понедельник, 19 октября 2020 г.

ფოლკლენდის ომი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                         ფოლკლენდის ომი

ბრიტანეთის ჯარების მოძრაობა
ესპ. Guerra de las Malvinas - ინგლ. Falklands War - დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის, ფოლკლენდის კუნძულების გამო 1982 წლის მარტიდან ივნისამდე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის არმია თავს დაესხა ფოლკლენდის კუნძულებს და თავიდან მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ, ომიდან გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ეს გამარჯვება კუნძულების მოსახლეობის სურვილსაც შეესაბამებოდა. ომში დამარცხებამ არგენტინაში სამხედრო ხუნტის დამხობასა და დემოკრატიული რეჟიმის აღდგენას მოუმზადა საფუძველი.
სქემა საბრძოლო მოქედებები ხმელეთზე

მოწნაარმღეგები -  დიდი ბტინეთი, დედაფალი ელიზაბეტ მეორე,პრემიერი მარგერეტ ტეტჩერი, ტერეს ლევინი, ჯონ ფიდხაუსი, ჯონ ვუდვალდი, ჯერემი მური, ჯულიან ტომსონი, ტონი უილსონი
ასრგეტინა - ლეოპარდ გალერი, ხორხე ანაია, ბასილიო ლამი დასო, ხუან ხოსე ლამარდო, მარიპ მენენდესი
ძალები ბრტანეთი - 7 ათასი სამხედრო მოსამსახურე (სახმლეთო ძალები), არგეტინა - 13 ათასი სახედრო მოსამსახურე სახმელეთო ძალები. 
დანაკარგები - დიდი ბრიტანეთი - 258 ადამიანი 2 ფრეგატი, 2 ესმენცემი, 1 კონტერმზიდი, 1 ადესანტო ხცომალდი, 1სადესანტო კატერი. 24 ვერტფერნი, 10 გამანადგურებელი
არგეტინა - 649 ადამიანი, 1 კრეისერი, 1 ცყალქვეშა ნავი, 1 საპატრულო კატერი, 4 სანტრასპორტო გემი, 1 თევზასჭერი ტრაულერი. 25 ვერტფრენი, 35 გამანადგურებელი, 2 ბომბდამშენი, 4 სატვირთო თვითმფრინავი, 25 მოიერიშე, 9 აღჭურვილი სასწავლო თვითმფრინავი.

ფოლკლენდის კუნძულების ორჯერ იქნა გახსნილი: 1690 წელს ინგლისელი მეზღვაურების და 1694 წელს ფრანგების (ამ უკანასკნელს ეძახდნენ მალვინელებს მათი მშობლიური ქალაქის, სენ-მალოს პატივსაცემად) მიერ. XIX საუკუნის დასაწყისში (დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) არგენტინამ ეს კუნძულების საკუთარ კუთვნილებად ჩათვალა. 1833 წელს გაერთიანებული სამეფოს მიერ მალვინის კუნძლების დაპყრობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია არგენტინის მოსახლეობაში. 1983 წლის 3 იანვრისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ ფოლკლენდის კუნძულების დაპყრობიდან 150 წელი სრულდებოდა. 1981 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოსულმა არგენტინის არმიის გენერალ-ლეიტენანტმა ლეოპოლდო გალტიერმა გადაწყვიტა ამ საბაბით გამოეყენებინა ხალხის უკმაყოფილება. ის იმედოვნებდა თავისი პოპულარობის გაძლიერებას ომში გამარჯვებით, რასაც მოახერხებდა არგენტინის მიერ საავიაციო მობმდამშენების გამოყენებით, რაც იმ დროისთვის არ გააჩნდა დიდ ბრიტანეთს.

მრგარეტ ტეტჩერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

მარგარეტ ტეტჩერის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადა 1979-1983 წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდაქმნების პერიოდია. დიდი ყურადღება ეთმობა საშინაო პოლიტიკას, სოციალურ რეფორმებს. რამდენადაც დიდია რეფორმის მასშტაბი, იმდენადვე დიდია საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება, ეს დაემართა დიდი ბრიტანეთის საზოგადოებასაც. 1981 წლის თებერვალში უმუშევართა რაოდენობამ 2,4 მილიონს მიაღწია, რაც მოსახლეობის 10%-ს უდრის, ხოლო ტეტჩერის რეიტინგი 28%-მდე დაეცა. შედეგად 1983 წლის არჩევნებში ტეტჩერს დამარცხების დიდი შანსი ჰგონდა, მაგრამ მოულოდნელად 1982 წელს მოხდა ისეთი მოვლენა, რამაც მოქმედ პრემიერ-მინისტრს შემდგომ ორ არჩევნებში უპირობო გამარჯვება მოუპოვა. 1982 წლის 2 აპრილს ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიაზე არგენტინის სამხედრო ძალები ფოლკლენდის კუნძულზე შეიჭრნენ და სამხედრო კონტროლი დაამყარეს. დიდი ბრიტანეთი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მას ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა დაეცვა.
                                        
ბრიტანული ბომბდამშენი ,, ვულკანი'' ბრუნდება საბრძოლო ფრენიდან 1982წ-ის 18 მაისი


1982 წლის 19 მარტს, ფოკლენდის კუნძულების არქიპელაგის კუნძულ სამხრეთ ჯორჯიაზე არგენტინის სამხედრო გემმა ლიტის ნავსადგურის შორიახლოს 60-მდე არგენტინელი გადმოსხა. მათი განცხადებით ისინი ლითონის ნარჩენების შემგროვებლები იყვნენ და ძველი ვეშაპსაჭერი ბაზის დემონტაჟი უნდა დაეწყოთ. სინამდვილეში მათ არგენტინის ეროვნული დროშა აღმართეს. ვითომდა ამ ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავიდოვმა ბუენოს-აირესში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განუცხადა, რომ იგი სამხრეთ ჯორჯიაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა მას შეახსენეს, რომ ამისათვის კუნძულის საემიგრაციო უწყების ნებართვა იყო საჭირო. ექსპედიციის მოსაწყობად ან გრუტვიკენში უნდა წასულიყვნენ ნებართვის მისაღებად ან იქაურობა უნდა დაეტოვებინათ. შესაბამისად გემმა 50 არგენტინელით კუნძული დატოვა, მაგრამ 10-მდე არგენტინელი იქ დარჩა. 

