четверг, 5 ноября 2020 г.

დათვისკენკრა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            დათვისკენკრა

სამეფო: მცენარეები - ლათ. სახელი - Arctostaphylos

მცენარეთა გვარი მანანასებრთა (შქერისებრთა) ოჯახისა. გართხმული ბუჩქებია. აქვთ მარადმწვანე ტყავისებრი ფოთლები, მტევნებად შეკრებილი ვარდისფერი ყვავილები და წითელი კურკინა ნაყოფი.

ცნობილია 18 სახეობა. გვხვდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშისაქართველოში მხოლოდ ერთი სახეობაა - კავკასიური დათვისკენკრა (ლათ. Arctostaphylos caucasicus), რომელიც იზრდება დასავლეთ საქართველოს ფიჭვნარებში, სუბალპური და ალპური სარტყლის ღორღიან ადგილებზე.

მისი ნაყოფი იჭმევა. ფოთოლი შეიცავს გლუკოზიდ არბუთინს და მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარი ფოთლების ნახარში იხმარება მედიცინაში. გვხდება ზღვის დონიდან 1000 - 2400მ სიმაღლეზე. მედიცინაში ყვავილობის დროს მოკრეფილი ფოთლები გამოიყენება. იზრდება იჭვნარებში, სუბალპურ და ალპურ სარტყელში, მშრალ ღორღიან ადგილებში. შედარებიტ ხშირია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში და იმერეთში.

მისი პრეპარატები ფართოდ გამოიყენება სადეზინფექციო საშუალებად და შარდმენ საშუელებად. ცისტის და უერთიტის პიელიტის. იყენებენ მასტიტის დროს. დალევის შმეთხვევაში იგი აღიძიანებს კუჭინაწლავს ტრაქტატის ლორწოვან გარს, რაც ცალკეულ შემთხვევაში გახატულია პირღებინების და კუჭაშლილობისას.

იხ. ვიდეო





Комментариев нет:

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...