понедельник, 9 ноября 2020 г.

Bayraktar TB2

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              Bayraktar TB2      

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების Bayraktar TB2

 (ქართ. ბაირაქტარი) — თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომლის შესაძლებელია დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირება. წარმოებულია თურქული კომპანია ბაიქარის მიერ, ძირითადად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის. საფრენი აპარატი კონტროლდება და იმართება სახმელეთო კონტროლის სადგურში მყოფი ეკაპაჟის მიერ, მათ შორის იარაღის გამოყენებაც. ბაირაქტარი თურქულიდან ითარგმნება, როგორც „დროშას“ ან „დროშის მატარებელს“. აპარატის შექმნა და განვითარება დიდწილად სელჩუკ ბაირაქტარის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტია. საფრენი აპარატი შედგება იმპორტირებული და რეგულირებული კომპონენტებისა და ტექნოლოგიებისგან, სადაც ძრავები წარმოებულია ავსტრიაში, სარაკეტო საკიდარი წარმოებულია დიდ ბრიტანეთში და ოპტოელექტრონიკა იმპორტირებულია კანადასა და გერმანიიდან. დღეისთვის იმპორტირებული კომპონენტების რიგი ნაწილი შეჩერებულია ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგალითად, კანადას შეჩერებული აქვს სენსორების მიწოდება და ეს საკითხი ახლა კანადის მთავრობის განხილვის ქვეშაა.

იხ. ვიდეო როგორც მოგეხსენებათ ამ აპარატს აზერბაიჯანი მასიურად იყენებს ამ აპარატს





„Bayraktar TB2“ პირველი გაფრენა შედგა 2014 წლის აგვისტოში2015 წლის 18 დეკემბერს ბაირაქტარის სარაკეტო ცდების ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა.

ბაიქარმა 2018 წლის მარტში კატართან გააფორმა ხელშეკრულება კატარის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ექვსი საფრენი აპარატის წარმოების შესახებ. 2018 წლის იანვარში, ბაიქარმა „Ukrspetsproject“–თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინის არმიისთვის 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 12 თურქული „Bayraktar TB2“ და 3 სახმელეთო კონტროლის სადგურის მიყიდვის შესახებ. უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების პირველი პარტია 2019 წლის მარტში მიიღო

                                                               

რაკეტები UMTAS გამოფენაზე
თეუქეთი ეფექტურად იეყეენბდა სირიაში აღნიშნულ აპრატებს ქურთების წინაამღდეგ ასევე გამოყენებული იყო ლიბიაში ხაფტარის წინაამღდეგ.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...