                                                                      

ბრიტანული ავიამზიდი ,, ჰერმესი'' (ფოტო 1982წ-ის)

არგენტინის მთავრობას საპროტესტო ნოტა გაეგზავნა, სადაც ბრიტანეთის მთავრობამ ექსპედიციის უკანონოდ შეჭრა გააპროტესტა და განუცხადა, თუ წესრიგს არ დაამყარებდნენ და შესაბამის ნებართვას არ მიიღებდნენ, ან ნებით არ დატოვებდნენ კუნძულს, მაშინ მისი უდიდებულესობის გემი ,,ენდურანცე” ძალის გამოყენებით დააბრუნებდა შინ. მსგავსი თხოვნა ბუენოს-აირესში ბრიტანეთის ელჩმაც წამოაყენა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ, ხოლო 28 მარტს, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ კარინგტონისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში არგენტინული მხარე უარს ამბობდა საკითხის მოგვარებაზე. 31 მარტისათვის დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ არგენტინული გემები, გამანადგურებლები, ავიამზიდები, სადესანტო ხომალდები და წყალქვეშა ნავები პორტ სტენლისკენ მიემართებოდნენ. იმავე დღეს მარგარეტ ტეტჩერმა, თემთა პალატის საკუთარ კაბინეტში საგანგებო თათბირი მოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა საკითხს რომ საკმარისად არასერიოზულად უყურებდა იქიდან ჩანს, რომ თავდაცვის მინისტრყ სერ ტერენს ლევაინი და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ კარინგტონი ამ თათბირს არ ესწრებოდნენ. თათბირზე განსაკუთრებული შეფასებებისგან ყველა თავს იკავებდა, მათ შორის ისინიც, ვინც თავის დროზე ფოლკლენდთან სამხედრო ბაზების შემცირებას უჭერდნენ მხარს. სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა ჰენრი ლიჩმა კი განაცხადა, რომ მსხვილი საბრძოლო ოპერატიული შენაერთების ფორმირება უნდა მომხდარიყო, რასაც სამ დღე-ღამეზე მეტი არ დასჭირდებოდა. ტეტჩერსაც სწორე დეს სურდა და მან ამის განკარგულებაც გასცა. ამავე საღამოს პრემიერ-მინისტრამ ტეტჩერმა სთხოვა აშშ-ს პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს საკითხის მსვლელობაში ჩარეულიყო და არგენტინის პრეზიდენტისთვის მიემართა, რონალდ რეიგანი 1 აპრილს ესაუბრა გენერალ გალტიერის. მათი საუბარი ერთ საათს გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. 1982 წლის 2 აპრილს, პარასკევს, არგენტინის 2,5 ათასიანმა არმიამ დაიკავა ფოლკლენდის დედაქალაქი პორტ სტენლი და არგენტინის დროშაც აღმართა. ამით დაიწყო მე-20 საუკუნის კიდევ ერთი ომი, რომლის აცილებაც, ექსპერტთა ვარაუდით სრულიად შესაძლებელი იყო.

                                                                        

,,სუპერ ეტანდერი'' სჰძ არგეტინის. ემბლემის ქვეშ ესკადრილია შეიმჩნევა სილუეტი ჩაძირული ამ თვითმფრინავის მიერ კონტეინერმზიდი ,,ატლატიკი კონვეიერი''

მსგავსი რამ ჯერ კიდევ 1976 წლის დეკემბერშიც მომხდარა, როდესაც არგენტინელებმა სამხრეთ ტულეზე უკანონოდ დადგეს სამეცნიერო ორბიტალური სადგური. პროცესები არგენტინის ხელისუფლების ხელმძღვანელობით გააქტიურდა, ვინაიდან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო და არგენტინის პრეზიდენტს, გენერალ ლეოპოლდო ფორტუნატე გალტიერის დაკარგული პრესტიჟის აღდგენა მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულების დაბრუნებით სურდა. ეს კუნძულები 1833 წლიდან დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია, 1983 წლის 3 იანვრისთვის ამ თარიღიდან 150 წელი სრულდებოდა და გენერალ გალტიერის პირობით ის არგენტინას უნდა დაბრუნებოდა. 1965 წლისათვის ბრიტანეთის მთავრობას ჰქონდა მცდელობა კუნძულების სუვერენიტეტი არგენტინის მთავრობისთვის გადაეცა, თუ იქ 99 წლის განმავლობაში დაცული იქნებოდა ბრიტანული ცხოვრების წესი, მაგრამ ეს საკითხი მაშინვე ჩაიშალა. ნელ-ნელა ფოლკლენდის სიახლოვეს შემცირდა სამხედრო კონტიგენტი, სამაგიეროდ იზრდებოდა არგენტინის მზადება იქ შეჭრისათვის. როგორც ჩანს ბრიტანეთის ხელისუფლებამ თავშივე ვერ განსაზღვრა კონფლიქტის დაწყების საშიშროება და შორეული კუნძულები დროებით მიივიწყა. ომის მსვლელობასა და მასში პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლს საინტერესოდ აღწერს მისი ბიოგრაფი დიმიტრი მედვედევი. მის წიგნში ,,ტეტჩერი – უცნობი მეგი” საინტერესოდაა განხილული ის ფაქტი, რომ ბრიტანელების თითქმის 60%-მა არც კი იცოდა სად მდებარეობდა ფოლკლენდის არქიპელაგი. 1981 წლის 1 აპრილს გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, სერ ენტონ პარსონმა განსახილველად გაიტანა დიდ ბრიტანეთში შესაძლო შეჭრის საკითხი, ხოლო გაეროს უსაფრთხოების საბჭომ და სხვა წარმოამდგენლებმა საკითხი საპირველაპრილო ხუმრობად და სისულელედ მიიჩნიეს. ტეტჩერის ბიოგრაფი წერს, რომ თვით დენის ტეტჩერმაც კი არაფერი იცოდა კუნძულების ადგილმდებარეობის შესახებ

                                                                            

ბრიტანელი პარაშუტიტსები იცავენ არგეტინელი ტყვეებს. პორტ-სტენლი 1982წ-ის 17 ივნისი

