понедельник, 20 мая 2019 г.

                                                                ჭანეთი
                   
 ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. დასახლებული იყო დასავლურ-ქართული ტომით — ჭანებით.
III-IV საუკუნეებში მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც თიანიკე.
VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია ბიზანტიამ დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა ქრისტიანობა. XIII-XIV სს-ში იგი ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა, თუმცა მისი აღმოსავლეთ ნაწილი სამცხის სამთავროსშემადგენლობაში იყო. 1461 წელს ტრაპიზონის იმპერია ჭანეთის ნაწილითურთ (შუა და დასავლეთი ჭანეთი) ოსმალეთმა დაიპყრო. 1463-1502 წლებში ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილი გურიის სამთავროსშემადგენლობაშია, 1502-1535 წლებში — სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში, 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა.
1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, ოსმალეთმა დათმო ჭანეთის ნაწილი, ახლანდელი სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც ამჟამად შედის საქართველოს შემადგენლობაში.
იხ. ვიდეო

                                    ლაზები

                                                     áƒšáƒáƒ–ები
 ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ლაზები, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა და მდინარე ჭოროხის აუზის, ისტორიული ლაზეთის, მკვიდრი მოსახლეობაა. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია). ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ზანური (მეგრულ-ჭანური) ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსლიმები არიან, მაგრამ გათურქების იძულებითი პოლიტიკის მიუხედავად მათ შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა. ლაზების ერთ ნაწილს საერთო ქართული ენობრივი და კულტურული გარემოსგან იზოლაციის გამო ლაზური თვითშეგნება ჩამოუყალიბდა.[ცნობილია, რომ ძველი კოლხები ანუ ლაზები ოდესღაც „თავისთავადნი“, დამოუკიდებელნი და ძლიერნი იყვნენ. შემდეგ კი ისინი დაიქსაქსნენ და დასუსტდნენ. ამის შესახებ ცნობა ანტიკურ მწერლობაშიც შენახულა. და ამის საფუძველზე ახალ საისტორიო ლიტერატურაშიც განმტკიცებულა.
იხ.ვიდეო

პროკოპი კესარიელი ეხება ძველ კოლხებს ანუ შემდეგი დროის ლაზებს ანუ ჭანებს და შენიშნავს, რომ „ჭანები ძველთაგანვე თავსთავადნი იყვნენ და არავის არ ემორჩილებოდნენ“. ლაზებს ასე ახასიათებს ერთი ბიზანტიელი ისტორიკოსი: „ლაზები მეტად მრავალრიცხოვანი და მეომარი ხალხია და სხვა ძლიერ ხალხებსაც მბრძანებლობენ. ისინი ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზედ მეტად ქედმაღლობენ. და უნდა ითქვას, არც თუ უსაფუძვლოდ“.
იხ. ვიდეო

                                                            ხახული
                        77. xaxuli.JPG  
 შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოში, მდინარე თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდინარე ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ტაძარში ამჟამად მოქმედებს მეჩეთი.
დააარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარი). თანდათან ხახულის მონიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი - ეკონომიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი "ხახოს ხეობად", ზოგჯერ კი "იშხანის" სახელით იხსენიება.
იხ. ვიდეო

 აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა). ხახულში შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული კერა. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X-XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმიდელმა. ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
იხ. ვიდეო

ხახულის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა, გუმბათი აფსიდის კუთხეებსა და 2 თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა. დასავლეთის მკლავი ბოძების ორი წყვილით სიგრძეზე სამ "ნავად" იყოფა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარეს ასევე მცირე აფსიდებით დაბოლოებული თითო სათავსია.
იხ. ვიდეო

 ტაძარი მდიდრულადაა მორთული ჩუქურთმებით. გუმბათის ყელი შემკულია გრეხილი შეწყვილებული ლილვებით და მათზე დაყრდნობილი თაღებით, სარკმელთა სათაურებიც მოჩუქურთმებულია. განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ შეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. სარკმლის თავზე ორი ფერის ქვით გამოყვანილი რადიალუღად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაღებსშუა ჩასმულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. მთელი კომპოზიცია დაგვირგვინებულია ფართოდ გაშლილი დეკორატიული თაღით, რომლის ზედაპირი დაფარულია ჩუქურთმით. ტაძარი უხვად არის შემკული ჩუქურთმებით (დასავლეთი მკლავის წნულიანი სვეტისთავები და სხვა). შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები - XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.
იხ. ვიდეო

суббота, 18 мая 2019 г.

