четверг, 1 октября 2020 г.
მატერია (ფილოსოფიაში)
понедельник, 28 сентября 2020 г.
გასტრიტი
გასტრიტი
კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. მათი გამომწვევი მიზეზი და კლინიკური ნიშნები, ანუ დამახასიათებელი ჩივილები, შეიძლება განსხვავებული იყოს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.
მწვავე გასტრიტი შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ, რომლის ლათინური სხელწოდებაა ჰელიკობაქტერ პილორი. ეს ბაქტერია სპირალური ფორმისაა და მრავლობითი შოლტი აქვს. განაპირობებს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას. კუჭში მიკრობი ძირითადად ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული.
მიკრობით განპირობებული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ, ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ბაქტერიის აღმოჩენის მიზნით კუჭის ლორწოვანი გარსიდან იღებენ ქსოვილს (ბიოფსია) და შეისწავლიან. გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად გამოიყენება ე.წ. უარეაზული ცდა. ზოგჯერ იკვლევენ მიკრობის საწინააღმდეგო ანტისხეულებსაც.
გასტრიტის დიაგნოსტიკისთვის საუკეთესოა ენდოსკოპიური გამოკვლევა, ნაკლებინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა.
მკურნალობა სხვადასხვა მიზეზით განპირობებული გასტრიტის დროს განსხვავებულია. ჰელიკობაქტერიით გამოწვეული გასტრიტის მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების კომბინაციით და 2 კვირიდან 2 თვემდე გრძელდება.
იხ. ვიდეო
არსებობს ინფექციური გასტრიტიც, რომელიც განპირობებულია სხვა ბაქტერიებითა და ვირუსებით, კერძოდ, სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, მარტივი ჰერპესით, ციტომეგალოვირუსით და სხვ.
ქრონიკულ გასტრიტს ახასიათებს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობა. ადრეულ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ, შემდეგ კი ჯირკვლოვან შრეში ლოკალიზდება, დაავადების განვითარებისას კი კუჭის ჯირკვლების სტრუქტურის რღვევა, განლევა ან გადაგვარება მიმდინარეობს. ქრონიკული გასტრიტის დროს გამოხატული ჩივილები არასპეციფიკურია, ამიტომაც მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე ქრონიკული გასტრიტის ფორმების დიფერენცირება ძალზე რთულია.
A ტიპის ქრონიკულ გასტრიტს ხშირად თან ახლავს ანემია, ანუ სისხლნაკლებობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, ვიტილიგო. ზოგჯერ ქრონიკული გასტრიტი უსიმპტომოდ, ანუ ჩივილების გარეშე, მიმდინარეობს.
კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეციით (გამომუშავებით) მიმდინარე ჰიპერაციდული გასტრიტისთვის დამახასიათებელია:
- საკვების მიღების დროს ან 15-30 წთ-ის შემდეგ კუჭის პროცესიაზე ტკივილის აღმოცენება
- იშვიათად ტკივილი შეიძლება წარმოიშვას საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ ან უზმოზეც, დამახასიათებელია გულძმარვაც
- ჭამის მადა ჩვეულებრივია ან ზოგჯერ გაძლიერებული
- წარმოქმნილი სიმპტომები დიეტის დარღვევისას ძლიერდება (შემწვარი ხორცი, მწარე, მჟავე, საჭმელი, გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელები)
- სიმპტომები 1-2 საათის განმავლობაშია გამოხატული და შესაძლოა სოდიანი, მინერალური წყლის, ჩაის ან მცირედი საკვების მიღების ფონზე დაწყნარდეს
- კვების რეჟიმის დარღვევისას შეიძლება განვიტარდეს ღებინება მჟავე მასებით
- არ აღინიშნება სეზონური გამწვავებები
კუჭის წვენის შემცირებული სეკრეციით მიმდინარე ჰიპოაციდური გასტრიტისთვის დამახასიათებელია:
- მადის დაქვეითება ან სრული დაკარგვა
- უსიამოვნო გემოვნებითი შეგრძნებები
- ჭამის დროს კუჭის გავსების შეგრძნება
- კუჭის პროცესიაზე სიმძიმის შეგრძნება ან ყრუ ტკივილი
- ჩამოთვლილი სიმპტომები საკვების მიღებისთანავე ვიტარდება
- აღსანიშნავია საერთო სისუსტე, დაღლილობა, უმოძრაობა, ადამიანი საკუთარ თავში იკეტება, სიმსივნით დაავადების შიში უჩნდება
- ხელებსა და ფეხებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება
- კანი მშრალი და ფერმკრთალია, თმა- თხელი და ბოლოში გაყოფილი, ფრჩხილები- დეფორმირებული
- ენა თეთრი ნადებით არის დაფარული
ქრონიკული გასტრიტის გამწვავება ხშირად მოსდევს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ცხარე, ცხიმიანი, სანელებლიანი, შებოლილი, ზედმეტად ცივი და ცხელი საკვების მიღებას. კონსერვატებით, საღებავებითა და ემულგატორებით დამზადებული პროდუქტები გასტრიტის გამწვავების ძირითადი მიზეზია.