ეს იყო ომი, რომელსაც მხოლოდ დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტი უნდა დაეცვა, არამედ პრემიერ-მინისტრის და მთლიანად კონსერვატიული ხელისუფლების ბედი უნდა გადაეწყვიტა. შესაბამისად ამ ომზე ძალიან ბერვი იყო დამოკიდებული და მარგარეტ ტეტჩერიც მთელი ენერგიით ცდილობდა უპირატესობების მოპოვებას. 4 აპრილს მარგარეტ ტეტჩერმა დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მუდმივი მოადგილე, სერ ფრენკ კუპერი მიიწვია, სადაც დატვირთული საუბრის შემდეგ გადაწყდა სამხედრო კაბინეტის ფორმირება. სამხედრო საბჭო ხუთი სანდო პირისაგან შედგებოდა, რომლებიც მომდევნო 10 კვირის განმავლობაში ყოველ სამუშაო დღეს 09:30 საათზე დაუნინგ სტრიტზე იკრიბებოდა, ხოლო უქმეებზე – პრემიერ-მინისტრის ჩეკერსის რეზიდენციაში. სამხედრო კაბინეტის მუშაობამ არ დააყოვნა და უკვე 26 აპრილისათვის, დღის 16:00 საათზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ მიიღო ცნობა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ჯორჯიაში გადასხდომის შესახებ. 18:00 საათისთვის არგენტინის დროშის გვერდით თეთრი დროშა აფრიალდა, ამრიგად არგენტინელები ბრიტანელებს დანებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ სამხრეთი ჯორჯია იყო. ომი მხოლოდ ახლა იწყებოდა. იმავე დღეს პრესის წარმომადგენელმა მარგარეტ ტეტჩერს ჰკითხა: მისის ტეტჩერ, არგენტინასთან ომს ვიწყებთ? თეტჩერის პასუხი კი ასეთი იყო: იმხი4 მაისს არგენტინამ რამდენიმე exocet-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა, რამაც ბრიტანეთის ფლოტს დიდი ზიანი მიაყენა. მათ შორის დაიბომბა ბრიტანეთის გემი ,,შეფილდი”. საბრძოლო ტაქტიკას ახალი მეთოდები სჭირდებოდა და ამაში მეტი სიმტკიცეც იყო საჭირო. 21 მაისს ,,შეფილდის” ჩაძირვის შემდეგ პრემიერმა ფოლკლენდში ტოტალური შეჭრის ბრძანება გასცა. თუმცა პროცესები წარუმატებლად მიდიოდა. არგენტინელებმა ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, დაიღუპა სამი ადამიანი. მალე კი პროცესები კვლავ ბრიტანელების სასარგებლოდ წარიმართა. ჯარისკაცებმა სან-კარლოსის ნაპირზე გამაგრება მოახერხეს. ბრიტანელებმა მალესიტუაციის კონტროლი მოახერხეს და 14 ივნისს პორტ სტენლში თეთრი დროშაც აფრიალდა. ბრიტანეთი გამარჯვებას ზეიმობდა. თემთა პალატა ფეხზე წამოუდგა თავის პრემიერ-მინისტრს, ხოლო მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ინოკ პაუელმა ეს სიტყვები წარმოთქვა:


„ტესტმა გვიჩვენა, რომ ლითონი უმაღლესი სინჯისაა ეს სუბსტანცია დრეკადიცაა და ძლიერიც, მტკიცეც და გამძლეც. ემოციებს არ ექვემდებარება, გარდა ამისა, მზად არის სხვადასხვა სახისა და სირთულის ეროვნული საკითხის გადაწყვეტისთვის.“

1983 წლის 10 იანვარს, პორტ სტენლის მერიაში, ფოლკლენდის კუნძულებზე ვიზიტისას მარგარეტ ტეტჩერმა თავის გამოსვლაში ასე შეაჯამა ფოლკლენდის ომი:


„ჩვენ ფოლკლენდის კუნძულებზე და დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთხელ გავიღეთ მსხვერპლი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ადამიანთა საკეთილდღეოდ, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი. მსოფლიოს მაგალითი ვაჩვენეთ. დავიცავით ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ამით იმედი ჩავუსახეთ და შესაძლოა, გზაც გავუკვალეთ მათ, ვინც ოდესმე ამგვარ სიხარულს იგემებს.“


2015 წლის იანვარში ფოლკლენდის კუნძულების დედაქალაქში მარგარეტ ტეტჩერის ბიუსტი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი მარკ ტეტჩერი დაესწროარულეთ! ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან პრემიერ-მინისტრი საკუთარი ხელით წერდა სამძიმრის ბარათებს. მისი ბიოგრაფები იმასაც წერენ, რომ ტეტჩერისათვის ეს ომი მის კერპთან, უინსტონ ჩერჩილთან გატოლების თუ არა მიახლოების შესაძლებლობა მაინც იყო, მართალია აქ მასშტაბები შედარებით მცირე იყო, ვიდრე მსოფლიო ომში, მაგრამ ამ ომს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც საკუთრივ დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროპის იმდროინდელ პოლიტიკურ პროცესებში.

საომარი პროცესები სულ უფრო დაიძაბა, ბრიტანულმა ბომბდამშენმა პორტ სტენლის თავზე 21 ჭურვი ჩამოაგდო, გააქტიურდნენ ავიამზიდები, - რეაქტიული გამანადგურებელი ,,ჰარიერები”. მათ გაანადგურეს ასაფრენი ბილიკები. ამ პროცესებში პრემიერ-მინისტრის სიმტკიცე განსაკუთრებით უკვირდა, როგორც ბრიტანეთის აგრეთვე აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას. ამერიკელები იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ომში ბრიტანეთის მარცხი გარდაუვალი იყო. პრემიერ-მინისტრის სიმტკიცე კიდევ ერთმა ფაქტმა გამოავლინა. 2 მაისს ბრიტანულმა წყალქვეშა ნავმა ,,დამპყრობელმა” აღმოაჩინა არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების სიდიდით მეორე გემი – კრეისერი ,,გენერალი ბელგრანო”, რომელიც მის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა. შაადმირალოს პირველ ლორდებს უჭირდათ გადაწყვეტილების მიღება გაეხსნათ თუ არა ცეცხლი, ყველაფერი ისევ პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომელმაც გასცა ბრძანება: ,,დამპყრობელმა” უნდა გაანადგუროს ,,ბელგრანო”! ბრძანება აღსრულებული იქნა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდნენ, როგორც ბრიტანელები, ისე დანარჩენი მსოფლიო, რომლებიც ომის მსვლელობას დიდი ინტერესტ ადევნებდნენ თვალყურს. ეს გადაწყვეტილება იყო ის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომელმაც მარგარეტ ტეტჩერს შემდგომი წარმატებები და ბრიტანელთა თვალში მზარდი პოპულარობა მოუპოვა.

იხ. ვიდეო





განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

განახლებადი  ენერგიის  საერთაშორისო                                       სააგენტო


ინგლ. nternational Renewable Energy Agency, IRENA - შემოკლებით IRENA - საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგის წყაროების გავრცელებას. კონკრეტულად კი წევქვეყნებს უწევს დახმარებას ფინანსური პრობლემების გადაჭრაში, ასევე ხელს უწყობს ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაცვლაში.
მწვანედ ქვეყნები რატიფიცირებული IRENA ხელშეკრულების


ქვეყნები წევრები ორგანიზაციის არის 154 ხოლო კიდევ 26 იმყოფება შემოსვლის პროცესში. ორგანიზაციი მთავარი ოფისი მდებარეობს აბუ-დაბიში.
იხ. ვიდეო

 


воскресенье, 18 октября 2020 г.

