пятница, 3 мая 2019 г.

პუტჩი

                                  პუტჩი

                                                                
         (გერმ. Putsch, ფრანგ. Coup d'état) — მთავრობის უეცარ გადაგდებას სამხედრო ძალით, როგორც წესი განხორციელებულს მცირე შედარებით სუსტი გაერთიანებით, რომელიც მთავარ სახელმწიფო ფიგურებს ცვლის. პუტჩი, როგორც წესი ძალადობრივი წესით ხდება, თუმცა შეიძლება შედარებით ადვილად უსისხლოდაც განხორციელდეს. ის განსხვავდებდა რევოლუციისგან, რომელიც უფრო ვრცელი ჯგუფის მიერ ხორციელდება და რადიკალურად ცვლიას პოლიტიკურ სისტემას.
გერმანული ტერმინი ”პუტჩი” პირველად გამოიყენებულ იქნა ციურიპუტჩის დროს 1839 წელს, მისი პირდაპირი გერმანული თარგმანია შთაათსშთრაიხი (Staatsstreich).
ტაქტიკურად პუტჩი მოიცავს ზოგიერთ აქტიურ სამხედრო ნაწილთა კონტროლის ჩაგდებას, ხოლო ქვეყნის დანარჩენი შეიარაღებული სამსახურების ნეიტრალიზებას. აქტიური ჯგუფი იპყრობს ან განდევნის ლიდერებს, ხელთ იგდებს მნიშვნელოვან სამთავრობო დაწესებულებებზე, კომუნიკაციის საშუალებებზე და ინფრასტრუქტურაზე (მაგ. გზები, ელექტროსადგურები) ფიზიკურ კონტროლს.
იხ. ვიდეო

პუტჩი ტიპიურად არსებული მთავრობის ძალას იყენებს მისივე გადასაყენებლად. ედვარდ ლუტვაკის განმარტების თანახმად წიგნში ”პუტჩი: პრაქტიკული სახელმძღვანელო”: ”პუტჩი შედგება ინფილტრაციით სახელმწიფო აპარატის მცირე თუმცა კრიტიკული სეგმენტისა, რომელიც შემდგომში იცვლება მთავრობის დანარჩენი ნაწილის კონტროლს ქვეშ ასაყვანად”. ამ მნიშვნელობით, სამხედრო ან რაიმე სხვა ორგანიზებული ძალის გამოყენება პუტჩის გადამწყვეტი ნაწილი არ უნდა იყოს. ამგვარად, სახელმწიფო აპარატის ნებისმიერი არა-ლეგალური ტაქტიკის სახით გადაყენება შეიძლება მოიაზროს როგორც პუტჩი, ლუტვაკის თანახმად
იხ.ვიდეო

                                        ხუნტა

 (ესპ. junta, „კავშირი“) — ესპანეთსა და ესპანურენოვან ქვეყნებში ამ სიტყვით აღინიშნება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ორგანო, მათ შორის სამოქალაქო. არაესპანურ ქვეყნებში, მათ შორის პოსტ-საბჭოურ სივრცეში ხუნტა ძირითადად გამოიყენება პუტჩის (სამხედრო გადატრიალების) შედეგად მთავრობაში მოსული სამხედრო მმართველობის აღსანიშნავად.
ხუნტის მაგალითებისთვის იხილეთ:

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო

 1992 წლის 2 იანვარს შეიარაღებული გადატრიალების შედეგად შექმნილი დროებითი არაკონსტიტუციური ორგანო.
1992 წლის 2 იანვარს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მისმა ლიდერებმა ჩამოაყალიბეს დროებითი არაკონსტიტუციური ორგანო, რომელსაც უწოდეს „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო“.
1992 წლის 6 იანვარს სამხედრო საბჭომ გამოსცა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პრეზიდენტი გამოაცხადა საქართველოს სსრ სამართალმემკვიდრეებად და ბრალი დასდო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ავტორიტარულ მმართველობასა და ხელისუფლების უზურპაციაში.
იხ.ვიდეო

სამხედრო საბჭომ აღდგენილად გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1992 წლის 4 ნოემბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. 1992 წლის 10 მარტს სამხედრო საბჭომ ხელისუფლება გადააბარა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს, რომელშიც პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების გაცილებით ფართო წარმომადგენლობა გაერთიანდა.
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრები იყვნენ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი. მათ რუსეთიდან მოიწვიეს სსრკ–ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.
არსებობს ასევე აზრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თენგიზ სიგუას საბჭოს წევრობის შესახებ, თუმცა მას საბჭოს სახელით არცერთი დოკუმენტისთვის არასოდეს მოუწერია ხელი.
იხ.ვიდეო
ანალიზი რომ გავაკათეოთ თუ რა კატასტოფა მოუტანა საქართველოს ამ ფაქტმა და შემდეგ რა უბედურება დაატრიალდა ვინც კი შეესწრო ამ დროს რ-იც ჩვენი უახლოესი ისტორია ალბათ ენით ვერ გადმოვცემ ამას როცა რუსთაველი ცეცხლის ალშია გაეხვა საკუთარი ხელით და რუსული დახმარებით ასევე ბეპაევის მონაწილეობა და თაობების დაკარგვა კანონის გაჩერება და ანარქია და ქაოსი მკვლელობები და მარადიორობები ყველა სახელწიფო ორგაონოს მოშლა,  კრინიმალური დაჯგუიფებებისა და ე.წ. საძმოების თარეში, ყველა სახელწიფო ქონების დატაცების სამეგრელოს დარბევა და დაწიოკების  სოფელი დარჩელის გადაწვა, აგუ აგურ ქარხნების დაშლის და დატაცების პურის დეფიცითი  დაპირსიპირება და მასობრივი მიტინგების დახვრეტებისა 2თებერვალის და მაისი და სხვა,  ადამიენების წამებები ე.წ. ზვიადისტების. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომები და დაკარგვის თაობების დაკარგვის ელ.ენერგიის არ ქონის გაზის არ ქონის პურზე გრძელი რიგები. ეს არის არასრული სია შედეგი იმისა თუ რა მოიტანა. ყველაზე შემაძრწუნებელი კი ის იყო რომ ამ ყველაფერს მხარს უჭერდა ე.წ. ელიტის საკმაოდ ცნობილი ადამიანები მათ სახელი ეწოდა და მის მიმდევრებს პურჩისტები ანუ ამ ყველაფრის ,,გამპრავებელი'' გამამართლებელი მხარდაჭერი.  

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...