воскресенье, 8 ноября 2020 г.
ეკზომარს
ვერგილიუსი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ვერგილიუსი Amor omnia vincit - ყველაფრეზე იმარჯვებს სიყვარული ვერგილიუსი ,, ბუკოლიკი''(ლათ. Publius Vergilius Maro; დ. 15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70 — გ. 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19)— რომაელი პოეტი, რომის ძლიერებისა და ბატონობის მეხოტბე. დღემდე მოღწეულია მისი სამი თხზულება: „ბუკოლიკები“, „გეორგიკები“ და „ენეიდა“. ამ უკანასკნელი პოემით ვირგილიუსი შეეცადა შეექმნა ჰომეროსის „ილიადისა“ და „ოდისეის“ რომაული პარალელი. იხ. ვიდეო
ტრირი
(გერმ. Trier, ლუქსემ. Tréier, ფრანგ. Trèves) — გერმანიის საოლქო დაქვემდებარების ქალაქი.
ქალაქი მდებარეობს რაინლანდ-პფალცის დასავლეთ ნაწილში, მაგრამ იგი აგრეთვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უკიდურესი დასავლეთით მდებარე ქალაქიცაა.
ტრირში განთავსებულია შემდეგი დაწესებულებები:
- უნივერსიტეტი,
- უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი, ანუ ე. წ. ფახჰოხშულე (იხ. ასევე ტრირის ფახჰოხშულე),
- ტრირ-ზაარბურგის რაიონის ადმინისტრაცია,
- საზედამხედველო და სამომსახურებო დირექცია, [შემოკლ. ADD 'ა-დე-დე'] (1999 წლამდე ტრირის ადმინისტრაციული ოლქი),
- მხარის საგამოძიებო სამსახურის [შემოკლ. LUA 'ელ-უ-ა'] სხვადასხვა აპარატი და
- რომის კათოლიკური ეპარქია (ტრირის საეპისკოპოსო).
ქალაქი ტრირი სახელწოდებით ავგუსტა ტრევერორუმ დაარსდა 2000-ზე მეტი წლის წინ (მე-3 საუკუნის მეორე ნახევრიდან ეწოდა ტრევერისი (Treveris)). გამომდინარე აქედან ქალაქ ტრირს აქვს პრეტენზია ერქვას გერმანიის უძველესი ქალაქი.
რომაულ ტრირში არსებული მდებარეობს არაერთი საინტერესო ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელთა მნიშვნელოვნებას ხაზს უსვამს მათი ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ესენია;
- ამფითეატრი,
- ბარბარას აბანო,
- კეისრის აბანო,
- კონსტანტინეს ბაზილიკა,
- იგელის სვეტი,
- პორტა ნიგრა,
- რომაული ხიდი,
- წმ. პეტრეს ტაძარი,
- ღვთისმშობლის ეკლესია.
ალაქი ტრირი მდებარეობს შუა მოზელის ხეობის ერთ-ერთ გაშლილ ხევში, რომლის მთავარი ნაწილი მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ტყიანი და ნაწილობრივ ზვრებით დაკავებული ფერდობები სამხრეთში ჰუნსრუკის მაღლობს, ხოლო ჩრდილოეთში აიფელს ერთვის.
საზღვარი ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან დაახლოებით 15 კილომეტრითაა (ვასერბილიგი) დაშორებული. ტრირთან ახლომდებარე მოდიდო ქალაქები სამხრეთ-დასავლეთით ზაარბრჲუკენი, დაახლ. 80 კილომეტრის, ჩრდილო-აღმოსავლეთით კობლენცი , დაახლ. 100 კილომეტრის, ხოლო დასავლეთით კი ლუქსემბურგის დედაქალაქი ლუქსემბურგი სულ რაღაც 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ქალაქის მცხოვრებნი ლაპარაკობენ მოზელის ერთ-ერთ ფრანკული დიალექტზე, რომელსაც ტრირის დიალექტი ჰქვია.
ტრირის მეზობელი თემები
საოლქო დაქვემდებარების ქალაქ ტრირს ტრირ-ზაარბურგის რაიონი აკრავს ირგვლივ. გარდა ამისა, სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ბიტბურგ–პრიუმისა და ბერნკასტელ-ვიტლიხის რაიონები.
მეზობელი თემები (ჩრდილოეთიდან მოყოლებული) საათის ისრის მიმართულებით :
- შვაიხი, კენი და ლონგუიხი – (შვაიხის სათემო კავშირის ფარგლებში).