კატეხიზმო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                 კატეხიზმო

პრუსიული კატეხიზმო XVI 

 ეკლესიაში ახალმოსულთა (კათაკმეველთა) სასწავლოდ გამიზნული წიგნი, ქრისტეს მოძღვრების გადმოცემა კითხვა-პასუხის სახით.

„სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობით კატეხიზმო აღნიშნავს ქრისტიანული რელიგიის არსებით ჭეშმარიტებათა ზეპირ და მარტივ, ძალდაუტანებელ სწავლებას ბავშვებისა და განათლების არმქონე ზრდასრულთათვის, რაც ნათლისღების შემდეგ ხდება. თუმცა შემდგომში სახელწოდება სწავლების ხერხიდან გავრცელდა იმ წიგნზე, რომელიც ქრისტიანობის ძირეულ ჭეშმარიტებათა ელემენტარულ გადმოცემას შეიცავს. ამ თვალსაზრისით კატეხიზმო არის პოპულარული სახელმძღვანელო, ქრისტიანული მოძღვრების ზუსტი და უტყუარი მოკლე გადმოცემა“ (ე. მანჟენო).

კატეხიზმოს პირველ ტექსტთაგან აღსანიშნავია ალკუინის დროინდელი Disputatio puerorum per interrogationes et responsiones (ქრისტიანული დოქტრინის კომპენდიუმი ათ თავად, PL 101, 1097-1144). XIII საუკუნეში აღმოცენდა სახასიათო საგანმანათლებლო ტექსტები, როგორიც იყო, მაგალითად, ჰონორიუს აუტუნელის Elucidarium, sive dialogus de summa totius christianae theologiae (შეკითხვები და პასუხები მრწამსის, ბოროტებისა და საბოლოო საგანთა შესახებ, PL 172, 1109-1176).

ლუთერმა და კალვინმაც დაწერეს კატეხიზმოები, შესაბამისად 1529 (დიდი და მცირე კატეხიზმო), 1537 და 1542 წლებში. კათოლიკურ სამყაროში დიდად გაითქვა სახელი პეტრე კანიზელის მცირე კატეხიზმომ (1556) და რობერტო ბელარმინოს ქრისტიანული დოქტრინის მოკლე გადმოცემამ (1597). ტრიენტის კრების შემდეგ პაპმა პიუს V-მ გამოაქვეყნა „რომაული კატეხიზმო“ წინამძღვართათვის, ხოლო ვატიკანის I კრების შემდეგ პიუს X-მ შეიმუშავა კატეხიზმო, განკუთვნილი რომის დიოცეზისთვის, რომელიც შემდგომში მთელ იტალიაში გავრცელდა. ვატიკანის II კრებამ ბიძგი მისცა კატეხიზმოს სწავლების განახლებას, რათა კითხვა-პასუხის ძველი ფორმის ნაცვლად დამკვიდრებულიყო ახალი მეთოდი, რომელიც მეტად გაუსვამდა ხაზს თანამედროვე ანთროპოლოგიურ კონტექსტს. ამ განახლების შედეგია 1992 წლის 11 

 ოქტომბერს „კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს“ გამოქვეყნება.

იხ. ვიდეო



ცინუკი დადიანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ცინუკი დადიანი

                  
ოფიციალური სახელი ნინო დადიანი დაბადების თარიღი 1916წ-ს 13 მაისი ქ. თბილისი, გარდ. თარიღი 1993 (77) ასაკში
დაკრძალულია კუკიის სასაფლაოს ტაძრისეზოში, ექიმი მომღერალი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1950 წელს.

იხ. ვიდეო



1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1961 წლიდან იყო თბილისის ფილარმონიის სოლისტი; ასრულებდა ქალაქურ (ძველ თბილისურ) სიმღერებს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა: "გამარჯობა, ჩემო თბილის–ქალაქო", "სიონში შევალ", "ჩემი აღმართი", "შენ რომ დამტოვე", "მაგნოლია" (ცნობილი სიმღერა ცინუკი დადიანმა ანა კალანდაძის ლექსზე დაწერა); სიმღერებს ასრულებდა დუდუკების თანხლებით; იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო XX საუკუნის 60-90–იანი წლების თბილისში.  (დ. 13 მაისი, 1916, თბილისი, — 11 ნოემბერი, 1993, იქვე) — ქართველი ესტრადის მომღერალი, ექიმი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1975).

იხ. ვიდეო



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1950 წელს. 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა მოსკოვის კონსერვატორიაში (პედაგოგი მ. პეტროვა). 1961 წლიდან იყო თბილისის ფილარმონიის სოლისტი. ასრულებდა ქალაქურ (ძველ თბილისურ) სიმღერებს იეთიმ გურჯისიოსებ გრიშაშვილისანა კალანდაძის და სხვათა ლექსებზე („გამარჯობა, ჩემო თბილისქალაქო“, „სიონში შევალ“, „ჩემი აღმართი“, „შენ რომ დამტოვე“, „მაგნოლია“). სიმღერებს ასრულებდა დუდუკების თანხლებით. გამოდიოდა დასტებთან (ქსოვრელები და სხვ.) ერთად. განსაკუთრებით პოპულარული 

 იყო XX საუკუნის 60–90-იანი წლების თბილისში

იხ. ვიდეო



пятница, 16 октября 2020 г.

