუსის ყველა უფლებითა და პრივილეგიით, როგორც განათლების პოლიტიკის, ჯანდაცვის, ასევე რელიგიის სფეროში. ამავდროულად სამის ხალხი აქტიურად უფრთხილდება თავის ეთნეიკურ სტატუსსა და კულტურას.
დასახლებები
სამის ხალხის დასახლებები განსხვავდებიან ზომითა და ხანგრძლივობით რადგან ზოგიერთი სამი სეზონურად მოხეტიალეა. მაგრამ ზოგი არ იცვლის ადგილს მათ სოფლებში და დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება იყოს როგორც რამდენიმე ოჯახი ასევე რამდენიმე ათასი ინდივიდი. ამ დასახლებებში სამის მოსახლეობა ძირითადად უმცირესობაშია და მათ ცხოვრების წესზე გავლენას ახდენს ადგილზე გავრცელებული დომინანტური კულტურა. სამის დასახლებები ძირითადად ორიენტირებულია ადგილობრივი რესურსების გამოყენებაზე. დასახლებების უმეტესობა მდინარეებზეა რაც ქმნის ზაფხულში ნავით ხოლო ზამთარში ციგით ტრანსპორტირების შესაძლებლობას. თანამედროვე ტრანსპორტი უბიძგებს სამის ხალხს რომ ისინი უფრო შორიშორს დასახლდნენ ხოლო თანამედროვე განათლების ჯანდაცვის და სხვა სოციალური სისტემები კი პირიქით – ცენტრალიზებისკენ. ხანდახან სამის ხალხი ტერმინ სოფელში გულისხმობს ადმინისტრაციულ ან ირმის ფარაზე განკუთვნილ ტერიტორიას და არა სოფელს ტრადიციული გაგებით. არსებობს სამის დასახლებების მრავალი ვარიანტი ტრადიციულად მათ დასახლებებში საცხოვრისები ერთმანეთთან ძალიან ახლოს შენდება. საცხოვრისების და სხვა შენობების (საჭმლის და აღჭურვილობის შესანახი თევზის შებოლვისთვის განკუთვნილი და სხვ.) როლს ძირითადად კარვები და დაწნული ბალახისგან აშენებული სახლები ასრულებენ მაგრამ მათში ასევე გავრცელებულია თანამედროვე სახლები, რომლებიც საკმაოდ მაღალი სტანდარტებისაა მათ აქვთ ცენტრალური გათბობაც კი. საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ირმების მოშენებითაა დაკავებული უფრო მობილურია. მათი საცხოვრისები შედგება ერთი ცენტრალური და რამდენიმე პატარა კარვისგან. ეს კარვები უმეტეს შემთხვევაში ღია ცეცხლის გარშემო არიან აღმართულნი. სანამ კარავს აღმართავენ სამის ხალხი იმ ადგილს ფარავს არყის ტოტებით შემდეგ ირმის ტყავებით და მხოლოდ მერე აღმართავენ კარავს. სახლისთვის საჭირო საგნები ინახება სკივრებში.
იხ. ვიდეო
რუსეთი
რუსეთში მცხოვრები საამის ხალხი ბევრად დიდი წნეხისა და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი ავტონომიის საკითხი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არის შედგენილი, ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი რუსეთის მხრიდან. რუსეთს გააჩნია კანონი, როგორც სკანდინავიის ქვეყნებს, მცირე აბორიგენ მოსახლეობასთან დაკავშირებით. კანონის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია შეუნარჩუნოს კულტურა და ენა მცირე ხალხებს, ასევე მიიღოს წინადადებები და განიხილოს მათი შეთავაზებული ცვლილებების შესახებ, მაგრამ ამის პარალელურად ისინი ვალდებულები არიან დაემორჩილონ საერთაშორისო და სახელმწიფო კანონებს, რომლებიც დამტკიცებულია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ. კანონი მიღებული იქნა რუსეთის მიერ 1999 წლის 30 აპრილს რუსეთის ფედერალურ სხდომაზე. მას მოიხსნენიებენ როგორც „აქტი რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ მცირე აბორიგენ ხალხთან დაკავშირებით“. აქტი ითვალისწინებს კონტროლს მთავრობისა, გაუწიოს კონსულტაცია და დაეხმარონ ტრადიციების, ენის, კულტურის და ცხოვრების წესის შენარჩუნების, თუ რა თქმა უნდა მცირე ხალხს გააჩნია ამის სურვილი. აქტი არ ითვალისწინებს მყარ კანონიერ დაცვას, მაგრამ მაინც აგებს პასუხს საბაზისო უსაფრთხოების საკითხებზე. გარკვული ფორმალური ასპექტების გამო აბორიგენი ხალხი კარგავს ავტონომიურ გავლენას თავიანთ მიწებზე გარკვეული ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე. საამის ენა, კულტურა და ბუნებრივი ფუძე რუსეთის მხრიდან არც თუ ისე თავისუფალ კონდენციაშია. როგორც უმცირესი აბორიგენული ხალხები, საამის ხალხი ვერ ახერხებს ხმა მიაწვდინონ რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოებს, ვინაიდან ვერ ატარებენ შიდა არჩევნებს, ვეტოს დადების უფლება არ აქვთ და ვერანაირი ავტონომიური პრიორიტეტებით ვერ სარგებლობენ. მაგრამ, მურმანსკის დუმამ დააკანონა საამისთვის დახმარება და მათი უფლებების ბევრად უფრო სერიოზული ზედამხედველობა. ლოვოზეროს მუნიციპალიტეტი კი ირჩევს ერთ ადამიანს, რომელიც უმცირესი აბორიგენული ხალხების საქმეებს და პრობლემებს განიხილავს. რუსეთში მცხოვრები საამი ორგანიზებულნი არიან ორ ორგანოში: „გუოლადაგა სამი სერავში“ და „მუმანსკა გუვლუ სამესერავში“. ორივე ასოციაცია საამის კონსულატის წევრია, და მათ „მუდმივი წევრების“ სტატუსი გააჩნიათ. რუსული საამი ასევე იღებს მონაწილეობას R. A. I. P. O. N. (Russian Association of Indigenous Peoples of the North, Siberia and Far East) -ის კრებებში. ეს ფაქტი მეტად აძლიერებს საამის გავლენას რუსეთის ფედერაციაში. ასევე დიდი მხარდაჭერა გააჩნიათ ნორდული საამის წევრებისგან, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვის პარალელურად გაამყარონ მათი რუსეთში მცხოვრები მოძმეების ფეხქვეშ მშობლიური მიწა და გააძლიერონ მათი გავლენ
იხ. ვიდოე
Комментариев нет:
Отправить комментарий