გასტრიტის სპეციალური მკურნალობის მეთოდები საბოლოოდ არ არის შემუშავებული. A ტიპი დროს ინიშნება B12 ვიტამინის პრეპარატები, ჰელიკობაქტერიის არსებობისას კი- ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები სქემის მიხედვით.
იხ. ვიდეო
კუჭი
კუჭი
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეტ-ნაკლებად გაფართოებული ნაწილი, რომელშიც ხდება საკვების ქიმიური და მექანიკური გადამუშავება. ბევრი ცხოველის კუჭი მხოლოდ ნაწლავის მეტ-ნაკლებად გაფართოებული უბანია (უხერხემლოთა მრავალი ჯგუფი, ხერხემლიანთაგან მრგვალპირიანები, თევზების მრავალი ფორმა). ხერხემლიანთა კუჭი წინა ნაწლავის გაფართოებული ნაწილია. უფრო ხშირად იგი მოდრეკილია და დიდი და მცირე სიმრუდე აქვს. კუჭის კედელი შიგნიდან ამოფენილია ერთშრიანი ენტოდერმული ეპითელიუმით, რომელიც მილაკოვან ჯირკვლებს ქმნის. ეს ჯირკვლები წარმოქმნიან კუჭის წვენს და ლორწოს. ხშირად კუჭის სულ წინა, ე. წ. საყლაპავისეული ნაწილი ძლიერაა განვითარებული (ასეთია მაგ., ზოგი მცოხნელის რთული კუჭის წინა 3 განყოფილება — ფაშვი, ბადურა, წიგნარა. ნამდვილი კუჭი აქ მარტო მაჭიკია). კუჭის მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი კედლის გლუვი კუნთოვანი ქსოვილის შრეები. კუჭისა და ნაწლავის საზღვარზე ირგვლივ ჩამკეტი კუნთია (პილორუსის სპინქტერი). ზოგჯერ (ზოგიერთი მოლუსკი, კიბოები, მწერები, ფრინველები, ზოგი არასრულკბილიანი ძუძუმწოვარი) კუჭის ქიმიურ და მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი განცალკევებული ნაწილები ან სულაც 2 კუჭია განვითარებული (ე. წ ჯირკვლოვანი და კუნთოვანი ან საღეჭი კუჭი).
იხ. ვიდეო
პეპტიკური წყლული
პეპტიკური წყლული მრგვალი ან ოვალური ფორმის იარაა, რომელიც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე კუჭის წვენისა ან საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით წარმოიშობა.
