понедельник, 23 ноября 2020 г.

გული

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   

                                          გული




 (ლათ. соrბერძ. καρδιά) — ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო, რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას.

გული ვითარდება სისხლგამტარი სისტემის ამა თუ იმ უბნის გარდაქმნის შედეგად სხეულის ზურგის (ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები და სხვა) ან მუცლის (ქორდიანები) ნაწილში.

უმარტივესი სახით გულის ფუნქციას ასრულებს სისხლგამტარი სისტემის უბნების პულსაცია. ევოლუციურ პროცესში მოხდა გულის მორფოლოგიური გამოკერძოება და საკუთარი მუსკულატურითა და სარქვლებით აღჭურვა, რამაც უზრუნველყო სისხლის ერთი მიმართულებით დენა (უმაღლესი ჭიები, ფეხსახსრიანები და სხვა). ბოლოს თვით გული გაიყო სისხლის შემკრებ (წინაგული) და გამდენ (პარკუჭი) ნაწილებად (მოლუსკებიხერხემლიანები).

ლაყუჩებით მსუნთქავ ხერხემლიანებს (უყბოებითევზებიამფიბიებიის ლარვები), რომელთათვისაც დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის ერთი წრე, აქვთ თითო წინაგული და პარკუჭი (ორკამერიანი გული), სადაც მხოლოდ ვენური სისხლია. ფილტვებით სუნთქვისას, ე. ი. სისხლის მიმოქცევის მეორე წრის გაჩენისას, გულში არტერიული სისხლიც შედის და გული მარჯვენა (ვენურ) და მარცხენა (არტერიულ) ნახევრად იყოფა.

სისხლის მიმოქცევის სისტემა, პირობითად დაყოფილია ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად. ამ უკანასკნელს ეკუთვნის სისხლძარღვები, ხოლო ცენტრალურ ორგანოს გული წარმოადგენს. გული მოთავსებულია წინა შუასაყარში, გულმკერდის IV-VIII მალების დონეზე. მისი 2/3 შუა ხაზის მარცხნივაა. გულის წინა ზედაპირის უმეტესი ნაწილი წარმოდგენილია მარჯვენა პარკუჭით, მისგან მარჯვნივ და ზემოთ მდებარეობს – მარჯვენა წინაგული, მარცხნივ მარცხენა პარკუჭი. უკანა ზედაპირი მარცხენა პარკუჭითაა წარმოდგენილი. გულის ქვედა ნაწილი დიაფრაგმის მყესოვან ნაწილზე დევს და წარმოდგენილია ძირითადად მარცხენა და ნაწილობრივ მარჯვენა პარკუჭით.

იხ. ვიდეო



ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა გაყოფილია ორ წრედ. ამის მორფოლოგიური საფუძველია გულის ღრუს ოთხსაკნიანი შენება. გული, მისი ძგიდის საშუალებით, გაყოფილია ორ იზოლირებულ ნახევრად: გულის მარცხენა ანუ არტერიული ნახევარი, რომელშიც (სისხლში) ჟანგბადის პროცენტული მაჩვენებელი 95%-ია და გულის მარჯვენა ანუ ვენური ნახევარი, სადაც (სისხლში) ჟანგბადის შემცველობა-75%-ია. თითოეული ნახევარი სპეციალური აგებულების სარქველების საშუალებით, იყოფა ორად: წინაგულებად და პარკუჭებად.ამგვარად წარმოიქმნება ოთხი საკანი: მარჯვენა წინაგული და მარჯვენა პარკუჭი და მარცხენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი.

მარჯვენა წინაგული ღებულობს ვენურ სისხლს სისხლის მიმოქცევის დიდი წრიდან. მასში იხსნება ღრუ ვენებისა და საკუთრივ გულის უმცირესი ვენები. იქ სადაც ქვემო ღრუ ვენა უკავშირდება მარჯვენა წინაგულს, გაჭიმულია ნამგლისებრი სარქველი. მარჯვენა და მარცხენა წინაგულები ერთმანეთისაგან იზოლირებულია წინაგულთაშუა ძგიდის საშუალებით. მარჯვენა წინაგულს მარჯვენა პარკუჭთან აკავშირებს მარჯვენა წინაგულ-პარკუჭოვანი ხვრელი, რომელშიც ჩადგმულია სამკარიანი შენების მარჯვენა წინაგულ-პარკუჭოვანი სარქველი. მარჯვენა და მარცხენა პარკუჭებს, ერთმანეთისაგან გამოყოფს პარკუჭთაშუა ძგიდე. მარჯვენა პარკუჭიდან სისხლის შემდგომი სვლა რეგულირდება ფილტვის ღეროს ხვრელში ჩადგმული ფილტვის ღეროს სარქველით, რომელიც, ასევე სამკარიანი შენებისაა. ამ შემთხვევაში მას ფორმის შესაბამისად, ნახევარმთვარისებრი სარქველი ეწოდება.

