пятница, 10 мая 2019 г.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

                                               

               აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

    
                                                        
                                                   სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი

(ინგლ. United States Secretary of State) ხელმძღვანელობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც არის აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყება დაარსებული 1789 წელს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ანალოგიურია საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სახელმწიფო მდივანი არის მნიშვნელობით მეოთხე პირი აშშ-ის ხელისუფლებაში. კანდიდატურას სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნიშნავს პრეზიდენტი და ამტკიცებს სენატი. აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ დიდი მხარდაჭერით გამოიხატება 
იხ.ვიდეო

                                                          

                            მაიკ პომპეო

                                              áƒ›áƒáƒ˜áƒ™ პომპეო
(ინგლ. Michael Richard «Mike» Pompeo; დ. 30 დეკემბერი1963, ორინჯი, კალიფორნიააშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2018 წლის 26 აპრილიდან.
2017 წლის 23 იანვრიდან 2018 წლის 26 აპრილამდე იყო ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს დირექტორი, წარმოადგენდა კანზასის შტატს წარმომადგენელთა პალატაში 2011-2017 წლებში. არის რესპუბიკური პარტიის წევრი, ემხრობა „ჩაის მოძროაბას. პომპეუ გახლავთ ჩაის სმის მოძრაობის წევრი რესპუბლიკური პარტიაში. იხ. ქვემოთ სტატია
                 ჩაის სმის მოძრაობა
                     
დემონსტრაცია ჩაის სმის მოძრაობის დასავლეთ გაზონზე კაპიტოლიუმის ნაციონალური ალეაში 2009წ-ის 12 სექტემბერი
(ინგლ.ea Party movement) - კონსერვატულ-ლიბერალური პოლიტიკური მოძრაობა აშშ, აღმოცენდა 2009წ-ს როგორც საპროტესტო სერიები , კოორდინირებული ადგილობრივ ეროვნულ დონეზე, გამოცვეული, მათ შორის 2008წ-ს აქტით საგანგაშო ეკონომიკური სტაბილიზაციის და სხვა რეფორმის სამედიცინო დაზღვევის სფეროში.
დასახელება მომდინარეობს გამოძახილს ბოსტონის ჩაის სმიდან იხ. ქვემოთ სტატია. 

                             ბოსტონის ჩაის სმა

                                              
                                                                            ბოსტონის ჩაის სმა 17773წ
XVII საუკუნის 70-იან წლებში ევროპული სახელმწიფოების ურთიერთშორისმა წინააღმდეგობამ მათი ორ, მტრულ ბანაკად დაჯგუფება გამოიწვია. ავსტრიარუსეთისაფრანგეთი და საქსონიის დაიპირისპირდა ინგლისსა და პრუსიას1756 წელს მათ შორის ე.წ შვიდწლიანი ომი (17561763) დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები სამ კონტინენტზე - ევროპაშიაზიასა და ამერიკაში გაიშალა. ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი მოქმედებები ძირითადად კოლონიებში - ამერიკასა და ინდოეთში იმართებოდა. ამერიკაში ინგლისმა დიდ წარმატებებს მიაღწია. საფრანგეთზე გამარჯვება, აქ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური კოლონიებისმხარდაჭერამ. შვიდწლიანი ომის შემდეგ ინგლისის მეფისბრძანებით კოლონისტებს ალაგანების მთაგრეხილების დასავლეთით, დასახლება აეკრძალათ, ხოლო ინგლისის პარლამენტმა კოლონიებზე პირადად დააწესა გადასახადები. ამ გადასახადს საგერბო გამოსაღებიერქვა. კანონმა საგერბო გამოსაღების შესახებ ამერიკის მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებები შელახა, რადგან საგერბო გამოსაღებით იბეგრებოდა ყოველივე ის, რაც დაკავშირებული იყო ქაღალდთან: დაბადების და ქორწინების დოკუმენტები, სავაჭრო გარიგებები, მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთები, წიგნები, გაზეთის თითოეული ნომერიც კი. კოლონიის მცხოვრებლებმა წამოაყენეს პრიციპი "არავითარი გადასახადი წარმომადგენლების გარეშე".
                                                            
                                                                            მუზეომი ბოსტონის ჩაის სმის
ლონისტები გადასახადის ამკრეფ მოხელეებს კუპრით თხუპნიდნენ, ბუმბულს აყრიდნენ და გამაყრუებელი ბრახუნით დაატარებდნენ ქუჩებში, სანამ ისინი გადასახადების აკრეფაზე უარს არ იტყოდნენ. წინააღმდეგობა იმდენად ერთსულავანი იყო, რომ ინგლისის მთავრობამ გააუქმა საგერბო გადასახადები. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა ინგლისის კოლონიების წარმომადგენლად ლონდონში გაგზავნილმა, სახელგანთქმულმა ამერიკელმა ბენჯამინ ფრანკლინმა. უშუალო გადასახადების შეწერა რომ ვერ მოახერხეს, ინგლისის პარლამენტმა სხვა გზას მიმართა - ბაჟები დააწესა. კოლონიებში შეტანილ საქონელზე მაღალი ბაჟები შემოიღეს. მაგრამ ბაჟის დაწესების ყველა ცდას კოლონისტები ბოიკოტით პასუხობდნენ, ინგლისურ საქონელს არ ყიდულობდნენ. მათ წამოაყენეს ლოზუნგი

1973 წელს გამოშვებული მონეტა.

„გადაარჩინე შენი ფული, ამით თქვენ სამშობლოს გადაარჩენთ“
.
ბოსტონში საბაჟო შენობის აგებასაც კი დიდი გართულება, ე.წ "ბოსტონის ხოცვა-ჟლეტა" მოჰყვა. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ, საბაჟოს შენობასთან მოთამაშე ბიჭებმა ინგლისელ გუშაგებს თოვლის გუნდები ესროლეს. შეკრებილნი ბავშვებს აქეზებდნენ. ინგლისელმა ჯარისკაცებმა შეკრებილებს ტყვია დაუშინეს და რამდენიმე ადამიანი მოკლეს. საყოველთაო აჯანყების თავიდან ასაცილებლად, ინგლისის მთავრობამ ბოსტონში მომხადარ ამბავში თავისი ჯარისკაცები დაადანაშაულა და ჯარი ქალაქიდან გაიყვანა.
იხ.ვიდეო

ინგლისელები იძულებულები გახდნენ ამერიკაში შეტანილ საქონელზე, ბაჟის აკრეფიდან ხელი აეღოთ, მხოლოდ ჩაიზე დატოვეს უმნიშვნელო ბაჟი, რათა კოლონისტებითვის ნათელი გაეხადათ, რომ ინგლისის მთავრობა ახალშენებში ბაჟის დაწესების უფლებას ინარჩუნებდა. ამერიკელებმა ჩაის შეძენაზე ბოიკოტი გამოაცხადეს. მაშინ დიდმა ბრიტანეთმა მხოლოდ ინგლისური "ვესტ-ინდოეთის" კომპანია გაათავისუფლა ბაჟისგან. ამის საპასუხოდ 1773 წელს ინდიელებად გადაცმულმა ბოსტონელებმა, ვესტ-ინდოეთის კომპანიის ხომალდზე შეაღწიეს და ჩაის ყუთები ზღვაში გადაყარეს. ამ შემთხვევას ბოსტონის ჩაის სმა ეწოდა.
ბოსტონის ჩაის სმის შემდეგ ინგლისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კოლონიები სამაგალითოდ დაესაჯა კოლონიებმა ინგლისის ამ პოლიტიკას დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყებით უპასუხეს.

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...