გაზის ბალონების შეღებვა და მარკირება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გაზის ბალონების შეღებვა და მარკირება

შეფერილობა ბალონიის საწვავის გაზი პროპანით ბალონის ფერი წითელი - წარწერა - თეთრი
აშშ-სა და ევრიკავშირში ბალონების მარკირება გასხვადება რუსულისგან, ევრიკავშირში ბალონების შეფერილობა განსაზღვრავს  EN 1089-3. 
ჟანგბადის ბალონებს რომლებსაც აკვალანგები და სამედიცინო სფეროში იღებება მწვანედ ღებავენ.
თანახმად EN 1089-3 სანდარტის მიხედვით გაზის ბალონები (გამორიხცვით ბალონები ნავთოპროდუქტების ზეთისა) მარკირების ფერები დამოკიდებულია არა ბალონში არსებული ნივთიერების შიაასრზე არამედ საშიროების მიხედვით ფერები განისაზღვრება:
ყვითელი RAL 1018  (მომწავლლი ან კოროზირებადი)
წითელი - RAL 3000 (ადვილად აალებადი გაზი)
წისფერი  -  RAL 5012 (მჟანგავი გაზი)
ღია-მწვანე - RAL 6018 (მხუთავი ინერტული გაზი)
გაზიფერი ბალონიფერი წარწერაფერი
ხაზები
მაგალითი
ზოტიშავიყვითელიყავიასფერიაზოტი
მიაკიყვითელიშავიАммиак
რგონი  ნედლეულიშავითეთრითეტთრიАргон сырой
არგგონი ტეხნიკურიშავიცისფერირუხიАргон технический
არგონი სუფთარუხიმწვანემწვანეАргон чистый
აცეტილენითეთრიწითელიАцетилен
უტენებიწითელიყვითელიშავიБутилен
ყალბადიმუქი-მწვანეწითელიВодород
ჰელიუმიმოყავისფროთეთრიГелий
აზოტის  ოქსიდირუხიშავიЗакись азота
ჟანგბადიწისფერიშავიКислород
ჟანგბადი სამედიცინოწისფერიშავიКислород медицинский
უნებრივი გაზირუხიწითელიНефтегаз
გოგირდის ოქსიდიშავითეთრიყვითელიСернистый ангидрид
ოგრდწყალბადითეთრიწითელიწითელიСероводород
შეკუმშული აერიშავითეთრიСжатый воздух
ახშიროჟანგიშავიყვითელიУглекислота
ფოსგენიდაცავიშავიწითელიФосген
ფრეონ-11მოვერცხიფროშავიცისფერიФреон-11
ფრეონ-12მევერცხიფროშავიФреон-12
Фреон-13მოვერცხლიფროშავიორი წითელიФреон-13
ფრეონ-22მოვერცხიფროშავისამი ყვითელიФреон-22
ლორიდამცავიშავიმწვანეХлор
იკლოპროპანინარინჯის ფერიშავიЦиклопропан
ეთილენიიისფერიწითელიЭтилен
ყველა დანარჩენი საწვავი გაზები (ეთანი, თანი, როპანი, უტანი, მაფ)წითელითეთრიМетан Этан Пропан Бутан МАФ
ყველა დანარჩენი არაწვადი გაზები (ეონი, რიპტონი, სენონი)შავიყვითელიНеон Криптон Ксенон

აზოტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  აზოტი

თხევადი აზოტი
(ლათ. Nitrogeniumბერძ. άζωτο „აზოტო“) — ქიმიური ელემენტი, უფერული აირი, რომელსაც არ აქვს სუნი და გემო და ხელს არ უწყობს წვას; ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია (78 %). ქიმიური სიმბოლო — N და მისი ატომური რიცხვია 7. მენდელეევის ელემენტების პერიოდული სისტემის მე-2 პერიოდის მე-5 ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი.
                                                                     

აზოტ (ძვ. ბერძნ. ἄζωτος — უსიცოცხლო, ლათ. nitrogenium), წინა სახელწოდებებთან ერთად («ფლოგისტირული», «საზიანო» და «გაფუჭებული» ჰაერი) 1787 წ. ლავუაზიემ შესთავაზა, რომელიც იმ დროს სხვა ფრანგ მეცნიერებთან ერთად ამუშავებდა ქიმიური ნომენკლატურის პრინციპებს. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, იმ დროისათვის უკვე იყო ცნობილი, რომ აზოტი ხელს არ უწყობს არც წვას და არც სუნთქვას. ეს თვისებები ჩათვალეს ყველაზე მნიშვნელოვნად. მაგრამ შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აზოტი პირიქით, აუცილებელია ყველა ცოცხალი არსებისათვის, სახელწოდება შემორჩა ფრანგულ, რუსულ, უკრაინულ და ქართულ ენებში.

არსებობს სხვა ვერსიაც. სიტყვა «აზოტი» არაა ლავუაზიეს მოგონილი და არც მისი კოლეგებისა ნომენკლატურული კომისიიდან; ის შევიდა ალქიმიურ ლიტერატურაში უკვე ადრე შუა საუკუნეებში და გამოიყენებოდა «ლითონების პირველადი მატერიის» აღსანიშნავად, რომელსაც თვლიდნენ ყველა არსებულის «ალფა და ომეგად». ეს გამოთქმა ნასესხებია აპოკალიფსიდან: «მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული». სიტყვა შედგენილია სამი ენის ლათინურისბერძნულის და ძველებრაული ანბანის პირველ და ბოლო ასოებისაგან, — რომლებიც ითვლებოდა «წმინდა» ასოებად, რადგან, სახარების მიხედვით, ქრისტეს ჯვარცმისას ჯვარზე წარწერა იყო გაკეთებული ამ ენებზე (ალფაალეფ და ზეტომეგატავ — AAAZOTH). ახალი ქიმიური ნომენკლატურის შემდგენლებმა კარგად იცოდნენ ამ სიტყვის არსებობის შესახებ; მისი შექმნის ინიციატორი ლუი ბერნარ გიტონ დე მორვო აღნიშნავდა თავის «მეთოდურ ენციკლოპედიაში»(1786) ტერმინის ალქიმიურ მნიშვნელობაზე.

ლათინურად აზოტს «nitrogenium» ეწოდება, ანუ «სელიტრის (ნიტრატის) გამჩენს»; ინგლისური სახელწოდება ლათინურიდან მოდის. გერმანულში გამოიყენება Stickstoff, რაც ნიშნავს «მახრობელა ნივთიერებას».

იხ. ვიდეო




ბუნებრივი აზოტი შედგება ორი სტაბილური იზოტოპოსაგანв 14N — 99,635 % და 15N — 0,365 %.

ხელოვნურად მიღებულია თოთხმეტი რადიოაქტიური აზოტის იზოტოპი მასური რიცხვებით 10-დან 13-მდე და 16-დან 25-მდე. ყველა ისინი არიან ძალიან მოკლე არსებობის მქონე იზოტოპები. ყველაზე სტაბილური მათ შორის არის 13N ნახევრად დაშლის პერიოდი 10 წთ-ს შეადგენს.

აზოტის სტაბილური იზოტოპის ბირთვის სპინი: 14N — 1; 15N — 1/2

ედამიწის გარეთ აზოტი აღმოჩენილია მზის ატმოსფეროს აიროვან ნისლში, პლანეტა ურანზენეპტუნზე, ვარსკვლავთაშორისო გარემოში და სხვა. აზოტი — გავრცელების მიხედვით მეოთხე ელემენტია მზის სისტემაში (წყალბადისჰელიუმის და ჟანგბადის შემდეგ).