- პეპტიკური წყლული შეიძლება განვითარდეს ჰელიკობაქტერიით ინფიცირების შედეგად ან იმ პრეპარატების მიღების შემდეგ, რომლებიც ასუსტებენ კუჭის და თორმეტგოჯას ლორწოვანს
- წყლულით გამოწვეული დისკომფორტი პერიოდულად ჩნდება და ქრება
- დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ჩივილებს კუჭის ტკივილზე და კუჭის ზონდით გამოკვლევის (ენდოსკოპია) შედეგებს
- ანტაციდები და სხვა წამლები ინიშნება კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად, ხოლო ანტიბიოტიკები - ჰელიკობაქტერიის ელიმინაციისთვის.
წყლული პენეტრირდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენ გარსში. გასტრიტი შესაძლოა გადაიზარდოს წყლულში.
წყლულის დასახელება ასახავს მის ანატომიურ ლოკალიზაციას, ან იმ გარემოებას, რომლის შედეგადაც ის განვითარდა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც პეპტიკური წყლულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თორმეტგოჯას დასაწყისში, პირველ რამდენიმე სანტიმეტრზე გვხვდება. კუჭის წყლული, რომელიც ნაკლებად ხშირია, ძირითადად ლოკალიზებულია კუჭის ზედა სიმრუდეზე. მოსაზღვრე წყლულები ვითარდება კუჭის ნაწილის ქირურგიული მოცილებისას იმ ადგილზე, სადაც დარჩენილი ნაწილი ნაწლავს უერთდება. სტრესით გამოწვეული წყლული, მწვავე სტრესული გასტრიტის მსგავსად, გვხვდება მძიმე დაავადებით, კანის დამწვრობით ან ტრავმით გამოწვეული სტრესის შემდეგ. სტრესული წყლულები აღმოცენდება ხოლმე კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში. წყლული ვითარდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენი გარსის ნორმალური დაცვითი და აღდგენითი მექანიზმების შესუსტებისას, რის გამოც ის უფრო ადვილად ზიანდება კუჭის წვენით.
პეპტიკური წყლულის ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია კუჭის დაინფიცირება ჰელიკობაქტერიით და ზოგიერთი წამლის გამოყენება.
ჰელიკობაქტერიის სამკურნალოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებამდე ეს ბაქტერია თორმეტგოჯას წყლულის დროს გვხვდება პაციენტების 90%-ში, კუჭის წყლულის დროს - 75%-ში. ამჟამად სიხშირის მაჩვენებელი უფრო დაბალია, დაახლოებით 50-დან 75%-მდე.
მრავალი პრეპარატი, განსაკუთრებით ასპირინი, სხვა არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და კორტიკოსტეროიდები აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და ხელს უწყობს წყლულის განვითარებას. ამავე დროს, აასს-ის და კორტიკოსტეროიდების მიღებისას ადამიანების უმრავლესობას პეპტიკური წყლული არ ემართება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტის რჩევით, პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა უმჯობესია გამოიყენონ აასს-ს ერთ-ერთი სახეობა - კოქსიბი (COX-2 ინჰიბიტორი), ვიდრე სხვა რომელიმე ძველი ტიპის აასს, რადგან კოქსიბების მიღებისას კუჭის დაზიანების ალბათობა ნაკლებია. კვლევებით დადასტურებულია, რომ კოქსიბების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს, ამიტომ მათი ხმარებისას სიფრთხილეა საჭირო. ამ გარემოების გათვალისწინებით იმ პაციენტებს, რომელთა პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, ექიმები ხშირად უნიშნავენ აასს-ს ძლიერ სიმჟავის დამრთგუნველ პრეპარატთან (როგორიცაა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) ერთად.
იხ. ვიდეო
მწეველებს უფრო ხშირად უვითარდებათ და უფრო ნელა უხორცდებათ პეპტიკური წყლული, ვიდრე არამწეველებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს შეუძლია გაზარდოს მჟავას წარმოქმნა, ის არ ითვლება პეპტიკური წყლულის წარმოშობის მიზეზად.