მარცხენა წინაგული ღებულობს არტერიულ სისხლს ფილტვის ვენის საშუალებით, სისხლის მიმოქცევის მცირე წრიდან. მის უკანა კედელზე მდებარეობს, ფილტვის ვენის ხვრელები (სულ ოთხი –ორ ორი მარჯვენა და მარცხენა). მარცხენა წინაგული მარცხენა პარკუჭს უკავშირდება მარცხენა წინაგულ-პარკუჭოვანი ხვრელით, რომელშიც მოთავსებულია მარცხენა ატრიო-ვენტრიკულური სარქველი, რომელიც ორკარიანია და ფორმის შესაბამისად მიტრალურ სარქველსაც ეძახიან. სისხლის შემდგომი სვლა რეგულირდება, აორტის სარქვლის საშუალებით, რომელიც ჩადგმულია აორტის ხვრელში. იგი ფილტვის ღეროს სარქვლის ანალოგიური შენებისაა და შედგება სამი კარისაგან.

იხ. ვიდეო



გულის ფუნქცია დამოკიდებულია მისი კედლის შენებაზე. იგი შედგება სამი გარსისაგან: შიგნიდან გარეთ _ ენდოკარდიუმი, მიოკარდიუმი და ეპიკარდიუმი. მათგან ფუნქციურად ყველაზე მნიშვნელოვანია მიოკარდიუმი ანუ გულის კუნთოვანი გარსი. ამ გარსის ფუნქციური ერთეულია კარდიომიოციტი. გულის კუნთი წარმოდგენილია განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისაგან, მაგრამ ჩონჩხის კუნთებისაგან განსხვავებით, მათ ბადისებრი შენება ახასიათებთ. ასევე ფიზიოლოგიური თვისებებით ძალიან ჰგვანან გლუვ კუნთოვან ქსოვილს, ვინაიდან მათ მსგავსად გულის კუნთის მოქმედება ადამიანის ნებას არ ექვებდებარება. გულის შიგნითა გარსი — ენდოკარდიუმი, მთლიანად ამოფენს გულის კედელს და მის შიგნით არსებულ ყველა წარმონაქმნს. ასევე, მონაწილეობს ისეთი მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნების შექმნაში, როგორიცაა სარქველები. ენდოკარდიუმი განუწყვეტელი ნაწილია იმ სისხლძარღვთა შიგნითა გარსისა, რომლებიც შედიან და გამოდიან გულიდან.

გულის გარეთა გარსი ეპიკარდიუმი, გულის პერანგის, ანუ პერიკარდიუმის შიგნითა ე. წ. ორგანოს მფარავი ფურცელია. შიგნითა და გარეთა ფურცლები ქმნიან ჰერმეტულ ღრუს, რომელშიც გამომუშავდება სეროზული სითხე. იგი ამცირებს ხახუნს პერიკარდიუმის ფურცლებს შორის. ამ სითხის რაოდენობა 5 მლ_ია.

აორტის სარქვლის საშუალებით, რომელიც ჩადგმულია აორტის ხვრელში. იგი ფილტვის ღეროს სარქვლის ანალოგიური შენებისაა და შედგება სამი კარისაგან.