აზოტი, ორატომიანი მოლეკულის ფორმით N2 დედამიწის ატმოსფეროს უმეტეს ნაწილს 75,6 %-ს (მასით) და 78,084 % (მოცულობით) შეადგენს, ანუ მიახლოებით 3,87×1015 ტ.

აზოტის შემცველობა დედამიწის ქერქში, სხვადასხვა ავტორების მონაცემით, შეადგენს (0,7—1,5)×1015 ტ (ამასთან ჰუმუსში — მმიახლოებით 6×1010 ტ), დედამიწის მანტიაში — 1,3×1016 ტ. მასების ასეთი შეფარდება იძლევა საშუალებას ვივარაუდოდ, რომ მანტიის ზედა ნაწილი აზოტის მთავარ წყაროს წარმოადგენს, საიდანაც ის ხვდება დედამიწის სხვა ფენაში ვულკანების ამოფრქვევების შედეგად.

ჰიდროსფეროში არსებული აზოტის წონა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთდროულად ხდება ატმოსფეროს აზოტის გახსნა წყალში და მისი გამოყოფა ატმოსფეროში, შეადგენს მიახლოებით 2×1013 ტ, ამას გარდა მიახლოებით 7×1011 ტ. აზოტი მდებარეობს ნაერთების სახით ჰიდროსფეროში.

იხ. ვიდეო


აზოტი წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს ცოცხალი არსებებისთვისა და მცენარეებისათვის, ის შედის ცილების (მასის 16—18 %), ამინომჟავებისნუკლეინური მჟავების, ნუკლეოპროტეიდების, ქლოროფილებისჰემოგლობინის და სხვათა შემადგენლობაში. ცოცხალი უჯრედების შემადგენლობაში აზოტის ატომების მიხედვით მიხლოებით 2%, მასური წილის - მიახლოებით 2,5 % (მეოთხე ადგილი წყალბადისნახშირბადის და ჟანგბადის შემდეგ). აქედან გამომდინარე დაკავშირებული აზოტის ატომების მნიშვნელოვანი ნაწილი არსებობს ცოცხალ ორგანიზმების შემადგენლობაში, «მკვდარ ორგანიკაში» და ოკენეებისა და ზღვების დისპერსულ ნივთიერებებში. ეს რაოდენობა მიახლოებით 1,9×1011 ტ-ით განისაზღვრება. აზოტიანი ორგანიკის ლპობისა და გახრწნის შედეგად, ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას შეიძლება წარმოიშვას ბუნებრივი წიაღისელის საბადოები რომლებიც აზოტს შეიცავენ, მაგალითად, «ჩილიური სელიტრა» (ნატრიუმის სელიტრა (ნატრიუმის ნიტრატი) სხვა ნაერთების მინარევებით), ნორვეგიული, ინდური სელიტრა

                                                                        

ტმოსფერული აზოტის ფიქსაცია ბუნებაში მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით — აბიოგენური და ბიოგენური. პირველი მიმართულება ძირითადად მოიცავს აზოტის რეაქციას ჟანგბადთან. რადგანაც აზოტი ქიმიურად საკმაოდ ინერტულია, მისი დაჟანგვისათვის საჭიროა ენერგიის დიდი რაოდენობა (მაღალი ტემპერატურა). ასეთი პირობები იქმნება ჭექა-ქუხილის დროს ელვის განმუხტვისას, როდესაც ტემპერატურა აღწევს 25000 °C. ამ დროს ხდება სხვადასხვა აზოტის ოქსიდების წარმოქმნა.

მაგრამ მოლეკულური აზოტის ძირითადი ნაწილი (მიახლოებით 1,4×108 ტ/წ.) ფიქსირდება ბიოტიკური გზით. დიდი დროის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მოლეკულური აზოტის დაკავშირება შეუძლიათ მხოლოდ მიკროორგანიზმების სახეობების მცირე რაოდენობას (მაგრამ მიწის ზედაპირზე ფართოდ გავრცელებულებს): ბაქტერიები Azotobacter და Clostridium, ლობიოსებრთა მცენარეების ბოლქვების ბაქტერიები Rhizobiumციანობაქტერიები AnabaenaNostoc და სხვა. ახლა ცნობილია, რომ ასეთი თვისებები ახასიათებთ ბევრ სხვა ორგანიზმებს წყალში და ნიადაგში, მაგალითად, აქტინომიცეტები მურყანის ბოლქვებში და სხვა ხეებშიც (სულ 160 სახეობა). ყველა ისინი მოლეკულურ აზოტს გარდაქმნიან ამონიუმის ნაერთებად (NH4+). ეს პროცესი საჭიროებს ენერგიის საკმაო რაოდენობას (1 გ. ატმოსფერული აზოტის ფიქსაციისათვის ლობიოს ბოლქვის ბაქტერიები ხარჯავენ მიახლოებით 167,5 კჯ, ანუ ჟანგავენ მიახლოებით 10 გ. გლუკოზას). ასე რომ აშკარაა, ურთიერთ სარგებლიანობა სიმბიოზი მცენარისა და აზოტფიქსირებად ბაქტერიას შორის — პირველი აძლევს მეორეს «საცხოვრებელ ადგილს» და ამარაგებენ ფოტოსინთეზის შედეგად მიღებული «საწვავით» — გლუკოზით, მეორე კი უზრუნველყოფს მცენარისათვის საჭირო ათვისებადი ფორმის აზოტით.

აზოტი ამიაკის ფორმით და ამონიუმის ნაერთები, რომლებიც მიიღება ბიოგენური აზოტფიქსაციის პროცესში, მალე იჟანგებიან ნიტრატებამდე და ნიტრიტებამდე (ამ პროცესს ნიტროფიკაციას უწოდებენ). ისინი, მცენარის ნაჭრებისაგან თავისუფალნი (და შემდეგ საკვები ჯაჭვის მიხედვით ჯერ ბალახის მძოველ და შემდეგ მტაცებელ ცხოველებში გადადიან), დიდი ხნით რჩებიან ნიადაგში. ნიტრატებისა და ნიტრიტების უმრავლესობა კარგად ხსნადია, ამიტომაც წყლით ირეცხებიან და საბოლოოდ ხვდებიაბ მსოფლიო ოკეანეში (ეს ნაკადი შეფასებულია 2,5—8×107 ტ/წ.).