- მერტესდორფი, კაზელი, ვალდრახი, მორშაიდი, კორლინგენი, გუთვაილერი, ზომერაუ და გუსტერათი – (რუვერის სათემო კავშირის ფარგლებში).
- ჰოკვაილერი და ფრანცენჰაიმი – (ტრირის სათემო კავშირის ფარგლებში).
- კონცი – (კონცის სათემო კავშირის ფარგლებში).
- იგელი, ტრირვაილერი, აახი, ნეველი, კორდელი და ცემერი – (ტრირის სათემო კავშირის ფარგლებში).
- იხ. ვიდეო ყველაზე ძველი ქალაქი გერმანიაში
пятница, 6 ноября 2020 г.
სირიუსი (ფილმი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სირიუსი (ფილმი)
შვიტა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
შვიტა
. 100 გ ბალახს დაასხით ცხელი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. მზა ნაყენი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში და შიგ ჩაწექით.
გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, არამც და არამც არ მივიღოთ შვიტას შემცველი პრეპარატი, თუ გულის ან თირკმელების უკმარისობას ვუჩივით. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვთ, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად და შეშუპების დასაცხრობად მოამზადეთ ასეთი ნაყენი:
. აიღეთ 1-2 ჩ. კ. დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 250 მლ ცივი წყალი და 12 საათი გააჩერეთ ან დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარ საათში გაფილტრეთ. სვით დღეში 3 ჭიქა დიდი ხნის განმავლობაში.
ხველის დასაცხრობად და გაციების პროფილაქტიკისთვის შემდეგი ნაყენის დამზადებას გირჩევთ:
. აიღეთ 2-2 წილი შვიტა, ცაცხვის ყვავილი და მრავალძარღვა, ერთი წილი კამის ფესვი. 2 ს. კ. ნარევს დაასხით 250 მგ მდუღარე, დააყენეთ 15 წუთი და გაფილტრეთ. დალიეთ დღეში 2-3 ჭიქა. თუ შაქრიანი დიაბეტი არ გააქვთ, შეგიძლიათ დაატკბოთ, უმჯობესია თაფლით.
გარდა ამისა, შვიტას ნაყენი უხდება:
. შარდკენჭოვან დაავადებას. აიღეთ 2 ს. კ. დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, ერთი საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. სვით მეოთხედი ჭიქა დღეში 4-ჯერ.
. რევმატიზმს. 4 ჩ. კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ორი საათით დააყენეთ. მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 5-6-ჯერ.
. ქერტლს. აიღეთ 1 ს. კ. დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი და გაფილტრეთ. შეიზილეთ თმის ძირებში დღეგამოშვებით, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე. იხ . ბმულზე
არენდ-როლანის კომეტა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
არენდ-როლანის კომეტა
(კომეტა 1957 III) აღმოაჩინეს სილვენ არენდმა და ჟორჟ როლანმა 1956 წლის 8 ნოემბერს უკლის ობსერვატორიაში (ბელგია).
1957 წლის 8 აპრილს კომეტამ პერიჰელიუმი გაიარა. ბრწყინვალების მაქსიმუმში პირველი ვარსკვლავიური სიდიდისა იყო, კარგად ჩანდა შეუიარაღებელი თვალით, ჰქონდა 2 კუდი, რომელთაგან უგრძესი 60 მლნ. კმ-ზე იყო გაჭიმული. სპექტრში ნახშირბადის, ციანისა და ნატრიუმის ზოლები ჩანდა. არენდ-როლანის კომეტა პირველი კომეტაა, რომელშიც შეინიშნა რადიოგასხივები. კომეტა არაპერიოდულია.
ბიელას კომეტა
(3D / Biela) არის იუპიტერების ოჯახის მოკლევადიანი კომეტა, რომელიც პირველად 1772 წლის 8 მარტს დააფიქსირა ფრანგმა ასტრონომმა ჟაკ ლეიბაქს მონტეინმა (1716-1785?) ქალაქ ლიმოჟიდან, დედამიწასთან უახლოესი მოახლოების მომენტამდე ხუთი დღით ადრე (0.63 AU). ე.) როდესაც იგი იმდენად ნათელი გახდა, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა. ამ კომეტის შესახებ ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ თითქმის 170 წელი გავიდა მისი ბოლო დაკვირვებიდან. მოკლე პერიოდის კომეტისთვის ეს უზარმაზარი პერიოდია, რადგან ზოგიერთი მათგანისთვის ორბიტალური ცვლილებები ხდება თითქმის ყოველი მობრუნების შემდეგ მზის გარშემო. ამიტომ, დღეს ამ კომეტის ხელახალი აღმოჩენისა და იდენტიფიკაციის შანსი ძალიან მცირეა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ დიდ მეტეორალურ წვიმას, რომელიც მოხდა 7 წლის სიხშირით 1872 წლიდან (კომეტის მოსალოდნელი დაბრუნების წელი), რაც მაღალი ხარისხის ალბათობით მიუთითებს მის დაშლაზე. კომეტას საკმაოდ მოკლე ორბიტალური პერიოდი ჰქონდა მზის გარშემო - 6,46 წელზე მეტი.