იხ.  ვიდეო
სისხლძარღვები, მათი აგებულებისა და ფუნქციის მიხედვით იყოფა: არტერიებად, ვენებად და მათ უწვრილეს განშტოებებად არტერიოლებად, ვენულებად, პრე და პოსტ კაპილარებად, რომელთა ერთობლიობა მიკროცირკულაციურ კალაპოტს ქმნის. არტერიებში მოძრაობს არტერიული სისხლი, მაგრამ არსებობს ერთი გამონაკლისი ფილტვის არტერია, ამიტომ არტერიების ასეთი განსაზღვრება არ არის სრული ჭეშმარიტება; არტერიის ჭეშმარიტი განსაზღვრებაა: არტერია არის სისხლძარღვი, რომელსაც სისხლი მიაქვს ცენტრიდან პერიფერიისაკენ (ანუ გულიდან პერიფერიისაკენ). იგი შედგება სამი გარსისაგან: 1. შიგნითა გარსი ინტიმა; 2. შუა გარსი – მედია; 3. გარეთა გარსი – ადვენტიცია ანუ შემაერთებელქსოვილოვანი გარსი. არტერიული სისხლის მიკროცირკულაცია ხორციელდება: არტერიოლების, პრეკაპილარების და კაპილარების საშუალებით. ამის შემდეგ იწყება ვენური სისხლის მიკროცირკულაცია. კაპილარები იკრიბებიან პოსტკაპილარებში, შემდეგ უფრო მსხვილ სისხლძარღვებში ვენულებში, რომლებიც ერთიანდებიან უფრო მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებად, რომლებსაც ვენები ეწოდებათ. ვენები ეწოდება სისხლძარღვებს, რომელთაც სისხლი პერიფერიიდან მიაქვთ ცენტრისკენ. მასში მოძრაობს ნახშირორჟანგით მდიდარი და ჟანგბადით ღარიბი სისხლი. გამონაკლისია ფილტვისა და ჭიპლარის ვენა. ვენების კედელიც სამშრიანი შენებისაა, მაგრამ არტერიებისაგან განსხვავებით, მათი შუა ანუ კუნთოვანი გარსი ნაკლებად არის განვითარებული და შესაბამისად წნევა უფრო დაბალია, ვიდრე არტერიულ აუზში. მისი შიგნითა გარსი – ინტიმა ქმნის ჯიბეებს, რომელთა დანიშნულებაა არტერიულ სისტემაში არსებული წნევის შენარჩუნება. ეს სარქველები სხეულის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა რაოდენობით არიან წარმოდგენილი, მაგალითად: თავისა და ფილტვის ვენებს სარქველები არ აქვთ. ყველაზე დიდი რაოდენობით სარქველებს შეიცავს ქვედა კიდურის ვენები. საბოლოო შემკრები ვენებია: ზედა ღრუ ვენა, რომელიც სისხლს სხეულის ზედა ნაწილებიდან აგროვებს და მიაქვს გულისკენ; ქვედა ღრუ ვენა, რომელიც სისხლს სხეულის ქვედა ნაწილებიდან აგროვებს და ცალკე ვენური აუზის სახით არის წარმოდგენილი კარის ვენის სისტემა, რომელიც სისხლს აგროვებს პარენქიმული ორგანოებიდან და საბოლოოდ ქვემო ღრუ ვენას ჩაერთვის
იხ. ვიდეო

