понедельник, 2 ноября 2020 г.

ფარსმანდუკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ფარსმანდუკი

                                           
                            სამეფო - მცემარეები, კლასი - ორლებიანნი, ოჯახი - რთულყვავილოვანი

 (ლათ. Achillea) — მრავალწლოვანი ბალახების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს დაახლოებით 150-მდე სახეობას.

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, უმთავრესად მთაში და ხმელთაშუაზღვისპირეთში. ფარსმანდუკი ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში. საქართველოში გვხვდება 13 სახეობა, მათგან ერთი — Achillea sedelmeyeriana — საქართველოს ენდემია. საქართველოში სახეობების უმეტესობა იზრდება ტყისა და სუბალპური სარტყლის მდელოებსა და ბუჩქნარებში, მცირე ნაწილი — დაბლობზე და მთის ქვედა სარტყელში.

თაფლოვანი მცენარეებია. ჩვეულებრივი ფარსმანდუკი (ლათ. Achillea millefolium) და სხვა სახეობა შეიცავს ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, C ვიტამინს. ხმარობენ სისხლდენის შესაჩერებლად და ჭრილობის შესახორცებლად, ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ. იყენებენ მწარე ლიქორის, ნაყენისა და ეგრეთ წოდებული მადის მომგვრელი ჩაის დასამზადებლად.

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...