понедельник, 20 мая 2019 г.

                                    ლაზები

                                                     áƒšáƒáƒ–ები
 ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ლაზები, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა და მდინარე ჭოროხის აუზის, ისტორიული ლაზეთის, მკვიდრი მოსახლეობაა. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია). ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ზანური (მეგრულ-ჭანური) ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსლიმები არიან, მაგრამ გათურქების იძულებითი პოლიტიკის მიუხედავად მათ შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა. ლაზების ერთ ნაწილს საერთო ქართული ენობრივი და კულტურული გარემოსგან იზოლაციის გამო ლაზური თვითშეგნება ჩამოუყალიბდა.[ცნობილია, რომ ძველი კოლხები ანუ ლაზები ოდესღაც „თავისთავადნი“, დამოუკიდებელნი და ძლიერნი იყვნენ. შემდეგ კი ისინი დაიქსაქსნენ და დასუსტდნენ. ამის შესახებ ცნობა ანტიკურ მწერლობაშიც შენახულა. და ამის საფუძველზე ახალ საისტორიო ლიტერატურაშიც განმტკიცებულა.
იხ.ვიდეო

პროკოპი კესარიელი ეხება ძველ კოლხებს ანუ შემდეგი დროის ლაზებს ანუ ჭანებს და შენიშნავს, რომ „ჭანები ძველთაგანვე თავსთავადნი იყვნენ და არავის არ ემორჩილებოდნენ“. ლაზებს ასე ახასიათებს ერთი ბიზანტიელი ისტორიკოსი: „ლაზები მეტად მრავალრიცხოვანი და მეომარი ხალხია და სხვა ძლიერ ხალხებსაც მბრძანებლობენ. ისინი ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზედ მეტად ქედმაღლობენ. და უნდა ითქვას, არც თუ უსაფუძვლოდ“.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...