პეპტიკური წყლულის იშვიათი მიზეზია ისეთი სიმსივნე, რომელიც იწვევს კუჭის მჟავას ჭარბ პროდუქციას (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი). სიმსივნური და არასიმსივნური წარმოშობის წყლულის სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა სიმსივნური წყლული არ რეაგირებს არასიმსივნურ წყლულის სამკურნალოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე.ტიპური წყლული მიდრეკილია შეხორცებისა და ხელახალი განვითარებისკენ. ამდენად, ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს დღეების ან კვირების განმავლობაში, შემდგომ შემცირდეს ან გაქრეს. სიმპტომები განსხვავებულია წყლულის ლოკალიზაციისა და პაციენტის ასაკის მიხედვით. მაგალითად, ბავშვებს და ხანდაზმულ პირებს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში წყლულის დიაგნოსტირება მხოლოდ გართულებების განვითარების შემდეგ არის შესაძლებელი.
თორმეტგოჯას წყლულის მქონე პაციენტთა მხოლოდ ნახევარს აქვს ტიპური სიმპტომები, სახელდობრ: ღრღნის, წვის, ტკივილის, სიცარიელის შერძნება და შიმშილის გრძნობა. ტკივილი მუდმივია, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, ლოკალიზებულია უშუალოდ მკერდის ძვლის ქვემოთ. თორმეტგოჯას წყლულის დროს ტკივილი გაღვიძებისას ხშირად არ არის გამოხატული, იწყება მოგვიანებით. რძის ან საკვების, ან ანტაციდების მიღება ტკივილს აყუჩებს, მაგრამ, როგორც წესი, 2-3 საათში ის ისევ იჩენს ხოლმე თავს. ხშირია ტკივილი, რომელიც ღამე აღვიძებს ადამიანს. ზოგჯერ ტკივილი ერთი ან რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ან მეტჯერ არის გამოხატული, შემდეგ კი მკურნალობის გარეშე ქრება. დაავადების პირველი ორი წლის განმავლობაში ტკივილი უფრო ხშირია, მოგვიანებით კი არარეგულარულად იჩენს ხოლმე თავს. გამოცდილი პაციენტები ხვდებიან, როდისაა მოსალოდნელი ავადმყოფობის რეციდივი კუჭის წყლულის პათოგენეზის სქემატური წარმოდგენა: # H. pylori აღწევს მასპინძლის კუჭში ლორწოს ფენაში და ეპითელურ უჯრედებს ედება; # ბაქტერიები ახდენენ შარდოვანას ამიაკად გადაკეთებას, ანეიტრალებენ კუჭის მჟავე გარემოს; # რეპროდუცირება, მიგრაცია და ინფექციური ცენტრის შექმნა; # ლორწოვანი გარსის განადგურების, ეპითელური უჯრედების ანთების და სიკვდილის შედეგად წარმოიქმნება კუჭის წყლული
დოქტორი
თორმეტგოჯას წყლულისგან განსხვავებით, კუჭის, ოპერირებული კუჭის დარჩენილი ნაწილის ნაწლავთან მიერთების ადგილზე ლოკალიზებული და სტრესით გამოწვეული წყლულის სიმპტომები არ არის სტანდარტული. საკვების მიღებამ შეიძლება დროებით შეამსუბუწოს ან, პირიქით, გამოიწვიოს ტკივილი. კუჭის წყლული ზოგჯერ იწვევს ქსოვილების შეშუპებას (ედემა), რომელიც წვრილ ნაწლავშიც ვრცელდება და შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭიდან საკვების გადასვლას. ასეთი დაბრკოლება ხანდახან იწვევს შებერილობას, გულისრევას ან ღებინებას საკვების მიღების შემდეგ.
პეპტიკური წყლულის გართულებებს, როგორიცაა სისხლდენა ან გასკდომა, თან ახლავს სისხლის წნევის დაქვეითებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - თავბრუსხვევა და გულის წასვლა.
воскресенье, 27 сентября 2020 г.
კვანტური კომფიუტერი
კვანტური კომფიუტერი
ჰიპოთეტური გამომთვლელი მოწყობილობა, რომელიც კვანტური ალგორითმების შესრულების გზით მუშაობისას იყენებს კვანტურ-მექანიკურ ეფექტებს, როგორიცაა კვანტური პარალელიზმი.