Картинки по запросу სიყვარული

                                       უსიყვარულოდ

Картинки по запросу სიყვარული                                                           გალაქტიონი

იხ. ვიდეო

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ….
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

იხ. ვიდეო




                       გემის ხერხემალი
                         
(ლათ. Carina) — ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი, რომლის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი კანოპუსი 0,75 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ვარსკვლავი ბრწყინვალებით მთელ ცაზე მეორე ადგილზეა სირიუსის შემდეგ.
იხ. ვიდეო
ვარკვლავი კონაპუსი a გემის ხერხემალის თანავასკვლავედში - სამხრეთ  ნახევარსფეროში, ბრწყინვალე ვასკვლავი მეორე (სირიუსის მერე მზის ჩაუთვლელად)
Canopus.jpg
გადაღებული საერთაშორისო ორბიტალური სადგურიდან
კონაპუსი - არის თეთრ-ყვითელი ვასკვლავი ზეგიგანტი  Hipparcos» თანაგზავრის მონაცემებებით ის დაშორებული 310 სნ, წ (96 პარსეკით, ან 2,96 კვადრილიონი კმ) მზიდან მასა კი 8 -9 მზის რადიუსი 65-ჯერ მეტი ტემპ-რა 7350კ 
იხ. ვიდეო

არსებობს რამდენიმე ვერსია წარმოშობის დასახელების კონაპუსის.
ბერძნ. მითოლოგიით ვასკვლავს დაერქვა სახელი კანოპიდან სპარტის მეფის მენელაე .
ეგვიპტური ვერსიით სახელი Kahi Nub ნიშნავს ,,ოქროს მიწას'' რაც დაკავშირებულია განსაკუტრებული დკვირვებით მხოლოდ დაბალა ჰორიზონტზე ხშირად ერტყა დედამწის ატმოსფეროს ფენების გამო წითელი ფერი.

                                 კომეტა

                     
                  20 აღმოჩინეს NEOWIS პროგრამის ფარგლებში ინფრაწითელ დიაპაზონში
 ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, კუდიანი ვარსკვლავი პლანეტისაგან მკვეთრად განსხვავებული, მეტად თავისებური, კოსმოსური სხეულია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტისმეტად მცირე მასა, დიფუზიური მდგომარეობა, ლაქისებრი, წაგრძელებული კუდის ფორმა.
ჯერ კიდევ 90 წწ- ში ასტრონიმებმა ინფრაწითელ დიაპაზონში დაკვირვებისას ტელესკოპით კომეტა ,, ვილსონზე'' არმოჩინეს ორგანული ნაერთები. ეს იყო პირველი აღმოჩენა, აქედან აზრიც წარმოიშვა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ორგანულნარტა ქიმიური შედგენილობა რამდენადმე გასხვავებულია, ვიდრე ჰალეის კომეტაზე ნაპოვნი კომეტაზე.
კომეტებს ჩვენ მხოლოდ მზის სისტემის შიგნით ვხედავთ, თუმცაღა ისინი ხშირად ვარსკვლავთშორისეთიდან მოგვევლინებიან ხოლმე.
იხ. ვიდეო

კომეტები გამოირჩევიან პერიოდულობისა და არაპერიოდულობის თვისებებით. ზოგი მათგანი მზის მიზიდულობის ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე და რამდენიმე წელიწადში ერთხელ კვლავ ბრუნდება მზესთან და შესაბამისად, ხილული ხდება ჩვენთვის. მაგრამ ზოგიერთი კომეტა თავს აღწევს მზეს და ერთხელ გამოჩენის შემდეგ, სამუდამოდ გადის მზის მახლობელი სივრციდან.
იხ. ვიდეო


среда, 15 мая 2019 г.

       ,,ხეც''     ანტისარაკეტო კომპლექსი
                           Arrow anti-ballistic missile launch.jpg
                                                                      გაშვება და კომპლექსი ,, ხეც'' 
(ივრ. ,,ისარი'') - ისრაელის ანტისარაკეტო კომპლექსი, შედის შემადგენლობაში ისრაელის ანტისარაკეტო სისტემაში, შექმნილი ისრაელის მიერ თანამშრომლობით აშშ-ს ანტისარაკეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით და მონაწილეობით ამერიკული კომპანიების ჩარჩოში შექმნის ისრაელის მარავალშრიანი სისტემების ანტისარაკეტო თავდაცვის.
მუშაობა პროექტის დაიწყო 1986წ-ს მოწერილი იყო მემორანდუმი ურთირთგაგების, რის საფუძველზე აშშ-მ დააფინინსა ჩარჩოში სტრატეგიული ინიციტივის (სოი). 1988წ-ს ისრაელის სახელმწიფო კომპანიამ  Israel Aircraft Industries მიიღო დაკვეთა შექმნის პროტოტიპის რაკეტების, რ-ის დანუშნულება იყო მიზნის განადგურება ოპერატიული ტაქტიკური რაკეტების. 1994წ-ს ასეტი პროტოტიპი იყი შექმნილი და წარმატებით გაიარა გამოცდა.
                                               Coverage of Israel provided by two Arrow 2 batteries, derived from their published locations (Palmachim, Ein Shemer) and range (90-100 km).
ისრაელის ტერიტორია, გადაფარული ორი ანტისარაკეტო ბატარეის ხეც-2 რადიუსი მოქედების (90 - 100კმ)
შემდეგ ეტაპზე ისრაელის IAI იყო დამუშავებული და გადაცემული ისრაელის არმიას ანტისარაკეტო სისტემას, რ-საც შეუძლია გადაიჭიროს რაკეტები, გამოშვებული 3000კმ ფრენის სიჩქარით 4,5კმ წმ
იხ.ვიდეო

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...