იხ. ვიდეო
четверг, 5 ноября 2020 г.
დათვისკენკრა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
დათვისკენკრა
მცენარეთა გვარი მანანასებრთა (შქერისებრთა) ოჯახისა. გართხმული ბუჩქებია. აქვთ მარადმწვანე ტყავისებრი ფოთლები, მტევნებად შეკრებილი ვარდისფერი ყვავილები და წითელი კურკინა ნაყოფი.
ცნობილია 18 სახეობა. გვხვდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობაა - კავკასიური დათვისკენკრა (ლათ. Arctostaphylos caucasicus), რომელიც იზრდება დასავლეთ საქართველოს ფიჭვნარებში, სუბალპური და ალპური სარტყლის ღორღიან ადგილებზე.
მისი ნაყოფი იჭმევა. ფოთოლი შეიცავს გლუკოზიდ არბუთინს და მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარი ფოთლების ნახარში იხმარება მედიცინაში. გვხდება ზღვის დონიდან 1000 - 2400მ სიმაღლეზე. მედიცინაში ყვავილობის დროს მოკრეფილი ფოთლები გამოიყენება. იზრდება იჭვნარებში, სუბალპურ და ალპურ სარტყელში, მშრალ ღორღიან ადგილებში. შედარებიტ ხშირია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში და იმერეთში.
მისი პრეპარატები ფართოდ გამოიყენება სადეზინფექციო საშუალებად და შარდმენ საშუელებად. ცისტის და უერთიტის პიელიტის. იყენებენ მასტიტის დროს. დალევის შმეთხვევაში იგი აღიძიანებს კუჭინაწლავს ტრაქტატის ლორწოვან გარს, რაც ცალკეულ შემთხვევაში გახატულია პირღებინების და კუჭაშლილობისას.
იხ. ვიდეო
მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტი
მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში.
შეტაკებები დაიწყო 2020 წლის 27 სექტემბრის დილას მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, რომელიც დამყარდა მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ (1988–1994). შეტაკებების საპასუხოდ, სომხეთმა და არცახმა სრული მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. აზერბაიჯანმა კომენდატის საათი და სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ომი მოიცავს თვითმფრინავების, სენსორების, შორი მანძილით მძიმე არტილერიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას, აგრეთვე სახელმწიფო პროპაგანდსა და სოციალური მედიის ოფიციალური ანგარიშების გამოყენებას, რაც ონლაინ საინფორმაციო ომს წარმოადგენს.
იხ..ვიდეო
მრავალმა ქვეყანამ და გაერომ მკაცრად დაგმეს კონფლიქტი და ორივე მხარეს მოუწოდეს დაძაბულობის დეესკალაციისკენ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისკენ. საერთაშორისო ანალიტიკოსების აზრით, საბრძოლო მოქმედებები, სავარაუდოდ, დაიწყო აზერბაიჯანის შეტევით.
იხ. ვიდეო
მხარეები მოსკოვში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში 10 ოქტომბერს შევიდა. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არაერთხელ დაირღვა, შეჩერდა გვამების გეგმიური დაბრუნებისა და დაჭრილთა და პატიმართა გაცვლის პროცესები. ორივე მხრიდან დაღუპულთა რიცხვი ათასამდე მერყეობს. რუსულ-თურქული გეოპოლიტიკური დინამიკისა და მილსადენის პოლიტიკის გამო არსებობს ფართო რეგიონულ კონფლიქტად გადაზრდის საშიშროებაც.