მიუხედავად იმისა, რომ კვანტური გამოთვლები ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაშია, დღემდე ჩატარებულ ექსპერიმენტებში კვანტური გამოთვლების ოპერაციები შესრულებულ იქნა ძალიან მცირე რაოდენობის კუბიტზე (კვანტური ბინარული ერთეულები). გაცხოველებული პრაქტიკული და თეორიული კვლევა ამ სფეროში ამჟამადაც მიმდინარეობს და მრავალი ეროვნული მთავრობა ხელს უწყობს კვანტური გამოთვლების კვლევებს კვანტური კომპიუტერების დამუშავებაში სამოქალაქო და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის (მაგ. კრიპტოანალიზისთვის).
თუ მსხვილმასშტაბიანი კვანტური კომპიუტერების აწყობა შესაძლებელი გახდა, ისინი შეძლებენ გარკვეული პრობლემების გადაჭრას გაცილებით სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლასიკური კომპიუტერი (მაგ. შორის ალგორითმი). კვანტური კომპიუტერები განსხვავდება სხვა კომპიუტერებისგან, როგორიცაა დნმ კომპიუტერები და ტრადიციული კომიუტერები ტრანზისტორებზე).
3 კუბიტი კვანტური რეგისტრი 3 ბიტი ჩვეულებრივი
ადამიანი
ადამიანი
გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს შექმნაში, შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — ანთროპოსფერო. ადამიანების ერთობლიობას ეწოდება პოპულაცია ან კაცობრიობა. ინდივიდების ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას ან სოციუმს. ინფორმაცია, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობოთი ნიშანთვისების გზით გადაეცემა, ცირკულირებს საზოგადოებაში და წარმოქმნის ნოოსფეროს. საზოგადოების ყველა მატერიალური და ინფორმაციული საქმიანობა წარმოქმნის კულტურას. ადამიანი, როგორც ცოცხალ ორგანიზმთა 90%, იყოფა ორ სქესად: მამრი და მდედრი. ადამიანი იკვლევს და ცვლის თავის თავს და გარემო სამყაროს, ქმნის კულტურას და თავისი ისტორიას.
- მითოლოგიაში უმეტესად ადამიანთა ჯიში მოდის მშობელთა მშობლებისაგან ანუ პირველი ადამიანების მოდგმისაგან რომლებიც გახდნენ ადამიანთა დედა და მამა. სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, მათ ერქვათ ასკი და ემბლა, იუდაიზმში და მისგან წამოსულ რელიგიებში ადამი და ევა.
- ზოგიერთ მითოლოგიაში ღმერთები ქმნიდნენ ერთდროულად მთლიან ერს.
- იუდაიზმში, ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანთა ჯიში წარმოიშვა რამდენჯერმე.
- სამეცნიერო თვალსაზრისით, თანამედროვე ადამიანი გაჩნდა აფრიკაში დაახლოებით 200 ათასი წლის წინ, ევოლუციის შედეგად ადამიანთა (მაიმუნის მაგვარი) წინაპრებისგან. რებეკა კანის მიერ ჩატარებული მიტოქონდრიული დნმ - ის „უხეში“ ანალიზის შედეგად, განისაზღვრა ადამიანთა პირველი მშობლის ევას ასაკი 160 ათასი წელი. ხოლო 196 ათასი წლის არის ადამიანთა თავისქალები ომო-1 და ომო-2 ანუ (homo sapiens) ეთიოპიაში. 100 ათასი წლის წინათ განსახლების დროს პირველყოფილი ადამიანების რაოდენობა არ აღემატებოდა 10000 მამრს. სხვათა შორის, აფრიკიდან გადასახლდა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანთა შტო.
- 66 ათასი წლის წინ ადამიანებმა მიაღწიეს ინდოეთს. ადამიანებისა და ნეანდერტალელების თანაცხოვრება ახლო აღმოსავლეთში.