სისხლი მუდმივ მოძრაობაშია. მას სიცოცხლის მდინარეს უწოდებენ. ის მდინარის მსგავსად მიედინება სისხლძარღვების ჩაკეტილ წრეში, ორგანიზმის ყველა ნაწილამდე აღწევს, ყველა უჯრედამდე მიიტანს ჟანგბადსა და საკვებს და იქიდან მათი დაშლის პროდუქტები გამოაქვს. სისხლძარღვებში სისხლის უწყვეტ დინებას გულის მუშაობა განაპირობებს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ გული მაინც ძგერს. გული თავისი ზომით დაახლოებით ხელის მუშტის ზომას შეესაბამება. წონა კი სხეულის წონის 0,5%-ს შეადგენს. გული მდებარეობს გულმკერდის ღრუში, ოდნავ მარცხნივ, ფილტვებს შორის. მას გარედან აკრავს სითხის შემცველი გულის პერანგი. გულის პერანგი იცავს გულს დაზიანებისაგან, რომელიც შეიძლება შეკუმშვის დროს მეზობელ ორგანოებთან ხახუნმა გამოიწვიოს. გული, გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისაგან აგებული ღრუ ორგანოა. გულის კუნთის შიგნით შეთანხმებულად მოქმედებს ორი ბიოლოგიური ტუმბო. ისინი ერთმანეთისგან კუნთოვანი ძგიდითაა გამოყოფილი. ამრიგად, გული შედგება მარჯვენა და მარცხენა ნაწილისაგან. თითოეული ნაწილი იყოფა ორ განყოფილებად - წინაგულად და პარკუჭად. მარჯვენა ტუმბოს პარკუჭი ნახშირორჟანგით მდიდარ - ვენურ სისხლს ფილტვებისაკენ გზავნის, საიდანაც სისხლი გულის მარცხენა ტუმბოს წინაგულში ბრუნდება. ამ წრეს ფილტვის წრეს ანუ სისხლის მიმოქცევის მცირე წრეს უწოდებენ. მარცხენა ტუმბოს პარკუჭი ჟანგბადით მდიდარ — არტერიულ სისხლს სისხლძარღვებით სხეულის ყველა ნაწილს მიაწვდის და სისხლი ყველა ორგანოს უჯრედებამდე მიაღწევს. ამ ორგანოებიდან წამოსული სისხლი სისხლძარღვებით ბრუნდება მარჯვენა ტუმბოს წინაგულში. ეს სისხლის მიმოქცევის დიდი წრეა. მისი საშუალებით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილამდე მიდის. ამ დროს არტერიული სისხლი თანდათანობით ვენურ სისხლად გადაიქცევა, რადგან კაპილარებში პარალელურად ადგილი აქვს ნახშირორჟანგის გადმოსვლას უჯრედებიდან. წინაგულების კედლები პარკუჭების კედლებზე გაცილებით თხელია. ეს იმასთან არის დაკავშირებული რომ წინაგულები შედარებით ნაკლებ სამუშაოს ასრულებს. მათი შეკუმშვის დროს სისხლი მხოლოდ პარკუჭებში გადადის. პარკუჭები მნიშვნელოვნად მეტ სამუშაოს ასრულებენ, სისხლს ძარღვების მთელ სიგრძეზე გადაისვრიან. გარდა ამისა მარცხენა პარკუჭის კუნთოვანი კედელი უფრო სქელია, ვიდრე მარჯვენასი, ვინაიდან იგი უფრო მეტ სამუშაოს (სისხლს გადაისვრის სისხლის მიმოქცევის დიდი წრეში) ასრულებს. სისხლი ყოველთვის ერთი მიმართულებით — წინაგულებიდან პარკუჭებისკენ და პარკუჭებიდან სისხლძარღვებისკენ მოძრაობს. ამას სარქველები უზრუნველყოფენ. წინაგულებისა და პარკუჭების დამაკავშირებელი სარქველები კარებივით მოქმედებს და ერთი მიმართულებით — პარკუჭებისკენ იღება. ამ სარქველებს კარისებრ სარქველებსაც უწოდებენ.

პარკუჭების მძლავრი შეკუმშვით სისხლი გადაიტყორცნება სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეებში.

სისხლის მცდელობას, სისხლძარღვებიდან უკან, პარკუჭებში ჩაბრუნდეს, ხელს უშლის ჯიბის ფორმის სარქველები. ისინი სისხლით ივსება, იბერება და ხურავს სისხლძარღვებს. ამ სარქველებს ჯიბისებრ სარქველებს უწოდებენ. გული დაუღლელი ძრავაა, რომელმაც შესვენება არ იცის. ის ერთი დღის განმავლობაში 100 000 -ჯერ იკუმშება და ერთი საათის მანძილზე დაახლოებით 300 ლიტრ სისხლს ტუმბავს. გულის ერთი ციკლი, ანუ პერიოდი წინაგულების ერთი შეკუმშვიდან მეორემდე, მოიცავს სამ ფაზას:

  • წინაგულების შეკუმშვა — გრძელდება დაახლოებით 0,1 წმ. ამ დროს პარკუჭები მოდუნებულია;
  • პარკუჭების შეკუმშვა — გრძელდება 0,3 წმ. ამ დროს წინაგულები მოდუნებულია;
  • გულის სრული მოდუნება — გრძელდება 0,4 წმ. პარკუჭები და წინაგულები მოდუნებულია.