იხ. ვიდეო
მთიანი ყარაბაღი კონფლიქტური რეგიონია, რომელიც ადმინისტრაციულად აზერბაიჯანს ეკუთვნის, თუმცა მეტწილად სომეხი ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული. ეს რეგიონი აზერბაიჯანის დე იურე ნაწილია, მაგრამ ფაქტობრივად იმართება თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის მერ, რომელსაც მხარს უჭერს სომხეთი. ეთნიკური ძალადობა დაიწყო გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და სრულ ომში გადაიზარდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 1991 წელს. მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად 750,000 აზერბაიჯანელი და 353,000 სომეხი გადასახლდა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ომი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა.
იხ. ვიდეო
სამი ათწლეულის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა. მიმდინარე კონფლიქტამდე ყველაზე სერიოზული ინციდენტები იყო მთიანი ყარაბაღის 2016 წლის შეტაკებები. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია, თუ როგორ სურთ ტერიტორიის მართვა ამ რეგიონის ამჟამინდელ მცხოვრებლებს, გამოკითხვების თანახმად, მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყვნენ. 2019 წლის აგვისტოში სომხეთის პრემიერ- მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ესტუმრა რეგიონს, სადაც მან განაცხადა: ,,არცახი სომხეთია, წერტილი".
იხ. ვიდეო მიმიდანრე პროცესებზე
შეტაკებები მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე 2020 წლის ივლისში. ათასობით აზერბაიჯანელმა საპროტესტო აქცია გამართა სომხეთის წინააღმდეგ მათ ომის დაწყება სურდათ.
იხ. ვიდეო
2020 წლის ივლისიდან სომხეთმა და აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. საომარი მოქმედებების განახლებამდე გაჩნდა ბრალდებები, რომ ჰამზას დივიზიის ასობით სირიელი შეიყვანეს აზერბაიჯანში. მაშინ, როდესაც პრეზიდენტ ერდოღანთან დაახლოებული თურქული მედია აცხადებდა, რომ ერაყიდან და სირიიდან ჯარისჯაცები მთიან ყარაბაღში სომხების მხარდასაჭერად გადავიდნენ. როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მთავრობები უარყოფენ ბრალს უცხოელი მებრძოლების მონაწილეობის შესახებ.
ანალიზი - ანალიტიკა რა გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდება რეგიონში თუ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღი ძალისმიერი გზით. რისი წინაპირობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ამ კითხვაზე პასუხი ზოგადად უნდა მივადევნოთ თვალი რუსეთის სამეზებლოში მიმდინარე პროცესებს და ჩემის აზრით ეს პირდაპირ დაკავშირებულია მიმდინარე ომთან. პირველი აშკარად ჩანს რომ რუსეთის დასუსტების გზაზე დგას როგროც ეკონომიკურად ასევე გავლენის მიმართულების და ისიც უნდა ვივარაუდოთ რომ პუტინის რუსეთს ნამდვილად ეშინია თვითონ რუსეთში რევულუციის და ძალაუფლების დაკარგვის.
იხ. ვიდეო
როგორც ვიცით სანამ დაიწყებოდა აღნიშნული ომი უფრო სწორად რომ ვთქვათ ალიევი წამოიწყებდა ომს მანამდე ბელორუსიაში მიდმინარეობდა სეროზული გამოსვლები და რელურად ბელორუსია და სასომხეთია რუსეთის მიკავშირეები ევროპულ ნაწილში და ზუსტად ამ წერტილებში მიმდინარეობს რუსული გავლენების დასუსტების გამოვლიენება. როგორც ვიცით რუსული ბაზები დგას ორივე ქვეყანაში და ეკონომიკურად ძლიერ მიჯაჭვულნი არიან. სომმხები კი თუ დაკარგავენ ყარაბაღს არა მგონია ეს რუსული გავლენაზე მინიმუ დადებითად იმოქედოს და რათქა უნდა თუქრული გავლენებიც იზრდება როგორც ამიერ კავკასიაში ასევე რეალურად ჩრდ. კავკასიაშიც. რუსებს კი ერთის მხრივ ეშინია თურქეთის მაგარმ უფრო პანიკურდა ამერიკელებისა და ანოტოს ეს აშკარდ ჩანს რუსული თოქშოიუებში. ასე რომ რეალურად ჩვენ ვხედავთ რუსული გაეპოლიტიკის დასუსტებას ცალსახად შემდეგში კი ჩვენ გვიჩვენებს მოვლენები თუ როგორი სიჩქარით წავა და გადავა თუ არა ეს შუა აზიის ქვეყნებზეც.
იხ. ვიდეო შუშის აღება
რეკლამა
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...