- 40 ათასი წლის წინ გაჩნდა ორინიაკის კულტურა
пятница, 25 сентября 2020 г.
ტაილანდური მასაჟი
ტაილანდური მასაჟი
ეზოტერიზმი
ეზოტერიზმი
მინიტურა «Universal Man» Liber Divinorum Operum-დან, ჰილდეგარდ ბინგენი, 1165, ადამიანი, როგორც სამყაროს ნაწილი, Liber Divinorum Operum, I.2. Lucca, MS 1942, მე-13 საუკუნის ხელნაწერი
(ბერძ. ἐσωτερικός — შინაგანი) — რეალობის განსაკუთრებული აღქმის საშუალება. ეზოტერიზმის შემადგენლობაში
იგი გამომდინარეობს საკრარული წმინდა ცოდნიდან და კულტივირებულია მრავალ კულტურაში, როგორც ერთგვარი საიდუმლო ცოდნა ძველი და თანამედროვე კულტების თეოსოფიის ან ფილოსოფიის დონეზე, მაგრამ განსხვავებით კანონიკური (დოგმატიზებული, ტრადიციული) კულტებისგან, იგი შემოიფარგლება მრავალი ახალი სამეცნიერო ცოდნის ადაპტაციით, სპეკულაციური ვარაუდის გამოყენებით "ამართლებენ საკუთარ სწავლებას. ეს არის სამყაროს მისტიკური კანონების შეცნობის შინაგანი, ანუ სულიერ-ფსიქოლოგიური გზა (ან, როგორც ახალი აგერები ამბობენ, აბსოლუტური). ეზოთერიზმი არის კონკრეტული შეხედულებების კონუსი სამყაროს ევოლუციის ღრმა (აშკარა) არსის შესახებ. ეს სფერო მოიცავს მისტიკის ცნებებს, სწავლებებსა და დოქტრინებს, აგრეთვე თვითშემეცნების გზებსა და პრაქტიკებს (საიდუმლო ცოდნის გააზრება ადამიანის ზეპიროვნული ბუნების შესახებ).
იხ. ვიდეო სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადია ეზოთერიის პრიზმაში
აპოლოგეტებისა და პედაგოგების (სწავლების ხელმძღვანელები ან ავტორები) აზრით, ზოტერული მსოფლმხედველობა (პირადი ცნობიერების რეალური გაფართოების კრიტერიუმების შედარების სირთულის გამო), ვიდრე "მხოლოდ რამდენიმე სექსუალურ და ნიჭიერ პიროვნებას შეუძლია დაეუფლოს", რისთვისაც მათ ინიციატორებს, ოსტატებს, მასწავლებლებს, სახელმძღვანელოებს, ტრენერებს უწოდებენ მწვრთნელები). ამასთან, თავად ეს "ტიტულები" ჩვენს დროში "პოპულიზმისა და შეურაცხყოფის" დროს კარგავს თავის ნამდვილ მნიშვნელობას, ხდება ძალიან ჩვეულებრივი.
შედის: მაგია, ალქიმია, ასტროლოგია, გნოსტიციზმი, კაბალა, თეოსოფია, სუფიზმი,იოგა, ვაჯრაიანა (ბუდისტური ტანტრიზმი), მასონობა, ანთროპოსოფია და მონდიალიზმი.
მართლმადიდებლობაში გავრცელებულია აზრი ეზოთერიკობას, ოკულტიზმსა და ტოტალიტარულ სექტებს შორის. მიუხედავად ზოგიერთი ეზოთერული მიმდინარეობის წარმომადგენელთა განცხადებისა მართლმადიდებლობასთან კავშირის შესახებ, ქრისტიანობის წარმომადგენლებს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მართლმადიდებლობისა და ეზოთერული პრაქტიკის შერწყმის მცდელობებთან. რელიგიური მეცნიერისა და მართლმადიდებელი თეოლოგის ა. ვ. კურაევის თვალსაზრისით, "ქრისტიანობაში არ არსებობს ეზოთერული სწავლება".
იხ. ვიდეო
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...