აზოტი, რომელიც მცენარისა და ცხოველის შემადგენლობაშია, მათი სიკვდილის შემდეგ ამონიფიკაციას განიცდიან (აზოტის შემცველი რთული შენაერთების დაშლით ამიაკისა და ამონიუმის იონების გამოყოფით) და დენიტრიფიკაციას ანუ ატომური აზოტის და ასევე მისი ოქსიდების გამოყოფას განიცდიან. ეს პროცესები მთლიანად მიკროორგანიზმების დახმარებით ხდება, აერობულ და ანაერობულ პირობებში.

ადამიანის ჩაურევლობის დროს აზოტის დაკავშირების და ნიტრიფიკაციის პროცესები პრაქტიკულად მთლიანად გაწონასწორებულია დენიტრიფიკაციის საპირისპირო რეაქციებით. აზოტის ნაწილი ხვდება ატმოსფეროში მანტიიდან ვულკანების ამოფრქვევის დროს, ნაწილი კი მკვიდრად ფიქსირდება ნიადაგებში და მინერალებში, ამას გარდა ყოველთვის ხდება აზოტის გაჟონვა ატმოსფეროს ზედა ფენებიდან პლანეტათშორისო სივრცეში.

გამოყენება - თხევადი აზოტი გამოიყენება კრიოთერაპიისთვის. აიროვანი აზოტის გამოყენება მრეწველობაში განპირობებულია მისი ინერტობით. აიროვანი აზოტი ხანძარ-საწინააღმდეგო და არააფეთგებად საშიში თვისებებით ხასიათდება, ხელს უშლის ჟანგვასა და ლპობას. ნავთობქიმიაში გამოიყენება რეზერვუარებისა და მილების ჩასაბერად, მილსადენების სამუშაოების შესამოწმებლად მაღალი წნევის ქვეშ. ქვანახშირის მოპოვებისას აზოტი გამოიყენება ფეთქებადსაწინააღმდეგო გარემოს შესაქმნელად, ქანების პლასტების გასაწევად. ელექტრონიკის წარმოებაში გამოიყენება განყოფილებების ჩასაბერად, დამჟანგავი ჟანგბადის დაუშვებლობისას. თუ კი პროცესის დროს, რომელიც მიმდინარეობს ჰაერის გამოყენებით, ჟანგვა და ლპობა, გახრწნა არის ნეგატიური ფაქტორი — აზოტს შეუძლია წარმატებით შეცვალოს ჰაერი.

აზოტის გამოყენების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მისი შემდგომი სინთეზი სხვადასხვაგვარი შენაერთების მისაღებად, როგორებიცაა ამიაკიაზოტიანი სასუქებიასაფეთქებელი ნივთიერებებისაღებავები და სხვა.

ზოტის დიდი რაოდენობა გამოიყენება კოქსიის წარმოებაში («კოქსის მშრალი ქრობა») კოქსის ბატარეიდან კოქსის გადმოტვირთვისას, ასევე საწვავის «გადატუმბვისას» ტანკებიდან ტუმბებში და ძრავებში რაკეტებში.

კვების მრეწველობაში აზოტი დარეგისტრირებულია როგორც საკვები დანამატი E941, როგორც აიროვანი გარემო შეფითვისათვის და შენახვისათვის, მაცივარი საშუალება, თხევადი აზოტი გამოიყენება ზეთის და არაგაზირებული სასმელების ჩამოსხმისას, ზედმეტი წნევისა და ინერტული გარემოს შესაქმნელად რბილ ტარაში .

თხევადი აზოტის დემონსტრირება ხდება როგორც ნივთიერების რომლითაც შეიძლება დიდი სხეულებია მყისიერი გაყინვა ეს ფართოდ გავრცელებული არასწორი წარმოდგენაა. ყვავილის გასაყინათაც საკმაოდ დიდი დროა საჭირო . ეს დაკავშირებულია აზოტის მატად დაბალი თბიტევადობაზე.

1 ლიტრი თხევადი აზოტი, აორთქლებისა და გახურებისას 20 °C-მდე, წარმოქმნის 700 ლიტრ აირს. ამიტომაც თხევად აზოტს ინახავენ სპეციალურ დიურერის ჭურჭელში ღია ტიპის ვაკუუმური იზოლაციით ან კრიოგენურ ჭურჭლებში წნევის ქვეშ. ამ ფაქტზეა დაფუძნებული ხანძრის ქრობაც თხევადი აზოტით. აორთქლებისას, აზოტი აძევებს ჟანგბადს, რომელიც საჭიროა წვისთვის, და ხანძარიც ქრება. რადგანაც აზოტი მხოლოდ ორთქლდება წყლისაგან განსხვავებით ქრობის დროს ის უფრო ეფექტურია.

ცოცხალი არსებების გაყინვა თხევადი აზოტით შემდეგი მათი დნობით პრობლემატურია. პრობლემა ისაა რომ შეუძლებელია მათი ჩქარი გაყინვა და გალღვობა.

ბალონების მარკირება - აზოტიანი ბალონები შეღებილია შავ ფრად , უნდა ჰქონდეს ყვითელის ფერის წარწერა და ყავისფერი ზოლი
NFPA 704

ჩვეულებრისვ მდგოარეობაში აზოტი არ არის ტოქსიკური, მაგრამ ატმოფერული წნევის მომატებისას შეუძლია გამოწვიოს აზტის მოწამვლა. უმრავლესობა აზტის შენართები ჯარმთელობისთვის საშიშია. აზოტი მიეკუთვნება მე-2კლასს საშიშროებას.

გლობულა (ასტრონომია)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет 

                   გლობულა (ასტრონომია)

გლობულა IC 2944 ფოტოგრასფოა შესრულებულია ტელესკოპ ჰაბლის მიერ
ბნელი გაზმტვეროვანი ნისლეული, როგორც ჩვეულებრივ დამზერილი ჩვენს მიერ შეიმჩნევა სხვა ნათელი ნისლეულების ან ვარსკვლავების ფონზე. გლობულა სხვა ბნელი ნისლეულებისგან გამოირჩევა მკვეთრად გამოკვეთილი საზღვრებით და მისი შემადგენელი ნივთიერების უფრო მეტი სიმკვრივით, რის გამოც გლობი პრაქტიკულად გაუმჭვირვალეა. გლობუსის მასა 1-100 მზის მასის დიაპაზონშია, ხოლო ნივთიერების კონცენტრაცია შეფასებულია 104-106 სმ - 3.
გლობულების ქიმიური შემადგენლობა დამახასიათებელია ვარსკვლავთშორისი ნივთიერებებისათვის: ეს ძირითადად არის მოლეკულური წყალბადის, ჰელიუმის, ნახშირბადის ოქსიდები და სილიციუმის მცირე ნაწილი.