ადამიანს არ შეუძლია მართოს გულის მუშაობა. ის იკუმშება ჩვენი ნების გარეშე. გულის შეკუმშვათა სიხშირეს ვერც ავაჩქარებთ და ვერც შევანელებთ. მარჯვენა წინაგულში განსაკუთრებული უჯრედების ორი კვანძია, რომელშიც აღმოცენდება აგზნება. ის გადაეცემა წინაგულებსა და პარკუჭებს და აიძულებს გულს რითმულად შეიკუმშოს. გულის კუნთს ავტომატური მოქმედების უნარი აქვს. გულის შეკუმშვათა სიხშირე დამოკიდებულია ასაკზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, ემოციებზე და ა. შ. დიდი წრის დასაწყისში სისხლი მოძრაობს სქელკედლიან არტერიებში. ქსოვილებში არტერიები იტოტება, წვრილდება და გარდაიქმნება არტერიოლებად, ხოლო შემდეგ კი მიკროსკოპულ კაპილარებად. კაპილარების თხელი კედლებით სისხლიდან ქსოვილებში დიფუზიით გადადის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, ხოლო ქსოვილებიდან სისხლში — ნახშირორჟანგი და მავნე ნივთიერებები. ასეთი სისხლი იკრიბება ვენენებში, ვენებს კი ისინი გულისკენ მიაქვს. ვენური სისხლი გულისკენ სიმძიმის ძალის საწინააღმდეგოდ მიედინება. ამაში მას ჩონჩხის კუნთები, ვენის სარქველები და შინაგანი ორგანოების ზეწოლა ეხმარება. საინტერესოა როგორ მოძრაობს ლიმფა მას შემდეგ რაც ის ლიმფურ კაპილარებში აღმოჩნდება. ლიმფური კაპილარები ერთდება უფრო მსხვილ ლიმფურ ძარღვებად, რომლითაც ლიმფა ლიმფურ კვანძებში მიიტანება. სწორედ ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება ლიმფოციტები, რომლებიც ლიმფაში არსებულ მიკროორგანიზმებსა და შხამებს აუვნებლებს. ლიმფური კვანძებიდან მიკრობებისა და შხამისაგან გათავისუფლებული ლიმფა გადადის მსხვილ სადინარებში, რომელიც მსხვილ ვენებს უერთდება და სისხლთან ერთად გულში ჩაედინება. ლიმფის მოძრაობას უზრუნველყოფს ლიმფური სადინრის სარქველები.

იხ. ვიდეო

დაეხმარეთ გულს -გული უნიკალური ორგაონოა თანამედროვე მედიცინის მიღწევისმიუხედავად ჯერ ბოლომდე არ არის შექმნილი გულის მსგავსი ორგანო არ არსებობს მექანიზმი სადაც 70 -80 და 90 წწ შეძლებდა მუშაობას გული შეუჩერებლივ. გული დღეღამეში 10 ტ მეტი სისხლი გადაქაჩავს და არსწორი დატვირთვისდა პირობების გამო ყველაზე მეტად გული ზიანდება. ამიტომმასუნდაგავუფრთხილდეთ
მწევლები - გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 2-ჯერ უფრ მეტად ავადებიან ვიდრე არამწევლები და სხვა მავნე  ნივთიერებების აზიანებენ გულს,ხელს უწყობს არტერიის სპაზმები და არტერიული წნევის მომატებას. თუ გსურთ დაეხმაროთგულს არ მოწიოთ როგორც კი დაანებებთ თავს მოწევას შეუმჩნევა  გულ-სისხლძარღვთა სისტემოს გაუმჯოსებას.
არტერიული წნევა - არტერიული წნევა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია გულის მუშაობის დაქვეითებისას და ათეროსკლეროზის განვითერებისა თუ თქვენი წნევა ხშირად აღემატება 140-90 მაშინვე მიმრთეთ ექიმს
გულის დაავადების კიდევ ერთი სერიზული ფაქორია სისხლში ქოლესტერინის რაოდეონობა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეამოწომით ქოლესტერენის დონე მომატებული რაოდენობა ქოლესტერინი იწვევს ათეროსკლეროზის განვითერებას თუ მომიმატა უნდა ცხიველური ცხიმის მიღება
მეტი იმოძრავეთ - იარეთ ცურვაზე, ისეირნეთ ფეხით, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა რაც სიამუვნებას განიჭებთ დაავადებისგან იცავს
იკვებეთ სწორად დაბალკალორიული ბალანსირებული დიეტა მარტოამცირებს მცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს, არამედ ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც, რაციონში გაითვალისწინეთ უცხიმო ხორცი და თევზი, ხილი, ბოსტნეული, მცენარეული ზეთი, ქატოს პური,შეზღუდეთ მარილი, ყავა, ტკბილეული და ალკოჰოლი. ალკოჰოლის ზედმეტი გამოყენება სერიოზულადვნებს გულის კუნთს და იწვევს ალკოჰოლურ  მიოკარდისტროფიას. თუმცა ალკოჰოლის მცირე დოზა მაგალითად ერთო ბოკალი წითელი ღვინო ვახშამზე სასარგაბლოც კია -აუმჯობესებს სისხლძარღვებში მიკროცირკულაციას
მოერიდეთ სტრესს -სტრესულ მდგომარეობაში ორგანიზმი გამოყოფს ადრერარილს , რ-იც აიძულებს ბულს უფრო ხშირად შეიკუმშოს სისხლძარღვები კი დავიწროვდეს. ყველა წვრილმანზე ნუ გაღიზიანდების,ხშირად დაისვენეთ დადებით ემოციები დაგეხმარებათ სულიერ წონსწორაბაში.
იხ.ვიდეო - Как работает сердце человека