გლობულები ხასიათდება ძალიან დაბალი ტემპერატურით: ის არ აღემატება 30 K– ს და შეიძლება დაეცეს 8 K– მდე.გლობულების ქიმიური შემადგენლობა დამახასიათებელია ვარსკვლავთშორისი ნივთიერებებისათვის: ეს ძირითადად არის მოლეკულური წყალბადის, ჰელიუმის, ნახშირბადის ოქსიდები და სილიციუმის მცირე ნაწილი.

გლობულები, ზოგადად ნისლეულები, შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვადასხვა გზით. მსუბუქი ნისლეულებში მცირე გლობულები წარმოიქმნა, აშკარად, ვარსკვლავთშორისი საშუალო სიმკვრივის რყევების გამო, ძლიერად შეკუმშული მიმდებარე ცხელი გაზის ზეწოლის ქვეშ. არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში ამ გლობულების 
უმეტესობა დაიშალა გარე ფაქტორების (ტემპერატურა, წნევა, გამოსხივება) გავლენით.
დიდ გლობულებს აქვს საკუთარი მასის გრავიტაციული ველის გავლენით საკმარისი მასა, რომ დაიშალოს. ამ შემთხვევაში, ვარსკვლავების ფორმირების პროცესის დასაწყისი შესაძლებელია.
1990წ-ს ავიას მაუნა-კეას ობსერვატორიაში მომუშავე ბრიტანელმა ასტრონომა ინფაწითელი ტალღის გამომსხივებ მიმღეაბ ტელესკოპში პირველად შეამნია ახალი ვარსკლავის ამოყალიბების პროცესი. მკვლევარმა დააფიქსირა, თუ როგორ გროვდება კოსმოსური მტვერი ვარსკვლავიერ ღრუბლად ჯერ კიდევ ბირთვული პრიცესის დაწყების წინ. ახალ ციურ სხეულს ,,გოლობულე ბოკ-335'' უწოდეს. ჩვენს გალაქტიკაში ახალი ვარსკლავის რეალური კანდიდატია  
იხ. ვიდეო

ბარნარდას კატალოგი

ასტრონომიული კატალოგი ბნელი ნისლეულების შეადგინა ედვარდ ბარნარდემ 1919წ-ს.
ორიგინალი ვერსია შეიცავს 182 ობიექტს, კოორდინატებს და თითოეული მათგანის სიტყვიერ აღწერას . გარდაცვალების შემდეგ ბარნარდის შემდგომი მუშაობის საფუძველზე, 1927 წელს, კატალოგს დაემატა 349 ობიექტი. ობიექტები ბარნარდ 52 და ბარნარდ 172 დაკარგული არ არის კატალოგში - ეს ორი ბნელი ნისლეული შეცდომით ორჯერ მოხდა კატალოგში. გარდა ამისა, ბარნარდი 201 დაუყოვნებლივ მიჰყვება ნისლეულს ბარნარდ 175 - ეს გამოწვეულია კატალოგის ორ ნაწილად დაყოფით.
როგორც თავად ბარნარდმა აღნიშნა პუბლიკაციაში, მის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბარნარდის დისშვილმა და თანაშემწემ მერი როს კალვერტმა.

ბარნადა 68 - ერთერთი ობიექტი კატალოგის

ბარნარდ 68

ინგლ. Barnard 68 - მოეკულური ღრუბელი ბნელი ნისლეული ან გლობულა ბოკა გვალისმჭამელი თანავარსკლავედში. დაშორებულია 500 სინ. წ-ით მზიდან. ამავე დროს ნისლეულსა და ჩვენს შორის არ არის არცერთი ვარსკლავი. ამერიკელი ასტრონომი ედვარდ ემერსონ ბანარდემ დაამატა ეს ობიექტი თავის კატალგში ბნელ ნისლეულების 1919წ-ს. გამოქვეყნებული იყო 1921წ-ს. შეადგენდა 350 ობიეტს რამდენადაც ნისლეული არაგამჭვირვალეა შიდა მისი მხარე ცივია. ტემპერატურა 16 k ანუ  (−257 °C). ნისლეულის მასა მზის მასა დაახლოებით ორჯერ მეტია და მისი ზომა სინათლის წელიწადში ნახევრად არის შეფასებული.
ხილულ დიაპაზონში გაუმჭვირვალედ ყოფნის მიუხედავად, Cerro Paranal– ის VLT– მ დააფიქსირა დაახლოებით 3,700 ვარსკვლავი, რომელთა შუქი ნისლეულს ფარავდა, რომელთაგან დაახლოებით 1000 დაფიქსირდა ინფრაწითელი დიაპაზონში. ნისლეულის მიერ სინათლის შეწოვის ხარისხის ზუსტმა გაზომვებმა შესაძლებელი გახადა ღრუბელში მტვრის განაწილების დეტალური რუკის მიღება. ჰერშელის კოსმოსური ობსერვატორიის ტელესკოპზე დაკვირვებამ ხელი შეუწყო მტვრის კომპონენტის განაწილებისა და მისი ტემპერატურის დადგენაში. თუ გაზის ღრუბელი არ განადგურდა გარე ძალების მიერ, მაშინ ღრუბლის სტაბილურობას უზრუნველყოფს წნევის ზუსტი ბალანსი ღრუბლის თერმული თვისებებისა და ნაწილაკების მიერ შექმნილი მიზიდულობის ძალების გამო (იხ. ჯინსის არასტაბილურობა და ბონორ-ებერტის მასა). შედეგად, ღრუბელი ვიბრირებს წონასწორობის მდგომარეობის გარშემო, როგორც თხევადი ბურთულა, რომელზეც დაწკაპუნებულია. იმისათვის, რომ ვარსკვლავი ღრუბლიდან წარმოიქმნას, აუცილებელია, რომ სიმძიმე გაზის წნევის ძალას დიდი ხნის განმავლობაში გადააჭარბოს, ხოლო ღრუბლის დაშლა და თერმობირთვული შერწყმისთვის საჭირო ტემპერატურისა და წნევის მიღწევა იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ვარსკვლავური გვირგვინი მნიშვნელოვნად მცირე ზომა მიუთითებს ახალ წონასწორობაზე გაზრდილ მიმზიდველ ძალასა და რადიაციული წნევის ეფექტს შორის.

ბარნარდ 68-ს აქვს აშკარად თვალსაჩინო კიდეები, სხვა მახასიათებლები ასევე მიუთითებს დაშლის შესაძლო დასაწყებად და დაახლოებით 200 ათასი წლის შემდეგ შეიძლება ვარსკვლავი წარმოიქმნას






უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...