ხანში რომ შევედი, გულმა სემაწუხა, არადა ოჯახი ჩემს იმედზეა, ამიტომმოდუნების უფლება არ მაქვს არც ექიმებთან სიარული მიყვარს და არც წამლების დალევა. ვცადე რამდნეიმე ხახლური რეცეპტი მიშველა -  უკვე აღარ მეშინია, რადგან ვგრძნობ გული უწინდებურად ძგერს. სიამონებიტ გაგიზირებთ ამ რეცეპტს. დანაყილი 350გ ნიორს დააწურეთ 24ც საშუალო ზომის ლიმონი. ქილას ტავზე დოლბანდის ნაჭერი შემოახვიეთ და 24 სთ სიბნელ;ეში დადგით. სხვით დღეში ერთხელ ძილის წინ დალავეამდე 1 ჩ/კ ნარევი 100მლ წყალში კარგად გახსენით. პირველ ეფექტს მკურნალობის დაყწებიდან 15-17 დღ -ის შემდეგ შეამჩნევთ: მოგიწესრიგდებათ ძილი. შეგიმცირდებათ ქოშინი და დაღლილობის შეგრძნება.
 ასევე მიზნისთვის გამოდგება მეორე წამალიც: აიღეთ 10 ლიმონი და 10 თავი საშუალო ზომის ნიორი, გაატარეთ ხორცასკეპ მანქანაში და დაასხით 1კგ თაფლი. მინის ჭრჭელში მოათავსეთ ნარევი და ასვე დოლბანდით პირმოკრული, შვიდი დღით დადგით სიბნელეში. შემდეგ მიიღეთ 4 ჩ/კ ნარევი დღეში ერთხელ. ძილის წინ ორონდ ერთბაშად არ მიიღოთ, ჯერ ერთი კოვზი გაიჩერეთ პირში, ნელ-ნელა დაღეჭეთ და გადაყლაპეთ, შემდეგ მეორე, მესამე და მეოთხე. მკურნალობის კურსი 2 თვეა ამ ხნის განმავლობაში ერთი დღის გამოტოვებაც კი არ შეიძლება.
ექიმის კომენტარი: ნიორი ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზის საწინაამღდეგო საშუალება იგი აუმჯობესებს სისხლძარღვთა სანათურის გამავლობას და ზოგადად გულსისხლძარვთა სისტემის ფუნქციონირებას ლიმონი კი სისხლის რეოლოგიური თვისებეს აწესრიგებს. აქვს გარკვეული ანტიკოგულაციური ეფექტი ამრიგად, ნივრის და ლიმონის კომბინაცია ერთად საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა სისხლძარღვოვანი უკმარისობის დროს, მაგრამ ამსათანავე აუცილებელად უნდა გაიაროთ კარდიოლოგიგის კონსულტაცია, რათა გულის სისხლძარღვთა (ანუ კორონარების) სრიზული დაზიენაბა გამოირიცხოს და ტავიდან იქნას ავიცილოტ გართულებები.
იხ.ვიდეო - Сердце – самый мощный двигатель в мире

სამი დღეა დროდა დრო გული მიჩქარდება თიტქოს ყელში მიცემს- ხან 10 წტ-ში ერთხელ, ხან უფრო ხანგრძლივი ინტენსივობით. ასე მთელი დღის განმავლობაში პირველად რომ შევნიშე დილა იყო, გულის მხარეს ვიწექი. დღემდე აღარ გამიჩერდა. ვარ 23 წლის გოგონა რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და როგორ მოვიქცე?
პასუხი: პირველ რიგში გულის პათოლოგიები უნდა გამოირიცხოს, ამიტომ კარდიოგრამისა გაადღება და კარდიოლგის ტუ მიმართავთ საქემს ნადვილად წაადგება. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა აღმოჩნდა ედნოკორლოგს მიმართეთ. რადგან ასეტი პრობლემა ფარისებული კირკვალის პათოლოგიაების დროსაც გვხდება.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...